დღეს სიტყვებით ჩამომიყალიბდა ის რასაც დიდი ხანია ენის წვერზე ვატარებ და წინადადებებად კი ვერ გადამეყვანა ამდენ ხანს.
რა მრჯიდა 40 წლის სამშვილიან რეანიმატოლოგს, კარგი (ექიმისთვის) კარიერით, ასე თუ ისე ნორმალური ანაზღაურებით, ნორმალური ოჯახითა და გერემოთი რომ..
1. მეწერა ეს ბლოგი
2. მეჩხუბა ფორუმში ვიღაც ხალხთან
რა, საქმე გამომელია?
და ზუსტი პასუხიც მაქვს!
1991 წელს, მე პასიური მაყურებელი ვიყავი მთავრობისა და ვიღაცეების ბღლარძუნის.
ამ ბღლარძუნის შედეგად რუსეთმა გაიმარჯვა, დედა გვიტირა საქართველოს ყველა კვადრეტულ მეტრზე, და ესეც რომ არ ეყო, მოსახლეობა ფაქტის წინაშე დაგვაყენა - თუ მთელი საქართველო გუმისთაზე არ დადგა, საქართველო აფხაზეთს წააგებს და მტერი იგივეს გააკეთებს რაც გაგრაში გააკეთა.
და მე ვინ მრჯიდა, ერთი თვე ვიყავი გუმისთის ხეობაში. შრომა, ახალშენი, კამანი და გუმისთისგადაღმა შუბარა.
ბევრი დაგვიხოცეს,
ბევრიც ტყვიებს, ტრასირებს, გრანატებსა და ზოგიც დანებს შემთხვევით გადავურჩით.
ჩემი ძმაკაცები სოხუმში ღამე გრუზავიკის ბორტზე დაყრილ ამოუცნობ გვამებში ჩემს ამოცნობას ჩემი ნაცნობი ფეხსაცმელებით ცდილობდნენ.
გაუმართლათ რომ იქ არ ვიყავი, თორემ ისენიც არ წამოვიდოდნენ თბილისში ჩემთან ერთად ერთი კვირის შემდეგ.
გაუმართლათ ჩემ უფროს გოგოს რომ არ დაობლდა იმ დაწყევლილ ცივ და მშიერ წლებში და უფრო გაუმართლათ ჩემ შუათანასა და უმცროს შვილებს, რომლებიც 1995 და 2003-ში გაჩნდნენ.
მოკლედ
მთელ ჩემს ამ განსაცდელს ვაბრალებ იმ ხალხს ვინც გამსახურდია გადააყირავა და სახელმწიფო დათრომბა. დათრომბა ყველა გზა და საწარმო.
არ ვარ ზვიადისტი, ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ.
ხოდა
ბევრჯერ მიფიქრია, რა იქნებოდა საქართველოს 1991-ში რომ ყოლოდა საზოგადოების ბირთვი, იმის შემძლე რომ დროზე მოესვა ადგილზე მოღალატეები და ზომიერი აღვირი ამოედო გამსახურდიასთვის.
მაგრამ არ გვყავდა.
გიჟები გიჟების წინაშე აღმოჩნდნენ და .. შედეგად მე მომიწია სიცოცხლის გარისკვა ნამდვილ ომში.
2007 წლიდან და უფრო ადრიდანაც იგივე სუნი მეცა.
თითქმის ვიცოდი რომ ამ ხალხის ტრაკის თამაში ჩემი სიცოცხლის გარისკვით და ქვეყნისთვის დიდი დანაკარგით დამთავრდებოდა,
და ამ პერსპექტივით შეშინებული მივაწყდი ბლოგსპოტს (მადლობა მას).
მე ჩემი სათქმელი დაფიქსირებული მაქვს.
"არ მეშინია" იყო ოპოზიციის ლოზუნგი, "მე მეშინია" ვწერდი პოსტში. მეშინოდა რომ რუსეთი ამ ხუნტრუცს ძვირად დაგვისვამდა.
ასეც მოხდა.
ოპოზიციის ზიზღისა და მრავალრიცხოვნობის იმედით რუსეთი ვა ბანკ წამოვიდა.
წარმატების იმედმოცემულმა დაიკიდა ის ავტორიტეტი რასაც ევროპის, მსოფლიოს თვალში 15 წელი მონდომებით ქსოვდა.
და ისევ მე და ჩემიანები გავიჭყლიტეთ, პიროვნულად, თორემ ქვეყანა ხომ გაიჭყლიტა და გადაიხნა.
dღevandeli opzicia mezizღeba.
ar mjera ki ara, mezizღeba!
Friday, September 12, 2008
meored, igive mdinareშi
Posted by cartwheel at 2:45 PM
Labels: ზიზღი, ოპოზიცია, საზოგადოება, ხელისუფლება
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 comments:
ra saintereso mosazreba gaqvt......opozicia ki gezizgebat magram visi shecdomebis fonze zlierdebian tu xvdebit?
რა 'პოზიციაცაა', იგივე დონისაა 'ოპოზიცია'...
Post a Comment