ეს ხომ ადრეც ვიცოდით: უკრაინაში 10 მლნ რუსი ცხოვრობს, თანაც ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში უმრავლესობას შეადგენენ.
უკრაინის მოსახლე დანარჩდნი 40 მლნ უკრაინელები არიან, თითქმის რუსები. მათი ენა ნაკლებად განსხვავდება რუსულისგან, ვიდრე მეგრული ქართულისგან. ეკლესია ერთი აქვთ, არამარტო რელიგია. ისტორიაც ნაწილობრივ ერთი აქვთ. თანაც იმ ნაწილში აქვთ ერთი ისტორია, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია- დასაწყისში.
რუსეთი პერსპექტიული სახელმწიფოა. შემდეგი 60 წელი მისია. ენერგორესურსები მას კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას შესძენს დროთა განმავლობაში.
რატომ არ უნდა მიუბრუნდეს უკრაინა რუსეთის კალთას?
რუსეთი მდიდარია და ერთი სული აქვს უკრაინა დაიბრუნოს. უკრაინა და საქართველო. თუკი უკრაინა მას უდიდეს ძალას, ტერიტორიას, ხალხს, გავლენას მოუმატებს, აჩვენებს მსოფლიოს, რომ სლავი გოლიათები ამ კლასში უძლეველები არიან, საქართველოს ხელში ჩაგდება სრული დიდებით დაუბრუნებს რუსეთს სსრკ-ს. ჩვენ ხომ ბოთლის ყელი ვართ შუა აზიისა და ამიერკავკასიისათვის. ანუ კიდევ 7 ყოფილი რესპუბლიკისათვის.
შეუძლია კი დღევანდელ საქართველოს გაუძლოს ჩვენი მტრის ამხელა ისტორიულ ცდუნებას?
პრეცედდნტი ხომ არსებობს, მსოფლიო ისტორიაში კი არა, საქართველოს ისტორიაშია ასეთი პრეცედენტი.
საქართველომ ხომ ბნელი, მკაცრი და მხოლოდ "გამარჯვებული მართალია" პრინციპზე მგდომი ფეოდალური შუასაუკუნეები გამოიარა ისე, რომ თავისი თავი შეინარჩუნა იმის მიუხედავად, რომ დიდი ოსმალეთის ყელში გაჩხერილ სიფრიფანა ზოლს წარმოადგენდა სომხეთთან ერთად. აზერბაიჯანი და შუა აზია ხომ თურქული ენისა და პილიტიკური გავლენის ქვეყნები იყო. გავუძელით ხო? გავუძელით.
გავუძლებთ თუ არა ნეო სსრკ-ს?
გავუძლებთ, მაგრამ გაგვიჭირდება.
ღმერთმა არ ქნას რომ იმავე ყულფში შევყოთ თავი, რაშიც უკრაინელებმა. მათ წვრილმანებით (თურმე წვრილმანებით ) იმედგაცრუებულებმა სახელმწიფოებრივი ტონუსი დაკარგეს, და შედეგად 10 მლნ რუსმა და პრაგმატულმა ჯერაც სსრკს უკრაინელმა მოქალაქეებმა პრეზიდენტად ჰოპ და... უკრაინული რუსი აირჩიეს.
Thursday, May 13, 2010
უკრაინა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment