Thursday, September 25, 2008

JOYSKIP- ჯოისკიპი





ეს სიტყვა თუ სახელი - ჯოისკიპი ერთი 10 წლის წინ მომივიდა თავში და მას შემდეგ მგონია, რომ ჰა და ჰაა გავიგონებ მის რეკლამას.

მაგალითად ასეთს

სონი ჯოისკიპი საშუალებას მოგცემთ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა, სიმხნევე და ფიზიკური ფორმა დღეში მხოლოდ 20 წუთი თამაშით.
სონი ჯოისკიპი ეს არის ახალი შეგრძნებები, ახალი აზარტი და ფიზიკური მონაწილეობა ინტერაქტიულ კომპიუტერულ თამაშებში.

ნუ ეს ფრაზები, სერიოზულად კი რა ხდება.
ევოლუციური წესრიგის შესაბამისად ადამიანის ორგანიზმი მოწყობილია ისე რომ (ისევე როგორც ყველა ცხოველის) სტრესს (ლომის ღრიალი, შველის ფაჩუნის ხმა, მტრის ყიჟინი, ჭექა ქუხილი) უნდა მოჰყვეს აქტიური და სწრაფი ფიზიკური პასუხი (გაქცება, გაკიდება, დამალვა, სროლა, აცდენა და ა. შ.).
შესაბამისად სტრესისას გადმოსროლილი ადრენალინი იწვება, იხარჯება დანიშნულებისამებრ.

რას აშავებს ამ მხრივ ჯოისტიკი.
სტრესების პასუხი შემოიფარგლება მხოლოდ თითების სწრაფი მოძრაობით.

მარტივად რომ ვთქვათ ჯოისტიკი გამოუყენებელი ადრენალინის დაგროვებას ახდენს.
სწორედ ამ სტრესისა და პასუხის შეუსაბამობის გამო ხტუნავენ ბავშვები სკამზე ერთ ადგილას პირველი თამაშებისას, და ხანდახან კი ღამეც, მძინარეებიც წამოხტებიან თამაშებით დაგროვილი სტრესის ფიზიკურად განუმუხტევობის გამო.


ჯოისკიპი კი საშუალებას მისცემს მოთამაშეს ფიზიკურად იმონაწილეოს თამაშში.

წარმოიდგინეთ ხალიჩა, რომელიც მასზე მდგომი მოთამაშის წონის ცვლილებით ხვდება მოთამაშის მანევრს:
წონის გადატანა ერთ ან მეორე მხარეს - საწინააღმდეგო მიმართულებით ბიჯი
წონის სწრაფი დაკლება- ჩაკუზვა
წონის სწრაფი მომატება -ახტომა
და ა. შ.
ფანტასტიკა არ არის, გაკეთებადია. ყოველ შემთხვევაში იმათთვის გაკეთებადია.

სახელი ჯოისკიპი ჯოისტიკის ნაცვლად ზედგამოჭრილია.

ველოდები რომ გამოვიდეს და ბავშვებს ვუყიდო, მაგრამ გავიდა უკვე 10 წელი.

8-9 წლის წინ ჩემითაც შევეცადე პრიმიტიული ვარიანტის გაკეთება, ნერვები არ მეყო რომ დამენთავრებინა. ახლა ის დაფა სოფელში ბაღის სკამ-სავარძლის საზურგედ მაქვს.

No comments: