Wednesday, February 25, 2009

დღევანდელი ჩემი პოსტი მეტაკაფეს ვიდეოების შესახებ დავწერე (იხ. ქვემდებარე პოსტი) და დავფიქრდი რომ მეტაკაფეს შესახებ არასდროს არაფერი დამიწერია.

არადა მეტაკაფე ჩემს და ჩემი ოჯახის ინტერნეტ ცხოვრებაში დიდ ადგილს იკავებს უკვე მესამე თუ მეოთხე წელია.

ვინც ინტერნეტში ჩემს ბლოგამდე შემოაღწიეთ მეტაკაფეს შესახებ გეცოდინებათ. ალბათ ერთი ორჯერ მოიბეზრეთ და მოინატრეთ, ისევე როგორც მე.
მაგრამ მაინც დავწერ.
მეტაკაფე არის კარგი ადამიანების შექმნილი საიტი, სადაც შეგიძლია მთელი მსოფლიოს ენთუზიასტების მიერ ჩადებული ვიდეოები, ფოტოები, ტექსტები ათვალიერო.

მთავარი კი მაინც ისაა, რომ ეს საიტი მეტაკაფე პრო-ს ერთხელ დაინსტალირების შემდეგ, შენი მონაწილეობის გარეშე მუდმივად ეძებს, პოულობს, ატვირთავს და გასაშვებად ამზადებს იმ მასალას, რაც შენ წინასწარ სეტინგებში შეუკვეთე. საოჯახო ფილტრიც აქვს, რომელიც ძალმომრეობას, ერო-პორნოსა უზრდელურ და განსაკუთრებით მძიმე სცენებს არ მოუშვებს შენს კომპიუტერამდე.

მეტაკაფეში თავს იყრის უამრავი რეალური, დოკუმენტური ვიდეო მასალა იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს ცხოვრება.

თუ მეტაკაფეს ხშირად მიაკითხავ, შენი კალათა ხშირადვე აივსება ახალი ინფოებით, თუ მიივიწყებ და იქნება თავისთვის მოწყენილი და შესაბამისად შენი ინტერესის და ნებართვის გარეშე შენს კომპიუტერში არაფერი ჩაიწერება, ესეც პლიუსია (მე მაგალითად ამ 3-თუ 4 წლის განმავლობაში მეტაკაფეს 3-4-5 თვით ვებუტებოდი ხოლმე, და იჯდა თავისთვის).


ეხლა საქმე

შედით www.metacafe.com- ზე
მოძებნეთ Download Metacafe Pro ჩამოტვირთეთ და წავიდაა.

No comments: