Tuesday, October 12, 2010

აბსოლუტურად კოსმოპოლიტური პოსტი


აბსოლუტურად კოსმოპოლიტური პოსტი

მე არ ვარ იმდენად კოსმოპოლიტი, როგორსაც ამ პოსტში დაინახავთ მის ავტორს. 
ჩავთვალოთ ეს თამაშის წესად, ამ პოსტის დათქმულ პირობად. 





მსოფლიოს ადამიანთა მოსახლეობა (ხომ არიან ცხოველი მოსახლეებიც, ზოოპარკებში) 6 მილიარდზე მეტია, გაცილებით მეტი.

დღეის სწორს 1999 წელს გაერომ გამოაცხადა, დღეს დაიბადა 6 მემილიარდე ბავშვიო.

დემოგრაფების გათვლით მსოფლიოს მოსახლეობა 7 მილიარდს 2012 წელს მიაღწევს. უფრო ზუსტადაც აქვთ დათვლილი , 29 ნოემბერს, 2012 16:26:56.               
დედამიწამ ერთი მილიარდი 12 წელში იბარტყა, ასეც გააგრძელებს.

კაცობერიობის მესამედს ჩინელები და ინდოელები წარმოადგენენ.

მოსახლეობის გადანაწილება მსოფლიოში ძალიან არათანაბარია, ზოგგან 10 კვადრატულ კმ-ზე ერთი კაცი მოდის, ზოგგზან კვადრატულ მეტრზე 50.

მას შემდეგ რაც ტექნილურ-მეცნიერული პროგრესის პარალელურად
ადამიანი განუხრელად ხდება უფრო უნივერსალური, შემგუებელი და პირობების თავის თარგზე შემცვლელი არსება,  მოსახლეობის სიმჭიდროვეში ასეთი განსხვავებულობა უფრო და უფრო შემცირდება. ადამიანი განსახლდება უდაბნოშიც და პოლარეთში, და, და, და,,,, რაღათქმაუნდა დედამიწაზე ჯერ კიდევ შემორჩენილ დაუსახლებელ სამოთხეებში, დაახლოებით ისეთებში, როგორიც საქართველოა.

საქართველოს თავისუფლად შეუძლია იყოს 7 მილიონიანი ქვეყანა, რატომაც არა.

ჩვენ, ქართველები და ეროვნული უმცირესობები ვერ ვმრავლდებით, ვბუქსაობთ, რამდენიც ვკვდებით, იმდენივეს ვაჩენთ.

ჩვენი სამოთხე კიდევ დიდხანს იქნება ვაკანტური.
უპატრონი ეკლესიას კი ეშმაკები ეპატრონებიან, ან სხვა რელიგიები, ან საწყობი ხდება, ან თავლა, ან ტურისტული მისამართი.


საქართველო კი ყველაფერში გამოდგება, პლიუს კარგი ნოყიერი მიწები, აუთვისებელი ჰიდრო და აგრარული რესურსები, აუთვისებელი გეოპოლიტიკური, სატრანსპორტო სავაჭრო მდებარეობა.

საქართველო იქნება 7 მილიონიანი, იქნებ ათ-იც.

ვიტიროთ თუ ვიცინოთ?




ჩინეთი 

კაცობრიობის მეხუთედია

სომერსეტ მოემის ერთ მოთხრობაში ევროპელ პლანტატორებს პოლინეზიის პლანტაციებში სამუშაოდ ჩაყვანილი ჰყავდათ ჩინელი მუშები, რომელთა შრომა ეტალონი უნდა ყოფილიყო ადგილობრივი მუშებისთვის. ჩინელები კარგად მუშაობდნენ, ხანგრძლივად და ხარისხიანად, თუ ადგილობრივები იზარმაცებდნენ პლანტატორები მათ დასჯიდნენ ჩინელებთან ჩამორჩენის გამო.
ადგილობრივებს მათრახები, საკნები და შიმშილი არ აკლდათ, ჩინელები კი თავის საქმეს სასჯელზე შიშის გარეშე აკეთებდნენ. 

ასეთია ეს ხალხი

სულ ცოტა ხნის წინ მათ ტავარნი ვიდი არ ჰაონდათ, ერთიანად ნაცრისფერ უსაყელო პიჯაკებში გამოწყობილები დააგორებდნენ ველოსიპედებს თავიანთ გზებზე და კაცმა არ იცოდა შეეძლოთ თუ არა რამე, სოციალისტურ სამსახურში ტაბელის გადაბრუნების გარდა. 
ოცი წელია, რაც მათ საწარმოო კონვეიერები ააწყვეს და ამ კონვეიერებში დაუღალავ სილიკონის დეტალებად ჩასხდნენ. 
ოცი წელია ისინი აკეთებენ საოჯახო ხარახურას 4 ჯერ უფრო იაფად, ვიდრე სხვა და შედეგად მთელს მსოფლიოში, ყველა ოჯახში აგზავნიან თავისი შრომისუნარიანობის უტყუარ მატერიალურ მაცნეს.
თანდათან სათამაშოებს გაუბედეს, შემდეგ საოჯახო ტექნიკას, ახლა კი, რის ნახაზსაც აჩვენებ ყველაფერს დაგიმზადებენ ერთ კვირაში, რაკეტასაც. სხვათაშორის რაკეტა ციოლკოვსკიმდე ჩინელებმა გააკეთეს და ფოლკლორული ფესტივალებიც მიუძღვნეს თვითნაკეთი რაკეტების გაშვებას, თუმცა კოსმოსური სიჩქარე ვერ მიანიჭეს, არ ეცალათ. მაშინ მაოს ბეღურების გაწყვეტა ჰქონდა სამიზნედ და არა კოსმოსი. 

დღეს ჩინეთს მაღალტექნოლოგიური და მაღალინტელექტუალური პროდუქტის შემქმნელთა ავტორიტეტი უკვე აქვს მოპოვებული.


ალბათ ყელა უმსხვილესმა რთულტექნოლოგიურმა კორპორაციამ თავისი საქმის წარმოება ჩინურ თავებსა და ხელებს ანდო, ჩინეთში მზადდება ელექტროტექნიკის  ავტომშენებელთა და ზოგადად მსუბუქი მრეწველობის ყველა ცნობილი ბრენდი.  
ფილმში 1012 მსოფლიოს ლიდერები კაცობრიობის გადასარჩენად 6 რკინის ზეტექნოლოგიური და ზეგამძლე კიდობანის უსწრაფესად აშენებას ჩინეთს ავალებს და წარღვნის წინ ჰიმალაიში ფათერაკებით მიღწეულებს, გამზადებული გიგანტური კიდობანების ნახვისას აღმოხდებათ -"აი, რას ნიშნავს ჩინელები!".  


დედამიწაზე ყველა 100 კაცში 20 ჩინელია, 20 წლის წინ მათ თავისი თავის მოვლა უჭირდათ, და მათ შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდით.  დღეს ამ ოცი კაციდან10 ამუშავდა და უცხოელ 80 კაცს ყველას მიჰყიდა რაღაც სასარგებლო ძალიან იაფად. 
10 ჩინელს კი ისევ ტრადიციული ბრინჯი მოფყავს, ოღონდ მოემის დანახული სიჯიუტითა,  შრომისმოყვარეობითა და ზეპროდუქტიულობით. 
აშშს მოსახლრობას    5 % ფერმერი კვებავს და ჭარბსაც ქმნის. 
ჩინეთსაც გამოუნთავისუფლდება ეგ 500 მილიონი ადამიანი როცა აგროტექნოლოგიებს აითვისებენ. 100 მლნ საკმარისი იქნება საკვების შესაქმნელად, 400 მლნ ახალი, ტექნოლოგიების შემქმნელი, ამთვისებელი და მწარმოებელი ადამიანი მზად იქნება მსოფლიოს მოთხოვნა დააკმაყოფილოს უიაფესი და საკმარისად ხარისხიანი პროდუქციით. 


თუკი დღევანდელი დედამიწელი 80 კაცი ხედავს 10 ჩინელს, მომავალში ის დაინახავს 19 ჩინელს. 
ანუ ჩინეთის დღევანდელი სტატუსი, რენომე, ავტორიტეტი, წონა მომავალში განუზომლად გაიზრდება. 

ხელფასიანი ჩინელები ვეღარ დაეტევიან თავის მიწებზე, მათ ვერ გააჩერებს ადგილობრივი ნაციონალიზმები, ისინი ყველგან იქნებიან (და არა მხოლოდ ციმბირში, როგორც ამას ჩვენი რევანშისტები ვარაუდობენ) და სულაც არ დასჭირდებათ მათ ახალი ტერიტორიების მიერთება, ისინი ახალ ტერიტორიებს უბრალოდ აითვისებენ, ხრიოკისგან წალკოტს აქცევენ, უდაბნოსა და ჭაობისგან ქალაქს.

რა უნდა ვქნათ ჩვენ ქართველებმა? 
პირველ რიგში უნდა ავწონ დავწონოთ. 
ყველა წამალი შხამია ზედმეტი დოზით, ხველა წამალი უეფექტოა მცირე დოზით. 
ვიპოვოთ ჩვენი სახეირო დოზა. 

20 წლის შემდეგ ჩინელები მსოფლიოში განსახლდებიან ეს ობიექტური რეალობაა. კარგადაც რომ იყვნენ თავის ჩინეთში, მაინც განსახლდებიან პატრიოტული ქვეგრძნობებით.  ისინი სხვა ქვეყნებს მიადგებიან არა ცარიელი ჯიბეებითა და გეგმის გარეშე, არამედ ფულით, გეგმითა და ცოდნით.





 
ისინი სასარგებლონი აღმოჩნდებიან სახელმწიფოებისათვის, როგორც ჩინელი მუშები მოემის პლანტატორებისათვის. 

ისინი საერთო ჯამში სასარგებლონი აღმოჩნდებიან არა მარტო ხელისუფლებისათვის, არამედ სახელმწიფოსათვისაც. 



შექმნიან ნაწარმს, პროდუქტს, იმუშავებენ იქ, სადაც ხელს ჩამოუშვებს ქართველი, შექმნიან ინფრასტრუქტურებს, შექმნიან მძაფრ კონკურენციას დღევანდელ თვითკმაყოფილი საზოგადოების ყველა რგოლში, არა მხოლოდ გლეხებში, არამედ ტექნიკურ ინტელიგენციაში, მედიცინაში, ინჟინერიასა და მენეჯმენტში. 

და თუკი ეს ყველა სიძლიერეები (უკეთესი აგრო სქტორი, მშენებლობა, სამედიცინო მომსახურეობა, მეტი ადამიანი ჯარში და პოლიციაში) საჩუქრად მოგვივა უცხო ქვეყნიდან, რაღა გვაქვს საწუწუნო?


გვაქვს, საწუწუნოც გვაქვს და ტვინისსაჭყლეტიც. 
საქმე იმაშია თუ ვინ მოვა საქართველოში. 
თუკი 300 მლნ მსოფლიოში განსასახლებელი ჩინელისგან საქართველოს დააფასებს მხოლოდ 1 მილიონი ბრინჯის მომყვანი გლეხი, რომელიც 40 საუკუნეა ამ საქმეს აკეთებს და კიდევ 40 საუკუნე იგივეს აპირებს, მაშინ საქართველოს ხეირი მინიმური იქნება (თუ არ ჩავთვლით, რომ შერეული ქორწინებით, შორი დამემკვიდრების გენეტიკური უპირატესობით წამოზრდილი ახალი ქართველი დღევანდელზე უფრო ლამაზი იქნება).  
თუკი საქართველოს ფერმერთა გარდა ტექნოლოგიების, წარმოების, მშენებლობისა და მენეჯმენტის უნარის მქონე ადამიანები აირჩევენ, და თუკი მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გადააჭარბებს იმიგრანტ გლეხებს, მაშინ საქართველო ერთიორად იხეირებს. 


საქართველოს უნარი მიიღოს ემიგრანტები შეზღუდულია. 
მას თავისუფლად შეუძლია მიიღოს  ერთი  მილიონი გლეხი და ერთი მილიონი ქალაქის მაცხოვრებელი, მაგრამ მეტს ვერ მიიღებს, ადგილია პატარა. 

ასე რომ თავიდანვე უნდა ვიზრუნოთ მივიღოთ კარგი ხალხი.

 
ვინაიდან ეს ორი მილიონი უნდა გადანაწილდეს არა მხოლოდ ჩინელებზე, არამედ აფრიკელებზე და  ინდოელებზე. 
მათი სელექცია დღესვე უნდა დავიწყოთ.

 
თუკი სპორტსმენი ბოტსვანიდან საქართველოში წარმატებული იქნება, აქ აფრიკიდან ისევ სპირტში წარმატების უნარის მქონენი მოვლენ, თუ კი ინდოელი ექიმი დაფასდება საქართველოში, აქ ინდოეთიდან ისევ ექიმები ჩამოვლენ, თუკი სამხრეთაფრიკელი ბური ჩათვლის თავს სამოთხეში, აქ ახალზელანდიელი და ფინელი ფერმერებიც ჩამოვლენ, თუკი ტაიბეი ტავერის აღმშენებელი ინჟინერი და მისი ჯგუფი, ბრიგადა იქნება აქ წარმატებული, მას მომავალშიც ინჟინერტექნიკური პერსონალი მოჰყვაბა, 
ასე რომ ფრთხილი და ყურადღებიანი სელექცია დღესვე ძალიან მნიშვნელოვანია. 
დღესვე უნდა წავიდეს სწორი იმპულსები და მესიჯები, რითაც მომავალში იმიგრანტთა ნაკადის ხარისხს გავზრდით. 
ბურების ფერმების პროექტი ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია და დროულიც.




დასაწყისში დავწერე რომ ეს პოსტი აბსოლუტურად კოსმოპოლიტურია
მაგრამ პირობა სრულად ვერ დავიცავი.




შემდეგი კოსმოპოლიტიკური ფაქტორები არ გავითვალისწინე:
მოტივაციად დავსახე საქართველოს სახელმწიფოს გაძლიერება და არა ყველა ადამიანის ბედნიერება საზღვრების გარეშე.

სასურველ ემიგრანტებად დავსახე არა 
მეზობლები: რუსები, აზერბაიჯანელები, სომხები, თურქები, არამედ გეოგრაფიულად დაშორებული ქვრენების (ცინეთი, ინდოეთი, აფრიკა, ევროპა) მაცხოვრებლები,  ანუ ის ეთნოჯგუფები, რომლებიც ტერიტორიულ პრეტენზიებს ვერ წარმოადგენენ. 
თუმცა რეალური მიმზიდველობის პირობებში საქართველოში  მეზობელთა მიგრაციაც გააქტიურდაბა. 
და არც ეს მიმაჩნია ტრაგედიად. 
თუკი დღეს აზერბაიჯანელებისა და სომხების თემი სამხრეთ და აღმოსაბლეთ საქართველოს მიწებზე იმაზე მეტ მოსავალს იღებს ვიდრე ქართველი მოიყვანდა, ანდა თუკი სახლობს იმ მძიმე კლიმატში, საიდანაც ქარძტველი თვითონვე გადმოიხვეწა და თუკი იმ მიწაზე საერთო ქართული პროდუქტი მოყავს, თუკი ქართულ სპორტში საამაყო წიგნის ერთი თავი ოსების დაწერილია, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით ქება და მადლობა მათ, და.. მომავალი იმიგრაციის კონტროლი- მართვა. 

ანუ არ ვარ მთლად კოსმოპოლიტი, თუმცა თქვენგან განსხვავებით სხვა გენის ჩემთან ახლოს ცხოვრების პერსპექტივას შედარებით მშვიდად ვუყურებ, გენების შერევასაც.                      

3 comments:

misho said...

ჩემი აზრით, ქართველობა გენების სისუფთავეში არ არის. უფრო გონების სისუფთავეშია. ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ამ სახელმწიფოში, აკეთებს ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს, და არაფერს სამაგიეროს არ ითხოვს ,გარდა იმისა, მუდმივად არ შეახსენო რომ არ არის ქართველი და შენ უფრო მეტი პრივილეგია გაქვს მხოლოდ იმიტომ, რომ თურმე გვარი ქართული გაქვს. გენების სისუფთავეზე ლაპარაკი ცოტა არ იყოს მაშინებს. ძალიან მაინტერესებს, სად გაქრა ის 40 ათასი ყივჩაღი დავითმა რომ ჩამოასახლა? ყველა მათგანს, ვისაც ჩვენი ქვეყანა მიიღებს და ვინც დააპირებს აქ დამკვიდრებას ,უნდა მოვთხოვოთ უპირველესი, პატივი სცეს ჩვენს ქვეყანას, მის ენას და კულტურას, აკეთოს საქმე ქვეყნისთვის სასარგებლო. შესაძლოა წლების შემდეგ,ბევრი მათგანი შენზე უკეთეს ქართველად იქცეს. მაგრამ ამისთვის საჭიროა პირველ რიგში ჩვენ ვიყოთ ჭეშმარიტი ქართველი {არა გენეტიკურად}. და სამშობლო მხოლოდ სუფრასთან არ გვახსენდებოდეს. სხვა შემთხვევაში, მართლაც საფრთხეა ჩვენი გადაგვარების.

Anonymous said...

umagresia ramea momw[=ewona es posti magram megobrul rchevad miige avtoro salaparakko enis damaxinjeba didi dartymaa qartveli erisatvis da blogze da an saitze vecadot birjasavit ar vilaparakot. ჩვენ, ქართველები და ეროვნული უმცირესობები ვერ ვმრავლდებით, ვბუქსაობთ, რამდენიც ვკვდებით, იმდენივეს ვაჩენთ.

Sophie Golden said...

ამ პოსტმა კიდევ ერთხელ გამახსენა, რა რთულადაა საქმე საქართველოში :/

ვინც არ კვდება ან იბადება, ის ქვეყნიდან გარბის და ვინც ჩამოდის, არც ის რჩება დიდხანს. სასწაული ქვეყანაა, მე ვერ ვუგებ :|