ეს ამბავი ლექტორმა სტუდენტობისას მოგვიყვა. მასაც გაგონილი ჰქონდა და ვერ დაგვიზუსტა სად მოხდა, არც ის იცოდა საქართველოში თუ საზღვარგარეთ, არც ის ვინ იყო ქირურგი და არც ის მოხდა თუ არა საერთოდ. მაგრამ მოხდებოდა. მე მჯერა ამ ისტორიის დოკუმენტურობის.. უბრალოდ ასეთ ბოროტებას ჭორად და მითად ვერ მოიფიქრებდა ექიმი.
საოპერაციო ბლოკში ცნობილი პატივცემული მაღალბოხოხიანი ქირურგი ოპერაციას აკეთებს. საოპერაციო მაგიდას გარს შემორტყმიან სტუდენტები. ქირურგი მათი ლექტორია, ოპერაციის მსვლელობაში სტუდენტებს ოპერაციის პერიპეტიებს უხსნის, აჩვენებს საკვანძო მომენტებს.
კეთდება გავრცელებული - ქოლეცისტექტომიის ოპერაცია. ეს ოპერაცია ამ ქირურგისათვის მზესუმზირის კვნეტაა, მოსაყოლიც ბევრი არაფერია და ქირურგი გადაწყვეტს სემინარი სტუდენტებისათვის უფრო დასამახსოვრებელი და შემეცნებითი გახადოს.
მოდით აქ, უხმობს სტუდენტებს და მიუთითებს ადგილზე მუცლის უკანა კედელზე, ღვიძლსა და პანკრეასს ქვემოთ. ხედავთ?
აქ ძალიან ახლოს გადის არტერია ილიოფსოას. ეს უნდა იცოდეთ!
თუკი შემთხვევით ის გაჩხვლიტეთ ან გადაჭერით პაციენტი წუთებში მოგიკვდებათ. იცით რატომ?
ერთ წამში გაგევსებათ მუცელი სისხცლით, თვითონ გადაჭრილი არტერია კი დრეკადია, დამოკლდება და ქსოვილებში ჩაიმალება, მომჭერს ვეღარ დაადებთ თანაც ბრმად, სისხლის გუბეში. ღმერთმა არ ქნსას და თუკი ასეთ დღეში ხართ, ავადმყოფი დაუყოვნებლივ უნდა გადააბრუნოთ, ამ არტერიას თეძო წელის მხრიდან მიუდგეთ და ლიგატურით გადანასკვოთ. მხოკლოდ ასე გადაარჩენთ ავადმყოფს, რომელსაც ილიოფსოასი აქვს დაზიანებული.
წარმატება სახეზეა. აუდიტორიის 100%-იანი ყურადღება ქირურგისკენაა, აღარავინ ამთქნარებს და....
ქირურგი შემთხვევით აზიანებს იმ უჩინარ არტერიას, რომლის ადგილის ჩვენებაც მოინდომა სტუდენტებისთვის!
მუცელში სისხლის წვრილი მაგრამ ძლიერი ნაკადი ასხამს.
ცივი ოფლისა და სირთულის სერიოზულობის დანახვის შემდეგ ქირურგი დაუყოვნებლივ გასცემს განკარგულებებს: სწრაფად ამოაბრუნეთ, ლანცეტი, ამწოვი, ნემსდამჭერი კეტგუტით..
ქირურგის მითითებები წამებში სრულდება, ქირურგის ხელები სწრაფი და აკურატულია. ერთ წუთში არტ. ილეოფსოასი ნაპოვნია, გამოყოფილია და მტკიცე ხელით ლიგატურითაც საიმედოდაა გადაკვანძული. სტუდენტები აღტაცებულები და აფორიაქებულები უყურებენ თავისი ლექტორის ჯადოსნურ სიმტკიცესა სიჩქარესა და სიზუსტეს.
მხოლოდ ანესთეზიოლოგი რჩება გაფითრებული. ახლა ჯერი მასზეა გადასხმა მაქსიმალური ნაკადით გრძელდება, საანასთეზიო მედდები წამლების შეყვანას ძლივ აუდიან და.. ავადმყოფი კვდება.
მიზეზი ცოტა ხანში ხდება ნათელი.
თქვენ თუ მიხვდით?
ვეერა
ზურგიდან მუცელზე ამოტრიალებისას დაზიანებული არტერია მაგიდის მოპირდაპირე მხარეს აღმოჩნდა.
ქირურგს მხარი არ შეუცვლია, მოპირდაპირე მხარეს არ გადასულა. მან დაუზიანებელი არტერია გადაკვანძა, მაშინ როდესაც დაზიანებული არტერიიდან სისხლისდენა გაგრძელდა და სხეული სისხლისგან დაცალა.
P.S. ამ ამბის მოსმენიდან 20-ოდე წელია გასული, თავს ვერ დავდებ, რომ ის საბედისწერო არტერია მართლაც ილიოფსოასია სახელად (ქირურგია და ტოპანატომია ჩემი პროფილი არ არის).
Tuesday, December 22, 2009
არტერია ილიოფსოას
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment