Tuesday, February 10, 2009

გეო(გეორგია) ცენტრიზმი

გეო (გეორგია)ცენტრიზმი მჭირს.

გეოცენტრიზმი ხომ გახსოვთ, ასტრონომიის და ზოგადად კაცობრიობის განვითარების იმ ეტაპს ქვია, როცა ყველას ეგონა რომ დედამიწა სამყაროს ცენტრია, რომ მზე და ვარსკვლავები დედამიწისთვის არიან შექმნილი, რომ იციმციმონ და ანათონ.

შემდეგ მეცნიერებმა საფუძვლიანად შეისწავლეს დედამიწის ადგილი სამყაროში და.. დაადგინს რომ ერთი შემთხვევითი ნამცეცი ვართ (უფრო სწორედ ნამცეცის ზედაპირზე მომდგარ ბულიონში გაჩენილი ცილის წარმოუდგენელი ფოკუსების გამოვლინებები) უკიდეგონო სამყაროში და.. გეოცენტრიზმიც ისტორიას ჩაბარდა.


მე კი 21-ე საუკუნეში, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ 6 თვის თავზე ახლა შევდივარ ნეო გეოცენტრიზმში ანუ გეორგიაცენტრიზმში.

4-5-6 თვის წინ, როცა მსოფლიოს ეკომნომიკის ზანზარი ახალი დაწყებული იყო, როცა რუსული ნავთობის ცასგამოკერილმა ფასებმა მოულოდნელად დაიწყო ვარდნა, როცა რუსების მილიარდერებმა და მილიარდერმა კომპანიებმა დიდი ზარალი ნახეს, მაშინ ჩვენების (მასმედიის, ფორუმის) ყიჟინას - ამერიკამ დაგეგმა რუსეთის თავის ადგილზე მოსმა და რუსეთი თავისას ზღავსო, მე პირველი ვეწინააღმდეგებოდი.
კი, იყო განაცხადები ალასკის საბადოების გახსნაზე, რაღაც სხვა შპილკებიც, მაგრამ ახლაც არ მჯერა რომ მსოფლიომ ამხელა მსხვერპლი, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, თავის საზიანოდ იმიტომ აწარმოა, რომ რუსეთი დაემარცხებინა.
არ მჯერა ერთი არგუმენტით - საკუთარ ხალხთან ანგარიშვალდებულობა ცივილიზებულ სამყაროში იმდენად დიდია, რომ ასეთი მასშტაბის კომბინატორობა შეუძლებელია არ გახმაურდეს.

საქართველო უნდა იყოს პრინციპული და შინაგანად გაუტეხავი აყვავებული და გამდიდრებული რუსეთისა წინაშეც. არ არის სწორი რუსეთის ბანკროტობის იმედად ყოფნა მეთქი ვამბობდი.

ისიც მქონდა წაკითხული, რომ მსოფლიო ეკონომიკა სექტემბრიდან ბუნებრივ დაღმავალ მრუდზე გადავიდოდა. ასეთი რხევები (აღმასვლა, დაღმასვლა) დიდი ხნის შესწავლილი ყოფილა ეკონომისტების მიერ და დაღმასვლას ელოდნენ კიდეც.

მაგრამ რაც მოხდა, ყოველგვარ პროგნოზებზე უარესი აღმოჩნდა. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისმა უდიდესი საათივით აწყობილი ქვეყნები დააზარალა, ხალხმა ევროპაში საახლაწლო სათამაშოები არ იყიდა, მეგაკომპანიები სახელმწიფოს მათხოვრად იქცნენ და ა. შ.


ომის შემდეგ ხალხს რამდენიმე სამუშაო თეზა გვქონდა სიტუაციის დანსამარტად.
ჯერ- ამერიკა რუსეთს ეკონომიკურ დარტყმებს აყენებს საქართველოს ოკუპაციაზე პასუხად..

შემდეგ -მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მსოფლიო მასშტაბის მობლენაა, ის მოხდა სპონტანურად, დაუგეგმავად და რუსეთ საქართველოს ომი კრიზისთან არაფერ შუაშია.

ახლა კი -მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა აჩვენა რომ მსოფლიოს სწორება ისევ ამერიკისკენ უნდა ჰქონდეს, თუ ამოსვლა უნდა და რომ რუსეთი სხვა ქვეყნებზე მეტად ზარალდება და იქნებ სულაც მართლაც გაბანკროტდეს.

მე ისევ იმ აზრზე ვრჩები, რომ საქართველომ უნდა ძალიან პრინციპულად და კონსოლიდირებულად იბრძოლოს რუსეთის წინააღმდეგ იმის მიუხედავად თუ რა ტალღაზე იქნება რუსეთი, აღმასვლისა და გაძლიერების თუ დაღმასვლისა და შინაარეულობის.

მაგრამ გეორგიაცენტრიზმი მჭირს მეთქი, რომ ვთქვი ახლა განვმართავ, რა მქონდა მხედველობაში.
2008 წლის აგვისტომდე მსოფლიო იყო რთული:
ცივილიზებული სამყარო და ფეოდალურ-რელიგიური ფუნდამენტალიზმი ერთმანეთის წინააღმდეგ იყვნენ აქოჩრილი და ერთმანეთს ებრძოდნენ ომებით, სანქციებითა და ტერაქტებით.
ამ ორპოლუსიან ომში ცივილიზაცია (აშშ, ნატო) ასე თუ ისე გამარჯვებული რჩებოდა.

იყო კიდევ ერთი მსოფლიო მასშტაბის მოთამაშე, უდიდესი იმპერიის სსრკ-ს შთამომავალი ატომური რუსეთი, რომელიც პერესტროიკის შემდეგ მართალია ვირეშმაკობით, მაგრამ მაინც მიზანმიმართულად ცდილობდა ცივილიზებული ქვეყნების თამაშის წესებით ცხოვრებას.


ერაყს შეეძლო გაეკეთებინა ატომური ბომბი 5 წელში, ირანს 8 წელში, კორეას 10-ში და ეს ქვეყნები ჩაითვალნენ აგვისტომდელ მსოფლიოში მთავარ დესტრუქციულ ძალად, მსოფლიო სტაბილურობის მთავარ საფრთხედ.
და იყო რუსეთიც, რომელსაც ოდესმე უნდა გაეკეთებინა კი არა, დედამიწის სამჯერ გახეთქვის ძალის მქონე ბომბები უკვე ჰქონდა.
მსოფლიო რა თქმა უნდა სიფრთხილით ეკიდებოდა ამ მონსტრს, რომლის სოციალური ქცევების ჩარჩოებში ყოლას მუდმივი მოფერებებითა და დაყვავებებით ახერხებდა.

2008 წლის აგვისტოში მსოფლიომ დაინახა, რომ წითელი არმია ისევ ცხენზე ზის და ახლა უკვე ავღანეთში კი არა, ახალ ევროპაში დანავარდობს, "რასია კანტრალიროვალა ი ბუძეტ კანტრალიროვაც კავკაზ"-ო, კალინინგრადში რაკეტებიო და... მეტი რაღა უნდოდა მსოფლიო ეკონომიკას, რომელიც თურმე ისედაც ციკლური, ბუნებრივი დაღმავლობის თავქვეზე მისრიალებდა?
ეკონომიკა ძალიან რთული, მრავალპლანინანი არტეფაქტია.

კანონზომიერება კი ასეთია - რაც უფრო რთულია არსება მით უფრო ფაქიზი გარემოპირობები სჭირდება მას სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ბაყაყმს, ტარაკანას, მწერს და ბაქტერიას შეუძლია გაცილებით რთულ პირობებს გაუძლოს, ვიდრე ადამიანმს. ადამიანი მოკვდება იქ, სადაც არ მოკვდება უმარტივესი არსება, მერსედესი გაფუჭდება იქ, სადაც გადარჩება უაზი.
ხოდა ეს ჩვენი ფაქიზი ისედაც დაქნეული მსოფლიო ეკონომიკა რუსეთის გასსრკებამ რეზონანსის ეფექტით თავქვე დაუშვა.

ეხლა იმკის თავისი ტუტუცობის საზღაურს, მაგრამ დანარჩენმა მსოფლიომ რა დააშავა?


გეორგიაცენტრიზმის სხვა არგუმენტების მაქვს ეჭვად, არაეკონიმიკური, უფრო პოლიტიკური. ამაზე სხვა დროს.
ერთ წინადადებაში კი - აგვისტომდელი დაპირისპირებული პოლუსები იცვლება მგონი.


თუკი ამერიკა ირანს, შეუროგებელ ოპონენტს მოურიგდა, ეს იმას ნიშნავს რომ სანამ ჩვენ აქ ჩვენ ტკივილებს ვუსმენტ, მართლა დაწყებულა მესამე მსოფლიო 08.08.08-ში.

1 comment:

Anonymous said...

Excеllent site you have heгe.. It's hard to find quality writing like yours nowadays. I truly appreciate individuals like you! Take care!!

Here is my webpage :: www.2applyforcash.com
My webpage > Payday Loans