Saturday, May 15, 2010

ვინც სახლში დარჩა


რამდენი ადამიანი დათმობს სიცოცხლეს დღეს საღამოს კურიერამდე, თუკი მას ეტყვიან რომ მისი სიცოცხლე საქართველოს გაერთიანებისთვის საკმარისია?

რამდენი ადამიანი გარისკავს სიცოცხლეს ამავე პირობით?

რამდენი დათმობს თვალებს, ხელს, ფეხს, თითს?

ოღონდ დღესვე, კურიერამდე.
??


და რამდენი ადამიანი გამოვა მონატრებული გაზაფხულის პირველი მზიანი დღის ქუჩაში, მიტინგზე იმავე პირობით?
100ჯერ გამოვა?

წინა შეკითხვებზე პასუხი არ ვიცი და ბოლოზე კი დიდი სარწმუნოობით ვივარაუდებ რომ 4 მლნს გამოკლებული ვისაც სიარული არ შეუძლია ასაკისა თუ უფეხობის გამო, სადღაც 3 მილიონზე მეტი.


გამოვა თუ არა იგივე 3 მილიონზე მეტი ადამიანი იმ მიტინგზე, თუ ის ირწმუნებს რომ საქართველოს იმ უბედურებებში, რომელშიც საქართველოს ჩაგდებას ოპოზიცია პრეზიდენტს აბრალებს მართლაც პრეზიდენტია დამნაშავე და მისი გადამწყვეტ მიტინგზე მისვლით ის იძულებული იქნება გადადგეს?

ძალიან კატეგორიული რომ არ ვიყო 3 მილიონზე არა, ერთ მილიონზე შევთანხმდეთ. ქართველობას ოპოზიციის ბრალდებების რომ ჯეროდეს შარშან 2009.9 აპრილს დაწყებულ დაქოქილ და 26 მაისს აპოთეოზში ამაღლებულ მიტინგზე 1 მილიონი (1.000.000) ადამიანი უნდა მისულიყო.
მხოლოდ 60.000 მივიდა.

ანუ საქართველო იღებს პასუხისმგებლობას ომსა და რეფორმების თანმხლებ სირთულეებზე?
თუ ასეა
ეს კარგია.

MAGRAM, მსოფლიომ ოპოზიციის ენერგიული და მონდომებით დემონსტრირებული ქმედებები შეაფასა როგორც ქართველი ერის დიდი, გავლენიანი და პოლიტიკურად აქტიური ნაწილის ვერდიქტი პრეზიდენტის მიმართ. მათ ეს ვერდიქტი შემდეგნაირად წაიკითხეს- ქართველები უკმაყოფილონი არიან პრეზიდენტის პოლიტიკისა არასაკმარისი დემოკრატიისა და რუსეთთან ომის გამო. ამით მსოფლიომ დააფასა ოპოზიციონერთა აქტივობა, ძალა და გავლენა ამ ქვეყანაში და დაასკვნა, ეს ხალხი ქართველები, თვითონვე, საკუთარ თავში არ არის გარკვეული, უნდა თუ არა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა თუკი 3 თვიანი მიტინგის მთავარი გასაპროტესტებელი საკითხი ჯერ თითიდან გამოწველილი არადემოკრატიულობაა და მხოლოდ შემდეგ პრეზიდენტის არშესრულებული პირობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა.

მე ვთვლი რომ გარედან, ზერელე დაკვირვდბით მართლაც ადვილი დასაჯერებელია, რომ 60 ათასი ადამიანი 5 მილიონიან ქვეყანაში მართლაც სოციალურად და პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეთა ძირითადი ბირთვია და მათი სათქმელი ერის სათქმელია, მათი მოთხოვნა ერის მოთხოვნაა, მაგრამ საქმე ისევე მარტივად არ არის როგორც ეს ევროპელებს შეუძლიათ წარმოიდგინონ საკუთარი ქვეყნების მაგალითზე. მე მხედველობაში ის მაქვს, რომ მათი ქვეყნების ქუჩის პოლიტიკაში ადამიანები ერთვებიან თუკი რომელიღაცა საკითხთან დაკავშირებით ადრენალინი გადმოესროლებათ სისხლში. ისინი ცდილობენ დალაგებული გა გაწონესწორებულ მოქალაქეთა მხარდაჭერა მოიპოვონ.
ადრენალინი ასტიმულირებს
მათ ფიზიკურ აქტივობას.
საქართველოში კი ყველანი ადრენალინის ქვეშ ვართ. გაცილებოთ ძნელია მოქალაქემ ამდენი ადრენალინის ფონზე თავი შეიკავოს და ფიზიკურ ქმედებებში არ დახარჯოს მოჭარბებული, ამაფორიაქებელი ადრენალინი.

მსოფლიომ
ჩათვალა რომ ქართველების ნება გაიგო.
საპირისპირო მიმართულების მიტინგი თბილისში არ ყოფილა და
თავისი ქვეყნების მოდელის გათვალისწინებით ჩათვალა რომ ამ საკითხზე არ არსებობს სხვა ქართული ნება და რომ ადამიანები რომლებთაც მიტინგებში მონაწილეობა არ მიუღიათ ამ საკითხში ნეიტრალურები, დაიუინტერებლები, უნებო და უადრენალინოები არიან.
არადა ჩვენი ქვეყანა ხომ მათი ქვეყნის მოქალაქეებისაგან განსხვავებით ადრენალინით, დარდით, შეურაცხყოფით, სირცხვილით შეკუმშული მოქალაქეების 100% ით შედგება.

როგორ გინდა გააგებინო ევროპელს, ამერიკელს, იაპონელსა თუ ავსტრალიელს რომ მათ პატივი უნდა სცენ ქართველთა იმ ნაწილს, რომლებიც მიუხედავად ადრენალინის დაწვის ადვილი და სახალისო საშუალებისა (მიტინგზე დგომა-სკანდირებისა) სახლში დარჩა?

ერთადერთი ვინც ქართველთა ჩუმი ნება იცის რუსეთია, იმიტომ რომ თვითონაა ყველა ქართველის შეურაცხყოფილ შეკუმშულ ზამბარად მქცეველი. მან პრინციპულად არ მოუხადა საქართველოს ბოდიში, 20 წლის წინ გოგოები რომ დაუხოცა რუსთაველზე. მთელი ეს ოცი წელი ქართველთა ღირსებისზამბარას ტისკს თანდათან და მეთოდურად უჭერდა. იმ იმედით რომ ამ ღირსების ზამბარებს საერთოდაც დაჭყლეტდა და უფუნქციო შაიბუნად აქცევდა.
მიაღწია კიდევაც. ასეთი ადამიანების რაოდენობამ ცალკეული ინდივიდიმებიდან უკვე იმდენს მიაღწია, რომ ცალკეული პოლიტიკური ერთეულების სახელით გამოდიან, რუსეთში პუტინს ეახლებიან და ყველაფრის "სუფთა ფურცლიდან" დაწყებას სთავაზობენნ ერთი პირობით, რუსეთმა უნდა უზრუნველყოს მათი გამეფება საქართველოში, სულერთია რის ფასად.

და მაინც, რამდენია ქართველ შეურაცხყოფილ ღირსების ზამბარათა საერთო ძალა? გაცილებით მეტი ვიდრე შარშან ოპოზიციამ გამოავლინა, მაგრამ მაინც რამდენი?
რამდენია მათი გაძლების ზღურბლი? ანუ რა დატვირთვის შემდეგ შეწყვეტენ წინააღმდეგობას და მშვიდობიან შაიბუნებად იქცევიან?
როგორ ინარჩუნებენ დრეკადობას?
ვინ ეხმარება მათ გამძლეობაში და ვინ უშლის ხელს?


პოლიტიკური რესურსები, ვადები, შესაძლებლობები ილევა , მარტო ჩვენი არა , რუსეთისაც. შესაბამისად ამ შეკითხვაზე პასუხს მალე შევიტყობთ, ან სულაც ვნახავთ.

Friday, May 14, 2010

სიონისტი ვარ



1948 წლის 14 მაისს ისრაელმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. თითქმის მაშინათვე მას ომი გამოუცხადა ეგვიპტემ, იორდანიამ, ლიბიამ და ერაყმა.
14 მაისს დაიბადა მარკ ცუკერბერგი, რომელმაც ფეისბუკი დააარსა. 26 წლის გახდა.
სიონისტი ვააარ და მომკალით.

მიყვარს ზანგები - ჩემი წინაპრები

მიყვარს ზანგები - ჩემი წინაპრები. ჩვენი ყველასი პრეისტორიული წინაპრები


Thursday, May 13, 2010

არაპროგნოზირებადობა ცუდია?




ლიბერალში ნინო ბურჯანაძესთან იყო ინტერვიუ. 
მიშაზე სამჯერ გაიმეორა არაპროგნოზირებადი. დასკვნაც ამ სიტყვაზე იყო აგებული - არაპროგნოზირებადი  პრეზიდენტი სასწრაფოდ ინდა წავიდესო. 

მე კი ჩემთვის ვიფიქრე, ღმერთმა დამიფაროს იმ საქართველოში ცხოვრება, რომელსაც  მტრებისთვის წინასწარპროგნოზირებადი პრეზიდენტი ეყოლება. მითუმეტეს რომ საქართველო გარშემორტყმულია აგრესიული გრანდებით და მასზე ძლიერი თანატოლი მეზობლებით, თანაც ყველა მეზობელს აქვს საქართველოზე ზემოქმედების მძლავრი ბერკეტები: ენერგომატარებლები, ეთნიკურად მათდამი ერთობის მქონე მოსახლეობა კომპაქტურად დასახლებული ცალკეულ რეგიონებში.    
არაპროგნოზირებადობა და თავგანწირულობა ჩვენი ცხენია.
აწონ-დაწონვა და შეფასება გაგვთქვიფავს.   

უკრაინა




ეს ხომ ადრეც ვიცოდით: უკრაინაში 10 მლნ რუსი ცხოვრობს, თანაც ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში უმრავლესობას შეადგენენ. 
უკრაინის მოსახლე დანარჩდნი 40 მლნ უკრაინელები არიან, თითქმის რუსები. მათი ენა ნაკლებად განსხვავდება რუსულისგან, ვიდრე მეგრული ქართულისგან. ეკლესია ერთი აქვთ, არამარტო რელიგია. ისტორიაც ნაწილობრივ ერთი აქვთ. თანაც იმ ნაწილში აქვთ ერთი ისტორია, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია- დასაწყისში. 
 რუსეთი პერსპექტიული სახელმწიფოა. შემდეგი 60 წელი მისია. ენერგორესურსები მას კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას შესძენს დროთა განმავლობაში. 
რატომ არ უნდა მიუბრუნდეს უკრაინა  რუსეთის კალთას? 
რუსეთი მდიდარია და ერთი სული აქვს უკრაინა დაიბრუნოს. უკრაინა და საქართველო. თუკი უკრაინა მას უდიდეს ძალას, ტერიტორიას, ხალხს, გავლენას მოუმატებს, აჩვენებს მსოფლიოს, რომ სლავი გოლიათები ამ კლასში უძლეველები არიან, საქართველოს ხელში ჩაგდება სრული დიდებით დაუბრუნებს რუსეთს სსრკ-ს. ჩვენ ხომ ბოთლის ყელი ვართ შუა აზიისა და ამიერკავკასიისათვის. ანუ კიდევ 7 ყოფილი რესპუბლიკისათვის. 
შეუძლია კი დღევანდელ საქართველოს გაუძლოს ჩვენი მტრის ამხელა ისტორიულ ცდუნებას?

პრეცედდნტი ხომ არსებობს, მსოფლიო ისტორიაში კი არა, საქართველოს ისტორიაშია ასეთი პრეცედენტი. 
საქართველომ ხომ ბნელი, მკაცრი და მხოლოდ "გამარჯვებული მართალია" პრინციპზე მგდომი ფეოდალური  შუასაუკუნეები გამოიარა ისე, რომ თავისი თავი შეინარჩუნა იმის მიუხედავად, რომ დიდი ოსმალეთის ყელში გაჩხერილ სიფრიფანა ზოლს წარმოადგენდა სომხეთთან ერთად. აზერბაიჯანი და შუა აზია ხომ თურქული ენისა და პილიტიკური გავლენის ქვეყნები იყო.  გავუძელით ხო? გავუძელით.

გავუძლებთ თუ არა ნეო სსრკ-ს?
გავუძლებთ, მაგრამ გაგვიჭირდება. 
ღმერთმა არ ქნას რომ იმავე ყულფში შევყოთ თავი, რაშიც უკრაინელებმა. მათ წვრილმანებით (თურმე წვრილმანებით ) იმედგაცრუებულებმა სახელმწიფოებრივი ტონუსი დაკარგეს, და შედეგად 10 მლნ რუსმა   და  პრაგმატულმა  ჯერაც სსრკს უკრაინელმა   მოქალაქეებმა პრეზიდენტად   ჰოპ და... უკრაინული რუსი აირჩიეს.

    

Wednesday, May 12, 2010

არასდროს ვიფიქრებდი, თუ ამ თემაზე დავწერდი.



ამ პოსტს მეორე სათაურიც აქვს - ფომოფობის დაბრო გეიპარადს.

თავიდანვე მობოდიშებით დავიწყებ. ეს წერილი აიპოდში ჩემი ბოლო ერთი თვის ამ მიმართულების ჩანაწერების გაერთიანებით შევადგინე. ანუ მიღებული დინების მიუხედავად პოსტი ინტერნეტში არ დამიწერია, ჩემთვის დავწერე, უსაქმურობის ჟამს, ამიტომაც დიიიდი გამომივიდა.

გნებავთ დიაგონალზე წაიკითხეთ,გვებავთ, ნაწილ-ნაწილ, გნებავთ ბოლოდან, გნებავთ სულაც ნუ წაიკითხავთ და მერე შემოიხედეთ პოლემიკაში.

ხელები ამიწევია, ვერ მოგთხოვთ ამ მოცულობის ტირადის ყურადღებით და კირკიტით წაკითხვას.

თუმცა, ვინც ამ შესავალს გაუძელით, დამიჯერეთ, თქვენ შეძლებთ და თქვენი მოსაზრებები მაინტერესებს.

რამოდენიმე დღის (ახლა უკვე ერთი თვის) წინ ეკა კვესიტაძის გადაცემაში მოწვეული ჰყავდა შორენა შავერდაშვილი და მალხაზ გულაშვილი. მსჯელობდნენ, რეალურად კი ჩხუბობდნენ ჰომოსექსუალების უფლებაზე, ჩაატარონ გეიაღლუმი თბილისში. გულაშვილი, რომელიც ამ ბოლო დროს ხშირად ჩნდება რუსეთში და რაღაც პათეტიკური ფრაზებით გვამდიდრებს იქიდან, თურმე მართლმადიდებლურ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც თავისი 5000 წევრით პირობას დებს, რომ გეიაღლუმს თბილისში არ დაუშვებს. შორენა შავერდაშვილი, რომელიც ორი ჟურნალის გამომცემელია "ცხელი შოკოლადისა" და "ლიბერალის", ჟურნალების, რომელთა დონეზე ასვლას მალე ვუსურვებ საქართველოს, ადამიანთა საყოველთაო უფლებებს იშველიებდა და ამტკიცებდა, რომ ჰომოსექსუალებს უფლება აქვთ გეიპარადის ჩატარების.
მალხაზ გულაშვილი იმდენად ენერგიული და აგზნებული იყო, ლაპარეკს ფაქტიურად ვერავინ აწყვეტინებდა, ქალის ხმის ფიზიოლოვიურიგაჭრადობის მიუხედავად გულაშვილი აშკარად დომინირებდა, წამყვანზეც კი.

ეს თემა იმდენად ხშირად დატრიალდა, რომ მაიძულა პოზიცია მეც გამჩენოდა.
და დღეს პოზიცია მაქვს.
ჩემი პოზიცია სექსუალურმა უმცირესობათა წარმომადგენლებმა შეიძლება ჰომოფობიურად ჩამითვალონ ტრადიციულებმა კი გრანტომანიაში, ჰომოფილიაში თუ ჰომოსექსუალობაში დამდონ ბრალი, მაგრამ მე ჩემ სათქმლს მაინც მოვუყრი თავს.

ჰომოსექსუალობა იმდენად მიუღებლად მიმაჩნჯა რომ მამაკაცმა სახალხოდ თუ არ იკეკლუცა
ბიკინჩაცმულმა, არ მჯერა რომ ჰომოსაქსუალია . განსხვავებულობის მცირე ნიშანზე ადამიანისათვის პიდარასტის დარქმევა მიმაჩნია უსამართლო დიდ ბრალდებად, და უდიდეს შეურაცხყოფად.
ამ თემას იმდენად ვერიდები, რომ თბილისის ფორუმზე ხშირად გადამწყდარ თემაში დაახლოებითი სათაურით "გეიპარადი თბილისში" არცერთხელ შსვსულვარ იმის შიშით, გეის როგორ დაველაპარაკო მეთქი. შიში ფობიაა, ანუ ჰომოფობი ვარ.
ათეისტი ვარ. ჩემი კავშირი უსასრულო სამყაროსთან და მარადიულობასთან საქართველოს ისტორიაში თუნდაც უმნიშვნელი, მაგრამ მაინც მონაწილეობაში და შვილების გაზრდა აღზრდაშია.
აქედან გამომდინარე, ჩემი შეფასების კრიტერიუმები მარტივია:
საქართველოს და ჩემს შვილებს რაც დაეხმარება მიყვარს, რაც არ დაეხმარება არც მიყვარს და არც მძულს, რაც უმტრობს, ჩემი მტერი იქნება.

მაგალითად პაციფისტ რელიგიურ უმცირესობათა მიმართ ეს პრეტენზია მაქვს, მიმაჩნია ისინი ჩემი ქვრყნის ლაშქარიდან ნებაყოფლობით არიან ამოწერილნი, და თავის რიგებში სხვასაც ეპატიჟებიან.
სულ არ მანაღვლებს ღმერთი ერთსახაა თუ სამსახა, იეღოვა ქვია თუ შრი შარმად სვამი პრობხუპატრა. ადამიანებს იმის მიხედვით არ ვანაწილებ ჯვარს ატარებს თუ ჩასაბან ბოთლს.

იგივე კრიტერიუმები სექსუალურ უმცირესობებს რომ მივუყენო, საქმე აქაც მარტივად იქნება - ამ წაგებულ და შეურაცხყოფილ ქვეყანაში ვინც არათუ ომისთვისაა მზად, არამედ ფარშევანგის ბუმბულებითა და ნებიერი მანჭვით ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ამ ქვეყნად მისი სათქმელი საკუთარი ანუსის პენეტრირების უფლებით სიამაყეა, ჩემს პატივისცემას ვერ მიიღებს, მაგრამ მტერიც არ არის.
პატარა მინუსია, ორ მილიონ ქართველ მამრთაგან ასაკობრივი და ჯანმრთელობის სტატუსით ალბათ 300.000 არის ბრძოლისუნარიანი, მათგან ბოლო 20 წლის განმავლობაში ერთი დღე მაინც ომში ნამყოფია არაუმეტეს 30.000. არ უბრძოლია და თვლის, რომ სათანადო აუცილებლობისას და პირობებისას იბრძოლებს კიდევ ალბათ 20.000მამაკაცი. დანარჩენი 260.000მამაკაცი თვლის, რომ არ იბრძოლებს, თუ არ იბრძოლა ყველამ. ამ ნეიტრალურ-ინერტული პატრიოტების შემხედვარე, საქართველოს ყველა ომმა საყოველთაო მობილიზაციის გარეშე ჩაიარა.

ომის მთავარსარდლებს არ ჰქონდათ იმედი, რომ მათ მოწოდებაზე პასუხად მასიურ დეზერტირობას არ მიიღებდა.
260.000 პოტენციურ მაგრამ სათუო მებრძოლის გარდა საქართველოში აგრეთვე არის სადღაც 300 ან 3000 კატეგორიული არამებრძოლი სექსუალური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი არ არის დიდი დანაკლისი. პოტენციურ მებრძოლთა მხოლოდ 1-2%_ია.

მე სხვა კანონზომიერება მომხვდა თვალში. გეი პარადი მხოლოდ იმ ქვეყნებშია ჩატარებული, სადაც ღირსებისათვის ომები ჩვენზე ბევრი გადაუტანიათ და ქვეყნის ღირსებას დღესაც უყოყმანოდ შეეწირება მისი ჯარისკაცების ის რაოდენობა, რამდენსაც სამშობლო მოითხოვს. ევროპა, ამერიკა, ისრაელი ის ქვეყნებია სადაც თავგანწირვისთვის მზადმყოფნიც ბევრი ჰყავთ და გეიპარადებსაც 30 წლის წინანდელი პირველი მაისისა და 7 ნოემბრის
პარადებზე არანაკლები მასშტაბით იმართება.
ბოლო გეიპარადი, რომელსაც ტელეეკრანზე მოვკარი თვალი ისრაელში იყო, სადაც ბოლო ომი ახალი ჩამთავრებული იყო. იმ ომში ებრაელებმა თავისივე აღიარებით 1000 პალესტინელი მოკლეს და მათგან უმეტესობა ქალი და ბავშვი იყო. თუკი ისრაელში ადრე ტერორისტების ბუნაგებზე მაღალტექნოლოგიური წერტილოვანი დარტყმების ტაქტიკას მისდევდნენ, ამჯერად რუსული ტაქტიკა აირჩიეს - მასობრივი ნგრევა და ხოცვა მიზნის მისაღწევად. რუსეთს ეყო სისასტიკე ამ საქმის ბოლომდე მისაყვანად და ჩეჩნეთისაგან კადიროვი გამოძერწა, ისრაელს არ ეყო , მთელი მსოფლიოს ზეწოლის ორი კვირის შემდეგ სამხედრო ოპერაციის დასრულება გამოაცხადა და სტალინგრადს დამსგავსებული ქალაქის ნგრევისა და უამრავი უცოდველი ადამიანის მოკვლის ცოდვა აღიარა. ისრაელის წინა ომიც ფორმალურად უშედეგო იყო. მაშინ ისრაელმა ორი დატყვევებული ებრაელი ჯარისკაცის გამოხსნის მოტივით მეზობელი ლიბანის ქალაქები გადააქცია ფრონტის ხაზად. 2 კვირიანი სისხლისღვრა მაშინაც შედეგის გარეშე დასრულდა.
ისრაელი ამ სათუო შედეგის მომცემი ომების წამოწყებით ერთ შედეგს აღწევს- ის ეუბნება თავის გარშემომყოფ არაბულ სამყაროს, მე ვიომებ ღირსებისთვის, მე ამ ომში დავკარგავ ჩემი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლეებს, ისრაელს არ შეაჩერებს არც სამხედრო პასუხი, არც არაბული გარემოცვა, არც მსოფლიოს კიცხვა, არც პაციფისტური საპროტესტო მიტინგები თელავივში.
და ამ, საკუთარი სახელმწიფო ინტერესებისათვის მსოფლიოს მიმართ ყირაზე დგომის უნარის მქონე ქვეყანაში გეიპარადი ჩატარდა.
ჯერ ერთ წუთით დავუფიქრდეთ რას ნიშნავს მსოფლოს მიმართ ყირაზე დგომა. ერთ მხრივ ეს ცუდია, ყველა თუ გამტყუნებს ესეიგი დამნაშავე ხარ, მეორე მხრივ არავინ არის დაინტერესებული შენი პრობლემის გადაჭრაში. რომც დაინტერესდეს მოისურვებს შენი კონფლიქტის გადჭრას არა ისე, როგორც შენ მიგაჩნია სამართლიანად, არამედ ისე როცა ორივე მხარე ბრძოლას შეწყვეტს. ანუ მედიატორის პრიორიტეტია ბრძოლაზე უარი გათქმევინოს შენ და შენს მოწინააღმდეგეს. ამით მსოფლიო უფრო ჰარმონიული ხდება, მედიატორი კი ავტორიტეტული.
შენს სიმართლესა და ღირსებაზე უარის თქმას ყველა დიდი სიხარულით შეხვდება.
ისრაელი როგორც ქვეყანა და ებრაელები როგორც ერი არის მაგალითი თუ როგორ უნნდა გაუძლო დემოგრაფიულ, გეოგრაფიულ, გეოპოლიტიკურ, იერარქიულ, რელიგიურ წნეხს და შეინარჩუნო ღირსება და ბრძოლის უნარიანობა. საშუალო ისრაელელი ამბობს - მე ვიომებ მე არ შევშინდები, მე არ გადავაყირავებ ჩემს ხელისუფალს თუ ის დღევანდელ ვითომ მშვიდობას შეეწინააღმდეგება, მე არ გადავაყირავებ ჩემს ხელისუფალს თუკი მას მთელი მსოფლიო გაკიცხავს ამ ბრძოლისთვის.

ქართველებს შორი, ფაქტიურად მოსეს მასშტაბების გზა გვაქვს გასავლელი ებრაელთა პატრიოტიზმამდე ასამაღლებლად.

მაშ რატომ გეიპარადი თელავივში?

ცივილურმა მსოფლიომ პასუხს ადამიანების განსხვავებულ ფუნქციებზე ინგლისის მეჩვიდმეტე საუკუნის ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად მიაგნო. აღმოჩნდა რომ ვიწრო პროფილის სპეციალობის მქონე პროფესილნალები ერთად შემძლენი არიან გააკეთონ ის საქმე, რომელსაც მანამდე არადიფერენცირებული პატიოსანი მუშების ერთობლიობა ვერ აკეთებდა.
შემდეგ საუკუნეში კი ამერიკაში პროფესიულ მრავალფეროვნდბას ადამიანების საყოველთაო უფლებების სახდლმწიფოს მიერ დაცვა დაემატა და დაიბადა ის ქვეყანა, რომელიც დანარჩდნი მსოფლიოსათვის მიზიდულობის ცენტრი, საოცნებო, შესაშური და მისაბაძი გახდა. დღეს ეს ქვეყანა კიდევ ერთ ფუნქციას ითვისებს, თავისი უპირობო უპირატესობით მთელი მსოფლიოს კინემატოგრაფებთან შედარებით, ის უდიდესი გავლენის მქონეა მთელი მსოფლიოს მოსახლეობის მორალურ მოდუსზე. ის ამკვიდრებს სწორ მორალურ პრინციპებს: ვაჟკაცობა, სამართლიანობა, კანონდამჯერობა, ტოლერანტობა, წარმატებისკენ სწრაფვა, ოპტიმიზმი ეს ის მახასიათებლებია, რითაც ჰოლივუდი მთელი მსოფლიოში მორალურ მდგრადობას აძლიერებს.
განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია გაითავისეს, რომ ცალკეულ პიროვნებას უნდა მოსთხოვონ მაქსიმალური პროფესიონალიზმი და ეფექტურობა და მისცენ სრული ინდივიდუალური თავისუფლება მის პირად ცხოვრებაში. ანუ სახელმწიფო და სოციუმი არის მკაცრი და უშეღავათო მოქალაქეების მიმართ პროფესიონალური ფუნქციის აღსრულების უნარების შეფასებაში. სოციალური (პროფესიული, საზოგადო, პატრიოტული) ფუნქციის ხარისხიანი შესრულება ადამიანის შეფასების პრიორიტეტული კრიტეფიუმია, ის გადაწონის პიროვნულ განმასხვავდბელ მახასიათებლებს, რომლითაც კონკრეტული პიროვნება შეიძლება "ჩვენ" ერთობისგან გარეთ დარჩეს.
"ისინი ჯგუფი"; არათეთრკანიანები, არაევროპული რასის წარმომადგენელი, არა ჰეტეროსექსუალი, არამამაკაცი, არასტანდარტულად ჩაცმული, არასტანდარტული ვარცხნკლობის მთარებელი, არადომინანტი ეროვნების წარმომადგდნელი განვითარებულ ქვეყნებში არ არიან გარიყულები. მათ სრული პირობები ეძლევათ საკუთარი პროფესიული უნარების გამოვლენისა და შედდგად ეს ქვეყნები უზარმაზარ პლიუსებს ღებჯლობენ. წარმოიდგინეთ, რამხელა დანაკლისი იქნებოდა არამხოლოდ კონკრეტული ქვეყნისთვის, არედ მსოფლიოსათვის "ჩვენიანი-უცხო" პრინციპით ასპარეზი რომ დახშობოდა პუშკინს, მერკურის, ზიდანს, ჭაბუკიანს, ოსკარ უაილდს, ელა ფიჟერალდს. ყველა ეს ადამიანი უცხო იყო რაღაც კრიტერიუმით უცხო იყო უმრავლესობისათვის. ისინი ნაკლებ განვითარებულ ქვეყნებში გაირიყებოდნენ და გაუჩინარდდბოდნენ.
საქართველოს ისტორია ეს ტოლერანტობისა და ამ ტოლერანტობით მიღებული წარმსტებების ძეწკვია: ფარნავაზი, შუშანიკი, აბო თბილელი, თამარ მეფე, ბაგრატ მესამე, დამიანე, საიათნოვა, იეთიმ გურჯი, აზარიანცი, ვახტანგ ჭაბუკიანი, ფარაჯანოვი, ვიტალი დარასდლია და ვოვა გუცაევი ეს ის ვარსკვლავებია, რომელთა გარეშეც საქართველოს წარმატების ისტორია წარმოუდგენელია, და რომელთა დაკარგვა საქართვდლოს შეეძლო არაშემწყნარებლური რომ ყოფილიყო "ჩვდნიანი -სხვანაირი" პრინციპით.

დავუბრუნდეთ ღირსებისათვის ბრძოლის უნარს. როგორც თავიდან დავწერე, გეიპარადები ჩატარდა იმ ქვეყნენში, რომელთაც უკანასკნელი 200 წლის უფრო დატვირთული საომარი ისტოროა აქვთ, ვიდრე ჩვენ, ქართველებს. დღესაც ეს ქვეყნები მსოფლიო ტერორიზმის საწინააღმდეგო კოალიციაში საომრად თავოს ნარჩევ გაწვრთნილ სიცოცხლით სავსე და ბედნიერი პენსიით უზრუნველყპფილ ვაჟკაცდბს აგზავნის და ეს ვაჯკაცები იქ, მსოფლიოს დასალიერში თავისი ქვეყნის ღირსებისთვის თავს სწირავდნ. ეს დღეს ხდება არათუ ბნელ ისტორიაში.
ალბათ პროფესიული სპეციალიზაცია ამ ქვეყნებში ასე მუშაობს : მამაკაცთა 5-10%_ მა იცის რომ ის სამხედროა და საჭიროების შემთხვევაში თავისი მძიმე საამე სასიცოცხლო საფრთხის ქვეშაც უნდა გააკეთოს.
მამაკაცთა 0,005 პროცენტი აცხადებს, რომ არ არის მამაკაცის ფუნქციის შემსრულებელი და არცერთ შემთხვევაში არ აიღებს სამშობლოს დაცვის ფუნქციას თავის თავზე.
90%. კი თვლის, რომ თვითონ განსხვავდება ფარშევანგის კუდიანი ჰაეროვანი კოცნების მფრქვეველი უმცირესობისაგან და ამას დაამტკიცდბს, თუკი მის სამშობლოს მისი ვაჟკაცობა დასჭირდა.

ამის საწინააღმდეგოდ რა ვითარებაა ისეთი დაბალი პატრიოტიზმის და განვითარების ქბეყნებში როგორიც საქართველოა?
ბრძოლიდუნარიან მამაკაცთა 99,95% თვლის, რომ უნდა იომოს საკუთარი სამშობლოსთვის. რომ დაუშვებელია ვინმე მოაკლდეს საქართველოს ლაშქარს იმ საბაბით, რომ სექსუალური ან რელიგიური უმცირესობაა.
მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება დაიმალება და თავისარიდებას ომისათვის ამით გაამართლდბს, რომ თვითონ არ უნდა იბძოლოს იეღოველებისა და პიდარასტების ნაცვლად.

არადა განვითარებულმა, ღირსეულმა ქვეყნებმა ეს კონფუზი დიდი ხანია გადაწყვიტეს. მამაკაცმა უნდა იბრძოლოს თუ ის არ არის რელიგიური სექსუალური უმცირესობა ან იდეური პაციფისტი. თუკი შენ მიგაჩნია, რომ თუკი მტერი შენი ოჯახისა და ქვეყნის ღირსებას, სიცოცხლესა და მიწას დაემუქრება, და ამავე დროს თუკი არა ხარ ზემოჩამოთვლილთა წარმადგენელი, მტერს იარაღით უნდა შეებრძოლო.

ანუ სპეციალიზაციასა და დიფერენციაციას შედეგად ის მოაავს, რომ 0,5 როცენტის ბრძოლისგან გათავისუფლების სანაცვლოდ ქვეყანა ღებულობს 99,5 პოტენციურ მებრძოლს.
ჩვენი საზოგადოების არადიფერენცირებული იმპერატივი, რომ სამშობლოსათვის ყველა ბრძოლიდუნარიანმა მამაკაცმა, 100-მა პროცენტმა უნდა იბრძოლოს, შედეგად გვაძლევს ბრძოლისუნარიან მამაკაცთა 90%_ს, რომელიც არ იბრძოლებს და სუფთა სინდისით არც ეცოდონება, რომ იმავე მდგომარეობაშია, რომელშიც ყოფნა ღირსეულ ქვეყნებში მხოლოდ მამაკაცთა ძალიან მცირე ნაწილს ეძლევა, ეძლევა საჩუქრად როგორც უუნაროს.

ალბათ ფარშევანგბუმბულიანი მამაკაცების გეიპარადი ამ სიტუაციაში პირადი პოზიციის პოლარიზებას უწყობს ხელს "მე თუ არ ვიბრძვი, ესეიგი გეიპარადის მონაწილე ვარ",
"მე ვიბრძვი, გეიპარადის პოტენციური მონაწილე კი არა ვარ!".

და კიდევ.
მე მინდა განვითარებული ქვეყნების კლუბში იყოს საქართველო. მე მინდა ღირსებისათვის მებრძოლ ქვეყამათა რიგში იყოს საქართველო.

თუკი ამისათვის საჭიროა თბილისში გეიპარადის ჩატაება, მე თანახმა ვარ.
გეიპარადი უფრო დიდი პლიუსი იქნება საქართველოსთვის, ვიდრე კიორლინგში კარგი გუნდის გამოყვანა. კიორლინგიც ხომ განვითარებული გონებრივი შესაძლებლობების ელიტარული არაფორმალური კლუბის სპორტია.
გეიპარადს თბილისში უფრო მეტი მედიარეზონანსი ექნება მსოფლიოში, ვიდრე კიორლინგში წარმატებას. და კიდევ ერთი.
ჩვენ შევძსლით ბოლო 7 წლის განმავლობაში ჩატარებული გრანდიოზული და კვირების ხანგრძლივობის პერმანენტული მიტინგები ერთი ვიტრინის გატეხვის გარეშე ჩატარება. ანუ ტოლერანტულები ვართ და ეს ჩვენ ვიცით.
ვაჩვენოთ სხვასაც. თუნდაც ჩვენ განდგომილ ეროვნულ უმცირესობებს, რომ მომავალ საქართველოში განსხვავებულობას, არაუმრავლესობას შეეძლება პარადი წაიყვანოს.

და აი ჩემი პოზიცია. მე ჩემი გადასახადებით დაფინანსებულ პოლიციას ჩემი ძალის დელეგირებას ვუწევ, რათა მან დაიცვას გეიპარადი იმ ადამიანებისგან, ვისთვისაც უფრო მეტი ღირსების შელახვა მის ქალაქში ჰომოსექსუალების არსებობაა, ვიდრე უკლებლივ ყველა კურიერსა და ქრონიკაში მოთხრობილი ამბები რუსეთ საქართველოს ომის შემდეგ, თუნდაც მანამდე.

Monday, May 10, 2010

კლიპი თუ სიმღერა






კლიპები და ფილმები მიყვარს, კარგი მაქვს მხედველობაში, რა თქმა უნდა.

მიმაჩნია რომ ადამიანის, კაცობრიობის კრეატიულობის გამოხატვის საუკეთესო საშუალებებია კინო და კლიპია.
დღეს მსოფლიოს ნათელ ტვინებს შოუბიზნესი და აუდიო-ვიდეო ტექნოლოგიები საუკეთესო საშუალებებს აძლევს საუკეთესო ფილმისა თუ კლიპის შესაქმნელად. და ქმნიან კიდევაც. ვერ დავიჯინებ, საუკეთესო ფილმი და საუკეთესო კლიპი , რომელსაც კაცობრიობა ვთქვათ 23-ე საუკუნემდე შექნმის, უკვე შექმნილია მეთქი, მაგრამ დიდი ალბათობით შემიძლია ვთქვა რომ, ასეთი ჩარტების 10-ეულებში შესასვლელი ფილმებისა და კლიპებისაგან 5-5 უკვე გადაღებულია.
ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ ხელოვნებამ თავისი ევოლუცია დაასრულა, განვითარდა და ახლა ცივილიზაციაში გადაზრდილი იმკის და მოიმკის იმას, რაც უკვე დათესილია.
ეს შესავალი იმიტომ გავწერე, რომ დაგარწმუნოთ, არ ვარ კლიპების და მით უფრო ფილმების წინააღმდეგი, 2000 წლის ბოლოს "მილენიუმის საუკეთესო 100 კლიპის" MTV-ზე ყურებამ დღემდე დასამახსოვრებელი სიამოვნება მომანიჭა.
კლიპები ფაქტიურად ჩემს თვალწინ გაჩნდნენ, მე მათი ხარბი მომლოდინე მომხმარებელი ვიყავი თავიდანვე.
"ეს ესტრადაა" და შემდეგ "პუნქტა კონტრა პუნქტუმ" ჩემი ბავშვობა მოზარდობის ის საათებია, რითაც მე მსოფლიო მუსიკას ვუკავშირდებოდი. მადლობა ევგენი მაჭავარიანს.
სხვათა შორის, ქართული ტელევიზიის გახსნილობა განსაკუთრებით მას შემდეგ დავაფასე, რაც 1985-87 წლებში სსრკ-ს ჯარში ფაქტიურად ვერ ვიპოვე რუსი, რომელსაც როკის, თუნდაც პოპის შესახდბ რამე სმენოდა. იყვნენ ჩაკეტილი ლუდმილა ზიკინას, ლევ ლეშჩენკოს, კობზონისა და ჰა ჰაა მაშინა ვრემენის გარემოში.
ანუ კლიპები მე არამარტო თავისთავად მომწონს, არამედ ისინი ჩემს ბიოგრაფიაში საქართველოს რუსეთზე მეტი დემოკრატიის ბაზისის (მეტი განვითარებული, განათლებული ხალხის) არსებობით სიამაყესაც მგვრიდა (თუმცა ეს სიამაყე 1991-მა წელმა უკვალოდ გამიქრო, ისევე როგორც სხვა ბევრი სიამაყე).

და მაინც ამ ჩემი კლიპების მიმართ ამაღლებული დამოკიდებულების მიუხედავად, კითხვაზე კლიპი თუ სიმვერა (ანუ ვიდეო თუ აუდიო)? ხშირად სიმღერისკენ ვიხრები.

მას შემდეგ რაც უამრავი კლიპი ვნახე, რომლის ვიზუალურმა მხარემ აუდიო ნაწილი უშნოდ დადაფარა და დააკნინა, მივხვდი, რომ სიმღერასთან ისეთივე დამოკიდებულება უნდა მქონდეს, როგორიც წიგნთან:
კარგი წიგნი ჯობია წაიკითხო და არა ეკრანიზებული ნახო, ასევე კარგი სიმღერა უნდა მოისმინო და არა კლიპად ნახო.
არსებობს გამონაკლისებიც ანუ კარგი სიმღერა და კარგი წიგნი კარგი კლიპით და ფილმით გაძლიერდეს, მაგრამ ასეთი შედეგი მხოლოდ ჩემს თვალწინ გარბენილ კლიპთა დაახლოებით 10-15%_ში და ფილმების დაახლოებით 10 20 %_ში მიიღება.
უმეტეს შემთხვევაში კარგი სიმღერა კლიპით უფერულდება, მუსიკის, არანჟირების მნიშვნელოვანი ნაწილი აღარ გესმის, სიმღერის შენობას არქიტექტურას შენს წარმოსახვაში ვეღარ აშენებ. შენს თავში შესაქმნელს ეკრანზე ფლეშკადრები გიცვლის.
მაგალითები?
არაფერში გავცვლი იმ სია მოვნებას, რასაც 30 წლის წინ, მოზარდობისას ქვინის ნაით ინ ოპერა ჰაუსის, ვებერის ჯიზუს ქეაისტ სუპერსტარის, პინკფლოიდის ვოლის, 10 წლის წინ კი რედიოჰედის "ოკ კომპიუტერის" მოსმენისას მივიღე.

ჩემი ჩამონათვლიდან ვოლის ჯიზუს ქრაისტისა და ოკ კომპიუტერისაგან მსოფლიო კლიპმეკერობის ისტორიული, კლასიკად ქცეული კლიპები შეიქმნა, მაგრამ მათაც კი ვერ გააძლიერეს აუდიო მხარე. ერთხელ ნახვად ღირს, რათა მერე გულმოდგინედ დაივიწყო ის, თუ როგორ ჩაესმა ის სიმღერა სხვას და შეეცადო ვიზუალური შპარგალკის გარეშე აიშენო შენს წარმოდგენაში ის სამყარო, რომელსაც მუსიკოსები გჩუქნიან.

მხოლოდ წიგნის კითხვისას შეგიძლია საკუთარი თავის იდენტიფიცირება მოახდინო ნაწარმოების პერსონაჟთან, იცხოვრო სხვისი ცხოვრებით და განიცადო.
ჯერარ დეპარდიეები, პიტერ ოტულები, სტივ მაკქვინები და კირკ დუგლასები ამაში ხელს გიშლიან. ენტონი ქვინიც.

შოუბიზ-კლიპმეკერ-ვიდეო ტექნოლიგიები კი კარგ მუსიკას არ უშვებენ შენამდე სუფთას. ახონხლილს გაძლევენ სხვისი და არა მომღერლის ბეჯითი წარმოსახვებით.


p.s. სანამ ამას ვწერ აიპოდში, რედიოჰედის "ვიდეოტეიპს" ვუსმენ. მონოტონურ, რიტმულ თემას გვერდზე მისდევს ასინქრონული დრამი, უფრო სწორედ შუა სიმღერიდან სინქრონული ასინქრონულში გადადის, ისეთი როგორსაც მხოლოდ ყურსასმენებში მოისმენ. კლიპის ყურებისას ვერ გაიგებ. ამ დღეებში კოელიოს "პორტობელოელ ჯადოქარს" ვკითხულობ, იქ არის რითმულისა და ასინქრონულის კომბიმაციის შესახებ, რომლითაც ათენა აუდიტორიას ტრანსში აგდებს და ბიოგრაფიებს უკეთესობისკენ უცვლის.
არ ვიცი სწორია თუ არა, გირჩიოთ რედიოჰედის ფსიქოდელიაში ჩაყოლა, თქვენ გადაწყვიტეთ, მაგრამ დარწმუნსბით შემიძლია იმის თქმა, რომ "ვიდეოტეიპის" ვიდეოტეიპი (ანუ კლიპი) თქვენთვის ვერ იქნება იმდენად ექსპრესიული, რამდენადაც ის მუსიკოსებმა შექმნეს.


თუ მეთანხმებით მაგალითები დადეთ.