არა, რეკლამას არ ვაკეთებ. ეს ერთერთი ჩვეულებრივი პოსტია ჩემს ბლოგზე. თამაშის წესები არ შემიცვლია, რასაც ვფიქრობ იმას ვიტყვი.
ეს პოსტი ჩემს მცირერიცხოვან მაგრამ ელიტარულ მკითხველს გეკუთვნით.
თქვენ მაინც იცოდეთ ის, რაც ყველას მინდა რომ გავაგებინო.
დაეზღვიეთ!
დღევანდელ რეალობაში ჯანმრთელობის დაზღვევა აუიცილებელია.
იგულისხმება რომ თქვენ არ ხართ 60 წელს ზემოთ ასაკის და მით უმეტეს 3 წელზე ახალგაზრდა.
მკურნალობის სრული ღირებულების გადახდა მოგიწევთ. მკურნალობა კი ძალიან ძვირია.
ამბულატორული ვიზიტი, რომელიც მაგალითად 4 საატს გასტანს, 2 კონსულტაციასა და 4 გამოკვლევას მოითხოვს შეიძლება 300 ლარი დაგიჯდეთ.ღმერთმა გაშოროთ და საშუალო სირთულის ოპერაცია 1000 ლარი, რეანიმაციაში მკურნალობის 1 დღე კი 800 ლარი.
საქართველო გარდაქმნების, მტკივნეული გარდაქმნების ეტაპს გადის, და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საკითხში ეს ეტაპი არის შიშის, აღშფოთებისა და შეშფოთების ეტაპი, რომლის შემდეგ (ამ ეტაპის შემდეგ) ყველა უნდა დავდგეთ იმ ჭკუაზე, რომ დავეზღვიოთ.
მხედველობაში ის მაქვს, რომ ადამიანმა თავისი ნებით უნდა გაიღოს საკუთარი თანხა წინასწარ, იმ უბედურების თავიდან ასაციელბლად, რომელიც მის მეზობელს, ნათესავს ნაცნობს უკვე დაატყდა თავს, როცა მკურნალობისთვის საჭირო თანხის მოსაძიებლად ლამის სახლკარის გაყიდვა მოუხდა. ან სულაც გაყიდდა კიდევაც, მაგრამ მკურნალობას მაინც არ ეყოფოდა.
სახელმწიფო აფინანსებს მხოლოდ 3 წლამდე და 60 წელს ზემოთ ასაკის ავადმყოფების გადაუდებელ და კრიტიკული მდგომარეობების მკურნალობას.
სახელმწიფო აგრეთვე აზღვევს დაახლოებით 1 მილიონ სოციალურად დაუცველ პირს და პედაგოგს.
ცოტა არ არის, ეს დიდი ხარჯია სახელმწიფოსთვის. დღეს ეს არის შესაძლებლობის მაქსიმუმი, რომელიც ამ ქვეყანას შეუძლია თავისი მოქალაქეებისათვის გაიღოს.
ასე რომ თუ შენ არ ხარ:
3 წლამდე ან 60 წელს ზემოთ,
სოციალურად დაუცველი
ან
პედაგოგი,
შენი ჯანმრეთელობა მხოლოდ შენს ხელშია.
დაეზღვიე, ასე ჯობია.
5ლარიანი ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც წინასაარჩევნო საჩუქრად გამოიმეტა მთავრობამ, ხალხმა არ აიღო, სულ ტყუილად.
წელიწადში 20 ლარი ჯდებოდა ასეთი დაზღვევა მთელი ოჯახისთვის.
გააპროტესტეს, ჩვენ ჯანმრთელობა გვინდოდა გვეყიდა იმ დაზღვევით, იმათ კი მხოლოდ რაღაც შემთხვევებშიო.
სწორედ იმ მოულოდნელი, დაუგეგმავი, მაგრამ აუცილებელი და ყველაზე ძვირი მკურნალობის თანხებს ფარავდა ის დაზღვევა. არ იმუშავა, იმიტომ რომ ხალხის კრიტიკული მინიმალური რაოდენობა არ დაეზღვა.
ჩემს საავადმყოფოში ექიმები საოჯახო დაზღვევაში ყოველთვიურად საშუალოდ 70 ლარს ვიხდით. ზედმეტი არ გვაქვს, ვიხდით საკუთარი ჯიბიდან იმის მიუხედავად, რომ თითქმის ყველა საავადმყოფოში გვყავს ნაცნობი, მეგობარი რომლებიც ერთ ვიზიტს სიხარულით მოგვივლიან უფასოდ. მაინც ვიხდით, თანაც ყველა.
იმიტომ, რომ ვიცით, შეიძლება მოულოდნელად გაუსაძლის ტვირთად ვიქცეთ საკუთარი ოჯახისათვის.
Thursday, December 24, 2009
ჯანმრთელობის დაზღვევა
Posted by cartwheel at 10:59 AM
Labels: ექიმო, სასარგებლო, ძირს პათეტიკა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
3 comments:
მას შემდეგ რაც შარშან, დაახლოებით ამ დროს, სამსახურში დაზღვევაზე უარი ვთქვი, ათასი დაავადება დამემართა/გამომივლინდა! მანამდე, მე მგონი, სულ ორ-სამჯერ ვიყავი ექიმთან ნამყოფი მთელი ცხოვრების მანძილზე და რად მინდა დაზღვევა-მეთქი, ვიფიქრე! წამლებსაც კი არ ვყიდულობდი, რომ ფასდაკლებას დავეინტერესებინე. თურმე ჯერ სადა ხარ!
ასე რომ, ვუერთდები შენს პათოსს, დაზღვევა აუცილებელია, ხალხო! თუ ჯანმრთელი ხართ, ნუ იდარდებთ ტყუილად გადახდილ სადაზღვევო თანხას და თუ რამე დაგჭირდებათ კიდე, დიდი შეღავათია.
რას ნიშნავს ელიტარული მკითხველი? :D
გადამრევს ეს რაციონალიზაცია :D
მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვთვლი, რომ დაზღვევა ძალიან საჭირო რამ არის, მაგრამ რომ არ ვმუშაობ რა ჯანდაბით გადავიხადო იმ დაზღვევის საფასური?
Post a Comment