Monday, May 7, 2012

მეომარი ერი

.  ჩვენ გვასწავლეს რომ მეომარი ერი ვართ, ამ ნიშნით არათუ მეზობლებს აღვემატებით, არამედ მსოფლიოშიც ერთერთი საუკეთესონი ვართ.  5 ჯერ ზედიზედ წაგებული ომის შემდეგ ეჭვი გაგვიჩნდა, ვართ კი მეომარი ერი, კარგი მეომარი ერი?  ან რითი აღვემატებით სხვებს? თუნდაც მეზობლებს?  არც არაფრით - მათაც ომებში შეინარჩუნეს თავისი ქვეყნის კონტური და მოსახლეობა და ჩვენც.  ჩვენ მათი გმირული ომების შესახებ არ ვიცით, იმათ კი ვთხოვთ რომ ჩვენი იცოდნენ.  არადა არც მათ იციან. რატომ უნდა იცოდნენ, რითი შევიდა ჩვენი ბრძოლისუნარიანობა მსოფლიო ისტორიაში?  საკუთარი მიწის 80%_ ის შენარჩუნებით.  ჩამოვრჩებით ამ პარამეტრით ბევრს.  უმჯობესია თვითშეფასების  ეს საეჭვო პოსტულატი შევცვალოთ.  მოვიქცეთ ისევე, როგორც მოიქცნენ ჩვენზე ბრძოლისუნარიანი და ჩვენსავით წაგებული დიდი ერები:  გერმანელები, იტალიელები, ფრანგები ( სამადლოდ გათავისუფლებულები), იაპონელები, კორეელები.


 მათ მებრძოლის იმიჯს უკან ამოფარებას და გულზე ხელების ბრაგუნს საფუძვლიანად მიანებეს თავი და საკუთარი თავისგან ახალი ეროვნული იმიჯი შექმნეს - მშენებელი, მწარმოებელი, წესიერი, პატიოსანი მწარმოებელი, ხარისხიანი მშენებელი.

  მებრძოლ ერად ყოფნის სიამაყის კომპენსაცია წესიერ ერად ყოფნის სიამაყეობით ძნელი აღმოჩნდა,
 საჭირო გახდა: ძალიან წესიერება, ძალიან ხარისხიანი მშენებელობა, ძალიან სანდო მწარმოებლობა.  და მათ ეს შეძლეს.  მოიპოვეს მთელი დანარჩენი მსოფლიოს ნდობა, პატივისცემა და ... ფულები, რომელსაც ეს მთელი დანარჩენი მსოფლიო უხდით მათ სანდო და ხარისხიანი მანქანებისთვის.  ჩვენ ვერ შევქმენით იმპერია, ჩვენ ვერ შევინარჩუნეთ წინაპართა დანატოვარიც, მომავალში კი ისევ მებრძოლი ერის არაღიარებული სტატუსით გვინდა რომ ვიცხოვროთ.  არ გამოგვივა, 8 საუკუნეა გასული ჩვენი ძლევამოსილი გამარჯვების შემდეგ.

მივბაძოთ   წაგებულ იმპერიებს,

დავუმტკიცოთ მსოფლიოს, რომ  ცოტათი მაინც უფრო მაგრები ვართ  ვიდრე საშუალოსტატისტიკური  დედამიწელი ერი.



ძნელია, ხანგრძლივია, უმადურ საქმეს ჰგავს, მაგრამ წარმატებისკენ მივყავართ, კარგი პრეცედენტები გვაქვს წაგებული ქვეყნების ნებისყოფიანი რევანშისა, ვიყოთ ჩვენც ნებისყოფიანი რევანშისტები.

No comments: