ხელგაშლილი და გულგაშლილია თუ არა მაგთი და ჯეოსელი, რომლებიც ყოველ კვირა 50 თეთრის გადამხდელ ერთერთ თავის აბონენტს ახალთახალ კვასკვასა მერსედესსა და პეჟოს ჩუქნის?
კვირაში ერთხელ ვუყუბთ ამ ზეიმებს: ათი ზარი, ათი იღბლიანი მოგებული აბონენტი, რომელთაგანაც ერთს ცხოვრება უკეთესობისაკენ ეცვლება - ახალი პრესტიჟული ავტომობილის მფლობელი ხდება.
გადაცემის ბოლოს ყველა ბედნიერი რჩება; კეთილი და ხელგაშლილი კომპანია, ენამახვილი წამყვანი და 10 თითქმის ნაცნობ ოჯახი.
თითქმის ნაცნობი, იმიტომ, რომ იცი ტელეფონის მეორე ბოლოდან ახლახანს მოსმენილი ყიჟინა Dდა ჭყლოპინი გრძელდება.
ვახომ ფოტოაპარატი მოიგო,
მარინამ წყალტუბოდან თავის შვილის, 5 წლის ბესუნას ნაკარნახევი 4-იანით პეჟო,
დათო სამსახურში მორიგე იყო და სულ არ ელოდა ტელევიზორის მოგებას თანამშრომლები ხმაურობდნენ , უნდა დაასველოო,
ნინოს კი, ხვალ რომ აპირებდა მობილურის ყიდვას, მობილური საჩუქრად მიუვა, თითქოს წამლადო, იხუმრა მისმა დამ.
კარგად ნაცნობი წამყვანი და თითქმის ნაცნობი მოგებულები ბედნიერები არიან.
აკვირდებით რამდენი ადამიანის მოგების სურვილი ეტევა იმ ერთ კუბურ მეტრ ნომრების გროვაში. წვრილ-წვრილი ნომბის (ანუ რეალური ადამიანების ელექტრონული სახელების) გროვაში, რომელიც გადაცემის ბოლოს ადგილს თბილისის ნაგავსაყრელზე გააგრძელებს?
ეს მთელი ტირადა მე იმისთვის არ დამიწერია რომ ზოგადად ლატარიების მზაკვრობა ვამხილო. ბოლოსდაბოლოს აქვს ადამიანს უფლება გადაიხადოს ფული იმ ეიფორიაში, რომელიც მას ხვალ მერსედესში ჩახტომის მხიარული ილუზიის 30 წუთს აძლევს.
სხვა მაქვს სათქმელი.
ათი მოგებულის მხიარულება და ერთი წამყვანის კარგად ნათამაშები კმაყოფილება ჩვენს შეფასებაში ადვილად გადაწონის 40.000 უცნობი და "უმნიშვნელო" ადამიანთა იმედგაცრუებას.
თბილისში 2002 წლის მიწისძვრის შედეგად ბევრი ოჯახი ისეთ სახლში ცხოვრობს, დაცემინების ეშინია, ჭერი თავს არ დაექცეს. ყველა დაძინების წინ გონებაში ითვლის თავის მარშრუტს, როგორ დაავლოს ხელი მძინარე შვილს და გაარბენინოს ქუჩაში თუკი მიწისძვრის ბიძგი იგრძნო.
ეს ხალხი ჩვენთვის უცნობი და უმნიშვნელონი არიან, აი მსახიობები კი, რომელთაც შევარდნაძე როგორც კონტროლირებად ელიტას ბინებს შეპირდა და კონკრეტულ მშენებარე სახლებში ასაშენებელი ჰაერზე ბინის ორდერები ჩამოურიგა. ეს ცნობილი პატივსაცემი ხელოვანნი შეიძლება ისეთივე ხარისხის პროფესიონალები არიან თავის საქმეში, როგორც საქართველოში 200 არქიტექტორი, 100 გეოლოგი, 150 არქეოლოგი და 50 ასტრონომი არიან, მაგრამ დ ო ნ ე და გავლენა მაინც სხვა აქვთ..
ელიტები ერთმანეთის ტყავს არ დახევენ. ელიტები: მსახიობები, მასმედია და პოლიტსპექტრი ჯაჭვად დადგებიან და -ან ბინა ან სიკვდილიო (შენ სიკვდილიო) დაუღალავად იზლუქუნებენ.
ელიტებს უნდა უთანაგრძნო, მათი სიხარულით უნდა იხარო და ღმერთმა არ ქნას მათი განრისხება, ჩვენი (ტელემაყურებლების) რისხვაც მათ შემწუხებელს დაატყდება თავს.
2007 წლის 2 ნოემბრის შემდეგ მისი უდიდებულესობა ბრბო ანგარიშგასაწევი ძალაა, არ დაუხრი თავს და ამოგაყირავებს, ხოდა ბრბოს სამართალმა გაიმარჯვა. შევარდნაძის შეპირებული ბინები მსახიობებს!
მიწისძვრისგან დაზარალებული მღიერებმა ძილისწინ ისევ წინასწარ გათვალონ გასაქცევი გზა საწოლიდან ბავშვის საწოლამდე და ქუჩამდე.
Tuesday, January 20, 2009
"უმნიშვნელო" ადამიანთა იმედგაცრუება
Posted by cartwheel at 8:04 PM
Labels: ვინიგრეტი, ოპოზიცია, საზოგადოება
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 comments:
swored imas sheexe, rasez vfiqrob gamudmebit da tu xmamagla vityvi albat chamqolaven. (shishi maqvs aseti). ras ambob girseul xalxseo. xalze romelsaz siyvarulit tashi daukarit ertxel. mat ki tavi kerpebad warmoidgines da tayvaniszemas gvaizuleben. tavse dagvamxes qveyana titoorolam metania rom ar visurvet kerpebis winashe.tavisi gaitanes....
gauat isev?!
Yes! Finally something about swing.
Here is my weblog; buy followers on instagram
Post a Comment