ეს პოსტი "ანალოგია"-ში წავა.
ისევ მეტაკაფეს სპორტულ კურიოზებს გადავაწყდი.
ფეხბურთელთა ჩხუბი იყო.
ასეთი სცენები თქვენც ბევრი გინახავთ, ხომ?
ორი ფეხბურთელი ერთმანეთს ეძიძგილავება, დანარჩენები მათკენ გასაშველებლად გარბიან.
99%-ში ასეც ხდება, ერთობლივი მხრების ჩეჩვით, ხელების სავსავით, სამშვიდობო ჟესტიკულაციით, მოჩხუბრები თავთავიანთ გუნდებს მიჰყავთ.
ძიძგილაობის 1%-ში კი თითქოსდა გასაშველებლად მისული სპორტსმენები თვითონ იწყებენ სამართლიანობის აღდგენას და .. უმართავი ზედახორა იწყება.
კიდევ უფრო იშვიათ შემთხვევებში კი (პროცენტიც რომ არ ეკუთვნის) ჩხუბში უკვე მაყურებლები ერთვებიან, გავეშებული ბრბო გადმოლახავს ტრიბუნებს და სტადიონს დებილების ყანად აქცევს.
ასეთ ბრბოს როგორც წესი არაფრის შიში აქვს, მათი მოწინააღმდეგე ხომ მხოლოდ სტუმრად ჩამოსული 20 კაცია.
ბრბოს საკუთარი ძალის შეგრძნება ნარკოტიკულ-ადრენალინურ კაიფსა და ეიფორიაში აგდებს - ეს ჩვენ ვართ - სამყაროს მბრძანაბლები, სამართლიანობის განმგებლები, აბა ვინაა წინააღმდეგი.
როგორ მოვიქცეთ ჩვენ, ჩვეულებრივი არააჟიტირებული ადამიანები თუკი უმცირესობის ბრბომ შენი სტადიონი ცხრაჯერ გადათელა.
და meaTejer apirebs?
ჩვენ ჩვეულებრივ უმრავლესობას ცხრაჯერ გვეყო ნერვები ჩვენც არ გადავმხტერიყავით სტადიონზე და კუდით ქვა არ გვესროლინებინა თავხედებისათვის, ყველა არეულობის დალაგება სტადიონის პოლიციას შევატოვეთ.
იქნებ ჯობია, იქნებ თუნდაც იმიტომ ჯობია რომ თავხედებს სტადიონის პოლიციისგან კუთვნილი დუბინკა რომ არ მოხვდეთ ავდგეთ და ერთხელაც ჩვენც დავენახოთ ამ აფრიანებს.
მათ ხომ არჩევნების შედეგებით ვერ დაგვინახეს. ციფრები, სტატისტიკა, პროცენტები ხომ მეორადი სასიგნალო სისტემის (მეტყველების) განსაკუთრებით რთული ნაწილია, ხოდა იქნებ ჩვენ, წესიერებმაც გავითამაშოთ აფრიანობა, რომ დაგვინახონ?
გავუბრაზდეთ ისე, როგორც ამას მშობელი აკეთებს გაჯიუტებული ბავშვის წინაშე - მკაცრი სიტყვებით, ნაწყენი ტონით, მაგრამ გულში ბრაზის გარეშე.
რა ვქნათ, მათი ბრალი არ არის, უბრალოდ ვერა, ვერა
Thursday, February 26, 2009
Posted by cartwheel at 2:15 PM
Labels: 7 ნოემბერი, ანალოგია, ოპოზიცია, საზოგადოება
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 comments:
...წავიკითხე ესეც, სხვებიც... სამწუხაროდ სააკაშვილიც შენს მიერ არნაყვრები დანარჩენი ლიდერების სიაში ეწერება... უპასუხისმგებლო, ცვედან ოპოზიციაზე აღარაფერს ვამბობ... ეხლა კიდევ ახალი სახეები - ალასანია... ისევ იგივე პროვინციალიზმი, ინფანტილური ხალხი და უიმედობა... იმიტომ რომ არავის არ უნდა თუნდაც საკუთარ თავში გაერკვიოს და ერთხელ ცხოვრებაში აწონ-დაწონოს და შეგნებული არჩევანი გააკეთოს - კარგი და სწორი კი არა - შეგნებული, რომელზეც მერე პასუხიმგებელი იქნება... სტადიონზე ჩხუბი კი ვერაფერს ვერ გვიშველის, დამიჯერე - ბევრი მიჩხუბია...
Wow, incredible blog layout! How long have you been blogging for?
you made blogging look easy. The overall look of your web site is wonderful, as well as the content!
Also visit my site ; e-soccer liverpool transfer news
Post a Comment