67-იანი ვარ. თუ ჩემს ახლომახლო ასაკში ხარ, ეს ფაბულა შენც გამოვლილი და უკვე დავიწყებული გექნება.
"გაფურჩქნული" და "აყავებული სოციალიზმის" ფაზაში მყოფ მოზარდს რა თქმა უნდა გქონდა პროტესტი იმ მითიური მიზნისკენ მსვლელობის გამო, რომელსაც კომუნიზმი ერქვა, და რომელშიც ყველა ერი უნდა არეულიყო და "ნაციონალური რუდიმენტი" საბილოოდ მოეცილებინა.
ვბრაზდებოდი რომ ჩემი ქვეყანა საქართველო, რუსეთის მიერ იმართებოდა და რუსეთს კი გაცხადებულ საოცნებო მიზნად ჩემი ეროვნების წაშლა ჰქონდა.
მათი გათვლებით ეს საოცნებო ეტაპი უკვე "განვითარებული სოცალიზმის" შემდგომ უნდა დამდგარიყო.
მართალია სკოლაში სასწავლი ისტორიის მხოლოდ ერთ სემესტრს იტევდა საქართველოს ისტორია, მაგრამ მშობლები მასწავლიდნენ საქართველოს რეალურ ისტორიას, დამატარებდნენ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების სანახავად მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, მაკითხებდნენ, მესაუბრებოდნენ,, ერთი სიტყვით მასწავლიდნენ საქართველოს სიყვარულს. მინერგავდნენ სიამაყეს ქართველოსბის გამო.
ფაბულა ვახსენე, ახლა გამახსენდა რატომღაც.
ამ ფაბულის მიხედვით მე მოვლენებს მოსახლეობის რაოდენობის თანაფარდობის გათვალისწინებით ვაფასებდი.
მაგალითად :
-5 მილიონმა ქართველმა შექმნა თბილისის "დინამო", რომელიც სსრკ ჩემპიონატში ხშირად პირველ - მესამე ადგილებს იყოფს, აი ქართველები რომ 150 მილიონი ვყოფილიყავით, როგორც რუსები, მაშინ ქართული ფეხბურთი რუსულს 30-ჯერ აჯობებდა.
-ქართველი მოჭიდავეები ოლიმპიადაზე სსრკს მიერ ჭიდაობაში მოპოვებული მედლების ნახევარს ფლობენ. ე. ი. ზოგადად ქართველი მოჭიდავეები რუსეთის მოჭიდავეებს 30:1-ს უგებენ.
ასეთივე წიაღსვლები მქონდა ქართველების უპირატესობაზე რუსეთთან შედარებით კინოხელოვანთა , მხატვართა, მეცნიერთა და თქვენ წარმოიდგინეთ პოლიტიკოსთა შესახებაც.
მოკლედ, ეს თანაფარდობა 5:150 მლნ მშველოდა ქართველობით სიამაყეში.
მიმაჩნდა რომ 5 მლნ ქართველი 5 მლნ რუსს 30 ჯერ ჯობნის.
ახლა კი რა, აღმოვაჩინე რომ ..
ბევრ საკითხში 5 მლნ სადღაც ნორილსკსა თუ სარატოვში მცხოვრები რუსი 5 მლნ ქართველს გვჯობია.
თანაც ოდნავ კი არა, ორი თავით გვჯობია.
რითი გვჯობია ერთი რუსი ერთ ქართველს?
იცით?
ხვდებით?
Wednesday, July 15, 2009
რითი ჯობია ერთი რუსი ერთ ქართველს?
Posted by cartwheel at 10:52 AM
Labels: რუსეთი, საზოგადოება, უწესობები
Subscribe to:
Post Comments (Atom)
3 comments:
vera... riti? :S:S:S:S
მალე ან არცთუ მალე დავწერ ორ პოსტს "ოდა რუსებს" და "კრულვა რუსეთს".
ერთი სიტყვით კი, რითიც ერთი რუსი ელექტრიკი, კომპიუტერშიკი, მძღოლი, ქვეითი თუ ავტომფლობელი ჯობია ერთ ელექტრიკს, კომპიუტერშიკს, მძღოლს, ქვეითს თუ ავტომფლობელს.
...
საყოფაცხოვრებო წესიერებით
ხოო, კაკ რაზ მაგით! დისციპლინით ზოგადად და კანონმორჩილებით.
Post a Comment