Friday, September 4, 2009

ოდა რუსეთს


ამ წერილის წამკითხავი პირობას იღებს, წაიკითხოს შემდეგი წერილი "კრულვა რუსეთს", რომელსაც მალე დავწერ.



რუსეთი დედამიწის უდიდესი ქვეყანაა.
ზომით, ფართობით და არამარტო ფართობით.
იმის მიუხედავად, თუ რამდენია და რამდენი იქნება რუსეთის წილი მსოფლიო ვაჭრობა-წარმოებაში, მშპ და გდპ პროცენტი, გაუსწრებს თუ დაეწევა ის ბრაზილიასა და ავსტრალიას, რუსეთი არის და მუდმივად იქნება ზესახელმწიფო.
ეს სტატუსი მან ისტორიით , უზომოდ დიდი ადამიანური მსხვერპლისა და ნებისყოფის ფასად მოიპოვა.
ასეა და ასე იქნება - ქვეყანა, ქვეყნის გავლენიანობა ფასდება ამ ქვეყნის მიერ მსოფლიო ისტორიის, ლიტერატურის, მუსიკის, მეცნიერების მიერ დატოვებული კვალით.რუსეთი არის და მუდმივად იქნება მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე სისხლიანი დიქტატორის ჰიტლერის დამამხობელი და ევროპის გამანთავისუფლებელი. ისტორიკოსები რუსეთს მონღოლებისაგან, თურქებისაგან და ნაპოლეონისგან გადარჩენასაც დაუმადლებენ.
რუსებმა ეს ქვეყანა ზარდეს კიევის რუსეთიდან მოყოლებული უცვლელი მიმართულები - პატარადან დიდისკენ. რუსეთი როგორც ქვეყანა არ შემცირებულა ისტორიის განმავლობაში.


თუმცა რუსეთმა ორჯერ გამოიჩინა ისტორიული სისუსტე და წინდაუხედაობა. ერთია ალასკის ამერიკელთათვის მიყიდვა, მეორე კი ყირიმის უკრაინელთათვის დათმობა. ეს ორი შეცდომა რომ არა, რუსეთის ჰეგემონობას მსოფლიოში თეორიულადაც კი ვერავინ შეარყევდა.




ამ ერმა ყველაფერში შეძლო მთელი დანარჩენი მსოფლიოსათვის გაეწია კონკურენცია.
ერთ მხრივ რუსი ადამიანი არის უსახელო ჯარისკაცი, რომელიც მზადაა უსახელოდ მოკვდეს იმპერიის სახელით, მაგრამ, მეორეს მხრივ თუ მოინდომა ხელოვნების მწვევალებს თავზე მოექცევა თითქმის ყველა ასპარეზზე.
უცხოპლანეტელთათვის კაცობრიობის (homosapiens) გასაცნობ 20 ტომეულში 2-3 ტომს ერთპიროვნულად ეს ქვეყანა დაიკავებს .
ლიტერატურა, მუსიკა, მხატვრობა, ზუსტი საბუნებისმეტყველო მეცნიერება, ჰუმანიტარული მეცნიერება, სამხედრო ინჟინერ-კონსტრუქტორული სკოლა,სპორტი , ყველაფერს ვერ ჩამოთვლი, რუსული წარმატებული სულის, ნებისყოფისა და ტალანტის ასახვაა.
მსოფლიო ოლიმპიურ თამაშებში თითქმის ყველა იმ დისციპლინასში, რომელიც დიდ ამტანობას, მობილიზებულობასა და მიზანდასახულობას მოითხოვს, ზანგებს კონკურენციას მხოლოდ რუსები თუ უწევენ (მარათონული სირბილი, ველოსპორტი, მსუბუქი და მძიმე ათლეტიკა). თუმცა ზოგიერთი სპორტი რომელიც ამ თვისებათა გარდა ნიჭიერებას, აზროვნების სიმკვირცხლეს, გემოვნებას, ტალანტას და სიზუსტეს მოითხოვს, ასევე რუსების მიერ მრავალჯერაა დალაშქრული და დღესაც სტაბილურ მაღალ ადგილს ინარჩუნებს (ჩოგბურთი,ფიგურული სრიალი, ხოკეი, ბიატლონი, ფრენბურთი).

თვალები .. უამრავი მსოფლიო ცნობადობის, თანაგრძნობისა და თაყვანისცემის გამომწვევი თვალები (შარაპოვა, ისიმბაევა, ტროცკი, არშავინი,გარბაჩოვი, მეორე მხრივ კი მენდელეევი, ციოლკოვსკი, გაგარინი, კარპოვი, კასპაროვი) და ორჯერ უამრავი ნაცნობი-ფავორიტი ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისათვის (+ ნიკულინი, დასაევი, ხაზანოვი, გრებენშიკოვი, რადნინა-ზაიცევი,,,)
მსოფლიო სახეზე ცნობს დიდ ისტორიულ რუსებს, პეტრე პირველს, სტალინს, ლენინს, დიდ ხელოვანთ, ტოლსტოის, დოსტოევსკის, ჩეხოვს, ჩაიკოვსკის, რახმანინოვს, აივაზოვსკის, შაგალს, რეპინს, მენდელეევს, კურჩატოვსა და ციოლკოვსკის.

მსოფლიო მილიონჯერ ყოფილა დოსტოევსკის, ჩეხოვის გმირების ტყავში, უგულშემატკივრია შარაპოვასა და საფინისთვის.


რუსეთს უნარი აქვს თავის სასარგებლოდ ამუშაოს მსოფლიოს ნათელი გონებები: "დიდი რუსი" ბელინგაუზენი, რერიხი, ბარენცი, პუშკინი, სტალინი, ზემფირა, რუსეთის სიძლიერესა და სიდიდეს მნიშვნელოვნად განაპირობებენ.

რუსი ხალხი განათლებული და კანონდამჯერეა. მართალია ამ მონაცემებით განვითარებულ მსოფლიოს ჩამორჩება, მაგრამ ორი თავით მაღლა დგას თავის უშუალო მეზობელ აზია, კავკასიასთან.
რუსი ერი თითქმის ჰომოგენურია ერთ საკითხში - იმპერიის, ქვეყანის მოთხოვნილებები განუხრელად უნდა შესრულდეს! ეს პრიორიტეტი გათვითცნობირერბულიო აქვს ყველას, ლოთი მათხოვარიდან დაწყებული ნობელის პრემიანტებით დამთავრებული. ho, ნობელის პრემიაზე, უამრავი ნობელიანტი არა შემთხვევით-სიტუაციურ (მაგალითად მშვიდობის, პროზის) დარგში, არამედ უპირატესად პრესტიჟულ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, თუმს არც რუსულ ლიტერატურულ პლასტს აკლია დაფასება მსოფლიოში. მუსიკა, კლასიკური მუსიკის მსოფლიო ბურჯები - რახმანინოვი, ჩაიკოვსკი, შოსტაკოვიჩი,


რუსეთი ეს გლობალურად ცნობილი და საპატივცემლო ადამიანების 1000 მდე ხატის მფლობელია.
ამ ხატებს საუკუნო პატივისცემა და რიდი აქვთ დატოვებული რუსეთისთვის.




თუ ქვეყნის გავლენიანობა ფასდება იმ გაერთიანებული თანაგრძნობით რომელიც ქვეყნის წარმომადგენლებმა გაავრცელეს მსოფლიოში, აღმოჩნდება რომ რუსეთი ამერიკა-ევროპის შემდეგ უპირობო ლიდერია. ეს კი ძალიან საამაყოა ერთეროვნული ქვეყნისათვის თუ გავითვალისწინებთ რომ აშშ მსოფლიოს ნაკრებია, ევროპა კი კაცობრიობის მწვერვალზე მყოფი ქვეყნების ელიტარული ჯგუფი.




ეს სახელმწიფო ერთერთი უძველესია მსოფლიოში. სახელმწიფო მაქვს მხედველობაში, და არა ცალკეულ ფეოდალურ სამთავროთა ერთობლიობა, როგორიც იყო გერმანია და საფრანგეთი მეცხრამეტე საუკუნემდე. მის მოსახლეობას სახელმწიფოებრივი შეგნების მინიმუმ 4 საუკუნოვანი ტრადიცია აქვთ.

ამ სახელმწიფოს ღირსება აქვს, და იცის სახელმწიფო ღირსების ფასი. 90-იან წლწებში, როდესაც საბჭოთა კავშირის რღვევის შედეგად ცარიელ ვარცლთან დარჩენილი რუსეთი ვალებით სულდგმულობდა და შიმშილობდა, არ მიჰყიდა იაპონიას შიშველი ქვების გროვა კურილის კუნძულებზე, რომელშიც იაპონია რუსეთის იმდროინდელი ბიუჯეტის ოდენობას იხდიდა.
რუსეთმა იცის ომის და ომში ჯარისკაცთა თავგანწირვის დიალექტიკა. იბრძოლა ყველა მსოფლიო მასშტაბის ომში, რათა თავისი ადგილი მოეპოვებინა მსოფლიოში. სუვოროვი იტალიაში ჩავიდა, კუტუზოვი პარიზში, რუს ჯარისკაცს ფეხები ინდოეთის ოკეანეშიც დაუბანია და ატლანტიკის ოკეანეში,რუსი სიამაყით მოიკლებს პირადს თუკი მისი გაღებული ანტარქტიკასა და არქტიკას, კოსმოსს, ნიკარაგუას, კინშასა და რუანდას მოხმარდება. მოიკლებს პირადად და მოიკლებს ოჯახის წევრსაც ამ მიზნისთვის.
"სწისნუვ ზუბი" რუსული გამოთქმა, რომელსაც ეს ერი ხშირად იყენებს სახელმწიფოს სასარგებლოდ.
"ნე რასკაჩივაიწე ლოდკუ" ეს არის რუსული სოციუმის მოთხოვნა ოპოზიციისადმი, მიუხედავად იმისა რომ ეს ქვეყანა ლოდკა არ არის, მსოფლიოში უდიდესი ხომალდია, რომლისაც ყველას ეშინია და ერიდება.

რუსი ერი უმეტეს ეთნო პოლიტიკურ წარმონაქმნებში რიცხობრივ უმრავლესობაში არიან და შესაბამისად სეპარატიზმი რუსეთისთვის ადვილად დაძლევადი პრობლემაა.
თანამედროვე რუსეთის გავლენა ყოფილ სსრკ ბანაკზე განუსაზღვრელია, უამრავ საფეხურიანია.

რუსეთის იმპერია - სსრკ იმდენად ძლიერი და გავლენიანი გამოვიდა II მსოფლიო ომიდან რომ დაშინებულმა დანარჩენმა მსოფლიომ მისგან თავდასაცავად სამხედრო ალიანსი - ნატო დააარსა.
1991 წელს მოხდა რუსეთის იმპერიის მსხვრევა, სსრკ-სგან გამოყოფილ ყველა ქვეყანას თავისი დამოუკიდებლობის საზეიმო თარიღი აქვს, მათ შორის რუსეთსაც.
ეს თარიღი იყო საზეიმო იმ რუსეთისთვის, რომელიც დაემშვიდობა იმპერიულ ცოდვიან წარსულს და განაცხადა, რომ ევროპის თანამეგობრობის ცივილიზებული წევრი ხდება.

იმ დროიდან მოყოლებული მსოფლიოს მშვიდად ეძინა.
ხუმრობა საქმეა, უძლიერესი მეზობელი, რომელიც ადრე თავისი პოლიტიკური ფორმაციის (სოციალიზმის) გავრცელების დროშით მთელ მსოფლიოს უპირებდა გაწითლებას, უარს ამბობდა არა მხოლოდ იმპერიულ გეგმებზე, არამედ ძველ კოლონიებსაც დამოუკიდებლობას აძლევდა.
რუსეთი იმპერიის გარეშეც დარჩა უდიდეს (ერთერთ უდიდეს კი არა, არამედ უდიდეს) ქვეყნად პლანეტაზე.

მართალია რუსეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ტუნდრა-ტაიგას და პოლარეთს მოიცავს, დაუსახლებელია და სოფლის მეურნეობისათვის უსარგებლო, მაგრამ ეს ტერიტორიები რუსეთს უდიდეს სიმდიდრეს აძლევს, რუსეთი მსოფლიოს გაზის, ნავთობის, ფერადი და შავი მეტალების, ხე-ტყის რესურსის უდიდესი ნაწილის მფლობელია. ამ საბადოებსა, კარიერებსა თუ ტყეებში მოპოვებული სიმდიდრის ფასი მსოფლიოში მათი ამოწურვადობის გათვალისწინებით სულ უფრო გაიზრდება.

შავი ვარიანტია, დაუმთავრებელი
მაგრამ კომენტარებს უკვე ვართ.

9 comments:

Alexander said...

მოკლედ, ზემფირას ორჯერ ხსენება ამ ოდაში მემგონი ცოტა გადამეტებულია, არ მგონია ამ ქალს იმდენი გაეკეთებინოს რუსეთის მსიფლიო დიდებისთვის, რაც სხვას არ გაუკეთებია. თუ აქ ის იგულისხმება, რომ შარშან აგვისტოში ბათუმში დაგეგმილ კონცერტზე უარი თქვა და ამით რუსეთის დიდებას შეუწყო ხელი, ალბათ კი, გარკვეულწილად ასეა. თუმცა დღესდღეობით მის ნათესავებს ჩრდილოეთ კავკასიაში სინსილას რომ უწყვეტენ, რაღაც ამ ქალის ხმა ნაკლებად ისმის და მის დიდ მამულიშვილობაზე ლაპარაკიც ალბათ გადამეტებულია...
იგივე ჩრდილო კავკასიის დღევანდელი პრობლემების გათვალისწინებით, ალბათ რთული სათქმელია, რომ ადვილად უმკლავდება პუტინი (და არა რუსეთი) სეპარატიზმის პრობლემას. საბჭოთა დორიდან სჩვევიათ ჯერ კიდევ და შეიძლება უფრო ძველი დროიდან – თავისივე გაფუჭებული საქმე უკანვე უბრუნდება და რა თქმა უნდა უკვალოდ არც შარშანდელი აგვისტო ჩაივლის. ამის შედეგებს უკვე იმკიან დაღესტანში, ინგუშეთში, ყაბარდოში და ამას ვერაფრით შეაჩერებენ, თუ ისევ რამე პონტში ჩვენ არ დაგვარტყეს და საყოველთაო ყურადღება ჩვენზე არ გადმოიტანეს.
ამ სახელმწიფოს ღირსება არ აქვს – და კურილის კუნძულები აქ არაფერ შუაშია. უბრალოდ მაშინ კურილის გაყიდვისთვის ვერ მოიცალეს, თორემ დადგება დრო და იაპონია აბსოლუტურად უფასოდ დაიბრუნებს იმას, რაც მას ეკუთვნის.
და რაც არ უნდა იყოს, როგორი კარგებიც არ უნდა იყვნენ "россияне" შემოქმედები, იმპერიის მსხვრვას ეს ვერანაირად შეაჩერებს. დრო სჭირდება რა თქმა უნდა და ამისი დროც დადგება. მთავარია იმ დროს აქ ჩვენ საქართველოში რა ხასიათზხე ვიქნებით და მოვახერხებთ თუ არა იმას, რომ ამ გიგანტის კვდიმას გადავურჩეთ, რომ დაცემისას არ გაგვსრისოს....

Secrets said...

მაინც მაგარი პონტია რა, ესეთ ბლოგზე და ესეთ პოსტებზე 1-2 კომენტარია, და ვიღაცის განაყოფის ძმისწულის გარებიძაშვილმა როგორ გაატარა გუშინდელი საღამო საპარიკმახეროში საზოგადო გამოხმაურებებს და განხილვას იწვევს..

cartwheel said...

მადლობა შენიშვნისთვის.
რაც შეეხება რუსეთის დაშლასა და შედეგად ჩვენს გაერთიანებას, არ მიმაჩნია რეალისტურად.
ჩვენი ხსნა არა რუსეთის დაშლაში, არამედ რუსეთის გარდაქმნაშია, და ეს უფრო მოსალოდნელია, ვიდრე მისი დაშლა.


ეს წერილი სწორედ მაგიტომ დავწერე, რომ რუსეთი და რუსები, როგორც ერი დავინახოთ. დავინახოთ მათი უდავოდ ბევრი ძლიერი თვისებებით და შესაძლებლობებით.
ერთი ჩეჩნური გამოთქმა რომ ვიხმაროთ "მთიდან მთა არ ჩანს" ჩვენც უნდას მოვახდინოთ ამ ჩრდილოკავკასიური ჭუჭრუტანის გარეშე ამ ქვეყნის დანახვა, ამ ხალხის დანახვა.
თორემ მხოლოდ ჩვენი რაკურსიდან ყურება შეგვაცდენს, მე ვთვლი რომ რუსეთი დისტანციიდან უნდა შევაფასოთ, სააკაშვილიც. არადა "მთიდან მთა არ ჩანს".

ზემფირა ორჯერ მართლაც ზედმეტი იყო, ამოვიღე. დავტოვე იქ, სადაც ზემფირა როგორც არარუსი რუსეთის სამსახურში მყავს მოხსენებული.

cartwheel said...

secrets
ელიტაში ხარ, ფაქტიურად:)

თაზო said...

საინტერესო პოსტია და საინტერესო მომენტებიც გაქვს აღნიშნული. დღეს ჩვენ პროპაგანდის ტყვეობაში ვართ(და არამარტო ჩვენ). კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ არ შეიძლება სამყაროს დაყოფა თეთრებად და შავებად, კეთილებად და ბოროტებად. ყველა მოვლენას აქვს როგორც დადებითი, ისე-უარყოფითი. ჰო, კიდევ, მოთმინებითა და ინტერესიტ ველოდები შემდეგ პოსტს :)

Sophie שרה Golden said...

რომელიღაც ბლოგზე დავწერე კიდეც, რომ მარაზმორასიზმში გადავდივართ უკვე-მეთქი და აქაც გავიმეორებ. ხალხს იმდენად აგონებენ რუსეთის სიძულვილს, უკვე ზომბებს ვემსგავსებით. რუსეთში ბევრი მეგობარი მყავს - არცერთი არცერთი რუსი არ ფიქრობს ქართველებზე იმდენს, რამდენსაც აქ. იქ ხალხი მუშაობს, თავისი ცხოვრება აქვს და იმხელა ქვეყანაა, რომ საქართველო მათთვის ერთი სოფლის ტოლია. ისევ ჩვენ ვთხრით კატას, როგორც თაგვი აკეთებდა ;) მედია გვღუპავს და ისინი, ვინც ამ ბრმა მედიის უკან დგას. ან მე რა ჯანდაბად მინდოდა ეს ჟურნალისტიკა :(

კიდევ ეს ჩრდილოკავკასიელების კონფლიქტი, ესეც ჩვენი მედიის პროპაგანდაა, ჩვენს ახალგორს და ქართულ სოფლებს ვერ მოვუარეთ და რუსეთის ეკონომიკას ვთვლით, როგორ ღარიბდება თურმე :ლოლ: ისტორიის მანძილზე ჯერ არცერთ ქვეყანას არ მოუგია რუსეთისთვის ომი, ამას რომ გავიხსენებთ, მერე ვილაპარაკოთ დასუსტება-კრიზისუნებზე ;)

თითქმის ყველაფერში გეთანხმები, გარდა თვალებისა ;) რუსული თვალები, თუნდაც შარაპოვას გაბრაზებული თვალები იყოს, იმ სიმაღლეზე ვერ არის, როგორც ქართული ან ებრაული :) ჩემი სუბიექტური აზრია, შეიძლება ;)

ძალიან მაგარი პოსტი იყო და ლანძღვის პოსტსაც ველი.

ნიკუშა მარქსი said...

სიმართლე გითხრა დამრწუნებული ვიყავი რომ დაახლოებით ასეთი ტექსტი დამვხდებოდა:)

ცუდია რომ ადამიანს აზრი გამოტანა არ შეუძლიათ, ამ შემთხვევაში ჩემი ბლოგის აი ამ http://geoleft-marx.blogspot.com/2009/09/blog-post.html#comments სტატიაზე მაქვს საუაბრი....

არადა შავით ტეთრზე მიწერია...

Samurai said...

ის პირველი სურათი ალბათ რუსეთის გამო დევს, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო :D რომ ერთ-ერთი ცნობილი ფოტოგრაფის, მიჩიო ჰოშინოს ნახელავია.. დათვებს და გარეულ ბუნებას იღებდა ხოლმე.. სამწუხაროდ ეგ მისი უკანასკნელი ფოტო აღმოჩნდა..

irma said...

ზემოთ ჩამოთვლილი დიდი ადამიანებიდან რამდენია ეთნიკური რუსი?