Wednesday, January 23, 2008

vulocav opozicias

თუ გახეთქავ, გასკდება და დაიღვრება ძვირფასო ოპოზიციურო ამომრჩეველო


დღეს 22 იანვარია. "კურიერში" რუსეთის სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილის ინტერვიუ იყო, შეკითხვაზე - რას იტყვით ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთს ხელი რომ გაუწოდა და ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყება რომ შესთავაზაო მან უპასუხა. სააკაშვილმა ისეთი საეჭვო გამარჯვება მოიპოვა, რომ უტვინო (ბესზუმეცი) უნდა იყოს რომ რუსეთს შეეწინააღმგეგოსო.
სააკაშვილის მმართველობის პირველი ოთხი წელიწადი იყო ერთი ლოზუნგით სვლა " მე მივდივარ მძიმე და წინააღმდეგობებით აღსავსე გზით ქართველოს ხელმწიფოს ასაშენებლად და თქვენ (მოსახლეობა) მომყვებით?”
და მას მიჰყვებოდა ხალხი დანატრებული ქართული გამარჯვებებისაკენ: ხალხისა და სააკაშვილის ერთობის პირობებში მოხერხდა შევარდნაძისა და მისი მომზადებული უცნობი შთამომავლის დამყაყებული პერსპექტივიდან თავის დაღწევა, აჭარის გათავისუფლება, კოდორის ხეობის გათავისუფლება, განმუხურის გთავისუფლება. სწორედ პრეზიდენტისა და ხალხის ერთიანობამ დააეჭვა რუსეთის სტრატეგები თავის გადადგმულ სასტიკი ნაბიჯების სისწორეზე, “სწორია კი ხალხს რომელიც 70 წელია მუშაობს რუსეთის ბაზრის მოთხოვნილობების შესაბამისად, ერთი ხელმოწერით დავუკეტო ბაზარი და გავუფუჭო ჭირნახული ყურძენი, ვაშლი, ციტრუსი და მწვანილი. სწორია კი საზღვრების ჩაკეტვა, გაზის გადაკეტვა ყინვების პიკზე, ეს ხალხი – ქართველები აღარ არიან ადვილი სამართავი. ისწავლეს ჭკუა 1991 წლის გამო და ახლა აღარ აჰყვებიან ჩვენი ინტერესების გამტარებელ პროვოკაციებს.ეს ხალხი მაინც არ მოიცილებს სააკაშვილს და ჩვენ კი ისტორიაში ჩაგვეწერება რთულ სიტუაციაში მათი, ქართველი ხალხის გაწვალება და გაწირვა.”
წინ იყო დიდი გამარჯვებების წყება, მთავარი გამარჯვებების დრო ახლოვდებოდა, მაგრამ დღეს, ოპოზიციის, ბინძური ფულისა და ქართველთა დიდი ნაწილის მტრობის (იქნებ სულაც ზოოლოგიური ოპტიმიზმის და არა მტრობის) შედეგად სააკაშვილმა და საქართველომ დიდი დარტყმა მიიღო. "ჩვენ არ მოგყვებით ამ გამარჯვებების გზაზე, ჩვენ არ გვინდა შენი გამარჯვებები, ჩვენ გვინდა დაპირებული სიკეთე დღეს, ჩვენ დაგვირიგეთ ბიუჯეტის ზრდით ხაზინაში დაგროვილი ფული, რა გააწყალეთ ამ გზებით, ჯარით, სახლების ღებვითა და შადრევნებით. ჩვენ მოგვეცი ეგ ფული” გამარჯვების აუცილებელი პირობა გამარჯვების იმედია, ეს ხალხი კი, ქართველი ხალხი საქართველოს 47% ხმაჩახლეჩილი ყვირის - "მე არ მჯერა გამარჯვების! მე მჯერა ჩემი მაცივრის და მისი შიგთავსის!"
გილოცავთ ბსტონო ოპოზიციონერებო, თქვენ მიაღწიეთ იმას რომ, მსოფლიო პროგრესის შეჯიბრს უიმედოდ ჩამორჩენილი საქართველო რომელიც ბოლო ოთხი წელია სწოდაც რომ დიდი შიდა ბრძოლების ხარჯზე ცდილობდა განვითარებული ქვეყნებისათვის დაენახვებინა რომ პროგრესის ცივილიზაციისა და წესიერების იმდენად დიდი რეზერვი აქვს რომ, ღირს მასთან პარტნიორობა, მეგობრობა და ნდობა, ახლა კვლავ მუხლზე დაჩოქილია, მისი ხალხის სახელით კვლავ ეგზალტირებული მარგინალები ლაპარაკობენ. ევროპა ხედავს გამარჯვების ურწმუნო აგრესიულ, არაკონსტრუქციულ კანონებისა და კონსტიტუციის უარმყოფელ ხალხს რომელიც ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობს და რაც ყველაზე დამაფიქრებელია - მართლაც ბევრნი არიან, არჩევნებში მონაწილე მოქალაქეთა 47%. და რომ არა საქართველოს მოსახლე აზერბაიჯანელებისა და სომხების ტოლერანტობა საქართველოს სახელმწიფოსადმი, რომელთა მოქალაქეობრივმა წესიერებამ - ხმა მიეცა სააკაშვილისათვის და არა პატარკაციშვილისთვის - საქართველოს რყევა გაცილებით მძიმე იქნებოდა. დაინიშნებოდა არჩევნების მეორე ტური. თუმც.. რა ვიცი იქნებ უკეთესიც კი იყო რომ ქართველ ამომრჩეველს თვალნათლივ დაენახა რომ, არჩევნები საპროტესტო აქცია კი არ არის, არამედ შენი ცხოვრების მომავალი 5 წლის განმსაზღვრელი საპასუხისმგებლო სიტყვაა, სიტყვაა რომლითაც მსოფლიომ ჩვენდა სასიკეთოდ ყურადღების ცენტრში მოხვედრილ საქართველოს უნდა მოუსმინოს, უნდა გაიცნოს ეს ხალხი – ქართველები.

No comments: