მიშიკო დვალიშვილის ლექსი
(მიშიკო დვალიშვილი გმირულად დაიღუპა 2008 წ.11 აგვისტოს, ცხინვალში )
ერთი მდინარე მეორეს ერთვის
და ორივენი მიდიან ზღვამდე
ერთი სიტყვაც კი არ გითქვამს ჩემთვის,
ისე ვიარეთ მთელი თვე მთამდე.
გასულა წამი, წუთი და წლები
ოჰ, მეშინია განმეორების
ერთი ტყუილიც არ მითქვამს შენთვის
და მოგატყუე მთელი ცხოვრებით
რატომღაც ვიგრძენ, რომ ჩემი გული
ტყვიის წვიმაში გაცივდა თითქოს,
მე მაინც ვიგრძნობ, ვიგრძნობ საფლავში
ამ ცოფიანი სტრიქონის სითბოს.
Wednesday, January 28, 2009
მიშიკო დვალიშვილი
Posted by cartwheel at 1:25 PM
Labels: ადამიანები, რუსეთი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
1 comment:
ჩემი შვილიც მიშიკო დვალიშვილია. ამ ვაჟკაცის შესახებ კი პირველად ახლა გავიგე. ადრეც ვკითხულობდი თქვენს პოსტებს, როგორც მკითხველი. ახლა კი მიშოს სახელით გავხსენი ბლოგი... ხომ ვერ მეტყვით, როგორ დავსვა ბლიგის პირველ გვერდზე ის ბლოგები, რომლებსაც ვკითხულობ?
Post a Comment