ლუი მზე მეთოთხმეტე
მიშა სააკაშვილი
ორივე მაღალი, ორივე უფრო გრძელ თმას ატარებს ვიდრე მათ გარემოშია მიღებული
ორივე არქიტექტურას მიიჩნევს ქვეყნის სალაპარაკო ენად, ორივე გარეგნულობას უდიდესი სკრუპულოზურობით ეკიდება.
ორივეს მოსწონს ფუფუნებით იყოს გარშემორტყმული და ამით შექმნას მოდელი თავისთვის და თავისი სტუმრებისთვის, რომ მისი ქვეყანა ასეთია.
ორივე ისტორიულ კვალს ტოვებს, მათი ნამოქმედარი ქვეყნის სავიზიტო ბარათი ხდება და ამით შორეულ პერსპეტივასი ქვეყანას დიდ ხეირს უტოვებს.
მაგრამ ახლო პერსპექტივით ლუის ზეაქტიურობამ ქვეყანა კრახამდე მიიყვანა.
ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ ლუი მეთხითმეტემ ქვეყნის ბიუჯეტი გადახარჯა და რომ მისი მიზეზით საფრანგეთი მისი სიკვდილის შემდეგ გაკოტრდა.
რითი ჰგავს?
როცა ვერსალს აშენებდა ყველა სტუმარი მშენებლობაზე მიჰყავდა, და ვინაიდან
ვერსალი ჭაობის ადგილზე გაშენდა, თვით მეფე მზე და მისი სტუმრები ამ თვალსასეირო ტურის შემდეგ ტალახში ამოგანგლულები ბრუნდებოდნენ.
სტუმრები როგორც წესი არ იზიარებდნენ მეფის აღტაცებას და ჩუმი ქირქილით გადაუკრავდნენ თვალს ერთმანეთს, მეფეს კი მხოლოდ ხოტბას ასხამდნენ.
ტალახი მრავლადაა იმ ადგილებში, სადაც მიშას თავისი სტუმრები დაჰყავს.
თანაც საპატივცემო სტუმრები.
სვანეთი
ბათუმის ალი და ნინო
მშენებარე ოპერა მახინჯაურში
ერთიც და მეორეც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გარეგნულ სახეს, ჩაცმულობას, ვარცხნილობას, შეიძლება დღეში ორჯერ გაიპარსოს, მაგრამ სამშენებლო ტერიტორიაზე ტალახი მათტვის ნული ინფორმაციაა.
შეჯლაყუნდება და არც მოერიდება თუ სხვა ქვეყნის სტუმარი პრეზიდენტი ან მსოფლიო გრანდი მომღერალი მას უნდა მიჰყვეს პროტოკოლის მიხედვით.
ლუი მზე სტუმრებს არა მარტო ბაღების განაშენიანების პროცესს აჩვენებდა, არამედ განსაკუთრებით ხშირად შადრევნებისთვის წყლის კოლექტორის სათავეს და ამ კოლექტორისა და შადრევნების მუშაობის პრინციპებზე ესაუბრებოდა.
დიდი ალბათობით ერთიდაიგივე ტექსტის არაერთხელ მოყოლა უწევდა.
გავს მიშას, ზოგჯერ ის ტურისტთა გიდი მგონია. ერთიდაიგივე სანახაობასთან მეთხუთმეტე სტუმრის მიღებისას, შეიძლება რაღაცა შეცვალო ტექსტში, მაგრამ 90% იგივე დარჩება . არაერთხელ თქმული.
ლუი მზემ საფრანგეთს ვერსალი დაუტოვა, ვერსალს კი წელიწადში 20 მილიონი სტუმარი აკითხავს, ტოვებს ფულს და მიაქვს საფრანგეთის პატივისცემა სამშობლოში.
მაგრამ ლუიმ საკუთარი ქვეყანა გააკოტრა. სიკვდილის შემდეგ სულ ცოტა ხანში.
მიშა ჰგავს ლუის.
მასაც სახელმწიფო ბიუჯეტის მასშტაბის იდეები აქვს.
ბევრი გამოუვიდა, უფრო ბევრი გეგმაში აქვს.
გააკოტრებს თუ არა მიშა საქართველოს?
დიდი შანსია.
დიდი შანსია საქართველო გაკოტრდეს და ეს ყველაფერი მიშას მომდევნო ხელისუფალმა მიშას დააბრალოს.
ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო კურსს გადაუხვევს.
რომელ კურსს და ევროპისკენ და დემოკრატიისკენ კურსს, ნატოსკენ კურსს.
ამ შემთხვევაში საქართველო დაკარგავს მაპზე უკეთესს, თვით გაზსადენ ბაქოთბილისი ჯეიხანზე უფრო უკეთესს.
და რა შეიძლება იყოს დღეს საქართველოსთვის ბტჯეიხანზე უკეთესი?
რა და,
ადგილი გლობალურ ემოციურ დიალოგში.
ამ დიალოგში აშშ და ევროპა რუსეთს ეკამათება, ასწალის, ენას უჩლექს და საყვედურობს.
ეს დიალოგი ათეული წლების ხანგრძლივობისაა, საქართველოს ჩართვა ამ დიალოგში ამერიკის ინტერესია 60% ით, 40%- ით კი რუსეთის.
რუსეთს უნდა საქართვრლო იყოს სუსტი და ადვილად მოსასყიდი.
რუსეთს ეიმედება, რომ საქართველო მის არგუმენტად იქცევა.
მას უნდა ააყვავოს აფხაზეთი და ოსეთი ყველას დასანახად.
ამერიკას უნდა რომ საქართველო
ისევე როგორც ეს რუსეთს უნდა ოსაფხაზთა მიმართ, ოღონდ, რუსეთისგან განსხვავებით ამერიკას ეს.. შეუძლია.
ამერიკას ერთი მოთხოვნა აქვს - საქართველო იყოს წარმატებული, თუნდაც დემონსტრაციულად და ფანფარონულად, მაგრამ წარმატებული.
ის ასეთად უნდა დაინახონ რუსებმა, შუააზიელებმა, არაბებმა, მუსულმანებმა, ამერიკელმა ამომრჩევლებმა, ევროპელებმა, ეგვიპტელებმა, სირიელებმა, ყირგიზებმა, ვენესუელებმა.
საქართველო ამერიკული ლეგენდაა, რომელიც აუცილებლად კარგად უნდა დასრულდეს, ჰოლივუდის მაყურებელი პუბლიკა ( ანუ მსოფლიო) სხვა ფინალს არ მიიღებს- ბოროტი და ძლიერი უნდა დაღონდეს და სხვა გზას დაადგეს. რუსეთს უნდა ტვალი მოეჭრას საქართველოს წარმატებების კაშკაშით.
ძნელია ასე ერთმნიშვნელად ლამაზი წარმატების მოძებნა, მაგრამ გაუთავებელი მცდელობების რაოდენობა ხარისხში გადაიზრდება.
ეს მიშას გეგმაა,
თუ ამერიკა ფეხზე დარჩა , და ჩვენი ჟილკა არ განელდა,
არ გავკოტრდებით.
ამერიკა არ დაუშვებს ამ ლეგენდის დიდაქტიკური წონის აორთქლებას, ძალიან არარაციონალური იქნება ეს.
ლეგენდა ჩვენ დაგვიცავს გაკოტრებისგან.
ჩვენი საფრთხე ამ ლეგენდის დაკარგვაა, ლეგენდისთვის საფრთხე კი ჩვენ ვართ.
სხვას არავის შეუძლია ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი რაინდის როლი თვითგადარჩენის რუტინაში ჩაფლული მოწიწებული კოლონიის როლით შეგვიცვალოს.
მოხდა ასე ჩვენზე 10- ჯერ დიდ უკრაინაში, მათ დაკარგეს ლეგენდა და .. გულშემატკივრები, მაგრამ .. უკრაინას ასეთი ფუფუნების უფლება შეეძლო მიეცა საკუთარი თავისთვის - ის ევროპაში ყველაზე დიდი ქვეყანაა ( რუსეთს თუ არ ჩავთვლით)
საქართველოს არ აქვს უფლება დაკარგოს ლეგენდა.
კარგი ისაა, რომ სხვას არავის შეუძლია დაგვაკარგინოს ეს ლეგენდა.
მაგრამ ცუდი ისაა, რომ საკუთარ თავს შეგვიძლია დავუკარგოთ ეს როლი. როლი, რომელშიც ათეულ მილიარდს გვიხდიან.
მაგრამ სპექტაკლი გრძელდება, ჰონორარი მერე იქნება, თუკი ფინალში ტაშს დავიმსახურებთ და არა იმედგაცრუებას, როგორც უკრაინელებმა.
შემდეგ მოქმედებაში საქართველომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს,
შემდეგ მოქმედებაში საქართველო არ უნდა აჰყვეს ქვენა სურვილს, არ დაუთმოს ხელისუფალს საჭმელის ფული.
პირიქით, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ საზოგადო დანიშნულების ხარჯებზე, რომელსაც ხელისუფლება მას პირადად არ აძლევს სარდელისთვის და თვითონ კი თავს იწონებს, აი რა მაგარი ავაშენეო.
ჩვენი მაცივრების სიღარიბე და ქუჩების გარეგნული ელვარება ამ როლის მთავარი ატრიბუტია, როგორც ანჟელიკას ოსეინისთვის კოჭლობა.
წარსდექ მშიერი, არა შიშველი.
საქართველო თავის ვერსალს აშენებს, ის აუცილებლად მოგვცემს გრძელვადიან ხეირს, და მოკლევადიანსაც.
თუ ჭკვიანად მოვიქეცით.
Saturday, June 30, 2012
ლუი მზე მეთოთხმეტე მიშა სააკაშვილი
Posted by
cartwheel
at
8:53 PM
4
comments
Labels: სააკაშვილი, ძირს პათეტიკა
Tuesday, June 19, 2012
საქართველო VS ქართველები
მას შემდეგ რაც დედამიწა ცივილიზებული პლანეტა გახდა, დაფუძნდა საერთაშორისო გლობალური წესები, ერთა ლიგა და გაერო,
ცხოვრება წვრილწვრილი ქვეყნებისთვის გამარტივდა.
მარტივი ჯუნგლებისა და ფეოდალიზმის კანონი - დიდი და ძლიერი იპყრობს და მართალია, შეიცვალა ცალკეული ქვეყნის საზღვართა ურყეობის პრინციპით.
ამ წესებმა სულზე მოუსწრეს პატარა ქვეყნებს.
გიგანტურ ქვეყნებს ატომური ბომბი რომ 30 წლით ადრე შეექმნათ, ალბათ დღეს დედამიწაზე 4 მეგაიმპერია იქნებოდა მხოლოდ.
დემოკრატი ჩერჩილი იმპერიალისტი და ფაშისტი იყო ინგლისელების სასარგებლოდ
დუჩე იტალიაში
ფრანკო ესპანეთში
მაო ჩინეთში
სტალინი რუსეთში
ყველა გლობალურ ჰეგემონიაზე ოცნებობდა.
ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სხვისი მიწების ფლობის ქავილი დაძლია ამერიკა აღმოჩნდა.
ამერიკამ უმთავრესი როლი ითამაშა დღევანდელი მსოფლიოს ფორმირებაში
მისი საგარეო პოლიტიკა გაცილებით პრაგმატული და ცივილიზებული აღმოჩნდა, ვიდრე კოლონიების ტანჯვა და კონტროლი.
ამერიკა ზეიმპერიაა, რომელიც ყველა ქვეყანაზე ავრცელებს წესებს - იყავი დემოკრატი ქვეყნის შიგნით , ჩემი მეგობარი იქნები.
ყველაზე ძლიერი ქვეყნის მეგობრობა მცირე ქვეყნებისთვიდ უზარმაზარი სტიმულია გახდნენ დემოკრატიულები, მეორე მხრივ გადამთიელი და ოკეანსგაღმა ქვეყნის დემოკრატობა ასევე სასარგებლოს ამერიკისთვის.
- დემოკრატიული ქვეყანა არ იცვლის მეფის ხასიათის მიხედვით მეგობარს, ანუ ამერიკისადმი ერთგულება მით უფრო სტაბილური და ხანგრძლივია რაც უფრო დემოკრატიულია სახელმწიფო
- მეგობარ ქვეყნებთან ვაჭრობა იწვევს ამერიკის ვალუტის სიმტკიცეს და ქვეყნის სიმდიდრის ზრდას.
ცალკეული ქვეყნის აგრესიულობის შემთხვევაში ადვილია მიიღო ბევრი მეგობარი ქვეყნის თანხმობა და დახმარება იმ ქვეყანათა დემოკრატიულობის შემთხვევაში.
ამერიკის მეთაურობით დაწესებული ეს წესები პირველ რიგში სასარგებლო პატარა ქვეყნებისთვის აღმოჩნდა
ფეოდალური მცირე და დიდი ომები , სისხლის რეგულარული მდინარეები, რომელთა შედეგიც საბოლოოდ იმპერიების გამსხვილება და მცირე ქვეყნების კვდომა უნდა ყოფილიყო, შეჩერებული იქნა.
პოტენციურმა იმპერიებმა სულ რაღაც ორი ათეული წლის შემდეგ შეძლეს ისეთი იარაღის შექმნა, რომელიც მცირე სახელმწიფოებს შანსს აღარ უტოვებდნენ თავდაცვით ომში გამარჯვებისა.
საერთაშორისო კანონმდებლობამ თავდაცვის გმირული და უშედეგო ომები ააცილა უამრავ მცირე ქვეყანას.
თუკი საუკუნეების განმავლობაში ყველა ქვეყანას, დიდსა და მცირეს თავისი მიწის ყველა გოჯისთვის ბრძოლა უწევდა, ახლა სუსტმა მიიღო საშუალება იარსებოს უპირობოდ ძლიერ მეზობელთან მშვიდობიან ურთიერთობაში.
საქართველო განსაკუთრებით იღბლიანი აღმოჩნდა.
ჯერ კიდევ 1918 ? წელს, ერთა ლიგამ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიად ის ისტორიულად საქართველოს მიწები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ იქნა რუსების მიერ წართმეული თურქეთისათვის, აგრეთვე აფხაზეთი, რომლის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა სულაც არ უნდოდა რუსეთს.
1921 წლიდან სსრკს მიმართ შიშმა შეუნარჩუნა საქართველოს აჭარა.
ქართველებს საქართველო საჩუქრად გვერგო.
არ დასცალდათ აფხაზებს, ბორჩალოელებს, სომხებს, ოსებს იმ მიწების შემოსაზღვრა, რომლებზეც ( ზოგგან საუკუნეების განმავლობაშ) დომინირებდნენ.
და როგორ მივიღეთ ეს საჩუქარი ჩვენ ქართველებმა?
მოგორც კუთვნილი. მარიამის წილხვედრი, მუხრანის გარითმული და კონსტანტინეს ბეჭედდასმული.
და.. მიიღეს ისე, როგორც ზარმაცმა შვილმა გულჩვილი დედისგან ერთი მანეთი, რომელიც შვილის სიზარმაცით განრისხებული მამისთვის უნდა ეჩვენებინა დღის ბოლოს, ვითომდა ოფლით ნაშოვნი ყოფილიყო.
მიიღო როგორც კუთვნილი და მიიღო როგორც .. წვრილმანი.
დღესაც ასე ვართ.
მტკიცედ გვწამს რომ ის მანეთი ( საქართველო) კუთვნილია და .. იმდენად წვრილმანია, რომ ბუხარში შეგდებულს, ცეცხლში ( გასაერთიანებელ ომში) არ უნდა შევყვეთ.
ჩვენი ომები მოიგო: ამერიკამ, ინგლისმა, ევროპამ, რუსეთმა პირველ და მეორე მსოფლიო ომებში. დავუძვერით თურქეთსაც და რუსეთსაც.
ისე გაგვიტკბა, ახლა ისევ ევროპას ვამუნათებთ, სისხლს ჩემთვის რატომ აღარ ღვრიო.
ისე გავზულუქდით, ავღანეთში და ერაყში ჩვენი ბიჭების სისხლს, ფულად ნაყიდ თავგანწირვად ვთვლით და არა საქართველოს პოზიციის დაცვად.
არადა ეს ჩვენი უღონო მადლობაა მსოფლიოს მიმართ, რომ შეგვინახეს, რომ გვინახავენ და რომ მომავალშიც დახმარებას გვიპირებენ.
მადლიერება კარგი გრძნობაა, სიკეთის მქნელსაც ასტიმულირებს შენი მადლობა.
პატარა ბავშვებივით ჭყლოპინობენ ამერიკელები და ევროპელები მათ ომში ქართველთა მონაწილეობაზე პასუხად. ასე მგონია, ისევ მათ ჭირდებათ ძლიერი საქართველო და არა ჩვენ. გვზრდიან. ქება ხომ დასავლურ კულტურაში აღზრდის მთავარი ინსტრუმენტია. უხარიათ თუ საქებარი მისხალი დაინახეს ჩვენში.
ჩვენ კი ჯიუტად გვინდა გადავყაროთ ნაგავი მანქანის ფანჯრიდან და აივნიდან, დავაფერთხოთ ხალიჩა, ავყვეთ არარეალისტურ დაპირებებს, გავიხაროთ თუკი პრეზიდენტი ჩვენი მიცემული ხელფასით არ შეჭამს.
ოდესმე უნდა შევშინდეთ, ოდესმე უნდა დაგვესიზმროს საქართველო საერთაშორისო კანონმდებლობის გარეშე, რომ მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძნოთ ჩვენი მიწის ყველა გოჯის მიმართ.
მოდელირებული სიზმარი გვინდა, თანაც ტირაჟით 4.500.000.
Posted by
cartwheel
at
2:07 PM
0
comments
Labels: ეროვნული უმცირესობა, ვინიგრეტი, ძირს პათეტიკა
ზოგადი უნარებიდან
პასუხი გამეც
შენ ხარ რუსეთი
ერთმა პუჭურა თავნება მეზობელმა, ბებერმა გოჭმა თავი გაცემინა
მოინდომა შენს ნისკარტებში (ორთავა ხომ ხარ, არწივი) მოქცეული მისი გემრიელი ხორცებიდან ერთერთის გამოგლეჯა და ხვანცალი დაიწყო.
შენ ის სასტიკად დაკბინე და ის ხორცები/მიწები უფრო ღონივრად ჩაკბიჩე.
დღეს ის პუჭურა აგრძელებს საწყალობლად ჭყვიტინს და მსოფლიომაც ტვინი წაიღო- გაუშვი ნუ ტკენ პატარასო.
ხვალ ის პუჭურა ( დებილი, ახლა ხომ მიხვდა რომ ფართხალით ვერ გამგლიჯავს პირიდან ლუკმებს) ბოდიშს მომიხდის, თავის გაფართხალებას საჯაროდ მოინანიებს, გაეროს ტრიბუნიდან შემპირდება იყოს უფრო ჭკვიანი და გაითვალისწინოს რეალობები: ჩემი რეალური ძალა, მისი დანაშაული ჩემს მიმართ და მთხოვს, დავუბრუნო 80 წლის მიზანმიმართული წვალებით მოპოვებული ორი უგემრიელესი ლუკმა
აფხაზეთი, რომელიც მთელ დანარჩენ რუსეთზე უფრო ლამაზია, სამოთხეა, კურორტია, შენი წარსული ძლევამოსილების სიმბოლოა
და მეორე, სტრატეგიული კლანჭი მთელ მაგ პუჭურა ქვეყანის ხერხემალში, მისი ძირითადი არტერიის (ავტობანის) სამხედრო კონტროლია, სიმბოლოა ჩრდილოკავკასიელთა მიმართ ერთგული დასაყრდენის - ოსების ეფექტური პატრონაჟის.
რას იზამ რუსეთო, დაუბრუნებ იმ ლუკმებს ჭყვიტინიდან (მიშა) კრუსუნზე (ბიძინა) გადასვლით გულაჩუყებული?
თუ პირიქით, ბოროტად დიპლომატიურად ჩაიცინებ, გაიხარებ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის - მსხვერპლს შენს მარწუხებში ძალა და ჟილკა გამოეცალა, მოდუნდა, დაიღალა და ახლა ყველა კანონზომიერების მიხედვით შემდეგ ეტაპზე გადავიდა - სიკვდილისწინა უღონო მუდარიანი კვნესის - მაპატიე, გამიშვი.
მე თქვენთან ერთი შეკითხვა მაქვს, გაულღვება რუსეთს გული მონადირებული ბებერი ჭყვიტინშეწყვეტილი გოჭის მიმართ თუ არა.
და ჩემს პასუხსაც გეტყვით -
არ გაულღვება.
კანონზომიერ, რეალპოლიტიკურ,ბუნებრივ, მის მიერ ჯერ კიდევ 080808 აგვისტოში ნაიმედებ, მაგრამ რატომღაც დაყოვნებულ, კაპიტულაციის პროცესის გაგრძელებად ჩათვლის.
საქართველომ სიკვდილის წინ მუდარით უნდა აჰხედოს და ბოდიში მოიხადოს.
(ნა კალენი! პერედ რასსიი. შამილის პორტრეტი გახსოვთ პეტერბურგში მუხლებზე მყოფი?).
ეს ყოველმხრივ კარგი შედეგი იქნება - ჯერ ერთი, ჭყვიტინი მოაკლდება შენს ყურებს,
ამ ჭყვიტინს აყოლილი ევროპა მსოფლიოს აღშფოთება შეშფოთებები ერთბაშად შეწყდება, მაგათაც მობეზრდათ შენთან ზუზუნი, იციან, გამოუცდიათ რომ გამძლეობა გრძელი გაქვს. ყოფილი სსრკ დაინახავს, რომ გინდა ახტი, გინდა დახტი, ტკაჩენკო მაინც ტკაჩენკოა.
იფ, იფ რა გემრიელი წამები გაქვს წინ.
მაგრამ დღეს ეს ბებერი გოჭი ტვინს გიტყნავს, ვერსად დაემალე ამ საშინელ ჭყვიტინს, მალე გააფრენ, ამ ბებერი მეძავი ევროპის სოპლებმაც შეგაწუხა თავის ვირეშმაკი ამერიკიანად და გაეროიანად. ერთიერთზე გეუბნებიან, გვკიდია ეგ გოჭი, მაგრამ ტვინს ჩვენც გვიბურღავს მაგის ჭყვიტინიო.
მართალია ნისკარტებს ხანდახან კლანჭებით ცვლი, როცა დაგეღლება, მაგრამ მაინც დაგღალა, ვერ გადაყლაპე ჯერ ეგ ლუკმები, არ გეკუთვნის, გადმოაგდეო მთელი დარბაზი გიყვირის, მხოლოდ ნაურუსა და ვენესუელას აქვს წყალი გამზადებული, დააყოლე, გულზე არ დაგადგესო, მაგრამ ..
ვერ ვყლაპავ, მართლა გულზე გაქვს დადგომილი.
–ჰე გოჭო, დამყევი ახლა და გადამეყლაპე, თორე გულისრევას ვეღარ ვთრგუნავ, მალე ამოვარწყევ შენს მიწებს თუ ასე მიტრიალე თითები ხახაში.
და მეორე შეკითხვა
კვნესა თუ ჭყვიტინი?
Posted by
cartwheel
at
11:07 AM
0
comments
Labels: ვინიგრეტი, ძირს პათეტიკა
Friday, June 15, 2012
21vs12
1921 წელს თებერვლამდე საქართველოს ჰქონდა იმედი, რომ ეს კაშმარი და ტაკიმასხარობა დასრულდებოდა, ხალხის ხარჯზე და ხალხის მოტყუებით აღზევებული ერთიმუჭა თვითმარქვია პოლიტიკოსები სნაგვეზე გადაცვივდებოდნენ და დაიწყებოდა ნამდვილი, სამართლიანი, ილუზიებისაგან დაცლილი ცხოვრება.
ასეც მოხდა.
1921 წლის 25 თებერვალს თბილისის თავზე ახალი დროში აფრიალდა.
ხალხის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა – აღსრულდა, დამოუკიდებლობანას ილუზია და ხალხის ყვლეფა რაღაც უაზრო მისიების მომიზეზებით, დასრულდა.
1921 წელს საქართველომ არ იბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ის იმედით და ოცნებით იყო გაბრუებული.
ოცნებით ქვეყანაზე, სადაც არავის დაიჭერენ, ყველას მიეცემა მოთხოვნილების მიხედვით ყველა იმუშავებს რამდენიც შეუძლია, მაგრამ მთავარი ოცნება იყო იმ დისონანსის აღმოფხვრა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაეუფლათ:
1. ჟორდანია აქებს ხალხს, ხალხმა იცის რომ ამ ქებას არ იმსახურებს, ე. ი. ჟორდანია ცდება, რეალობას ვერ აღიქვამს
2. ჩვენ რუსეთის ნაწილი უნდა ვიყოთ, ასე უფრო მშვიდად ვიქნებით, არც სომხებთან მოგვიწევს ომი არს თურქევთან და არც აფხაზებთან
3.უსამართლობა უნდა დამთავრდეს, ჭამენ, სვამენ ფაეტონებითა და ავტომობილებით დაგრიალებენ ჩვენს ხარჯზე, კიტელებისა და პენსნეებისთვის ფული ყოველთვის აქვთ, მე რითი ვარ მასთზე ნაკლები.
არადა არგუმენტები ჰქონდათ 21 ში, ყველა მიმართულებით. ქვას ხეთქავდა.
ეს იყო 21 –ში
დავბრუნდეთ 12–ში
რა მეორდება და რა განგვასხვავებს იმ საქართველოსგან?
Posted by
cartwheel
at
10:26 AM
0
comments
Labels: რუსეთი
Thursday, June 7, 2012
უიკენდები
ქუთაისელებისთვის
გორდი
კინჩხი
სათაფლია
პრომეთეს მღვიმე
გელათი
მოწამეთა
ზესტაფონელებისთვის
უბისა
გორელებისთვის
გორიჯვარი
უფლისციხე
ერთაწმინდა
ზუგდიდელებისთვის
გაჭედილი
თელაველებისთვის
ალავერდი
შუამთები
გრემი
ლაგოდეხის ნაკრძალი
სიღნათი
ყვარელი ტბა
რუსთაველებისთვის
ხაშმი
გგგგგ
კახეთი
მარტვილელებისთვის
მარტვილის მონასტერი
მეორე? მონასტერი
მცხეთელებისთვის
შიომღვიმე
ძალისა
არმაზი
ჯვარი
ფოთელებისთვის
პალიასტომი
გაჭედილი კანიონი
ზუგდიდი
დუშელებისთვის
ანანური
მთაზე რომ ჩანს
ბაზალეთი
სამტრედიელებისთვის
დიდი ჯიხაიში ნიკოლაძის მუზეუმჯ
( ფოთელებისთვისაც)
ვანი გათხრები
ონელებჯსთვის
ამბროლაურელებისFვის
მესტიელებისთვის
უშგული
ჰაწვალი
ლანჩხუთელებისთვის
ოზურგეთი მუზეუმი ნაპოლეონის ხმალი
ხაშურელებისთვის
უბისა
ყინწვისი
კასპელებისთვის
რკონი
მარნეული
სამშვილდე?
წერაქვი
ბოლნისელებისთვის
ბოლნისის სიონი
წუღრუღაშენი
ახალციხელებისთვის
საფარა
აბასთუმანი
ვარძია
ხერთვისი
ახალქალაქელებისთვის
ახალციხე რაბათი
ვარძია
საჩხერელებისთვის
საირხე
კაცხის სვეტი
კვეტერა
სამშვილდე
ახალგორელებისთვის
ლარგვისი
სამება?
ღამისთევით უიკენდები:
ხევსურეთი
სვანეთი
ყაზბეგი
თუშეთი
Posted by
cartwheel
at
3:55 PM
4
comments
Labels: უიკენდი
Friday, June 1, 2012
უიკენდი ბათუმელებისთვის.
გაზაფხული უიკენდების დროა, ასეა თბილისელებისთვის, გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი.
ივნისის შემდეგ აქეთ, აღმოსავლეთ საქართველოში ბალახები იხრუკება და მანამდე მწვანედ მოლივლივე სერები უდაბნოს ემსგავსება.
ჯერ კიდევ გვაქვს დრო თბილისელებს.
დასავლეთ საქართველოში ( მივმართავ ბათუმელებსა და ქუთაისელებს) შეზღუდულები არ ხართ. ზამთარ–ზაფხულ მწვანეში ხართ ცაფლული, მშურს თქვენი, და... პენსიაზე რომ გავალ დასავლეთში დავსახლდები (სურვილია) რათა მეც თქვენსავით მწვანეში ვიცხოვრო.
ეს შესავალია,
აი უიკენდები ერთად
ახლა თემა
უიკენდი ბათუმელებისთვის.
( მყავდა ერთი კარგი მკითხველი ბათუმელი, დამეკარგა, ალბათ ჩემმა პოლიტწიაღებმა დააფრთხო)
ხართ ვიმნე ბათუმელი?
გადასარევი ადგილები გიპოვეთ საუიკენდო:
ბათუმი მახუნცეთი ბათუმი
ბათუმიდან დაახლოებით 35 კნ–შია, სოფელში რომ შეხვალთ, იკითხეთ ჩანჩქერი, გადასარევია!
რესტორანიცაა ულამაზეს ადგილას, ღელეღურდანის პონტში.
ბათუმი ხულო თაგო ხულო ბათუმი
ხულოში ასვლა ცოოტა კი მოგაბეზრებთ, მაგრამ ...
თვით ხულოში არის... საბაგირო გზა ერთი ბრეჟნევისდროინდელი ვაგონით, რომელიც გადაგიყვანთ ხულოს მოპირდაპირედ მაღლა მთაზე შეფენილ სოფელში სახელად თაგო.
იქიდან გადმოხედვისთვის ღირს 200 კმ ის გავლა.
პ.ს.
მე რომ ბათუმელი ვიყო, გავხდებოდი თაგოელი, ვიყიდდი ერთ პაატარა ქოხს გრანდიოზული ხედით და ვიქნებოდი იქ პარასკევ საღამოდან ორშაბათ დილამდე ნირვანაში.
პ.პ.ს.
თუ თქვენ ბათუმელი ხართ და აჭარის სიღრმეში ღელეღურდანს არ გაცილებიხართ, არ იცით მახუნცეთი და თაგო, ფიშტი თქვენ, გამოასწორეთ წელსვე!
Posted by
cartwheel
at
8:00 AM
3
comments
Labels: უიკენდი
Thursday, May 24, 2012
ველოტური
10–17 მაისი.
ქუთაისი– ფოთი– ბათუმი– ხულო– ახალციხე– ახალქალაქი– წალკა– თბილისი
მონაწილეები:
ჰოლანდიელები: 40 ადამიანი, რომელთაგან ახალგაზრდა მხოლოდ 2-3- ს ეთქმის, უმეტესობა შუა ასაკში და ხანდაზმულია, ავტობუსში ადგილს რომ დაუთმობ. კაცები ქალებს ცოტათი აჭარბებენ, ვთქვათ 25: 15. ალკოჰოლი აიკრძალეს და არცერთს დაულევია. სიგარეტს ჩუმად ეწეოდა ერთადერთი ქალი. მხნეები, ხმაურიანები და ყოჩაღები აღმოჩნდნენ. ამტანები, პრინციპულები და კარგი ველომრბოლელები.
ქართველები – ვეტერანი და მოყვარული ბელოსიპედისტები – ალბათ 30 კაცი ( არცერთი ველომრბოლელი ქალი).
მე – ექიმი მანქანაში ორი სამედიცინო ზურგჩანთით. რომლის შემადგენლობაც საკმარისი არ აღმოჩნდა მონაწილეთა ყოჩაღად ყოფნისთვის, რის გამოც სამ სხვადასხვა ქალაქში შევიძინე წამლები.
მე კოლონას უკან მივდევდი მანქანით, სასწრაფს ლენდ კრუიზერით, და უკანა ჯგუფი, ანუ შედარებით ნაკლებ ამტანებს კარგად ვცნობ - მათგან მხოლოდ სამია ჰოლანდიელი, დანარჩენი ჩვენები.
ჩემთვის ახალი გეოგრაფიული პუნქტები/ დესტინეიშენები:
მახუნცეთი ხულომდე, ბათუმიდან სადღაც 35 კმ–ში, ულამაზესი ჩანჩქერით.
უნდა იკითხო, გზიდან არ ჩანს.
ხულო (ბათუმიდან ალბათ 100 კმ) ხულო– თაგო საბაგიროთი, ფანტასტიშ.
გოდერძის უღელტეხილზე აჭარული სოფლები
რაბათი ახალციხეში
პაციენტები:
ჯუმბერ ლეჟავას მარჯვენა ხელის ცერი აქვს მოტეხილი. ბათუმამდე არ დაუწუწუნია, ბათუმში ვახშმის წინ ცალყბად ჩემომჩივლა რაღაც მტკივა და გამისივდა ეს თითიო. სასწრაფოდ წავიყვანეთ საავადმყოფოში. სახსარშიდა მოტეხილობაა რათული. საოპერაციოა, პირველ რიგში კი თაბაშირია დასადები. ველორბოლის შეწყვეტაზე კატეგორიული უარი თქვა ექიმს თხოვს ისეთ პოზიციაში დაუფიქსიროს ხელი, რომ ველოსიპედის მართვა შეძლოს. შემდეგი საავადმყოფო - ახალციხე იქ განმეორებით კეთდება თაბაშირი, წინა გაცვეთილია, ჯუმბერი და ექიმი ახალ კონსტრუქციას პოულობენ თაბაშირისთვის, პრგრამა მინიმუმის შესასრულებლად - საჭის ჩაჭიდება და მუხრუჭისთვის ორი თითის მაინც მოძრაობის უნარის შენარჩუნება, იმავე მხარეს ველოსიპედს სიჩქარეების გადამრთველი აქვს, მაგრამ სიჩქარეების გადართვა ამ ხელით შეუძლებელია, თუმც უკვე შეეჩვია, მეოთხე დღეა სიჩქარეები მეორე ხელით რთავს, ამაზე ეხარჯება დრო, კარგავს სიჩქარეს, მაგრამ ახერხებს ტურის გაგრძელებას, მესამე თაბაშირი წაკლაში ახალ საავადმყოფოში. კმაყოფილია იმით,რომ საჭის ჩაჭიდების მიზანს თაბაშირის ეს ახალი ფორმა უფრო მიუახლოვდა. ტკივილგამაყუჩებლებს არ ღებულობს. სამაგიეროდ ჩვენი რეაბილიტოლოგი მასაჟისტები მისთვის საჩუქარია, პირველივე დღიდან აწუხებს ფეხის კუნთი, რომელზადაც მასაჟი ყოვდლ დღე უკეთდება.
კიდევ პაციენტები:
5-6 წვრილმანი საქმე რომ გამოვტოვო, დამრჩება სამი სტუმარი საშინელი დიარეით. ერთერთზე გადასხმა დამჭირდა. მხოლოდ მკურნალობის მესამე დღეს შეძლო ველორბოლაში მონაწილეობის გაგრძელება. სამივეს ჩემი ფულით ვუყიდე ენტეროლი და ლოპერამიდი. ერთერთს, ყველაზე შეწუხებულს (რომლისთვისაც გადასხმა მომიწია) სანდრა გულშემატკივრობს, მისი ამბის მოკითხვისას ორჯერ სახელითაც მომმართა, ბოლო კეთილია, მაგრამ ეს კეთილი ბოლო იგვიანებს და ცოტათი ნევროზულ სიტუაციას ქმნის. პაციენტი ჩემს მკურნალობას ჰოლანდიაში უთანხმებს ცოლს, ანტიბიოტიკიც დასჭირდა, ციპრო ვუყიდე და მხოლოდ მას შემდეგ დალია, რაც ჰოლანდიაში შეათანხმა. მანამდე მე ვთავაზობდი,დაველაპარაკები შენს ექიმს ავუხსნი მეთქი, გაეხარდა, მაგრამ აღარ დამალაპარაკა.
საბოლოოდ პაციენტებს ვიმეგობრებ, ხმაურიანი დემონსტრაციული პატივისცემის გამომხატველი მისალმებით მხვდებიან. რისთვისაც ჭირდება ველოტურს ექიმი - ტრავმების სამკურნალოდ, მხოლოდ ჯუმბერ ლეჟავაა. და ერთი ჰოლანდიელი, რომელსაც გადაყვლეფილი ხელის გამო ( აჭარაში წაიქცა) ანტიტეტანური ვაქცინაცია დასჭირდა და 72 სთ გათვალისწინებით თანხმობა მხოლოდ ახალქალაქში მოგვცა. ახალქალაქში საავადმყოფოში დაგვხვდა მთავარი ექიმი ნორიკა და ქირურგი რომლის სახელი არ ვიცი. სომხური კონიაკი დაგვალევინეს, უცხოელმაც მოწრუპა, აკრძალვის მიუხედავად, კარგი კონიაკი იყო.
ახალციხე.
რაბათი ახალციხეში. რაბათი სუფთასისხლის თურქული ძეგლი არაა, მას საძირკველში ბევრი ქართული ურევია, მაგრამ ძირითადად თურქულია. დიდი ტერიტორია დიდი გალავნით და შიგნით დიდი მეჩეთი ნახევარსფეროსებრი გჯმბათით, მიუხედავი და მიმალული. ასეთი მახსოვს მე რაბათი, შარშან ვნახე სულ რაღაც. ამხელა მასშტაბის ისტორიული ძეგლის მიჩქმალვას ერთი მიზეზი აქვს. აღარავის აწყობს დღეს ახალხალაქში თურქული დომინირების პერიოდის აფიშირება. სააკაშვილი მოულოდნელ გზას პოულობს - აღადგინოს რაბათი, ოღონდ იმდენად გადატვირთოს ახალი ნაგებობებით ( კოშკები, გალავნები, შიდა ტერიტორიაზე ძვირიანი სასტუმროები, ელიტარული მაღაზიები, რესტორნები) რომ ამ ძეგლს ისტორიული მნიშვნელობა შეებღალება, სამაგიეროდ გაჩნდება გიგანტური ტურისტული კომპლექსი აშკარა თურქული ესთეტიკით. საბოლოოდ ძალიან ლამაზი გამოვა, ალადინის სამეფო, ოღონდ ქართველების აშენებული. ახალციხეში დღეს მუსულმანები თითქმის აღარ არიან. აი, ასეთია სააკაშვილი. ერთ მხრივ მიაფრურთხა და გააბანძა თურქული არქიტექტურის ნიმუში, მეორე მხრივ ქალაქში ქრისტიანული მოსახლეობით ( ქართველდბი და სომხები) მთავარ მიმზიდველ მარგალიტად თურქული კომპლექსი აქცია. მე ვერ გავბედავდი. ვერ გავუბედავდი ვერც თურქეთს და ვერც საქართველოს.
ჩვენი სასტუმრო "პრესტიჟის" პატრონი სამველა 2008–ში მერის მოადგილე იყო, 2008–ში მე გავაგზავნე აქედან ( ახალციხიდან) ტრაქტორები, რომ გოდერძის უღელტეხილი გაგვეხსნაო, ამ გზიდან გადმოვიდა მერე ძალიან ბევრი ბათუმიდან თბილისში მომავალიო. სამველამ მოახერხა ის, რაც ვერ მოვახერხეთ ჩვენ ქართველებმა 1992ის სექტემბერში, ჭუბერი ვერ გავხსენით. ორი ტრაქტორი ვერ გავაგზავნეთ კოდორში.
