Friday, April 22, 2011

სასარგებლო შაბლონური ნოტაციები მშობელთათვის

ქალიშვილის მამისთვის 


მომავალში დავწერ შაბლონ ნოტაციას ბიჭის მამისთვის. 

ანუ ნოტაციებს, რომლებიც მამებმა უნდა წააკითხონ შვილებს სულისგადამეჩენელი საუბრის ნაცვლად.  



20 წლამდე
ქალიშვილის მამა აუცილებლად ჩავარდება იმ სიტუაციაში, რომელშიც ეს შაბლონი გამოადგება. 

მას მოუნდება ესაუბროს თავის ქალიშვილს ამ საკითხზე, მაგრამ ეუხერხულება და სამომავლოდ გადადებს. 
შედეგად, ან დროულად გაესაუბრება, ან დაგვიანებით. 
თუმცა  ეს სიტყვა დაგვიანებით, აქ არაზუსტია. 
არაზუსტია იმიტომ, რომ თვითონ ის მნიშვნელოვანი საუბარია ფარდობითი ეფექტის მქონე. ანუ შეიძლება ამ საუბარმა სრულიად უწყინარ ნიუანსთან კომბინაციაში შედეგი დიამეტრულად შეცვალოს - ჯინი ამოუშვას ან ჩაკეტოს. 
მშობელს რა თქმა უნდა ჯინის ჩაკეტვა სურს, მაგრამ შეიძლება თვითონვე შეუწყოს ხელი საწინააღმდეგო შედეგს.
ანუ, ეს შაბლონური ნოტაცია ხიფათის შემცველია, მისი გამოყენება ინდივიდუალურადაა გადასაწყვეტი. 
მე, ავტორი პასუხისმგებლობას არ ვიღებ შედეგებზე. 



მოზარდისათვის  
ყველაზე ძვირფასი დასკვნა ისაა, რომელიც თვითონ მოუვა თავში.

 
სექსი ქორწილამდე, ეს ის კოშმარია, რომლის თავიდან ასარიდებლად ყველა ქალიშვილის მამა მზადაა დღეს საღამოსვე მოსაჭრელად გაიმეტოს მარცხენა ხელის ნეკი თითი. კიდევ კარგი რომ ასეთი გარანტირებული საშუალება არ არსებობს, თორემ მამაკაცთა მეოთხედი უთითოთ დავრცებოდით, მაგრამ უთითობა პრობლემა ნაკლევადაა, პრობლემაა სექსი ქორწინებამდე და სექსი არასაქმროსთან.

 
შენი შვილი ხანგრძლივი მიზანმიმართული მრავალსაფეხურიანი ნადირობის მსხვერპლი შეიძლება აღმოჩნდეს. მონადირებული ნანადირევი შეიძლება აღმოჩნდეს. დაორსულდეს, შეერყეს ავტორიტეტი, ფსიქიკა, თვითშეფასება. უარეს შემთხვევაში ეს დროებითი ხიფათი მისთვის სამუდამო სიზიფეს ქვად გადაიქცევა, რომელიც მუდმივად აღმართში უნდა აგოროს. მისი ბიოგრაფია იცვლება, ბევრი  პერსპექტივა იბლოკება, 77 წლის ასაკშიც სხვა იქნება, უფრო უბედური და ავადმყოფი, ვიდრე იმ შემთხვევაში, ეს ერთ თვიანი ხიფათი სუფთად რომ დაეძლია. 

ერთ მხრივ 20 წლისების ფიზიოლოგია სრულიად მზადაა სექსისთვის, ორსულობისთვის და დედობისთვის, სრულიად ბუნებრივად, გულწრფელად და დროულად შეიძლება შეუყვარდეს ბიჭს გოგო და გოგოს კი ბიჭი. 

ერთი პრობლემა ბიჭის სოციალურ მზაობაშია, უფრო სწორედ უმწიფრობაში. 
საზოგადოება სრულუფლებოვან საპროფიტად ადამიანს მიიჩნევს პროფესიის დაუფლებისა და მუშაობის დაწყების შემდეგ. პროფესიუს დაუფლებას კი ინდივიდუალურად ზოგი  22 წლის ასაკში ახერხებს, ზოგი კი 32- ის.  ბიჭები ერიდებიან ადრეულ  დაქორწინებას სხვა მოტივითაც, უნდათ თავისუფალი სტატუსი მრავალ სასურველ პარტნიორთან ფლირტში გაატარონ.მიიღონ საწადელი, აიმაღლონ თვითშეფასება ეტქ.  

მაგრამ ბიჭების ქორწინებისთვის მოუმზადებლობაზე მეტი პრობლემა კი გიგოს ფიზიოლოგიაა. 
ერთი შეხედვით ორ ადამიანს, ქალს და ვაჟს ერთნაირი თამაში აქვთ წამოწყებული, ერთნაირი სარკისებრი სურვილები უჩნდებათ, მაგრამ ამ თამაშში ისინი არ არიან სიმეტრიულები როგორც პინგპონკის მოთამაშენი. 
ისინი უთანასწორო შედეგს იმკიან როდესაც ანგარიში 1:1- ია. 
ერთი უპირობო მოგებულია, მეორე კი პირველზე უპირობოდ დამოკიდებული ხდება. 
ამერიკის სკოლებში ორსულის მუცლის ფორმის 10 კილოიანი მულაჟები შეიტანეს, რომლებსაც გოგონებსაც აცმევენ და ... ბიჭებსაც. უნდა გაიკეთონ და იარონ ამ ტვირთმოკიდებულებმა  თითო საათი. 
არადა + 10 კილოგრამი მუცელზე ერთი წვეთია იმ სირთულესთან შედარებით, რომელიც  ორსულობის სტატუსს მოჰყვება - ბავშვი, და მისი ცხოვრებით ცხოვრება აწ დამარადის.   
ამერიკაში ამით ცდილობენ ორივე ჯგუფს სექსზე პასუხისმგებლობა აგრძნობინონ. 
დიახ, ბიჭმაც უნდა იცოდეს თუ რაარის ორსულობა, ანუ ის რა შედეგიც შეიძლება მოჰყვეს გულწრფელ და კრისტალურ უმანკო სიყვარულს.
ჩვენთან ეს თემა ჯერ კიდევ ტაბუდადებულია ოჯახში სასაუბროდ, ტელევიზია და  ინტერნეტი  კი ცხოვრების ისეთ მოდელს სახავს მიღებულ ნორმად, რომელიც  კაცობრიობამ პალეოლითში დაძლია. 


ცხოვრება და ცხოვრების ანტურაჟი  მართლაც იცვლება, უცვლელია ნადირობის პერსონაჟები. 
ამ ნადირობიდან ბიჭს შეუძლია უმანკო დარჩეს მთელი ნეგატივი კი გოგოს დაუტოვოს, ისევე როგორც ენლილის, ვარსექენის, ასმათის, თრისტანის და ქრისტინეს დროს. 
 
გოგონებს სხვა პასუხისგებლობა ენიჭებათ, ბიჭებს სხვა. სექსი ქორწილამდე თუნდაც დაოჯახების პერსპექტივით, ქალიშვილს აქცევს მთხოვნელად ( მართლა გასათხოვებლად) ვაჟს კი მოწყალე რაინდად ( ან უხიაგ გამარჯვებულად). 
როლების ამ  გადანაწილებას არაუმეტეს   ერთი საათი ჭირდება. რომლის დასაწყისში ორ თანაბარ ადამიანთაგან ერთერთი საათის ბოლოს მეორეზე დამოკიდებული ხდება.  

და რა ქნას გულწრფელად შეყვარებულმა ვაჟმა, თუკი ქორწილს არ აპირებს მინიმუმ 2 წელი, მისი შეყვარებული კი იწვის და დნება?
არავინ ვფიქრობთ რომ ოდესმე მოვკვდებით, ჩვენ ამ აზრზე აცილება გვაქვს ჩართული, სიცოცხლე გვინდა და ვცხოვრობთ. 
ასევე აქვთ ბიჭებს  ჩართული აცილება გოგოს დაფეხმძიმებაზე. გაემტყუნებათ?

ბოლოსდაბოლოს, ბიჭებს არ უყვართ, ეშინიათ, ეეჭვებათ ისეთი ადამიანის ცოლად მოყვანა, რომელიც გატყდა და დანებდა. მამაკაცები სოციალურადაც და ფიზიოლოგიითაც მომხვეჭელები არიან, ისინი ვერ იტანენ იმ აზრსაც კი, რომ მათი მეუღლე შეიძლება ოდესმე სხვა ადამიანის ხიბლში  ჩავარდეს და უღალატოს. ცოლმა უნდა უერთგულოს თუ კაცი ომიდან ცალფეხა, ნადირობიდან ხელცარიელი ან ცხუბიდან გალახული დაბრუნდა. ეს ბიოლოგიაა, ფსიქოლოგიაა,  ტრადიციაა, მორალია და ბოლოს სუციუმისთვის ყველაზე ხელსაყრელია. აქ ბიჭი და სოციუმი ერთ მხარეზე დგანან. კრიტიკული მზერის ობიექტი კი ერთია - გოგო.
შედგად ერთი, ერთობლივი  აქტის პასუხისმგებლობა მხოლოდ გოგოს ეკისრება. 
ბიჭი ამ შემთხვევაში ორმხრივ გამარჯვებულია, ერთი თავისი გაიტანა და მეორე, ნაშას ცოლად მოყვანას გადარჩა. 
როგორ იქცეს  კდემამოსილი პრინცესა ნაშად, ეს მამაკაცთა საუკუნოვანი ნადირობის დახვეწილი ტექნოლოგიის საქმეა. 
ყველა კაცს შეუძლია მოინადიროს ყველა ქალის გული, ფაქტიურად 99% ალბათობით. მუხრუჭი უნდა ჰქონდეთ მამაკაცებს, და აქვთ კიდევაც უმეტეს შემთხვევაში. 
მაგრამ თუ ის ბიჭი არ არის წესიერ უმრავლესობაში და მით უფრო მოხარული იქნება, რაც მწარედ დაამარცხებს პარტნიორს, მაშინ როგორღა უნდა შეძლოს გოგომ განსაცდელის თავიდან აცილება? 
დაიზღვიოს თავი სოციუმის მიერ მისთვის გამომეტებული დამცავი მექანიზმებით - სექსი ქორწილის შემდეგ. მოხერხებულია, გამართლებულია, უსაფრთხოა, თანაბარუფლებოვანია, კურთხეულია ბოლოსდაბოლოს.
გარანტირებულად გიცავს ისეთი ეპითეტებიდან, როგორიცაა: 
მიტოვებული, ნაშა, ქარაფშუტა  ( კიდევ ბევრია).
 ამ ისტორიაში კიდევ ერთი ( უფრო სწორედ) მონაწილეა. მშობლები, ოღონდ მხოლოდ გოგოს მშობლები. 
ჩვენი სოციუმი მშობლებს  აკისრებს პასუხისმგებლობას ქალიშვილის ქცევაზე. 
გოგოს მშობლებს სოციუმი ავალებს ისე მოახერხოს ქალიშვილისთვის  კეთილგონიერების ჩანერგვა,  რომ ამ თემაზე სიჩუმის ტაბუ არ დაარღვიოს. 
ძნელი ამოცანაა. მე ვარღვევ ამ ტაბუს. 
ერთი ნიუანსით - ტაბუს ვარღვევ ინტერნეტმომხმარებელთათვის ( მათ შორის ჩემი შვილისთვის) , ანუ სექსის თემაზე სიჩუმის ტაბუს ვინარჩუნებ ( ნაწილობრივ).
იმედი მაქვს ამ ბლოგის მკითხველთაგან შეღერებული ქალიშვილის ზოგიერთ მამას უხერხულ წუთებს ავაცილებ, უბრალოდ წააკითხეთ, ჩაეკითხეთ. 

პ.ს. ჩემო და სხვისო გოგონებო. ახლა გადავიკითხე ეს მართლაც ნოტაცია. 
ერთი ჰიპერბოლა შევნიშნე - ბიჭები მზაკვარ ბოროტ საფრთხედ ჩანან. 
არადა მთლად ასე არაა, თქვენს ხელშია რა როლი ექნებათ, ბოროტის თუ კეთილის. ოღონდ სადღაც კუნჭულში იქონიეთ მხედველობაში ის რაც აქ წერია.
                
 

No comments: