ამ კოშკმა 2 რუსულ რაკეტას გაუძლო. ჩემი გადაღებული ეს კოშკი პირიქითა ხევსურეთში, სოფელ ახიელში დგას 2002 წელს მას რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა "კრაკადილმა" ოსტატურად გაარტყა 2 რაკეტა. არ გჯერათ? დააკვირდით.
ცოტა მახსოვრობა
ამ ბოლო დროს ხშირად ახსენებენ სიტყვა ხსოვნას, ერთნი მოუწოდებენ მოსახლეობას ახსოვდეთ 7 ნოემბერი, მეორენი უფრო ძნელ საქმეს ითხოვენ - ახსოვდეთ 1991 წელი. მოდი 1992 წელიც გავიხსენოთ როცა გენერალმა ყარყარაშვილმა აფხაზებს შეუთვალა -"თქვენ 80 000 ხართ და აბა დაგვიდექით 5 მილიონსო".
მაგრამ მას შემდეგ ეს 5 მილიონი ადამიანი აგერ უკვე 15 წელი გადის რაც მთელი ფილტვებით ვერ ვსუნთქავთ, იმიტომ რომ იმ 80 000მა ჩვენ, 5 მილიონს მოგვიგო. საქართველოს ყველა მომავალმა პრეზიდენტმა უნდა შეძლოს უმცირესობების; სომხების, აზერბაიჯანლების, ოსების, აფხაზების, რუსების, ქრისტიანების, მუსულმანების და სხვა მრავალი ჯგუფის ნდობის და შესაბამისად ხმების მოპოვება. "ეროვნული საბჭო" ამბობს - ჩემი მიღებული თბილისელების 100 ხმა გადაწონის სააკაშვილის მიღებულ არათბილისურ 200 ხმას. მე კი მგონია რომ სააკაშვილის მთელ საქართველოში პროპორციულად მიღებული 100 ხმა გადასწონის გაჩეჩილაძის მიღებულ 200 თბილისურ და ბათუმურ ხმას ვინაიდან სააკაშვილს არჩევაზე პასუხისმგებლობას მთელი მრავალეროვანი (და მრავალპოლუსიანი) საქართველო ღებულობს.
არჩევნებში მონაწილეთა 28 პროცენტი ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია. და რა თქმა უნდა ხმას აძლევს ოპოზიციის კანდიდტს. ვის აძლევს ეს ხალხი ხმას? არ მგონია რომ გამYრელიძისა და მაისაშვილის მხარდამჭერებს ხმა ნატოს წინააღმდეგ მიეცათ. ვთქვათ 0,4 % სარიშვილს, 6% ნათელაშვილს, 7% პატარკაციშვილს და... 25%-14% =11% გამოდის რომ გაჩეჩილაძეს?! ე. ი. გაჩეჩილაძის ელექტორატის 45% საქართველოს სიძლიერის წინააღმდეგია?
“სკინემ ეტუ ამერიკანსკუიუ მრაზ" უთხრა ერთმა სამნდომიანმა ხნიერმა რუსმა თბილისელმა მეოს, CD-აუდიო მაღაზიის გამყიდველს. მეორემ უპასუხა არაფერი გამოგვივა თორე მეც ეგ არ მინდაო. ეს დიალოგი შედგა 2004 წელს როცა კობა დავითაშვილი გaრე მოვაჭრეებს სამიტინგოდ უხმობდა. დღეს სად არიან ეს პატიოსანი საბჭითა მოქალაქენი. დარcმუნებული ვარ მათ გულში "ისკრა" კვლავ აკიაფდა. სანამ ჩვენ, "ჰომო სოვეტიკუსები" ცოცხლები ვართ, საქართველოში დარჩება "მესამე კოლონაც" (გახსოვთ ეს სახელი პერესტროიკის დროიდან?), ეს არიან ადამიანები რომელნიც რუსეთისა და სოციალიზმის მისტირიან. ამ ხალხში დაიბადა ფრთიანი ფრაზა - იმის დედაც, ვინც რუსის ძუძუ წაგვართვა და თურქის პენისი მოგვცაო. "ჩარეცხილებისა" არ იყოს, ვინც თავი ჩარეცხილად ჩათვალა და თურქის პენისს გრძნობს თავის თავს დააბრალოს. უბედურება ისაა რომ ეს ხალხი მართლაც ბევრია და რა თქმა უნდა ოპოზიციას აძლევს ხმას. ესენი ალბათ მაინც პატარკაციშვილს მისცემდნენ ხმას და არა გაჩეჩილაძეს, თუმცა საპარლამენტო მოდელი შეიძლება მათ ნაწილსაც დაუჯდათ ჭკუაში. თუმცა ჩემთვის ნათელია რომ პატარკაციშვილს კანდიდატრურა რომ მოეხსნა მისი ნოქარი ამომრჩეველი ხმას გაჩეჩილაძეს მისცემდა.
მე გულს მიკლავს "ეროვნული საბჭოს" მომხრე წესიერი ადამიანების არსებობა , არადა ისინი ცოტანი არ არიან.
No comments:
Post a Comment