Tuesday, September 30, 2008

ღია წერილი ოსებს

მოგიწიდებთ შევადგინოთ ერთობლივი წერილი.

ყველა წერილს ცალკე პოსტად დავდებ და თქვენი კომენტების შეჯამებით შევადგენ.

გთხოვთ აქტიურობას, გთხოვთ გადასცეთ ვისაც შეეძლება თუნდაც ერთი საჭირო ფრაზის ჩამატება.




გამარჯობა ოსო!

ჩვენი ხალხების მომავალ ისტორიაში კიდევ დიდხანს იტრიალებს შეკითხვა - რატომ მივედით 2008/7 აგვისტომდე?

90-ანი წლების დასაწყისის ომები და ყაჩაღობები ხალხს იმდენად მწარე გამოცდილებად დაგვაჩნდა, რომ იარაღზე ქართულმა ზოგადოებამ პრინციპული უარი თქვა. ვარდე ბის რევოლუცია, აჭარა, ნოემბერი უსისხლოდ დამთავრდა.

და მაინც, საქართველოს სახხელმწიფოს უფრო ეფექტური სამშვიდობო პოლიტიკის გატარება შეეძლო.

არ აღმოჩნდა საკმარისი სანაკოევი, ტვ-ალანია, კინოთეატრები და სტადიონები, არ მიუვიდა მოსახლეობის გულს არც პრეზიდენტის ოსურ ენაზე სამშვიდობო მომართვები და არც ფართო ავტონომიის. ოფიციალური შეთავაზებები.

საქართველოს ბოლო 5 წლის აღმშენებლობის კვალდაკვალ ქართული ჯარიც აშენდა და გაძლიერდა, ჩვენ ვთვლოდით რომ ჯარის სიძლიერე ქვეყნის ეკონომიკის წარმატებებსა და ქვეყნის მასიური რემონტის თანხლებით ოსებსა და აფხაზებს წაახასებდა საქართველოსკენ გამოსახედად.

Mაგრამ ხალხს ესეთი არჩევანი რუსეთმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ მისცა. Pირველ როგში რა თქმა უნდა, რუსეთმა.

2004 წლიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ომი. Oმი, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოს დაჩოქებაა. შაქართველოს დაჩოქება კი, რუსეთს თავისი ფიზიოლოგიური სწრაფვის - მსოფლიო ბატონობისთვის უნდა. ეკონომიკის Yველა სახელმძღვანელოში წერია თუ რა ცუდი რამაა მონოპოლია. მონოპოლიის საწინააღმდეგოდ ყველა ცივილიზებული ქვეყანა იყენებს სპეციალურ ანტიმონოპოლიურ კანონებს. რუსეთმა კი განიზრახა მონოპოლიის მარწუხებში მთელი ევროპა მოექცია. Aმ მიზნისათვის მან დაისახა ერთპიროვნულად გააკონტროლოს ის ნავთობპროდუქტები, რომელიც რუსეთის გარდა შუა აზიასა (ყაზახეთი, თურქმენეთი) და კავკასიაში (აზერბაიჯანში) მოიპოვება. რუსეთის მიზანია ხელში ჩაიგდოს მთელი ამ ნაკადის ონკანი, და ევროპას თავისი პირობები წაუყენოს. ამ გეგმის ასასრულებლად რუსეთს საქართველოს დაჩოქება სჭირდება. საქართველოს კი , გარდა იმისა რომ პატარა და მცირერიცხოვანია, განსაკუთრებული სუსტი მხარეებიც აქვს - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი

რუსეთმა მოიპოვა მშვიდობისმყოფელის სტატუსი საქართველოს აჯანყებულ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვარზე. რუსეთმა მოახდინა ამ რეგიონების მოსახლეობის გარუსება მათთვის რუსეთის პა პორტების მა ობრივად დარიგების გზით.

რუსეთმა კატეგორიულად უარყო ყველა სამშვიდობო გეგმა, რომელიც თბილისმა ცხინვალსა და სოხუმს შესთავაზა. რუსეთმა განაცხადა რომ თუ ამერიკა აღიარებს კოსოვოს, რუსეთი აღიარებდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს (ამერიკის მიერ კოსოვოს აღიარებისათვის საქართველო რატომ უნდა დასჯილიყო, ამაზე პასუხი არცერთ რუსს არ გაუცია).საქართველო ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა.



დღევანდელი საქართველოს უპირველეს ისტორიულ ვალს მომავალი და წარსული საქართველოს წინაშე ქვეყნის გაერთიანება წარმოადგენს.

ქვეყნის გაერთიანებას წინ გადაეღობა:
რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ემბარგო.
რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის რუსეთის პასპორტების დარიგება და ამით მათზე პროტექტორატის დაწესება.

-რუსეთის მუქარა, რომ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას (რაც რეალურად ამ მიწების აქართველოსთვის ჩამოჭრასა და რუსეთისთვის მიწებებას აღნიშნავდა

-რუსული სამშვიდობო ძალები ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე გადაიქცა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების სასაზღვრო ჯარად.ამასთანავე რუსეთ საქართველოს და რაც უფრო საგუსხმო იყო - რუსებსა და ქართველებს შორის საუკინოვანი მეგობრული ურთიერთობების ბურუსში , დღევანდელი საქართველო არ კარგავდა იმედს, რომ რუსეთის სახელმწიფო და მისი ერთერთი ინსტრუმენტი ობესმე საქართველოში მართლაც შეასრულებდა სამშვიდობო მისიას და ხელს შეუწყოფდა ქართველთა ოსთა და აფხაზთა შორის ურთიერთობის აღდგენას.ოპტიმისტური პროგნოზებით, ჩვენ ვთვლიდით, რომ რუსეთი გახდებოდა კონსტრუქციული მას სემდეგ, რაც დაინახავდა საქართველოს წარმატებებს ეკონომიკის, წესრიგისა და თუნდაც სამხედრო თვალსაზრისით. 2004 წელს აღმოჩნდა რომ ეს მოსაზრება უსაფუძვლოდ ოპტიმისტური იყო, რუსეთს, პუტინის რუსეთს გადაწყვრტილი ჰქონდა საქართველოს დაჩოქება. Aმ დროიდან მოყოლებული რუსეთმა ჩამოიხსნა ბრძენი, მშვიდი მშვიდობისმყოფელის ნიღაბი და დაიწყო მიზანმიმართული დესტრუქცია. შაქართველო-რუსეთის საზღვრის ჩაკეტვა მოქალაქეებისა და იმპორტ-ექსპორტისათვის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის პასპორტების დარიგება და გამარტივებული სავიზო რეჟიმის შექმნა, სეპარატისტული მთავრომების მართვაში მონაწილეობა და ჯარების შეიარაღება. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით საქართველოსგან მტრის ხატის შექმნას
ჩვენ,

საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეები ვერასდროს შევეგუებით საქართველოს დანაწევრებას. ბუნებრივია ის ძალა, რომელიც შეიარაღებული ებრძვის საქართველოს სახელმწიფოს არის ჩვენი სახელმწიფოს მტერი

მასთანავე ჩვენ ანგარიშს ვუწევთ იმ ფაქტს, რომ ეს სეპარატისტული ომები გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მსოფლიო მასშტაბის პანდემია იყო და მასში მონაწილე მოქალაქეები (ყველა მხრიდან) იყვნენ გარემოების მძევლები, შესაბამისად ჩვენ არათუ ძველი ომების მონაწილეთა მიმართ გვაქვს ნაკლები აგრესია, არამედ გარკვეული თანაგრძნობით ვეკიდებით I™€მ ახალწვეულ ჯარისკაცებსაც, რომენიც დღეს შეიძლება სეპარატისტული ჯარის უმრავლესობას წარმოადგენს, მაგრამ 90-იანი წლების დასაწყისში ბავშვები იყვნენ, და შესაბამისად ისინი ახლა არიან სიტუაციის მძევლები.
ჩვენ ვიმედოვნებდით რომ ანალოგიური ტოლერანტული და ანტიქსენოფობიური ტენდენციები ოსურ იმძლავრებდა და ჩვენი პოზიციების მშვიდობიანი შეჯერება შესაძლებელი გახდებოდა. Dდღევანდელი გადმოსახედიდან აშკარაა რომ სწორედ რუსეთი და მის მიერ გამოკვებული სეპარატისტული მთავრობები ჩადგნენ ჩ ენს შორის.

მაგრამ თავისი იდეოლოგიის ბოლომდე გატანა მათ ვერ შეძლეს.გაჩნდა სანაკოევის მთავრობა, მოსახლეობის მცირე ნაწილმა გაბედა ეთქვა ხმამაღლა ქართველთა და ოსთა მშვიდობიანი თანაცხოვრების აუცილებლობის შესახებ. ფუნქციონირებდა ოსური გადაცემა საზოგადოებრივ არხზე, ოსური არხი "ალანია", ოსი სპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიადაში საქართველო სახელით (იმ ნაკრების შემადგენლობაში, რომლის თავმჯდომარე ოსი გახლავთ). Mთელი საქართველოს ოსები დარწმუნდნენ, რომ ქართველთა სახელმწიფო მათთვის უსაფრთხო და მეგობრული სახელმწიფოა. საქართველოს სახელმწიფომ გადალახა რამდენიმე უხერხულობა ოსების სასარგებლოდ: აღიარა ოსური დროშა საქართველოში და აღიარა რუსული ენის, როგორც ს.ოსეთის მოსახლეობასთან ურთიერთობის ენა. ბოლო მნიშვნელოვანი და მძიმე კომპრომისი, რომელზედაც წავიდა საქართველოს ხელისუფლება, და რომელსაც აუცილებლად გააკრიტიკებდა ოპოზიცია ქვეყნის შიგნით და ნატო ქვეყნის გარეთ, იყო სამხრეთ ოსეთის მაღალი სუვერენიტეტის გარანტად რუსეთის მოწვევა.მაგრამ, ვითვალისწინებთ რა ჩვენი ა ლო წარსულის ლიტიკური კატაკლიზმების სირთულეს, მრავალსაფეხურიანობას, გარეშე ძალის დომინირებას, წარსულის ინერციას და სხვა ფაქტორებს, ჩვენ კვლავაც დიდი მოთმინებით მშვიდობიანად და პრინციპულად შევეცდებით მტერი გავხადოთ მოყვარე.როცა ვამბობთ მტერი, მხედველობაში არ გვყავს ოსები, საქართველოში მცხოვრებ ოსებში ჩატარებული რეფერენდუმი რომ იყოს გადამწყვეტი, საქართველოს სამხრეთ ოსეთის პრობლემა არ ექნებოდა.

თქვენ წარმოადგენთ საქართველოს ოსების უმცირესობას, რომელსაც რუსეთის სახელმწიფომ საშუალება არ მოგცათ ობიექტურად შეგეფასებინათ ის სტატუსი, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში გექნებათ. 2008 წლის 7 აგვისტოს თქვენდამი უდიდესი დათმობის შედეგად საქართველოს პრეზიდენტმა შემოგთავაზათ ფართო ავტონომია საქართველოში რუსეთის პატრონაჟით.ეს ძალიან მძიმე წინადადება იყო იმ ქვეყნის ლიდერისაგან, რომელიც ბოლო 15 წელია ისწრაფის ნატოსკენ და ისჯება ამისათვის. Eს წინადადება დაურკვეველი დიდტანციით აშორებდა ერთმანეთს საქართველოს ნატოსაგან, მაგრამ თქვენ ეს წინადადება მაინც მიიღეთ.მოფიქრება და Pპასუხი არავინ გაცალათ, ქართული სოფლების დაბომბვა გაორმაგებული ძალით განაგრძეს რუსეთის გეგმით მომქმედმა თქვენმა ჯარისკაცებმა.

თუ არ გჯერათ რომ პრეზიდენტის წინადადებაზე პასუხად მოსახლეობის დაბომბვა რუსეთის გეგმის ნაწილი იყო, მაშინ გვიპასუხეთ, არის თუ არა ეს ბოლო აქტი წინა ქმედებების ლოგიკური გაგრძელება?
1. რუსეთის თითქმის ყველა ტელეარხი წინა კვირის განმავლობაში პერმანენტულად აჩვენებდა ჩრდილოეთ ოსეთში მოსახლეობის კილომეტრიანი ავტოკოლონებით გახიზვნის კადრებს, აჰა ცხინვალი ახლა დასახლებული პუნქტი კი არ არის, სამხედრო წერტილია საიდანაც შენს მოსახლეობას ბომბავენ, და თუ მაგარი ხარ დაიკავეო.

2. ცხინვალიდან ცეცხლი გაორმაგებული ინტენსივობით და ახალი, რეგიონისათვის აკრძალული იარაღით წარიმართა.ქართული სოფლების მრავალტანჯული და მრავალის მომთმენი მოსახლეობა დაბომბვის ინტენსივობიდან და მუდმივი სარდაფებში ცხოვრებიდან შეწუხებულები კონფლიქტის ისტორიაში პირველად ერთხმად მოითხოვდნენ პრეზიდენტისაგან შველას.

3. ცხინვალში ჩაასულ სახელმწიფო მინისტრს ოსეთის მთავრობის წარმომადგენლები არ შეხვდნენ.
ამით გასცეს მთავარი გეგმა.სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ მთავრობას, რომელმაც ქალები და ბავშვები ჩრდილოეთში გახიზნა ომის თავიდან აცილებაში დაინტერესებული არ იყო, პირიქით უნდოდა.

4. 7 აგვისტოს რუსეთის მხრივ მდგომარეობის ესკალაციის და ომის საშიშროების გაღრმავების წინაშე მდგომმა საქართველოს პრეზიდენტმა თხოვა სეპარატისტებს ცეცხლის შეწყვეტა, რის სანაცვლოდაც ის მათ დიდ ახალ დათმობას სთავაზობდა - საქართველოს შემადგენლობაში ფართო ავტონომიასა და ქვეყნის მართვაში მონაწილეობას დაუმატა ავტონომიის გარანტად რუსეთის სახელმწიფოს აღიარებას.იმ მდგომარეობით სეპარატისტული განწყობების მატარებელთათვის დიდი პლიუსი იყო, ოსეთს მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში კი პრეზიდენტი ოპოზიციის მუდმივი საკბილო გახდებოდა ცხვრის მგლისთვის მიბარებისთვის, მაგრამ სეპარატისტებს ეს ვარიანტიც არ განუხილავთ, დარწმუნებული ვართ რუსეთის დრძანებით.
რუსეთს ხომ გაცილებით დიდ ნადავლზე იყო საომრად წამოსულიდა და არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთზე. შამხრეთ ოსეთის ფაქტიურ ხელმძღვანელობას შეეძლო ამ გეგმის შეჩერება, მაგრამ რუსეთის სცენარი მისთვის საკუთარ მოქალაქეთა და ჯარისკაცთა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
ქართველები, ვითვალისწინებთ რა იმ სიტუაციის სირთულესა და მრავალპლანიანობას, რომელშიც აღმმოცნდა სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებელი ოსური მოსახლეობა ბოლო 15 წლის განმავლობაში, არ აღიქვამს ოსებს როგორც მტერსა და მოღალატეს. რის დამადადტურებელი უამრავი სიმპტომი შეიძლება დასახელდეს, აღვნიშნავთ მხოლოდ ერთს, თბილისის ინტერნეტ ფორუმს. Iნტერნეტ ფორუმი თავისი არსით არის მაქსიმალურად თავისუფალი, უცენზურო კონტრასტული და კატეგორიული. თბილისის ფორუმში ომის მსვლელობისას და ომის შემდეგ დღეში პოლიტიკის განყოფილებაში დაახლოებით 20 ახალი თემა რეგისტრირდება. Aმ თემების ავტორები და მოკამათეები (დღეში დაახლოებით 2000 ინკოგნიტო ადამიანი, რომელთა პასუხისმგებლობა მხოლოდ საკუთარი ფსევდონიმი-ავატარის რეპუტაციის გაფრთხი ების სურვილით შემოიფარგლება) ძალიან კორექტულები არიან ოსების მიმართ, მაშინ როდესაც რუსების მიმართ თავის უკიდურეს აღშფოთებას ფორუმის სპეციფიკის შესაბამისად, უკიდურესად აგრესიულად გამოხატავენ.ოსების თემას ფორუმში შეეხო რამდენიმე თემა, რომელთა ძირითადი გეზი სამხრეთ ოსეთის რუსეთის მოქალაქე ოსების ფსიქოლგიური და სოციალური სურათის გამოკვეთა შეეხებოდა.მიუხედავად იმისა რომ ომის დროსა და ომის შემდეგ თბილისის ინტერნეტ ფორუმში დღეში 40-60 ახალი თემა იხსნებოდა და უამრავი ადამიანი მონაწილეობდა დისკუსიებში, ანტიოსური განწყობა ფაქტიურად არ გამოჩენილა. Mჩვენ ვთვლით, რომ ეს უკვე ისტორიაა, ეს თავშეკავება ოსების მიმართ არის ყველაზე გულწრფელი დადასტურება ქართველთა მზადყოფნის, ერთობლივ სახელმწიფოში იცხოვრონ ოსებთან და აფხაზებთან.

2 comments:

Zurab said...

ძალიან სამწუხაროა რომ ჯერ კომენტარები არ ყოფილა.

არ ვიცი ჩემს აზრს რამდენად გაიზიარებთ, მაგრამ რამდენიმე საკითხის ფორმულირებას არ ვეთანხმები. კერძოდ, საუბარი იმაზე რომ ქართული ჯარის მშენებლობას შეეძლო წაეხალისებინა განდგომილი რეგიონის მოსახლეობა რომ გამოეხედათ საქართველოსკენ - არ მიმაჩნია რომ ეს ლოგიკასთან იყოს ახლოს.

არც ის მიმაჩნია ეფექტურად რომ ოს ხალხს მივმართოთ ტექსტით სადაც რუსეთს ოკუპანტად და აგრესორად მოვიხსენიებთ (მიუხედავად იმისა, რომ ცხადია ეს ასე არის). იმ ოსებისთვის ვინც რეგიონში ცხოვრობს, რუსის ჯარი ამჟამად უსაფრთხოების გარანტს წარმოადგენს. ჩემის აზრით სწორედ იმაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ ეს ჯარები მოსახლეობის უსაფრთხოებას კი არ იცავენ, არამედ საკუთარ ინტერესებს მსოფლიო გავლენის მოსაპოვებლად და როგორც კი ოსეთის თემა აღარ იქნება ამისთვის საჭირო, მაშინვე მოუწყობენ მათ ბესლანს, და სხვა საზარელ ტრაგედიებს.

ამასთანავე, მოდით ნუ მოვყვებით ომის ქრონოლოგიას. ნუ დავიწყებთ ოსებთან საუბარს იმაზე რომ "რუსებმა ქნეს რაც ქნეს" და ჩვენ ძმობის მეტი არაფერი გვინდაო. ძალით ძმობას ვერ მოვიპოვებთ... ამიტომ შევთავაზოთ ოსებს რომ დავივიწყოთ ეს ომი - დავივიწყოთ რაც შეიძლება მალე - მიუხედავად იმ ტკივილისა რაც მიადგა ოჯახებს ორივე მხარეს ამ ომისა. დავივიწყოთ იმიტომ რომ ომის მოგონებები ძმობაზე საუბრობისთვის ადგილს არ ტოვებს. დავივიწყოთ იმიტომ რომ არ არსებობს სახელმწიფო, სადაც ხალხი ერთიანი კულტურული და ეკონომიკური ინტერესებით არ არის დაკავშირებული. და თუ ერთიანი სახელმწიფო გვინდა, მაშინ მივწეროთ ოსებს, რომ ჩვენ ვამაყობთ მათი კულტურით, ვამაყობთ მათი ისტორიით და შევთავაზოთ ღია საზღვრები და ნუ მოვაქცევთ იზოლაციაში; დავეხმაროთ და გავუნაწილოთ დახმარება რაც ქვეყანაში შემოდის.

შეიძლება ძალიან მიამიტად გამომივიდა?.. მაინც იმედი მაქვს რომ არა, და თუ არა ალალად და მიამიტად მისვლა ოს ხალხთან, სხვანაირად ვერ მივალთ მათთან ვერასდროს.

დაივიწყეთ ომი, რომელიც არ იყო არც საქართველოსი და არც ოსეთის; ეს ომი იყო რუსეთსა და მის მეტოქეებს შორის. ოსებო და ქართველებო, ნუ დავემსგავსებით იმ მამლებს, რომლებსაც სხვადასხვა პატრონები აჩხუბებენ. როგორც არ უნდა გაუხარდეს ამ პატრონს საკუთარი მამლის გამარჯვება, მალე დაიჭერს და თავს წააცლის, როგორც კი მოშვდება...

Anonymous said...

zuko madloba komentarisTvis.

Seni werilidan bevris gaTvaliswineba SeiZleba:
ამასთანავე, მოდით ნუ მოვყვებით ომის ქრონოლოგიას. ნუ დავიწყებთ ოსებთან საუბარს იმაზე რომ "რუსებმა ქნეს რაც ქნეს" და ჩვენ ძმობის მეტი არაფერი გვინდაო. ძალით ძმობას ვერ მოვიპოვებთ... ამიტომ შევთავაზოთ ოსებს რომ დავივიწყოთ ეს ომი - დავივიწყოთ რაც შეიძლება მალე - მიუხედავად იმ ტკივილისა რაც მიადგა ოჯახებს ორივე მხარეს ამ ომისა.

ომი, რომელიც არ იყო არც საქართველოსი და არც ოსეთის; ეს ომი იყო რუსეთსა და მის მეტოქეებს შორის. ოსებო და ქართველებო, ნუ დავემსგავსებით იმ მამლებს, რომლებსაც სხვადასხვა პატრონები აჩხუბებენ. როგორც არ უნდა გაუხარდეს ამ პატრონს საკუთარი მამლის გამარჯვება, მალე დაიჭერს და თავს წააცლის, როგორც კი მოშვდება...

ჯარები მოსახლეობის უსაფრთხოებას კი არ იცავენ, არამედ საკუთარ ინტერესებს მსოფლიო გავლენის მოსაპოვებლად და როგორც კი ოსეთის თემა აღარ იქნება ამისთვის საჭირო, მაშინვე მოუწყობენ მათ ბესლანს, და სხვა საზარელ ტრაგედიებს.

zogi mosazreba SeiZleba koregirdes:
ქართული ჯარის მშენებლობას შეეძლო წაეხალისებინა განდგომილი რეგიონის მოსახლეობა რომ გამოეხედათ საქართველოსკენ
marTlac Sesacvlelia. waxaliseba sityva am konteqstSi gamousadegaria