პოსტი "თამადა"-ს შემდეგ მინდოდა ამის დაწერა, იმდენად დიდი დრო გავიდა, რომ ვეჭვობ, იქნებ დავწერე კიდევაც აიპაკში, მაგრამ ახლა არ მოვძებნი, თავიდან დავწერ.
იქნებოდა ასე 1983-86 წლები. არა, ლენინგრადში არ გავფრენილვარ 37 მანეთად.
კარგ თბილისურ ოჯახში დაბადებისდღის სუფრაზე ვიყავი სტუმარად სკოლის მოსწავლე. სუფრა საბავშვო არ იყო, პატივცემული კარგი ადამიანები ქეიფობდნენ.
თამადა ექიმი იყო, კარდიოლოგი (შემდგომში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი).
კარგი თამადა აღმოჩნდა, საინტერესო, ინიციატივიანი, არასტანდარტული ხალისიანი ინტელექტუალი.
სილამაზისა და ჰარმონიის სადღეგრძელო თქვა.
არგუმენტებიც დაალაგა ჰარმონიის უპირატესობების საჩვენებლად.
ღმერთმა ქნას ჰარმონიაში გვაცხოვრა გარემოსთანო.
ამ სადღეგრძელომ კამათი გამოიწვია.
სუფრის წევრმა ფიზიკოსმა პროფესორმა (რომელიც შემდეგ სამედიცინო ინსტიტუტის ფიზიკის მისაღებ გამოცდას ხელმძღვანელობდა მხოლოდ ერთი წელი, ვინაიდან უწესიერესი კაცია) სადღეგრძელო უჩვეულოდ ხმაურიამნად გააპროტესტა.
-ჰარმონია მკვდარი ბუნების, კოსმოსის, ფიზიკისა და ქიმიის მახასიათებელია, ყოველივე ცოცხალი კი ჰარმონიისაკენ მოლეკულების სწრაფვის საწინააღმდეგოდაა მიმართულიო.
თამადას უკან დახევა მოუწია, მან როგორც კარდიოლოგმა ხომ სხვებზე უკეთ იცოდა, რომ ჰარმონიის იონთა კონცენტრაციის სითხეში გათანაბრების კანონი ჯერ კიდევ მილიარდი წლის წინ დაარღვია კოაცერვატმა და ერთუჯრედიან არსებად გადაიქცა უკიდეგანო კოსმოსის ერთი ნამცეცის - დედეამიწის ქერქზე მოგდებულ ბუყბუყა წყალში - ნატრიუმ-კალიუმის ტუმბო, რომელიც იონებს მკვდარი ფიზიკის კანონების საპირისპიროდ ინახავს იქ სადაც ეს სიცოცხლეს ჭირდება ბიოქიმის, ბიოფიზიკისა და ბიოორგანული ქიმიის პ კანონების ყველაზე ძველი, უხუცესი კანონია.
სამწუხაროდ ფიზიკისა და ქიმიის ჰარმონიასთან ჭიდილში ბიოქიმიასა და ბიოფიზიკას მხოლოდ დროებით გააქვს თავისი, საბოლოოდ ყველაფერს ცივი ჰარმონია ნთქავს.
მაშ გაუმარჯოს იმ დროებით გამარჯვებას ჰარმონიაზე, რომელსაც სიცოცხლე ქვია.
ეს სადღეგრძელო დეტალებში არა, მაგრამ მაინც უკვე 25 წელია მახსოვს.
ექიმს ჰარმონია ფიზიკოსმა დაუწუნა. ექიმი დაეთანხმა.
Sunday, January 4, 2009
დროებითი გამარჯვება ჰარმონიაზე
Posted by cartwheel at 5:14 PM
Labels: ვინიგრეტი, მე ათეისტი, სადღეგრძელო
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment