ამ პოსტს მეორე სათაურიც აქვს - ფომოფობის დაბრო გეიპარადს.
თავიდანვე მობოდიშებით დავიწყებ. ეს წერილი აიპოდში ჩემი ბოლო ერთი თვის ამ მიმართულების ჩანაწერების გაერთიანებით შევადგინე. ანუ მიღებული დინების მიუხედავად პოსტი ინტერნეტში არ დამიწერია, ჩემთვის დავწერე, უსაქმურობის ჟამს, ამიტომაც დიიიდი გამომივიდა.
გნებავთ დიაგონალზე წაიკითხეთ,გვებავთ, ნაწილ-ნაწილ, გნებავთ ბოლოდან, გნებავთ სულაც ნუ წაიკითხავთ და მერე შემოიხედეთ პოლემიკაში.
ხელები ამიწევია, ვერ მოგთხოვთ ამ მოცულობის ტირადის ყურადღებით და კირკიტით წაკითხვას.
თუმცა, ვინც ამ შესავალს გაუძელით, დამიჯერეთ, თქვენ შეძლებთ და თქვენი მოსაზრებები მაინტერესებს.
რამოდენიმე დღის (ახლა უკვე ერთი თვის) წინ ეკა კვესიტაძის გადაცემაში მოწვეული ჰყავდა შორენა შავერდაშვილი და მალხაზ გულაშვილი. მსჯელობდნენ, რეალურად კი ჩხუბობდნენ ჰომოსექსუალების უფლებაზე, ჩაატარონ გეიაღლუმი თბილისში. გულაშვილი, რომელიც ამ ბოლო დროს ხშირად ჩნდება რუსეთში და რაღაც პათეტიკური ფრაზებით გვამდიდრებს იქიდან, თურმე მართლმადიდებლურ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც თავისი 5000 წევრით პირობას დებს, რომ გეიაღლუმს თბილისში არ დაუშვებს. შორენა შავერდაშვილი, რომელიც ორი ჟურნალის გამომცემელია "ცხელი შოკოლადისა" და "ლიბერალის", ჟურნალების, რომელთა დონეზე ასვლას მალე ვუსურვებ საქართველოს, ადამიანთა საყოველთაო უფლებებს იშველიებდა და ამტკიცებდა, რომ ჰომოსექსუალებს უფლება აქვთ გეიპარადის ჩატარების.
მალხაზ გულაშვილი იმდენად ენერგიული და აგზნებული იყო, ლაპარეკს ფაქტიურად ვერავინ აწყვეტინებდა, ქალის ხმის ფიზიოლოვიურიგაჭრადობის მიუხედავად გულაშვილი აშკარად დომინირებდა, წამყვანზეც კი.
ეს თემა იმდენად ხშირად დატრიალდა, რომ მაიძულა პოზიცია მეც გამჩენოდა.
და დღეს პოზიცია მაქვს.
ჩემი პოზიცია სექსუალურმა უმცირესობათა წარმომადგენლებმა შეიძლება ჰომოფობიურად ჩამითვალონ ტრადიციულებმა კი გრანტომანიაში, ჰომოფილიაში თუ ჰომოსექსუალობაში დამდონ ბრალი, მაგრამ მე ჩემ სათქმლს მაინც მოვუყრი თავს.
ჰომოსექსუალობა იმდენად მიუღებლად მიმაჩნჯა რომ მამაკაცმა სახალხოდ თუ არ იკეკლუცა
ბიკინჩაცმულმა, არ მჯერა რომ ჰომოსაქსუალია . განსხვავებულობის მცირე ნიშანზე ადამიანისათვის პიდარასტის დარქმევა მიმაჩნია უსამართლო დიდ ბრალდებად, და უდიდეს შეურაცხყოფად.
ამ თემას იმდენად ვერიდები, რომ თბილისის ფორუმზე ხშირად გადამწყდარ თემაში დაახლოებითი სათაურით "გეიპარადი თბილისში" არცერთხელ შსვსულვარ იმის შიშით, გეის როგორ დაველაპარაკო მეთქი. შიში ფობიაა, ანუ ჰომოფობი ვარ.
ათეისტი ვარ. ჩემი კავშირი უსასრულო სამყაროსთან და მარადიულობასთან საქართველოს ისტორიაში თუნდაც უმნიშვნელი, მაგრამ მაინც მონაწილეობაში და შვილების გაზრდა აღზრდაშია.
აქედან გამომდინარე, ჩემი შეფასების კრიტერიუმები მარტივია:
საქართველოს და ჩემს შვილებს რაც დაეხმარება მიყვარს, რაც არ დაეხმარება არც მიყვარს და არც მძულს, რაც უმტრობს, ჩემი მტერი იქნება.
მაგალითად პაციფისტ რელიგიურ უმცირესობათა მიმართ ეს პრეტენზია მაქვს, მიმაჩნია ისინი ჩემი ქვრყნის ლაშქარიდან ნებაყოფლობით არიან ამოწერილნი, და თავის რიგებში სხვასაც ეპატიჟებიან.
სულ არ მანაღვლებს ღმერთი ერთსახაა თუ სამსახა, იეღოვა ქვია თუ შრი შარმად სვამი პრობხუპატრა. ადამიანებს იმის მიხედვით არ ვანაწილებ ჯვარს ატარებს თუ ჩასაბან ბოთლს.
იგივე კრიტერიუმები სექსუალურ უმცირესობებს რომ მივუყენო, საქმე აქაც მარტივად იქნება - ამ წაგებულ და შეურაცხყოფილ ქვეყანაში ვინც არათუ ომისთვისაა მზად, არამედ ფარშევანგის ბუმბულებითა და ნებიერი მანჭვით ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ამ ქვეყნად მისი სათქმელი საკუთარი ანუსის პენეტრირების უფლებით სიამაყეა, ჩემს პატივისცემას ვერ მიიღებს, მაგრამ მტერიც არ არის.
პატარა მინუსია, ორ მილიონ ქართველ მამრთაგან ასაკობრივი და ჯანმრთელობის სტატუსით ალბათ 300.000 არის ბრძოლისუნარიანი, მათგან ბოლო 20 წლის განმავლობაში ერთი დღე მაინც ომში ნამყოფია არაუმეტეს 30.000. არ უბრძოლია და თვლის, რომ სათანადო აუცილებლობისას და პირობებისას იბრძოლებს კიდევ ალბათ 20.000მამაკაცი. დანარჩენი 260.000მამაკაცი თვლის, რომ არ იბრძოლებს, თუ არ იბრძოლა ყველამ. ამ ნეიტრალურ-ინერტული პატრიოტების შემხედვარე, საქართველოს ყველა ომმა საყოველთაო მობილიზაციის გარეშე ჩაიარა.
ომის მთავარსარდლებს არ ჰქონდათ იმედი, რომ მათ მოწოდებაზე პასუხად მასიურ დეზერტირობას არ მიიღებდა.
260.000 პოტენციურ მაგრამ სათუო მებრძოლის გარდა საქართველოში აგრეთვე არის სადღაც 300 ან 3000 კატეგორიული არამებრძოლი სექსუალური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი არ არის დიდი დანაკლისი. პოტენციურ მებრძოლთა მხოლოდ 1-2%_ია.
მე სხვა კანონზომიერება მომხვდა თვალში. გეი პარადი მხოლოდ იმ ქვეყნებშია ჩატარებული, სადაც ღირსებისათვის ომები ჩვენზე ბევრი გადაუტანიათ და ქვეყნის ღირსებას დღესაც უყოყმანოდ შეეწირება მისი ჯარისკაცების ის რაოდენობა, რამდენსაც სამშობლო მოითხოვს. ევროპა, ამერიკა, ისრაელი ის ქვეყნებია სადაც თავგანწირვისთვის მზადმყოფნიც ბევრი ჰყავთ და გეიპარადებსაც 30 წლის წინანდელი პირველი მაისისა და 7 ნოემბრის
პარადებზე არანაკლები მასშტაბით იმართება.
ბოლო გეიპარადი, რომელსაც ტელეეკრანზე მოვკარი თვალი ისრაელში იყო, სადაც ბოლო ომი ახალი ჩამთავრებული იყო. იმ ომში ებრაელებმა თავისივე აღიარებით 1000 პალესტინელი მოკლეს და მათგან უმეტესობა ქალი და ბავშვი იყო. თუკი ისრაელში ადრე ტერორისტების ბუნაგებზე მაღალტექნოლოგიური წერტილოვანი დარტყმების ტაქტიკას მისდევდნენ, ამჯერად რუსული ტაქტიკა აირჩიეს - მასობრივი ნგრევა და ხოცვა მიზნის მისაღწევად. რუსეთს ეყო სისასტიკე ამ საქმის ბოლომდე მისაყვანად და ჩეჩნეთისაგან კადიროვი გამოძერწა, ისრაელს არ ეყო , მთელი მსოფლიოს ზეწოლის ორი კვირის შემდეგ სამხედრო ოპერაციის დასრულება გამოაცხადა და სტალინგრადს დამსგავსებული ქალაქის ნგრევისა და უამრავი უცოდველი ადამიანის მოკვლის ცოდვა აღიარა. ისრაელის წინა ომიც ფორმალურად უშედეგო იყო. მაშინ ისრაელმა ორი დატყვევებული ებრაელი ჯარისკაცის გამოხსნის მოტივით მეზობელი ლიბანის ქალაქები გადააქცია ფრონტის ხაზად. 2 კვირიანი სისხლისღვრა მაშინაც შედეგის გარეშე დასრულდა.
ისრაელი ამ სათუო შედეგის მომცემი ომების წამოწყებით ერთ შედეგს აღწევს- ის ეუბნება თავის გარშემომყოფ არაბულ სამყაროს, მე ვიომებ ღირსებისთვის, მე ამ ომში დავკარგავ ჩემი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლეებს, ისრაელს არ შეაჩერებს არც სამხედრო პასუხი, არც არაბული გარემოცვა, არც მსოფლიოს კიცხვა, არც პაციფისტური საპროტესტო მიტინგები თელავივში.
და ამ, საკუთარი სახელმწიფო ინტერესებისათვის მსოფლიოს მიმართ ყირაზე დგომის უნარის მქონე ქვეყანაში გეიპარადი ჩატარდა.
ჯერ ერთ წუთით დავუფიქრდეთ რას ნიშნავს მსოფლოს მიმართ ყირაზე დგომა. ერთ მხრივ ეს ცუდია, ყველა თუ გამტყუნებს ესეიგი დამნაშავე ხარ, მეორე მხრივ არავინ არის დაინტერესებული შენი პრობლემის გადაჭრაში. რომც დაინტერესდეს მოისურვებს შენი კონფლიქტის გადჭრას არა ისე, როგორც შენ მიგაჩნია სამართლიანად, არამედ ისე როცა ორივე მხარე ბრძოლას შეწყვეტს. ანუ მედიატორის პრიორიტეტია ბრძოლაზე უარი გათქმევინოს შენ და შენს მოწინააღმდეგეს. ამით მსოფლიო უფრო ჰარმონიული ხდება, მედიატორი კი ავტორიტეტული.
შენს სიმართლესა და ღირსებაზე უარის თქმას ყველა დიდი სიხარულით შეხვდება.
ისრაელი როგორც ქვეყანა და ებრაელები როგორც ერი არის მაგალითი თუ როგორ უნნდა გაუძლო დემოგრაფიულ, გეოგრაფიულ, გეოპოლიტიკურ, იერარქიულ, რელიგიურ წნეხს და შეინარჩუნო ღირსება და ბრძოლის უნარიანობა. საშუალო ისრაელელი ამბობს - მე ვიომებ მე არ შევშინდები, მე არ გადავაყირავებ ჩემს ხელისუფალს თუ ის დღევანდელ ვითომ მშვიდობას შეეწინააღმდეგება, მე არ გადავაყირავებ ჩემს ხელისუფალს თუკი მას მთელი მსოფლიო გაკიცხავს ამ ბრძოლისთვის.
ქართველებს შორი, ფაქტიურად მოსეს მასშტაბების გზა გვაქვს გასავლელი ებრაელთა პატრიოტიზმამდე ასამაღლებლად.
მაშ რატომ გეიპარადი თელავივში?
ცივილურმა მსოფლიომ პასუხს ადამიანების განსხვავებულ ფუნქციებზე ინგლისის მეჩვიდმეტე საუკუნის ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად მიაგნო. აღმოჩნდა რომ ვიწრო პროფილის სპეციალობის მქონე პროფესილნალები ერთად შემძლენი არიან გააკეთონ ის საქმე, რომელსაც მანამდე არადიფერენცირებული პატიოსანი მუშების ერთობლიობა ვერ აკეთებდა.
შემდეგ საუკუნეში კი ამერიკაში პროფესიულ მრავალფეროვნდბას ადამიანების საყოველთაო უფლებების სახდლმწიფოს მიერ დაცვა დაემატა და დაიბადა ის ქვეყანა, რომელიც დანარჩდნი მსოფლიოსათვის მიზიდულობის ცენტრი, საოცნებო, შესაშური და მისაბაძი გახდა. დღეს ეს ქვეყანა კიდევ ერთ ფუნქციას ითვისებს, თავისი უპირობო უპირატესობით მთელი მსოფლიოს კინემატოგრაფებთან შედარებით, ის უდიდესი გავლენის მქონეა მთელი მსოფლიოს მოსახლეობის მორალურ მოდუსზე. ის ამკვიდრებს სწორ მორალურ პრინციპებს: ვაჟკაცობა, სამართლიანობა, კანონდამჯერობა, ტოლერანტობა, წარმატებისკენ სწრაფვა, ოპტიმიზმი ეს ის მახასიათებლებია, რითაც ჰოლივუდი მთელი მსოფლიოში მორალურ მდგრადობას აძლიერებს.
განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია გაითავისეს, რომ ცალკეულ პიროვნებას უნდა მოსთხოვონ მაქსიმალური პროფესიონალიზმი და ეფექტურობა და მისცენ სრული ინდივიდუალური თავისუფლება მის პირად ცხოვრებაში. ანუ სახელმწიფო და სოციუმი არის მკაცრი და უშეღავათო მოქალაქეების მიმართ პროფესიონალური ფუნქციის აღსრულების უნარების შეფასებაში. სოციალური (პროფესიული, საზოგადო, პატრიოტული) ფუნქციის ხარისხიანი შესრულება ადამიანის შეფასების პრიორიტეტული კრიტეფიუმია, ის გადაწონის პიროვნულ განმასხვავდბელ მახასიათებლებს, რომლითაც კონკრეტული პიროვნება შეიძლება "ჩვენ" ერთობისგან გარეთ დარჩეს.
"ისინი ჯგუფი"; არათეთრკანიანები, არაევროპული რასის წარმომადგენელი, არა ჰეტეროსექსუალი, არამამაკაცი, არასტანდარტულად ჩაცმული, არასტანდარტული ვარცხნკლობის მთარებელი, არადომინანტი ეროვნების წარმომადგდნელი განვითარებულ ქვეყნებში არ არიან გარიყულები. მათ სრული პირობები ეძლევათ საკუთარი პროფესიული უნარების გამოვლენისა და შედდგად ეს ქვეყნები უზარმაზარ პლიუსებს ღებჯლობენ. წარმოიდგინეთ, რამხელა დანაკლისი იქნებოდა არამხოლოდ კონკრეტული ქვეყნისთვის, არედ მსოფლიოსათვის "ჩვენიანი-უცხო" პრინციპით ასპარეზი რომ დახშობოდა პუშკინს, მერკურის, ზიდანს, ჭაბუკიანს, ოსკარ უაილდს, ელა ფიჟერალდს. ყველა ეს ადამიანი უცხო იყო რაღაც კრიტერიუმით უცხო იყო უმრავლესობისათვის. ისინი ნაკლებ განვითარებულ ქვეყნებში გაირიყებოდნენ და გაუჩინარდდბოდნენ.
საქართველოს ისტორია ეს ტოლერანტობისა და ამ ტოლერანტობით მიღებული წარმსტებების ძეწკვია: ფარნავაზი, შუშანიკი, აბო თბილელი, თამარ მეფე, ბაგრატ მესამე, დამიანე, საიათნოვა, იეთიმ გურჯი, აზარიანცი, ვახტანგ ჭაბუკიანი, ფარაჯანოვი, ვიტალი დარასდლია და ვოვა გუცაევი ეს ის ვარსკვლავებია, რომელთა გარეშეც საქართველოს წარმატების ისტორია წარმოუდგენელია, და რომელთა დაკარგვა საქართვდლოს შეეძლო არაშემწყნარებლური რომ ყოფილიყო "ჩვდნიანი -სხვანაირი" პრინციპით.
დავუბრუნდეთ ღირსებისათვის ბრძოლის უნარს. როგორც თავიდან დავწერე, გეიპარადები ჩატარდა იმ ქვეყნენში, რომელთაც უკანასკნელი 200 წლის უფრო დატვირთული საომარი ისტოროა აქვთ, ვიდრე ჩვენ, ქართველებს. დღესაც ეს ქვეყნები მსოფლიო ტერორიზმის საწინააღმდეგო კოალიციაში საომრად თავოს ნარჩევ გაწვრთნილ სიცოცხლით სავსე და ბედნიერი პენსიით უზრუნველყპფილ ვაჟკაცდბს აგზავნის და ეს ვაჯკაცები იქ, მსოფლიოს დასალიერში თავისი ქვეყნის ღირსებისთვის თავს სწირავდნ. ეს დღეს ხდება არათუ ბნელ ისტორიაში.
ალბათ პროფესიული სპეციალიზაცია ამ ქვეყნებში ასე მუშაობს : მამაკაცთა 5-10%_ მა იცის რომ ის სამხედროა და საჭიროების შემთხვევაში თავისი მძიმე საამე სასიცოცხლო საფრთხის ქვეშაც უნდა გააკეთოს.
მამაკაცთა 0,005 პროცენტი აცხადებს, რომ არ არის მამაკაცის ფუნქციის შემსრულებელი და არცერთ შემთხვევაში არ აიღებს სამშობლოს დაცვის ფუნქციას თავის თავზე.
90%. კი თვლის, რომ თვითონ განსხვავდება ფარშევანგის კუდიანი ჰაეროვანი კოცნების მფრქვეველი უმცირესობისაგან და ამას დაამტკიცდბს, თუკი მის სამშობლოს მისი ვაჟკაცობა დასჭირდა.
ამის საწინააღმდეგოდ რა ვითარებაა ისეთი დაბალი პატრიოტიზმის და განვითარების ქბეყნებში როგორიც საქართველოა?
ბრძოლიდუნარიან მამაკაცთა 99,95% თვლის, რომ უნდა იომოს საკუთარი სამშობლოსთვის. რომ დაუშვებელია ვინმე მოაკლდეს საქართველოს ლაშქარს იმ საბაბით, რომ სექსუალური ან რელიგიური უმცირესობაა.
მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება დაიმალება და თავისარიდებას ომისათვის ამით გაამართლდბს, რომ თვითონ არ უნდა იბძოლოს იეღოველებისა და პიდარასტების ნაცვლად.
არადა განვითარებულმა, ღირსეულმა ქვეყნებმა ეს კონფუზი დიდი ხანია გადაწყვიტეს. მამაკაცმა უნდა იბრძოლოს თუ ის არ არის რელიგიური სექსუალური უმცირესობა ან იდეური პაციფისტი. თუკი შენ მიგაჩნია, რომ თუკი მტერი შენი ოჯახისა და ქვეყნის ღირსებას, სიცოცხლესა და მიწას დაემუქრება, და ამავე დროს თუკი არა ხარ ზემოჩამოთვლილთა წარმადგენელი, მტერს იარაღით უნდა შეებრძოლო.
ანუ სპეციალიზაციასა და დიფერენციაციას შედეგად ის მოაავს, რომ 0,5 როცენტის ბრძოლისგან გათავისუფლების სანაცვლოდ ქვეყანა ღებულობს 99,5 პოტენციურ მებრძოლს.
ჩვენი საზოგადოების არადიფერენცირებული იმპერატივი, რომ სამშობლოსათვის ყველა ბრძოლიდუნარიანმა მამაკაცმა, 100-მა პროცენტმა უნდა იბრძოლოს, შედეგად გვაძლევს ბრძოლისუნარიან მამაკაცთა 90%_ს, რომელიც არ იბრძოლებს და სუფთა სინდისით არც ეცოდონება, რომ იმავე მდგომარეობაშია, რომელშიც ყოფნა ღირსეულ ქვეყნებში მხოლოდ მამაკაცთა ძალიან მცირე ნაწილს ეძლევა, ეძლევა საჩუქრად როგორც უუნაროს.
ალბათ ფარშევანგბუმბულიანი მამაკაცების გეიპარადი ამ სიტუაციაში პირადი პოზიციის პოლარიზებას უწყობს ხელს "მე თუ არ ვიბრძვი, ესეიგი გეიპარადის მონაწილე ვარ",
"მე ვიბრძვი, გეიპარადის პოტენციური მონაწილე კი არა ვარ!".
და კიდევ.
მე მინდა განვითარებული ქვეყნების კლუბში იყოს საქართველო. მე მინდა ღირსებისათვის მებრძოლ ქვეყამათა რიგში იყოს საქართველო.
თუკი ამისათვის საჭიროა თბილისში გეიპარადის ჩატაება, მე თანახმა ვარ.
გეიპარადი უფრო დიდი პლიუსი იქნება საქართველოსთვის, ვიდრე კიორლინგში კარგი გუნდის გამოყვანა. კიორლინგიც ხომ განვითარებული გონებრივი შესაძლებლობების ელიტარული არაფორმალური კლუბის სპორტია.
გეიპარადს თბილისში უფრო მეტი მედიარეზონანსი ექნება მსოფლიოში, ვიდრე კიორლინგში წარმატებას. და კიდევ ერთი.
ჩვენ შევძსლით ბოლო 7 წლის განმავლობაში ჩატარებული გრანდიოზული და კვირების ხანგრძლივობის პერმანენტული მიტინგები ერთი ვიტრინის გატეხვის გარეშე ჩატარება. ანუ ტოლერანტულები ვართ და ეს ჩვენ ვიცით.
ვაჩვენოთ სხვასაც. თუნდაც ჩვენ განდგომილ ეროვნულ უმცირესობებს, რომ მომავალ საქართველოში განსხვავებულობას, არაუმრავლესობას შეეძლება პარადი წაიყვანოს.
და აი ჩემი პოზიცია. მე ჩემი გადასახადებით დაფინანსებულ პოლიციას ჩემი ძალის დელეგირებას ვუწევ, რათა მან დაიცვას გეიპარადი იმ ადამიანებისგან, ვისთვისაც უფრო მეტი ღირსების შელახვა მის ქალაქში ჰომოსექსუალების არსებობაა, ვიდრე უკლებლივ ყველა კურიერსა და ქრონიკაში მოთხრობილი ამბები რუსეთ საქართველოს ომის შემდეგ, თუნდაც მანამდე.
Wednesday, May 12, 2010
არასდროს ვიფიქრებდი, თუ ამ თემაზე დავწერდი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
1 comment:
მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არ გეთანხმები, ყოველთვის თავიდან ბოლომდე ვკითხულობ ამ უსასრულოდ გრძელ პოსტებს და მივყვები მსჯელობას ბოლომდე :)
მე არ ვარ ჰომოფობი, მეტიც, მყავს რამდენიმე ჰომო მეგობარი. ამ კუთხით ჰომოფობიისთვის ან თუნდაც გეიპარადისთვის არ შემიხედავს. ნამდვილად არასოდეს მიფიქრია, რომ გეიპარადს რაიმე სარგებლობის მოტანა შეეძლო. მიუხედავად ჩემი თითქმის პაციფისტური განწყობისა, ბოლო დროს, გარკვეულწილად დაგეთანხმები, ალბათ მართლა კარგი იდეაა არაგეი მამაკაცების მობილისებისათვის :D
თუმცა, გეიპარადი ჩემთვის მაინც დარჩება უსაქმური გეების საქმედ. ზუსტად ვიცი რომ არცერთი ჩემი ნაცნობი გეი, თუნდაც ისინი, ვინც არ მალავენ, არასოდეს გავლენ ბუმბულებით მორთულები ხალხის სამასხარაოდ.
გეების მხარდასაჭერად ან ინტერესის გულისთვის კი შეიძლება მეც გავიდე, რატომაც არა :)
Post a Comment