Saturday, January 19, 2008

xval 20 ianvaria. inaguracia vs mitingi

არა უშავს, არჩევნების შედეგებით ყველაფერი თავისთავად არ გადაწყდა, სააკაშვილმა მხოლოდ 53% მიიღო, მაგრამ ჩემთვის ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა რომ დღევანდელი საქართველოს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი მზად არ არის პროგრესული, რეფორმისტული ცვლილებებისათვის. უფრო სწორედ, ცვლილები კი უნდა (უცნობ აგრესიულ ძალას აძლევს ხმას), მაგრამ რეფორმების თანმხლებ სირთულეებს არ ცნობს და ყველა სიახლეს მთავრობის სიბოროტედ აღიქვამს.
<დივ><ფონტ სიზე="4"> როგორც ერაყში არ გაჩნდება ლიდერი, რომელიც ევროპულ დემოკრატიას აღიარებს (უფრო სწორედ ასეთი ადამიანი 20 მილიონიან ერაყში რა თქმა უნდა გაჩნდება, მაგრამ მას საზოგადოება არ აღიარებს წინამძღოლად) იქაური საზოგადოება დაელოდება ლიდერს რომელსაც ჩვენი შეფასებით ბნელი წარსული ექნება და ხალხის მასა დარწმუნებული იქნება რომ, თავისი მმართველობისას ის არ მოერიდება ათასგვარ ფეოდალურ ხრიკებსა და მკვლელობებს, მაგრამ მმართველობა შეინარჩუნებს. ასევე საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილი სრულად არ იყო არც 2003 და როგორც აღმოჩნდა არც 2008 წელს მზად პროგრესული ლიდერისათვის. არ აღმოჩნდა მზად არც დემოკრატიითვის. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ვერ შეინარჩუნა წონასწორობა იმ პირობებში როცა დემოკრატიის ისეთი გამოვლინებების წინაშე აღმოჩნდა როგორიცაა კრიმინალურ პოლიციური სკანდალი (გვირგვლიანისა და რობაქიძის საქმე), ოლიგარქის ინტერესები და მედია საშუალებები (ტელეკომპანია "იმედი"),
დემოკრატიის თანმხლები მწვავე ჟურნალისტური სიუჟეტები, რომლებიც თავისი კრიტიკული და თუნდაც ირონიული კომენტარებით, ჩვეულებრივი მოვლენაა ზრდასრული დემოკრატიის ქვვეყნებში, ჩვენთან პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეს. მაგალითად თბილისის ახალი აეროპორტის შესახებ გადაცემული 20 სიუჟეტიდან 16 ეხებოდა სახურავიდან წყლის გაჟონვას და ქარის გამო სახურსვის 1/40 ნაწილის დაზიანაბას. ევროპული საზოგადოება ამ ჟურნალისტური მახვილსიტყვაობის უკან დაინახავდა უაღრესად საჭირო საქმეს, გაიხარებდა და იამაყებდა ქვეყნის ახალი და რესპექტაბელური სავიზიტო ფურცლით - ახალი აეროპორტით, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ გააკეთა დასკვნა რომ, საქართველოს მთავრობამ ფული უაზროდ დახარჯა, მისი წილი ფული თურქულ კომპანიას მისცა იმათ კი მოგვატყუეს და რაღაც ზიზილპიპილო ააშენეს რომლითაც ისევ ეს მთავრობის ხალხი სარგებლობს.
ქართული საზოგადოება გულჩვილი და ლმობიერი აღმოჩნდა რეფორმების თანხლები დაზარალებულ მოქალაქეთა პროტესტების ტალღებისადმი (გარე მოვაჭრეები, პრივილეგრებული კოლეჯის სტუდენტები, დანგრეული არქიტექტურული უსახურობების პატრონები), ის ხალხი კი ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა საქართველოს მთავრობის პრინციპული პოლიტიკით რუსეთთან მიმართებაში და მის შედეგად მიღებული ემბარგოთი, ის ხალხი ვისი ოჯახის თუ მთელი სოფლისა და რეგიონის არსებობა ყურძნის, ვაშლის, მწვანილისა და ციტრუსის გაყიდვაზეა დამოკიდებული უფრო ღირსეულად და პასუხისმგებლობით მოეკიდა თავის არჩევანს. ხმა მისცა რეფორმისტულ ხელისუფლებას. სააკაშვილმა მაღალი პროცენტი მიიღო აჭარის რაიონებში და არა ბათუმში, გორში და არა თბილისში. იმერეთის რაიონებში და არა ქუთაისში. პარადოქსია? პარადოქსი არა მაგრამ, გასაკვირი მაინც არის რატომ აღმოაჩნდა სოფლის მოსახლეობას ამ ხელისუფლების რწმენა და რატომ აღმოაჩნდა ქალაქის მოსახლეობას ილუზია რომ უკეთესი ცხოვრება დაიმსახურა და ეს უკეთესი ცხოვრება გველეშაპს უჭირავს, მთავარია გველეშაპი მოკლა და ცხოვრება თვითონ გაუმჯობესდება. რომელ მხარეს აქვს ამ მხარეთაგან მეტი ანალიზის უნარი? თქვენ განსაჯეთ.
სიტყვა პოლიტიკა ლათინური პოლისის - ქალაქისგან მოდის. პოლიტიკა ქალაქში დაიბადა და ნორმალურ ქვეყნებში ქალაქის პოლიტიკა მართავს სოფლის პოლიტიკას, მაგრამ რა ხდება ექსპერიმენტებითა და ექსტრემალი პოლიტიკოსებით გაძეძგილ ახალგაზრდა ქვეყნებში?æ

რეგიონების, სოფლების მოსახლეობამ, რომლის ყოველდღიური საქმიანობა ბუნებრივ ციკლებთან შეთანხმებაში არის, და არცერთი მათგანი არ ცხოვრობს ილუზიით, რომ გაზაფხულზე ხვნისას უნდა მიიღოს მოსავალი, ხმა ძირითადად სააკშვილს მისცა, დღევანდელი ცხოვრების თანმხლები პრობლემები ჩათვალა იმ ხვნასა თუ მარგვლაში გაწეულ შრომად (ჭირად), რომელსაც შემდეგ მოსავალი (ჭირნახული) მოჰყვება.
ქალაქის მოსახლეობა კი თავისი შრომის შედეგს მონოტონურად ყოველთვიურად ხელფასის სახით ელოდება და შედეგის ერთ თვეზე დიდხანს ცდა მისთვის შეურაცხმყოფელია. მეორე საკითხი, რამაც გააღიზისნა განათებულ გალამაზებული ბათუმისა და თბილისის მაცხოვრებლები ეს არის მათი შეფასებით ფულის არარაციონალური ხარჯვა მთავრობის მიერ. მოსახლეობამ რომელიც თავისი ბინის კარების შიგნით თხოულობს პირობების, ფინანსური პრობლმების გამოსწორებას, არათუ მადლიერი, არამედ გაღიზიამებულიც კი აღმოჩნდა სახელმწიფო ფულის გზებს, კომუნიკაცეიბსა და შადრევნებზე ხარჟვის გამო. არადა ამ გარდამავალ პერიოდში 800 000 პენსიონერისათვისნსიის არაფრისმთქმელი 1 ლარით მომატება 1 წლის განმავლობაში მოითხოვდა 800000X12=9600000ლარის ხარჯს. ეს თანხა სწორედაც რომ უფრო რაციონალურია მოხმარდეს ქალაქებისა და სოფლების კეთილმოწყობას, იმის დემონსტრირებას რომ, საქართველოში ევროპული, ცივილიზებული ქვეყანა შენდება და აქ ინვესტიციის ჩადება ღირს.

ახლა ახალი ფრთიანი ფრაზა აიტაცეს ჯურნალისტებმა - როგორ მოახერხა 4 წელიწადში სააკაშვილმა 96%-იანი მხარდაჭერის სათუო 52%-იან მხარდაჭერამდე შემცირება"დავიწყოთ იმით რომ 2003 წელს ვარდების რევოლუციის წინამძღოლ სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენტი არ ჰყავდა. 2003 წელს საპზიდენტო არჩევნებში იმ ადამიანებს რომ მიეღოთ მონაწილეობა, ვინც 2008 წელს უწევს კონკურენციას სააკაშვილს: გამყრელიძე, გაჩეჩილაძე, მაისაშვილი, სარიშვილი, პატარკაციშვილი (გაიხსენეთ ამ ადამიანების ავტორიტეტი იმ პერიოდში) სააკაშვილი ალბათ მაქსიმუმ 70%-ით მოიგებდა და არა 96%-ით. ინაგურაციიდან ცოტა ხანში, ჯერ კიდევ რეიტინგის პიკზე მყოფმა სააკაშვილმა განაცხადა რომ, მალე ეიფორია გაივლის და ესეთი ერთსულოვანი მხარდაჭერა აღარ ექნებოდა.
მას შემდეგ პრეზიდენტი მტკიცედ დაადგა არაპოპულარული, მტკივნეული მაგრამ აუცილებელი რეფორმების გზას. რეფორმების რომელმაც მოიტანა 40 000 გათავისუფლებული პოლიციელი (სხვათა შორის ოქრუაშვილის ხელით) 5000 მებაჟე, 5000....10000გარე მოვაჭრე და მათი ოჯახის წევრები დაახლოებით 300000 კაცი უშუალოდ რეფორმების გამო დაზარალდნენ. კახეთის ქართლის, იმერეთისა და აჭარის მოსახლეობა საქართველოს პრინციპულ პოლიტიკაზე პასუხად რუსეთის მიერ შემოღებულმა ემბარგომ დააზარალა, ესეც დაახლოებით 300.000 ადამიანი. 10.000 ადამიანი დაზარალდა გარაჟებისა და არქიტექტურული უსახურობების დანგრევის გამო. ამ არითმეტიკით დაახლოებით 650.000 ადამიანის გადამტერებაზე ხელისუფლება შეგნებულად წავიდა.
რამ აიძულა პრეზიდენტი, რომელიც თბილისში და რაიონებში გადაადგილებისას ყოველთვის პირადად მიდის და თუნდაც ხანმოკლედ, მაგრამ აუცილებლად ესაუბრება ადამიანთა 10-20 კაციან ჯგუფს. არ იშურებს ღიმილს, სალამს და მოკითხვას უცნობი შემხვედრებისადმი, აქვს უნარი მოხუცთა თავშესაფარში თუ მეტროს ვაგონში ყოფნისას დაუზარებლად გადაეხვიოს 20 მოხუცს სათითაოდ, პრეზიდენტს რომლის მუდმივი დაუგეგმავი, არაფორმალური ხალხთან მისვლა პირადი დაცვის სამსახურის უმთავრეს სტრესადაა ქცეული, ერთი ხელმოწერით არათუ მოიმდუროს, არამედ გადაიმტეროს ერთი სტადიონის გამავსებელი ხალხი.
განა უფრო უმტკივნეულო და მშვიდი გზა არ იქნებოდა დაეცვა პრინციპი "არც მწვადი დაწვა არც შამფური" და საწყისი სიყვარული და რეიტინგი შეენარჩუნებინა.
მაგრამ თუ ცხოვრება კოსმეტიკური ცვლილრებებით გაგრძელდებოდა იქნებოდა კი ბიუჯეტის ზრდა რომელმაც ჩააცვა და აღჭურვა ჯარი, დააგო გზები, შეღება სახლები, საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელში რაღაცა შეიცვალა (ასე ვთქვათ “ხელი შეევლო”), აშენდა აეროპორტები, სასტუმროები, გაიზარდა ბინათმშენებლობა?
საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს (სავარაუდოდ ქალაქებში მცხოვრებ პროლეტარულ, ან ლუმპენპროლეტარუს ნაწილს) დაებადა ილუზია რომ ეს ყველა სიკეთე მათ ეკუთვნით და სულაც არაა საჭირო ვინმეს მადლიერი იყო იმისათვის თუ ცხოვრება შენი ბინის კარის გარეთ გაუმჯობესდა. ან უარეს შემთხვევაში არ არიან ხელისუფლების მადლიერნი იმიტომ რომ არსებობენ პრინციპით "ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველაფერს თუ მე მაცივარში სარდელი არ მიდევს".


მე როგოორც ექიმ რეანიმატოლოგს ხშირად მიწევს რთული ტრავმის (ავარია, ცეცხლნასროლი ჭრილობა, სიმაღლიდან ვარდნა, სისხლდენა..) შედაგად მძიმე შოკში მყოფი ავადმყოფის მკურნალობა. ასეთ მდგომარეობაში მოხვედრილი ადამიანის გადარჩენისათვის რამდენიმე აუცილებელი პირობა უნდა შესრულდეს.* დახმარება უნდა ჩატარდეს სწრაფად და დაუყოვნებლად. მიუხედავად იმისა რომ ამ დროს სახეზეა პოლიორგანული უკმარისობა, მთელი სხეულის ქსოვილებს, <სტრონგ>ყველა ცალკეულ უჯრედს და შედეგად უჭირს ტვინს, გულს, თირკმელებს, ღვიძლს, <სტრონგ>გადარჩენის გზა არა ცალკეული უჟრედის, ქსოვილის ან თუნდაც ორგანოს მკურნალობა კი არ არის, არამედ სისხლის შემცვლელებით სისლძარღვების შევსება და არტერიული წნევის დარეგულირებაა. ასეთ დროს სრულიად უსარგებლო და რეალურად აუსრულებელი მიზნებია: ცალკეული ორგანოს ან ორგანოთა სისტემების ფუნქციის გამოსწორება, მით უფრო უსარგებლო და განუხორციელებელია მიზანი – ცალკეული უჯრედებისათვის ენერგიეს მიცემა.

ამ სიტუაციის ანალოგიით მე წარმოვიდგენ 2003 წლის საქართველოს როგორც შოკში მყოფ წაქცეულ ავადმყოფს, რომელსაც პოლიორგანული უკმარისობა აქვს და შესაბამისად მისი ყველა უჯრედი - ადამიანი განიცდის შიმშილს, მაგრამ ამ ავადმყოფის სამკურნალოდ განუხორციელებელი მიზანია – დააპურო ყველა ეს შეწუხებული ადამიანი. შოკში მყოფი ადამიანის მკურნალობის ანალოგიით ასეთ ავადმყოფს მხოლოდ მისი ძირითადი მაგისტრალური და პერიფერიული სისხლძარღვების შევსება და არტერიული წნევის აწევა გადაარჩენს. ანუ მკურნალის/ქვეყნის ხელისუფალის რესურსი უნდა დაიხარჯოს სწორედაც რომ საერთო სტრატეგიულ მიზნებზე (გზები, ჯარი, საბაჟო, პოლიცია, ინვესტიციების მოზიდვა) და არა ადამიანების (უჯრედების) დაპურებაზე (რაც რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ შეზღუდული რესურსების პირობებში შეუძლებელია და კარგი განვითარების პერსპექტივის ალტერნატივას წერმოადგენს.
<დივ>
<დივ> ხვალ ინაგურაციაა. მისი პარალელური მიტინგი ჩემთვის შოკში მყოფი უჯრედების ტკივილია, რომელთა მკურნალობა სწორადაა დაწყებული, მაგრამ მკურნალობას ისევე როგორც ყურძნის დამწიფებას დრო ჭირდება.
<დივ ალიგნ="ლეფტ"><სტრონგ> მე ვუსურვებ პრეზიდენტ სააკაშვილს არ დაავიწყდეს, რომ ის ქვეყანა საქართველოს პრეზიდენტია და არა მხოლოდ გღევანდელი დაბნეული ამომრჩევლების. ის იმ ადამიანების პრეზიდენტიცაა ვინც ასაკის სიმცირის გამო ჯერ არა არის ამომრჩეველი. ის იმ ადამიანების წინაშეა პასუხისმგებელი ვინც 3000 წელი ამ მიწაზე ცხოვრობდა და ამ ქვეყანას თავისი სისხლითა და ოფლით ინარჩუნებდა. მე ვუსურვებ პრეზიდენტს არ მოიდრიკოს კონიუნქტურის წინაშე და გააგრძელოს მტკიცე რეფორმები.

No comments: