Monday, May 10, 2010

კლიპი თუ სიმღერა






კლიპები და ფილმები მიყვარს, კარგი მაქვს მხედველობაში, რა თქმა უნდა.

მიმაჩნია რომ ადამიანის, კაცობრიობის კრეატიულობის გამოხატვის საუკეთესო საშუალებებია კინო და კლიპია.
დღეს მსოფლიოს ნათელ ტვინებს შოუბიზნესი და აუდიო-ვიდეო ტექნოლოგიები საუკეთესო საშუალებებს აძლევს საუკეთესო ფილმისა თუ კლიპის შესაქმნელად. და ქმნიან კიდევაც. ვერ დავიჯინებ, საუკეთესო ფილმი და საუკეთესო კლიპი , რომელსაც კაცობრიობა ვთქვათ 23-ე საუკუნემდე შექნმის, უკვე შექმნილია მეთქი, მაგრამ დიდი ალბათობით შემიძლია ვთქვა რომ, ასეთი ჩარტების 10-ეულებში შესასვლელი ფილმებისა და კლიპებისაგან 5-5 უკვე გადაღებულია.
ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ ხელოვნებამ თავისი ევოლუცია დაასრულა, განვითარდა და ახლა ცივილიზაციაში გადაზრდილი იმკის და მოიმკის იმას, რაც უკვე დათესილია.
ეს შესავალი იმიტომ გავწერე, რომ დაგარწმუნოთ, არ ვარ კლიპების და მით უფრო ფილმების წინააღმდეგი, 2000 წლის ბოლოს "მილენიუმის საუკეთესო 100 კლიპის" MTV-ზე ყურებამ დღემდე დასამახსოვრებელი სიამოვნება მომანიჭა.
კლიპები ფაქტიურად ჩემს თვალწინ გაჩნდნენ, მე მათი ხარბი მომლოდინე მომხმარებელი ვიყავი თავიდანვე.
"ეს ესტრადაა" და შემდეგ "პუნქტა კონტრა პუნქტუმ" ჩემი ბავშვობა მოზარდობის ის საათებია, რითაც მე მსოფლიო მუსიკას ვუკავშირდებოდი. მადლობა ევგენი მაჭავარიანს.
სხვათა შორის, ქართული ტელევიზიის გახსნილობა განსაკუთრებით მას შემდეგ დავაფასე, რაც 1985-87 წლებში სსრკ-ს ჯარში ფაქტიურად ვერ ვიპოვე რუსი, რომელსაც როკის, თუნდაც პოპის შესახდბ რამე სმენოდა. იყვნენ ჩაკეტილი ლუდმილა ზიკინას, ლევ ლეშჩენკოს, კობზონისა და ჰა ჰაა მაშინა ვრემენის გარემოში.
ანუ კლიპები მე არამარტო თავისთავად მომწონს, არამედ ისინი ჩემს ბიოგრაფიაში საქართველოს რუსეთზე მეტი დემოკრატიის ბაზისის (მეტი განვითარებული, განათლებული ხალხის) არსებობით სიამაყესაც მგვრიდა (თუმცა ეს სიამაყე 1991-მა წელმა უკვალოდ გამიქრო, ისევე როგორც სხვა ბევრი სიამაყე).

და მაინც ამ ჩემი კლიპების მიმართ ამაღლებული დამოკიდებულების მიუხედავად, კითხვაზე კლიპი თუ სიმვერა (ანუ ვიდეო თუ აუდიო)? ხშირად სიმღერისკენ ვიხრები.

მას შემდეგ რაც უამრავი კლიპი ვნახე, რომლის ვიზუალურმა მხარემ აუდიო ნაწილი უშნოდ დადაფარა და დააკნინა, მივხვდი, რომ სიმღერასთან ისეთივე დამოკიდებულება უნდა მქონდეს, როგორიც წიგნთან:
კარგი წიგნი ჯობია წაიკითხო და არა ეკრანიზებული ნახო, ასევე კარგი სიმღერა უნდა მოისმინო და არა კლიპად ნახო.
არსებობს გამონაკლისებიც ანუ კარგი სიმღერა და კარგი წიგნი კარგი კლიპით და ფილმით გაძლიერდეს, მაგრამ ასეთი შედეგი მხოლოდ ჩემს თვალწინ გარბენილ კლიპთა დაახლოებით 10-15%_ში და ფილმების დაახლოებით 10 20 %_ში მიიღება.
უმეტეს შემთხვევაში კარგი სიმღერა კლიპით უფერულდება, მუსიკის, არანჟირების მნიშვნელოვანი ნაწილი აღარ გესმის, სიმღერის შენობას არქიტექტურას შენს წარმოსახვაში ვეღარ აშენებ. შენს თავში შესაქმნელს ეკრანზე ფლეშკადრები გიცვლის.
მაგალითები?
არაფერში გავცვლი იმ სია მოვნებას, რასაც 30 წლის წინ, მოზარდობისას ქვინის ნაით ინ ოპერა ჰაუსის, ვებერის ჯიზუს ქეაისტ სუპერსტარის, პინკფლოიდის ვოლის, 10 წლის წინ კი რედიოჰედის "ოკ კომპიუტერის" მოსმენისას მივიღე.

ჩემი ჩამონათვლიდან ვოლის ჯიზუს ქრაისტისა და ოკ კომპიუტერისაგან მსოფლიო კლიპმეკერობის ისტორიული, კლასიკად ქცეული კლიპები შეიქმნა, მაგრამ მათაც კი ვერ გააძლიერეს აუდიო მხარე. ერთხელ ნახვად ღირს, რათა მერე გულმოდგინედ დაივიწყო ის, თუ როგორ ჩაესმა ის სიმღერა სხვას და შეეცადო ვიზუალური შპარგალკის გარეშე აიშენო შენს წარმოდგენაში ის სამყარო, რომელსაც მუსიკოსები გჩუქნიან.

მხოლოდ წიგნის კითხვისას შეგიძლია საკუთარი თავის იდენტიფიცირება მოახდინო ნაწარმოების პერსონაჟთან, იცხოვრო სხვისი ცხოვრებით და განიცადო.
ჯერარ დეპარდიეები, პიტერ ოტულები, სტივ მაკქვინები და კირკ დუგლასები ამაში ხელს გიშლიან. ენტონი ქვინიც.

შოუბიზ-კლიპმეკერ-ვიდეო ტექნოლიგიები კი კარგ მუსიკას არ უშვებენ შენამდე სუფთას. ახონხლილს გაძლევენ სხვისი და არა მომღერლის ბეჯითი წარმოსახვებით.


p.s. სანამ ამას ვწერ აიპოდში, რედიოჰედის "ვიდეოტეიპს" ვუსმენ. მონოტონურ, რიტმულ თემას გვერდზე მისდევს ასინქრონული დრამი, უფრო სწორედ შუა სიმღერიდან სინქრონული ასინქრონულში გადადის, ისეთი როგორსაც მხოლოდ ყურსასმენებში მოისმენ. კლიპის ყურებისას ვერ გაიგებ. ამ დღეებში კოელიოს "პორტობელოელ ჯადოქარს" ვკითხულობ, იქ არის რითმულისა და ასინქრონულის კომბიმაციის შესახებ, რომლითაც ათენა აუდიტორიას ტრანსში აგდებს და ბიოგრაფიებს უკეთესობისკენ უცვლის.
არ ვიცი სწორია თუ არა, გირჩიოთ რედიოჰედის ფსიქოდელიაში ჩაყოლა, თქვენ გადაწყვიტეთ, მაგრამ დარწმუნსბით შემიძლია იმის თქმა, რომ "ვიდეოტეიპის" ვიდეოტეიპი (ანუ კლიპი) თქვენთვის ვერ იქნება იმდენად ექსპრესიული, რამდენადაც ის მუსიკოსებმა შექმნეს.


თუ მეთანხმებით მაგალითები დადეთ.

No comments: