Monday, September 21, 2009

ჯადოსნური ტრანსფორმაცია

ჰოლივუდს ზოგ-ზოგიერთი სნობისგან განსხვავებით დიდ პატივს ვცემ.
ჰოლივუდი დედამიწას ატრიალებს და თანაც კიდევ კარგი, რომ სწორად ატრიალებს.
მასის ტვინები ფრანგული ან იტალიური (ღმერთმა დამიფაროს, რომ რუსული და ჩინური) ფილმებით არ იძერწება. ამ სოციალური როლის გარდა აგრეთვე მიმაჩნია რომ ჰოლივუდი კაცობრიობის ნიჭის მწვერვალების ჰიმალაია, ამისთვისაც ვაფასებ.

თუმცა რამდენიმე ბრიყვული კლიშეზე, რომელიც ამ პლანეტა ჰოლივუდში წესად ჩამოყალიბდა რა თქმა უნდა მეც მეცინება.
ერთი ასეთი სასაცილო, მაგრამ რაციონალური ბრიყვული წესი, რომელიც ცოტას თუ აქვს შემჩნეული არის, მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებელი მსახიობისათვის ერთი ძალიან ვიწრო პროფილის პერსონაჟის თამაში სხვადასხვა ფილმში.

მაგალითად, შეიძლება ერთი და იგივე მსახიობი შეიძლება ნახო 3 სხვადასხვა ფილმში, 1 წუთიან როლში, რომელშიც ის უცვლელად მაღაზიას ძარცვავს,
მეორე ასეთ დღეში ჩავარდნილი მსახიობი კი შეიძლება მთელი ცხოვრება იმ ქმარს თამაშობდეს, რომელსაც ცოლი სამართლიანად ღალატობს,
მესამეს კი მთელი ცხოვრება მოსამართლის თამაში აქვს მისჯილი,
მეოთხეს ბინძური პოლიციელის,
მეხუთეს მაფიოზის ბრიყვი ხელქვეითის.

ამ ადამიანებისთვის პირველი წარმატებული როლი ხდება ხაფანგი, რომელიც მას სხვა ამპლუისკენ გახედვის შანსს უსპობს.

ეს კაცი კი, თაგუნა სტიუარტის "მამილო",

როგორ გახდა ექიმი ჰაუსი
ჩემთვის გამოცანად რჩება.
გამონაკლისი წესს ამტკიცებს.
და ეს გამონაკლისები მხოლოდ ვარსკვლავებისთვის არის.
გახდება თუ არა Hugh Laurie ვარსკვლავი?
ვნახოთ, მგონი ერთი ნაბიჯი უკლია.


საოსკარე ფილმი,ან უდროო სიკვდილი.
ჯვარი წერია.

4 comments:

ნან said...

კაი ვინეგრეტი იყო :D

Anonymous said...

hiu lori (Hugh Laurie) (anu mamiko da hausi) sanam holivuds etsveoda britanuli teatraluri da BBCs satelevizio skolis gamozrdilia... tundac BBCs sakulto Blackadder-shi shesrulebuli princis roli rad girs. ase rom mas "mono" rolebi ar emukreba, fartoprofiliani msaxiobia (anu rogorc frangebi itkvian, komedianti) :)

cartwheel said...

მადლობა ნან-ს კომენტისთვის და სწორი სახელის მითითებისთვის.Hugh Laurie და არა პიტერ ჯეკობსი.
ჩავასწორებ.
კინომცოდნეობაში კი ნამდვილად ვერ გაგეჯიბრები.
ფილმებს იშვიათად ვიყურებ და დოქტორ ჰაუსიც მხოლოდ გადაწყდომილი კადრებით ვიცი.

Anonymous said...

If you are going for best contents like me,
simply pay a quick visit this site daily for the reason that it gives feature contents,
thanks

Have a look at my web-site: Play Batman Games