ახალქალაქი
ახალქალაქი უუშნოესი ქალაქი იყო, რომელზეც ედიკას დროს პერიოდულად სომხურ დროშას კიდებდნენ, ქართულ წარწერას პრინციპულად არ აჭაჭანებდნენ და ქართულად პრინციპულად ან სულაც ქართულის უცოდინრობის გამო არ გიპასუხებდნენ. უუშნოესი იყო იმით, რომ იყო სოფელი + 6 ხრუშჩოვკა+ ერთი მუნიციპალური დიდი შენობა ამ ხრუშოვკების პერპენდიკულარულად. ასფალტს ეკავა ქალაქისთვის კუთვნილის 20%, ხოლო რასაც მოასფალტებული ერქვა, მხოლოდ 70% - ით იყო მოასფალტებული. ხალხი იყო გაბრაზებულ- დაბღვერილი, ერთი კვირის გაუპარსავი. ახალი ახალქალაქი მნიშვნელოვნადაა შეცვლილი, შინაარსითაა შეცვლილი. გასუფთავებული ცენტრი, ახალი ასფალტი, წამლად ერთი ციფრული შუქნიშანიც დგას, გაბრდღვიალებული საერთოქართული ვისოლი, რომპეტროლი და ავერსი, ქართული წარწერა თითქმის ყველა მაღაზიაზე ( სომხურის რა რუსულის გვერდით, რა თქმა უნდა) ლუდი "ზედაზენის" რეკლამა ხელით დახატული, სახლები ( ის ხრუშოვკები) შეღებილი, ხალხი მოწესრიგებული, გაპარსული, იგრძნობა, რომ სტუმრებს ხვდებიან, მომღიმარე და ბედნიერი სახეების მიღწევამდე ბევრი გვიკლია ქართველებსაც და სომხებსაც, მაგრამ პროგრესი თვალსაჩინოა. პეიბოქსი ვკითხე, არ დამზარდნენ გაარკვიეს და მიპასუხეს, ნუ რუსულად მაგრამ კეთილგანწყობით. ჩინურ მაღაზიაში პა უსტავუ ერთი ადგილობრივი იყო და ერთი ჩინელი, რომელიც მეორე ეტაპზე შემოდის საქმეში - ჯერ სომეხმა გაიგო რა მაინტერესებდა და შემდეგ ჩინელი ჩაერთო საქონლის შეთავაზებებში. მშვენივრად ჭუკჭუკებდნენ ერთმანეთში სომხურად, ისევე როგორც ხაშურის ჩინურ მაღაზიაში ქართულად. დავუბრუნდეთ ქალაქს, ახალქალაქს. პერიფერიას ( ანუ ქალაქის 80%) ცვლილებები არ შეხებია, ისევ გრუნტის გზები, ახალმშენებლობები ფაქტიურად არ არის. ალბათ დენი მიეწოდებათ კარგად ძველი დროისგან განსხვავებით. გზა ახალქალაქამდე 6 საათიანი იყო თბილისიდან. ახლა თბილისიდან ნინოწმინდამდე ( ბოგდანოვკა) კარგი ახალი გზაა, ნინოწმინდიდან ახალქალაქამდე ისევ ძველია, მაგრამ საბოლოოდ ახალქალაქიდან თბილისამდე გზას ნახევარი დრო სჭირდება, ვიდრე ჭირდებოდა. ახალქალაქის სასიკეთო ცვლილების აპოფეოზი იყო რაჭული ცეკვა, ეხლა რომაა მოდაში " მიდი ბიჭო გიორგუნა " ბავშვების ფოლკლორუკი ჯგუფი იყო სომხური ტანსაცმლით და მართალია ფონოგრამით, მაგრამ იცეკვეს კარგად, რთული ცეკვაა რომ იცოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. სალაღობოა შინაარსით. მაგრამ როგორ იცეკვეს მეორეხარისხოვანია, მთავარია რომ იცეკვეს ქართული. და არ დავუკარგავ – კარგად იცეკვეს.
7 წლის წინ ამავე მოედანზე, იმ ქალაქში, რომელიც აღგიწერეთ პრეზიდენტს ვახლდი მის პირველ ვიზიტზე ახალქალაქში. მაშინ ბავშვები სომხური ცეკვით დაგვხვდნენ, მიშა შუაში ჩაუდგა და მათთან ერთად იცეკვა ერთი წუთი. მე მოედნის უკან ვიდექი, ზუსტად იმ ერთი კვირის გაუპარსავ დაბღვერილ ხალხში. ამ ქალაქის ახალი ცხოვრება მაშინ იმ წამს დაიწყო, როცა ერთმანეთს გაკვირვებულებმა გადახედეს, გაიღიმეს და მუჟლუგუნები მისცხრს - " ფრეზიდენტ აა", იშვერდნენ ხელს მიშასკენ. მიშამ იმ დღეს ტალახიანი ახალქალაქი ფეხით შემოიარა, მთელი ქალაქი აეკიდა. დღეს ეს ქალაქი სხვაა. რჩება ძნელ ქალაქად, საქართველოს სახელმწიფოს გამოწვევა ქალაქად. სომხებმა მიიღეს აღიარება, რომ სომხური ქალაქია, ოღონდ მიიღეს რომ ეს ქალაქი საქართველოშია. ყველა კუთხეში სომეხი მოღვაწის ძეგლი დგას, ოღონდ ყველა მაღაზიაზე ქართული წარწერაცაა. (ახალქალაქს თურქულ მანქანათა კოლონა სერავს და ხშირად თურქი მძღოლები სწორედ ამ ქალაქში ათევენ ღამეს ) .
წალკა
სუფთა სასტუმრო, რომლის არსებობა ეჭვქვეშ მედგა მთელი ველოტურის მანძილზე. სვანების რესტორანი "რიჰე" ბერძნული ეკლესია წალკაში, არისტოტელეს ბიუსტი მთავარ ქუჩაზე.ახალი საავადმყოფო – ჰოლანდიელი და ჯუმბერ ლეჟავა მყავდა მიყვანილი.
წალკა – თბილისი
ყველაზე ცუდი ასფალტის საფარი მთელს მარშრუტზე ( ხულო–გოდერძის უღელტეხილი– ადიგენს თუ არ ჩავთვლით) წყნეთშია.
თბილისი
ყველაზე ნაკლები ხალხი ჩვენს დასახვედრად გამოსული, ყველაზე ნაკლები.
Posted by
cartwheel
at
6:24 PM
0
comments
Labels: ეროვნული უმცირესობა, ხალხი



