Tuesday, July 7, 2009

ნობელის პრემია მეკუთვნის!

ნობელის პრემია მეკუთვნის, გლობალური პრობლემა გადავჭერი, მაგრამ რად გინდა?

15-ოდე იღბლიანის გარდა (რომელიც ჩემი ბლოგის საშუალებით ამას შეიტყობს და იმედი მაქვს, რომ ისარგებლებს კიდევაც), ვერავინ გაიგებს.

ცხელი აგვისტო წინაა, მალე შეუძლებელი გახდება დაემალო თბილისურ ხვატს.
აზუზუნდება კონდიციონერები და ბინაში ერთი-ორ ბედნიერ ოთახს ზედმეტად გააგრილებს, დანარჩენი კი მაინც სიცხის ბუღში დარჩება.
დადგება მშრალი შარკოს, რადიკულიტებისა და სურდოს სეზონი.
იბზრიალებს ელექტრო მთვლელები (სჩოტჩიკები) და გადაიჩხრიალებს ფულის მდინარე ჩვენი ჯიბეებიდან ენერგოკომპანიების ანგარიშზე.

მოკლედ.
სენსაცია!
ბინის გაგრილების უებრო მეთოდი ნაპოვნია.

უებრო იმით, რომ ადვილია და ი ა ფ ი.

აღიღეთ წინასწარ ყვავილების ბაზრობაზე ნაყიდი (მე კოლმეურნეობის მოედანის მიმდებარედ ვიყიდე) ყვავილების თაიგულის შესაფუთი სარკესავით ამრეკლი ფირები.

იხ. ფერ. სურ. #1
თვალსაჩინოება

ერთი კვადრატული მეტრი დაახლოებით 40 თეთრი დაგიჯდებათ, განალაგეთ იატაკზე ერთმანეთის მიჯრით და ასევე წინასწარ ნაყიდი განიერი სკოჩით გადააწებეთ.

ახალი სუპერეფექტური ფარდა -სიცხის მკვლელი მზადაა.

ახლა ეს ფარდა ჩამოაფარეთ (დაკიდეთ) თქვენი ფანჯრების ფარდებს ფანჯრის მხრიდან. ძველ ფარდას ნუ ჩამოხსნით, უბრალოდ, სათითაოდ შეუცურეთ ახალი ფარდა საკიდრებზე.

სასწაული ახლა იწყება.

\იხ. ფერ. სურ. #2
თვალსაჩინოება


იხ. ფერ. სურ. #3
თვალსაჩინოება


თუკი თქვენი ფანჯარა მეტალოპლასტმასის შუშაპაკეტისაა, ანუ ორ შრიანია, შეგიძლიათ ჩათვალოთ რომ იმ ფანჯრიდან თქვენს ბინას 90% სიცხე მოაკლდება.
თუკი ჩვეულებრივი, ერთმაგი მინაა, ბინაში 70-80%-ით ნაკლები სიცხე შემოაღწევს.
\იხ. ფერ. სურ. #4
თვალსაჩინოება

თაკარა დღეს მიადეთ ახალ ფარდას ხელი და მიხვდებით, რომ .. თითქმის კედელივით ცივია.

მეორე წელია ვკიდებ და ეფექტში დარწმუნებული ვარ, გამოცდილი მაქვს. არ წააგებთ. აგრილებისას ჩამოხსნით, დაახვევთ რულონად და სადმე შეჩურთავთ მომავალ ზაფხულამდე.
ხო, კონდიციონერი არ მაქვს და ყიდვასაც არ ვაპირებ.

9 comments:

Carrie said...

ვა, რა მაგარია, აბა ერთი ვცადო :)))) ;)

ზვიადი said...

მეორე ბედნიერი მე ვარ, რომელიც გამოცდის ნობელის პრემიის ღირს ამ გამოკვლევას უფასოდ!!

Anonymous said...

ამ სორი, მარა ეგ მეთოდი შარშან ფორუმზე ვნახე
მართლა კარგი საშუალებაა

cartwheel said...

ზვიადი said...

ხო, ფაქტიურად უფასოდ, თავიდან შემოვიარე ელიავა, სამშენებლო და ავეჯის მაღაზიები შესაბამისი სარკესავით ფირის მოსაძებნად. ვიპოვე კიდევაც, მაგრამ 400 ლარი მიჯდებოდა აეგ ფანჯარა.
შემდეგ კი მართლაც "უფასოდ" გადავაწყდი ყვავილების შესაფუთებს.

iasamani said...
სორი არ გჭირდება, შარშანაც ჩემი იყო ის თემა.

Anonymous said...

კაკ ინტირესნო! აუცილებლად ვცდი!

Katiée.Ge said...

vah!
მშვენიერი აზრია, ყველა ოთახს ვერ დავამახინჯებ და დავაბნელებ, მაგრამ საწოლ ოთახში, სადაც კონდიციონერი მაინც ვერ წვდება, ნამდვილოად გამომადგება და ღამე სიგრილეში დავიძინებ :))

Dv0rsky said...

ვააა, უნდა ვცადო ერთი

Keti said...

მაგარია!

ჩემი თანამშრომელი ამ მეთოდით მანქანის სალონს იცავს გადახურებისგან.
დილით რომ აჩერებს, წინა მინაზე აფარებს და საღამომდე ასე ტოვებს :)

nick_el_son said...

ვა ერთი უნდა ვცადო მეც.. ჩემი ოთახი კაკ რაზ ისეა რომ მთელი დღე მზე ადგება, ზამთარში კი კაია ეგ, მარა ზაფხულში კააშმარ... ჰოდა იქნებ ეშველოს რამე... :))