Monday, October 19, 2009

ჩემი 5 ოცნება

ჩემი 5 ოცნება
for forum.ge


ეს ბლოგური თამაშია, რა ქვია არც ვიცი. ფეხბურთის ტრიბუნებზე ტალღის პრინციპი აქვს, გადაუვლის ყველას და ჩაიკარგება, მაგრამ webში რჩება.
ერთი ვინმე იწყებს თავისი თემის შეთავაზებას 5 ბლოგერისთვის, რომელთაც უნდა დაწერონ თავისი წერილი ამ თემაზე და თვითონაც 5 სხვა ბლოგერს შესთავაზონ ემ თემაზე თავისი წერილის დაწერა.

ამ ბლოგოსფეროში ისედაც რაღაც დაუპატიჟებელი სტუმარივით ვარ.
-ასაკით ძირითად ბლოგერებზე დიდი ვარ,
-თემატიკა განსხვავებული მაქვს, უფრო ბოროტი და ჯიჯღინა,
-იქ ბევრი კარგი ადამიანი იყრის თავს, მომწონს მათთან ურთიერთობა, მაგრამ კონკრეტულად ჩემი "სასლოვიედან" ფაქტიურად არავინაა.

ერთერთმა ბლოგერმა -unaamagraმ შემომთავაზა (ე.წ. დამტაგა) დამეწერა ჩემი 5 ოცნება.
მივწერე მადლობა და შევპირდი, რომ ოდესდმე მართლაც დავწერდი ჩემს პირადულ 5 ოცნებას. დავპირდი რომ ჩემს თემებს (საზოგადოება, პოლიტიკა, საქართველო..) გვერდზე გადავდებდი და დავწერდი ჩემზე.


გავიდა დრო და ვერაფრით მოვუყარე ჩემს ოცნებებს თავი (მაქვს როო?) ყველა ჩემი ძლიერი სურვილი ისევ საქართველოსკენ ტრიალდებოდა.


ხოდა დავყევი.

გადავწყვიტე რომ ფორუმის პოლიტიკოსებისთვის შემეთავაზებინა ეს უსახელო თამაში.
დაწერეთ თქვენი 5 პოლიტიკური ოცნება.


ამ 5-ში არ შედის ერთი, რომელიც ყველას საერთო გვაქვს - საქართველოს გაერთიანება.
ეს ისედაც იგულისხმება.



ჩემი არაპირადული 5-ეული.

(ახლა ვიწყებ ფიქრს)
- ღმერთო, მომასწრე იმ საქართველოში ცხოვრებას, სადაც ინაგურაციას და პარლამენტის გახსნას პატრიარქის დასწრება არ ჭირდებოდეს (დღეს ჭირდება).
- სადაც აზერბაიჯანელ მის საქართველოს ავირჩევთ.
- სადაც ქართულ ჯარში აზერბაიჯანელი და სომეხი იმეგობრებს.
-სადაც ჩახრინწული ზონურ-სამხედროპატრიოტული რუსული სიმღერისთვის მარშრუტკის მძღოლს ხალხი გადმოაგდებს.
-სადაც "პროპკის" შემქმნელი უწყვეტ ხაზსიქით გადასულ თავხედს ყველა მძღოლი ერთად აიძულებს უკუსვლით მოძებნოს თავისი ადგილი ყველაზე უკან.
- სადაც სომხებთან არა ქობულეთური და აზერბაიჯანელებთან არა ბაქო-ჯეიხანური, არამედ რეალურ პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა გვექნება.
- სადაც საქართველოსთვის თავგანწირვას რელიგია აღარ დაჭირდება.

4 comments:

Anonymous said...

ვიცოდი, რომ ყველასგან განსხვავებულ პოსტს დაწერდი ამ თემაზე, ზუსტად ამიტომაც დაგთაგე!

ნან said...

"სადაც ჩახრინწული ზონურ-სამხედროპატრიოტული რუსული სიმღერისთვის მარშრუტკის მძღოლს ხალხი გადმოაგდებს" - უსერ:

cartwheel said...

unaamarga არა, არა. 5 ოცნების დაწერის გეგმა ისევ ძალაშია. ის წერილი ალბათ აღარ იქნება განსხვავებული, მაგრამ პირადული კი იქნება, იმედი მაქვს.

ნან
ამ ოცნების ასრულება ერთპიროვნულად შემიძლია, მაგრამ ვერ ვბედავ.

Anonymous said...

Hey I know this is off topic but I was wondering if you knew of any widgets
I could add to my blog that automatically tweet my newest
twitter updates. I've been looking for a plug-in like this for quite some time and was hoping maybe you would have some experience with something like this. Please let me know if you run into anything. I truly enjoy reading your blog and I look forward to your new updates.

Also visit my webpage :: because of you lyrics