Wednesday, January 30, 2008

ამომრჩეველთა შემადგენლობა


ეს თბილისი არის
ეს თბილისი არ არის, მაგრამ ამ ქალაქშიც ისევე როგორც თბილისში მძღოლების 90% ორთვლიან კომბინაციას თავს ვერ ართმევს.


ამომრჩეველთა შემადგენლობა


სააკაშვილს წამოაძახეს შენ აზერბაიჯანელებისა და სომხების ხმების ხარჯზე მოიგეო. ვიფიქროთ თავიდან. სააკაშვილმა პირველივე ტურში გაიმარჯვა იმიტომ რომ: მას ხმა მისცა ადამიანთა ისეთმა კატეგორიამ, რომელთაც 3 წლის წინ არ გაემტყუნებოდათ იმედგაცრუებულებს საერთოდ რომ არ მიეღოზთ მონაწილეობა არჩევნებში. კოდორის მოსახლეობამ, გალის მოსახლეობამ, ზუგდიდის მოსახლეობამ, ზემო აჭარამ, ახალქალაქმა და მარნეულმა. ანუ არჩევნებში გადამწყვეტი აღმოჩნდა ის რეგიონები, რომლებიც სააკაშვილმა სახელმწიფოსაკენ შემოაბრუნა, დაანახა მათ რეალური საქმე და ჩაუნერგა რაციონალური იმედი მომავალი უკეთესობისა.


თუკი საქართველო აზერბაიჯანის დიდ გეოპოლიტიკაში ერთ გუნდად მონაწილეობა და ამ ქვეყნების პრეზიდენტთა არაერთხელ დემონსტრარირებული მეგობრობა საქართველოს აზერბაიჯანელი მოსახლეობის პროსახელისუფლებო განწყობას წინასწარ პროგნოზირებადს ხდიდა, ასევე მარტივად არ იდგა საკითხი ახალქალაქი-ახალციხის სომხური მოსახლეობის შემთხვევაში. ალბათ გახსოვთ ექსპერტთა პროგნოზები, "ეს რეგიონი საქართველოს ერთერთ ღარიბ, გეოგრაფიულად განცალკევებულ და კლიმატური პირობების მხრივაც რთულ რეგიონს განეკუთვნება და რუსული ბაზების საქართველოდან გასვლის შემდეგ ეს მოსახლეობა სიძნელეების წინაშე მარტო დარჩება და აქ სეპარატიზმი თავს წამოყოფსო.
არჩევნებმა დაგვანახა ის რაც არ ვიცით თბისელებმა - ამ სახელმწიფომ, ამ ხელისუფლებამ შექმნა სახელმწიფოს რწმენა საქართველოს როგორც ქართულ ასევე უპირატესად არაქართველებით დასახლებულ რეგიონებშიც. არჩევნებში მეორე ადგილზე გასულმა აზრმა "ჩვენ გვინდა საპარლამენტო რესპუბლიკა"( და არა ამ აზრის "ფეისმა" - გაჩეჩილაძემ) ვერ გაიმარჯვა. არჩევნებში მონაწილეთა 75% წინააღმდეგია საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად გადაკეთების. მართალია ამ 75%ში ბევრია ის ხალხი რომელიც ასე მსჯელობს - " ოღონდ სააკაშვილი ვნახო გამწარებული და ქვეყანაში როგორი და ვისი მმართველობა იქნება ეს სულ ერთია.

ოპოზიციას სააკაშვილის გამარჯვების აღიარებასთან ერთად საქართველოს მოსახლეობისთვის ბოდიშის მოხდაც მოუწევთ (ყოველ შემთხვევაში ეკუთვნით) პრეზიდენტი შეუგინეს. და იმ დროს შეუგინეს როცა მას მომხრეთა 53% ზე მეტი ჰყავდა. მართალია მათივე ბრძოლის შედეგად მომხრეთა რაოდენობა 53% მდე ჩამოვიდა, მაგრამ ესეც პრეზიდენტობისათვის საკმარისზე 100 000(?) კაცით მეტია.

სააკაშვილის ელექტორატი იმეორებს საქართველოს დემოგრაფიულ სურათს.
ღმერთმა დაიფაროს საქართველო მომავალში ისეთი ფსევდო გამარჯვებისაგან რის შედეგადაც რეგიონების ქართველი და განსაკუთრებით არაქართველი მოსახლეობა რომ იფიქბს - ქვეყანას ის ძალა მართავს, რომელმაც ჩემს რეგიონში ხმების 10% მიიღოო. სეპარატიზმი და დეზინტეგრაცია მაშინ ნახეთ. მოსახლეობის გეოგრაფიული განაწილებით ოპოზიციის ელექტორატი ძალიან დაუბალანსებელია: მათ ხმების უმეტესობა დიდ ქალაქებში - თბილისს, ქუთაისსა და ბათუმში მიიღეს.




ვინ არის გაჩეჩილაძის ამომრჩეველი?

ყველა ერთნაირი მიზნითაა გამსჭვალული თუ სხვადასხვა მოტივები და იმედები ტრანსფორმირდა ოპოზიციის ძალად. მე მგონი რომ ოპოზიციის ელექტორატს ერთმანეთისგან განსხვავებული, იქნებ რადიკალურად განსხვავებული მიზნები აქვთ. მათ აერთიანებთ იმედი რომ სააკაშვილის გადაგდებით მათი კონკრეტული იმედების ასრულება დაიწყება, მაგრამ.. ოპოზიციური ელექტორატის დიდი ნაწილი სოციალური პირობების მოგვარებას თხოულობს. მათ უცებ მდიდარ და უზრუნველ ადამიანად თუ ვერ გახდი, პირველ ეტაპზე ის მაინც უნდა გამოუსწორო რამაც დღეს ქუჩაში გამოიყვანა - პოლიციელის ადგილი ძველ პოლიციელებს, სავაჭრო ადგილი გარე მოვაჭრეებს, შემოსავლიანი სამსახურები ძველ მებაჟეებს, სხვადა ხვა სამსახურებიდან შემცირებებისა თუ ტეტსტირების შედეგად გათავისუფლებულ მოქალაქეებს.

საპროტესტო ელექტორატის ასევე დიდი ნაწილი ვერ შეეგუა სახელმწიფოში cხოვრების თანმხლებ ატრიბუტებს რომელთა არსებობა ჩვენ არ ვიცოდით იმიტომ რომ სახელმწიფო არ გვქონდა. მათ აღიზიანებთ წესრიგის აუცილებლობა თავისუფლებასთან ერთად, ისინი იგინებიან ყველა ვიდეოთვალიანი გზაჯვარედინის გავლისას ყველა მუნიციპალური ავტობუსის დანახვისას, ტელევიზორში ყველა დაჭერის ჩვენებისას, პატრულის სირენის გაგონებისას, ყველა სიტუაციაში სადაც სახელმწიფოს გადააწყდებიან. მათ აღიზიანებთ რომ თავისი კონკრეტული საჭიროებების განსახორციელებლად მოეჭრათ ქრთამითა და ჩაწყობით მოგვარების საშუალება. სინანულით იხსენებენ იმ დროს როცა გაზისა და დენის გადახადებს ხელიდან ხელში ასწორებდნენ მაქინატორ-ინკასატორებთან რომლებიც თვითონვე აჩერებდნენ მრიცხველებს, 50 ის ნაცვლად 15-ს იღებდნენ და სალაროში კი 7 შეჰქონდათ. მათ ურჩევნიათ სახელმწიფო რომელიც ქრტამის სანაცვლოდ აპატიებს საჭეზე მთვრალ ან კაიფში ჯდომას, ჩხუბში დანით გამოკიდებას და ხულიგნობას. ოპოზიციური ელექტორატის ასევე დიდი ნაწილი არის წესიერი ადამიანები რომელთა არგუმენტი არის სასამართლოს სახელმწიფოს გავლენის ქვეშ ყოფნა, კერძო საკუთრებისადმი უპატივცემულობა. ამ ადამიანებს ზუსტად ესმით რაც უნდათ, მაგრამ არაობიექტურად იმედიანები არიან თუ ამ მიზნების იმ ადამიანებს ანდობენ ვინც არჩევნებამდე ვერ ითმენს და "ხელისუფლების დამთავრება" მაშინვე უნდება როგორც კი მიტინგების ორგანიზებას შეძლებს. მე მგონი ამ ადამიანებს ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში მოუწევდათ დიდი იმედგაცრუება, დაახლოებით ისეთი როგორც კ/ფ "მონანიებაში" კახი კავსაძის გმირს. გაჩეჩილაძის (ანუ საპარლამენტო მმართველობის) მომხრეებს ერთი გამაერთიანებელი კარგი თვისება აღმოაჩნდათ: ისინი არიან გაჩეჩილაძის და არა პატარკაციშვილის ამომრჩევლები. ე. ი. მათთვისაც მიუღებელია ქვეყნის სარფიანად გაყიდვის იდეა. თუმც პატარკაციშვილს კანდიდატობაზე უარი რომ ეთქვა ჩემთვის ნათელია რომ ეს ხალხი გაჩეჩილაძეს მისცემდა ხმას. (გახსოვთ ალბათ, გაჩეჩილაძწე საქართველოს გადარჩენას პატარკაციშვილის "კეთილი ბაბუობის" ხარჯზე რომ გეგმავდა). ისეთ ამომრჩეველსაც ვიცნობ, უაღრესად წესიერ ადამიანს, რომელმაც მითხრა - მე მიშას მხარეზე ვიყავი როცა ის ქალაქს ბაზრობებისგან ასუფთავებდა, სალარო აპარატები შემიჰქონდა და კოლეჯის სტუდენტებს სამედიცინო ინსტიტუტის კარებდს უკეტავდა, მაგრამ მას შემდეგ რაც წინასაარჩევნოდ სალარო აპარატები გააუქმა და უკანონო შენობები დაუკანონა მე თავს შეურაცხოფილად ვგრძნობ და ხმას გაჩეჩილაძეს ვაძლევო.

No comments: