რამდენი ადამიანი დათმობს სიცოცხლეს დღეს საღამოს კურიერამდე, თუკი მას ეტყვიან რომ მისი სიცოცხლე საქართველოს გაერთიანებისთვის საკმარისია?
რამდენი ადამიანი გარისკავს სიცოცხლეს ამავე პირობით?
რამდენი დათმობს თვალებს, ხელს, ფეხს, თითს?
ოღონდ დღესვე, კურიერამდე.
??
და რამდენი ადამიანი გამოვა მონატრებული გაზაფხულის პირველი მზიანი დღის ქუჩაში, მიტინგზე იმავე პირობით?
100ჯერ გამოვა?
წინა შეკითხვებზე პასუხი არ ვიცი და ბოლოზე კი დიდი სარწმუნოობით ვივარაუდებ რომ 4 მლნს გამოკლებული ვისაც სიარული არ შეუძლია ასაკისა თუ უფეხობის გამო, სადღაც 3 მილიონზე მეტი.
გამოვა თუ არა იგივე 3 მილიონზე მეტი ადამიანი იმ მიტინგზე, თუ ის ირწმუნებს რომ საქართველოს იმ უბედურებებში, რომელშიც საქართველოს ჩაგდებას ოპოზიცია პრეზიდენტს აბრალებს მართლაც პრეზიდენტია დამნაშავე და მისი გადამწყვეტ მიტინგზე მისვლით ის იძულებული იქნება გადადგეს?
ძალიან კატეგორიული რომ არ ვიყო 3 მილიონზე არა, ერთ მილიონზე შევთანხმდეთ. ქართველობას ოპოზიციის ბრალდებების რომ ჯეროდეს შარშან 2009.9 აპრილს დაწყებულ დაქოქილ და 26 მაისს აპოთეოზში ამაღლებულ მიტინგზე 1 მილიონი (1.000.000) ადამიანი უნდა მისულიყო.
მხოლოდ 60.000 მივიდა.
ანუ საქართველო იღებს პასუხისმგებლობას ომსა და რეფორმების თანმხლებ სირთულეებზე?
თუ ასეა
ეს კარგია.
MAGRAM, მსოფლიომ ოპოზიციის ენერგიული და მონდომებით დემონსტრირებული ქმედებები შეაფასა როგორც ქართველი ერის დიდი, გავლენიანი და პოლიტიკურად აქტიური ნაწილის ვერდიქტი პრეზიდენტის მიმართ. მათ ეს ვერდიქტი შემდეგნაირად წაიკითხეს- ქართველები უკმაყოფილონი არიან პრეზიდენტის პოლიტიკისა არასაკმარისი დემოკრატიისა და რუსეთთან ომის გამო. ამით მსოფლიომ დააფასა ოპოზიციონერთა აქტივობა, ძალა და გავლენა ამ ქვეყანაში და დაასკვნა, ეს ხალხი ქართველები, თვითონვე, საკუთარ თავში არ არის გარკვეული, უნდა თუ არა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა თუკი 3 თვიანი მიტინგის მთავარი გასაპროტესტებელი საკითხი ჯერ თითიდან გამოწველილი არადემოკრატიულობაა და მხოლოდ შემდეგ პრეზიდენტის არშესრულებული პირობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა.
მე ვთვლი რომ გარედან, ზერელე დაკვირვდბით მართლაც ადვილი დასაჯერებელია, რომ 60 ათასი ადამიანი 5 მილიონიან ქვეყანაში მართლაც სოციალურად და პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეთა ძირითადი ბირთვია და მათი სათქმელი ერის სათქმელია, მათი მოთხოვნა ერის მოთხოვნაა, მაგრამ საქმე ისევე მარტივად არ არის როგორც ეს ევროპელებს შეუძლიათ წარმოიდგინონ საკუთარი ქვეყნების მაგალითზე. მე მხედველობაში ის მაქვს, რომ მათი ქვეყნების ქუჩის პოლიტიკაში ადამიანები ერთვებიან თუკი რომელიღაცა საკითხთან დაკავშირებით ადრენალინი გადმოესროლებათ სისხლში. ისინი ცდილობენ დალაგებული გა გაწონესწორებულ მოქალაქეთა მხარდაჭერა მოიპოვონ.
ადრენალინი ასტიმულირებს
მათ ფიზიკურ აქტივობას.
საქართველოში კი ყველანი ადრენალინის ქვეშ ვართ. გაცილებოთ ძნელია მოქალაქემ ამდენი ადრენალინის ფონზე თავი შეიკავოს და ფიზიკურ ქმედებებში არ დახარჯოს მოჭარბებული, ამაფორიაქებელი ადრენალინი.
მსოფლიომ
ჩათვალა რომ ქართველების ნება გაიგო.
საპირისპირო მიმართულების მიტინგი თბილისში არ ყოფილა და
თავისი ქვეყნების მოდელის გათვალისწინებით ჩათვალა რომ ამ საკითხზე არ არსებობს სხვა ქართული ნება და რომ ადამიანები რომლებთაც მიტინგებში მონაწილეობა არ მიუღიათ ამ საკითხში ნეიტრალურები, დაიუინტერებლები, უნებო და უადრენალინოები არიან.
არადა ჩვენი ქვეყანა ხომ მათი ქვეყნის მოქალაქეებისაგან განსხვავებით ადრენალინით, დარდით, შეურაცხყოფით, სირცხვილით შეკუმშული მოქალაქეების 100% ით შედგება.
როგორ გინდა გააგებინო ევროპელს, ამერიკელს, იაპონელსა თუ ავსტრალიელს რომ მათ პატივი უნდა სცენ ქართველთა იმ ნაწილს, რომლებიც მიუხედავად ადრენალინის დაწვის ადვილი და სახალისო საშუალებისა (მიტინგზე დგომა-სკანდირებისა) სახლში დარჩა?
ერთადერთი ვინც ქართველთა ჩუმი ნება იცის რუსეთია, იმიტომ რომ თვითონაა ყველა ქართველის შეურაცხყოფილ შეკუმშულ ზამბარად მქცეველი. მან პრინციპულად არ მოუხადა საქართველოს ბოდიში, 20 წლის წინ გოგოები რომ დაუხოცა რუსთაველზე. მთელი ეს ოცი წელი ქართველთა ღირსებისზამბარას ტისკს თანდათან და მეთოდურად უჭერდა. იმ იმედით რომ ამ ღირსების ზამბარებს საერთოდაც დაჭყლეტდა და უფუნქციო შაიბუნად აქცევდა.
მიაღწია კიდევაც. ასეთი ადამიანების რაოდენობამ ცალკეული ინდივიდიმებიდან უკვე იმდენს მიაღწია, რომ ცალკეული პოლიტიკური ერთეულების სახელით გამოდიან, რუსეთში პუტინს ეახლებიან და ყველაფრის "სუფთა ფურცლიდან" დაწყებას სთავაზობენნ ერთი პირობით, რუსეთმა უნდა უზრუნველყოს მათი გამეფება საქართველოში, სულერთია რის ფასად.
და მაინც, რამდენია ქართველ შეურაცხყოფილ ღირსების ზამბარათა საერთო ძალა? გაცილებით მეტი ვიდრე შარშან ოპოზიციამ გამოავლინა, მაგრამ მაინც რამდენი?
რამდენია მათი გაძლების ზღურბლი? ანუ რა დატვირთვის შემდეგ შეწყვეტენ წინააღმდეგობას და მშვიდობიან შაიბუნებად იქცევიან?
როგორ ინარჩუნებენ დრეკადობას?
ვინ ეხმარება მათ გამძლეობაში და ვინ უშლის ხელს?
პოლიტიკური რესურსები, ვადები, შესაძლებლობები ილევა , მარტო ჩვენი არა , რუსეთისაც. შესაბამისად ამ შეკითხვაზე პასუხს მალე შევიტყობთ, ან სულაც ვნახავთ.
Saturday, May 15, 2010
ვინც სახლში დარჩა
Posted by cartwheel at 12:28 PM
Labels: ოპოზიცია, რუსეთი, ძირს პათეტიკა, ხალხი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
1 comment:
რა დროს ეგაა, მაგრამ მართალია ;)
Post a Comment