ცოტა ციფრები არჩევნებზე
ამომრჩევლების 53%-მა ხმა მისცა სააკაშვილს. მისი კონკურენტები არიან პატარკაციშვილი 7% ით, ნათელაშვილი 7%-ით, გამყრელიძე 4%-ით, მაისაშვილი 1%-ით და სარიშვილი 1%-ით. ამრიგად სააკაშვილმა თავის უახლოეს კონკურენტებს პატარკაციშვილსა და ნათელაშვილს მოუგო ანგარიშით 53 ით 7 ანუ თითოზე დაახლოებით 7 ჯერ მეტი ხმა მიიღო.
არჩევნებისას ასევე ჩატარდა სამი პლებისციტი: გსურთ თუ არა საქართველოს ნატოში გაწევრიანება, საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე იყოს თუ შემოდგომაზე და გსურთ თუ არა საქართველო გახდეს საპარლამენტო რესპუბკა. ამ ბოლო შეკითხვაზე ვისაც დადებითი პასუხი ჰქონდა უნდა შემოეხაზა ნომერი - 1 (ლევან გაჩეჩილაძე).
პლებისციტების შედეგებით საქართველოს მოსახლეობას; უნდა საქართველო გაწევრიანდეს ნატოში, არჩევნები ჩატარდეს გაზაფხულზე და დარჩეს საპრეზიდენტო მმართველობა (75%-25%-ის წინააღმდეგ).
არჩევნების შემდეგ რა სურთ “პარლამენტისტებს” იგივე “ეროვნულ საბჭოს” იგივე “გაერთიანებულ ოპოზიციას”? არ ცნობენ არჩევნების შედეგებს. რა არის აქ მოულოდნელი? მე მგონი არც არაფერი. ისინი არ ცნობენ 53%-ით არჩეულ პრეზიდენტს რომელსაც 2 თვის წინ 94%-ით არჩეულსაც არ ცნობდნენ.
ისინი ამბობენ რომ არ სურთ საქართველო საპრეზიდენტო მმართველობის ქვეყანა იყოს და - არ ცნობენ პრეზიდენტს. თუმცა რაც არ უნდა ომახიანად იძახონ არჩევნები ჩვენ მოვიგეთო რეალური ინფორმაცია თვითონ მაინც ხომ აქვთ, ეს არჩევნები დიდი სხვაობით წააგეს.
მაგრამ ისინი თვლიან რომ მათ მიერ მიღებული ხმები უფრო მაღალი დონის, მაღალი ღირებულების ადამიანების ხმებია და ეს ადამიანები თავისი მნიშვნელობით, თბილისელობით გადასწონიან საქართველოს მოქალაქე ორჯერ მეტ ადამიანს. დავით გამყრელიძემ ოპოზიციის მიტინგზე განაცხადა - სააკაშვილი ვერ იქნება საქართველოს პრეზიდენტი შემდეგი 5 წლის განმავლობაში ვინაიდან მან თბილისში არჩევნები წააგოო. ეს კიდევ ერთი დასტურია რომ გამყრელიძე თბილისის რომელიმე უბნის და არა საქართველოს დონის პოლიტიკოსია. მე მიკვირს იმ ადამიანების ვინც ყიჟინით ხვდება ამ პარალოგიკას. მე მგონი თბილისელებმა ამ არჩევნების შედეგების გათვალისწინებით კრიტიკულად უნდა შეხედონ საკუთარი პოზიციას, აიღონ პასუხისმგებლობა ქვეყნის და არა ბინისა და საკუთარი ტელევიზორის მასშტაბით.
თბილისელების შეკვეთით (ან მათი აგრესიული თანხმობით) დაიწყო ომი თბილისში, ცხინვალში და აფხაზეთში. თბილისელი “ერის სინდისები” მშვიდად შეხვდნენ სამეგრელოსა და აფხაზეთში თბილისელთა ორგანიზებულ მორადიორობისა და ყაჩაღობას ( "საომრად" ტბილისელი "მეომრები" დასაყაჩაღებელი მაცხოვრებლების და მათი ქონების ჩამონათვლიანი სიებით მიდიოდნენ), მანამდე 1990 წელს ოპოზიციის მიერ ტელევიზიის ხანმოკლე დაპყრობისას შენობის ნარკომანთა ნახმარი შპრიცებით გავსებას და ა. შ. მოკლედ ჩვენი "ერის სინდისი" თვლემს როცა უნდა იყვიროს და ყვირის როცა გამორჩენის სუნი დგას.
თუ 2007 წლის ნოემბერში ჩვენ გადავურჩით სახელმწიფო გადატრიალებასა და არალეგიტიმურ ქვეყანას თავისი ნაცნობი კომპლექტით, 2008 წლის 5 იანვარს საქართველო გადაურჩა იმ ადამიანების უპასუხისმგებლო ჯგუფურ ხელისუფლებას რომელთაც 2007 წლის ნოემბერი თავს დაატეხეს. და ამ ბრძოლაშიც თბილისი განზე გადგა.
თუმცა, არჩევნებში სააკაშვილმა თბილისიც მოუგო პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებს. თბილისელთა დიდი ნაწილისათვის მიმზიდველი აღმოჩნდა ქვეყნის საპარლამენტო მოდელი, რაც დაადასტურეს ამ იდეის "ფეისის" ლევან გაჩეჩილაძის შემოხაზვით. მაგრამ პარლამენტული სახელმწიფოს მოდელმა თბილისშიც ვერ გაიმარჯვა; 40% უნდა საპარლამენტო რესპუბლიკა და 60% პრეზიდენტობის სხვადასხვა კანდიდატს მისცა ხმა.
Thursday, January 31, 2008
ცოტა ციფრები არჩევნებზე
Posted by cartwheel at 11:53 AM
Labels: ოპოზიცია, ციფრები, ძირს პათეტიკა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment