ადრე ვცდილობდი ქვეყნები ადამიანებებისათვის შემედარებინა და მათში რაღაც ინდივიდუალური, პიროვნული სუბიექტური სახე დამეჭირა.
მოგვიანებით ბოროტი ენერგიის გავლენით, ქვეყნებს ძაღლებს ვადარებდი, ვცდილობდი ცალკეული ქვეყნისათვის ცალკეული ჯიშის ძაღლის ნიშანთვისებები მეპოვნა.
მას შემდეგ, რაც დავრწმუნდი, რომ საქართველო არც ღირსეულ პიროვნებას გავს და არც ღირსეული ჯიშის ძაღლს, ამ პარალელების ხოში გამიქრა.
ახლა სხვა მაქვს სათქმელი, ყოველგვარი პარალელების გარეშე -ჩვენ, ქართველებს როგორი ენდოკრინული სტატუსი გვაქვს? იქნებ აქაა გასაღები. გასაღები თუ არა, გასაღებამდე მისასვლელი მაინც?
ყველას გვახსოვს, რომ ადამიანის, ისევე როგორც ცხოველის ქცევა, შესაძლებლობები და მისწრაფებანი ჰორმონების საშუალებით იმართება.
ვერ დაწერდა შოთა ვეფხისტყაოსანს, ვერ გამოიგონებდა ედისონი ნათურას კბილი რომ ტკენოდა, ფარისებრის ჰიპერპროდუქცია ან ნათხემის დისფუნქცია რომ დამართნოდა. ვერც პარკინსონიანი დანტე დაწერდა "ღვთაებრივ კომედიას" და ვერც ჰიპოგლიკემიანი დავითი დაამარცხებდა გოლიათს.
ჰორმონები მართლაც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს პიროვნების რაობაში.
ხოდა ქართველების ძირითადი, პრევალირებული ჰორმონალური სტატუსით დავინტერესდი.
ჰორმონების სიმფონია ორგანიზმში ხომ უნებურია ანუ ნება სურვილისგან დამოუკიდებლად ასრულებს თავის გამებს. ისევე როგორც ბალონკა ვერ იპიტბულებს და პარკინსონიანი ვერ იფარიკავებს, იქნებ ქართველებსაც გენეტიკურად პირობადებული ჰორმონების თანაფარდობა გვაიძულებს წონასწორობას ვერ დავუბრუნდეთ და მუდმივი ქანქარის რეჟიმში ვიცხოვროთ?
ქართველების ჰორმონასლირი სტატუსით დავინტერესდი, და ემპირიული დაკვირვებით რა აღმოვაჩინე:
საყურადღებო სიმპტომი #1. ჰიპერსალივაცია.
საყურადღებო სიმპტომი #2. მცივანობა.
საყურადღებო სიმპტომი #3. ჟანგბადის დაბალი შემცველობის (დახუთული) ჰაერისადმი პროტესტის არარსებობა.
საყურადღებო სიმპტომი #4.აგრესიული, ნეგატივისტური აფექტების სიმრავლე.
საყურადღებო სიმპტომი #5.ემოციების დიდი დიაპაზონი დროის მცირე მონაკვეთში (ემოციური ლაბილობა).
სიმპტომი #6. სამყაროს ობიექტური სირთულის მიუღებლობა: სიკვდილის გადაჭარბებული შიში და "კუთვნილი ბედნიერების" რეალში დეფიციტის ახსნა მხოლოდ ბოროტი ადამიანების, მთავრობის, უმცირესობების, სხვა ქვეყნების შეთქმულებით.
სიმპტომი #7 ზოოლოგიური ოპტიმიზმი, გამტკიცებული რელიგიურ-ისტორიულ-პატრიოტული ლეგენდებით.
1,2, და 3 პარასიმპატიკური (ცთომილი ნერვის) ტონუსის სიჭარბით აიხსნება, მე-4, მე-5 მე-6 და მე-7 კი სიმპატიკური ტონუსის პრევალირებით და ინტელექტის სიმცირით.
ვინაიდან ამ სიმპტომთაგან სიხშირით ყველზე გავრცელებული 1. და 2. სიმპტომებია, ჩავთვალოთ, რომ ქართველი პარასიმპატომიმეტიკია, მზადაა ჭამისთვის, ჰიპერსალივაციის გამო შეწუხებული, იძულებულია გარშემო ფურთხოს დაახლოებით 1,5 მ დიამეტრით, დაუდგენელი მიმართულებითა და ქუჩაში მოსიარულეთა მარშრუტების მიუხედავად. დახუროს სამარშრუტო ტაქსებსა და ავტობუსებში ღია ფანჯარა და მშვიდად დაელოდოს ჩასვლის დროს ცხელსა და დახუთულ, სუნიან სივრცეში. ეს ალბათ დედის მუცელში დაბრუნების განუცხადებელი სურვილის ერთერთი გამოვლინებაა...
დაკვირვებები გრძელდება...
ახლა კი სხვა ქართველებზე, რომლებიც ჯერ არ ჩანან. არ ჩანან თვალით მაგრამ ჩანან ინტერნეტ სივრცეში. ეს უჩინარი ხალხი გუშინ მთაწმინდაზე შეიკრიბა რათა "NEW MEDIA FORUM" ფორუმით ესწავლა ის, თუ როგორ უნდა გახდე საჩინო და მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაში.
ეს ხალხი ღია სივრცაში -ფუნიკულიორის ღია პავილიონებსა და ამფითეატრზე შეიკრიბა და ამით გამოავლინა, რომ დედის მუცელში დაბრუნება აღარ სურს.
არც არავის გადაუფურთხებია და შესაბამისად პარასიმპატიკოტონია არ აღმოაჩნდა.
ეს ორი სიმპტომი ამ ადამიანებს განასხვავებს ქართული ღერძი მასისაგან და ....
არსებობით, თუნდაც მხოლოდ არსებობით იმედს იძლევა, რომ კრებითი ქართველი თავის სხეულს დაიხსნის პარასიმპატიკოტინიის, განურჩეველი ფურთხებისა და უჟანგბადო,უზრუნველ, უპასუხისმგებლო სითბოში უკან შებრუნების ილუზორული ოცნებისაგან.
სიმპატიკუსი არ მომკვდარა, უბრალოდ ის დღეს ვერ აჭარბებს ჰიპერსალივაციიანსა და ცოტაჟანგბადითკმაყოფილ უმრავლესობას.
Thursday, October 15, 2009
NEW MEDIA FORUM-ც
Posted by cartwheel at 12:58 AM
Labels: ვინიგრეტი, საზოგადოება, ძირს პათეტიკა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
3 comments:
momcons sheni postebi,mec gadavckvite blogis gaketeba bloggershi davregistrirdi,magram kartulad ver vcer.xo ar mirchevdi ra vkna,shen rogor axerxeb.cinascar gixdi madlobas.
გაგიმარჯოს უცნობო.
მეც მქონდა ეს პრობლემა და მერე დვორსკიმ მასწავლა.
ტექსტი ctrl X-ით მოჭერი და www.convert.ge-ში გადაიტანე. იქ გადააქართულე და შემდეგ უკან new post-ში ჩასვი.
ooo,didi madloba,exla vcdi da tu gamomiva chem blogs mogacvdi.droebit ucnobi
Post a Comment