/სტენოგრამა/
-მოიხედე აქეთ, სალაპარაკო მაქვს ,მოტრიალდი, გადაგე ეგ წიგნი, ხო, გადადე, დახურე.
-???
-ოდესმე ცდუნება გექნება, შენს დარეხვილ მეგობართაგან ვინმე ყოჩაღი ნარკოტიკს შემოგთავაზებს და შენც ცდუნება გექნება გასინჯო.
-არ მექნება.
-გექნება, იმიტომ რომ ის ვიღაცა, "კაი ბიჭი" იქნება და შენც მოინდომებ რომ თავი მოაწონო, როგორც მინიმუმ, მოგინდება რომ აჩვენო, რომ მშობლების იღლიაში აღარ ხარ.
ჩემ თავზე გეტყვი, თუკი რამ უბედურება შეიძლება დამატყდეს თავს,ეს ჩემი შვილის ნარკომანობაა.
ვერ ვიტან მაგათ, ვერ ვიტან იმიტომ რომ ჩემი გადასარჩენები ხდებიან თვალებზე გადარწყეულებს და გაშავებულებს რომ მოგვითრევენ ფეხებით მათივე ძმაკაცები.
თუ გადავარჩენ, თვალს ვერ მისწორებენ, თუ ვერა და ჩემი სათქმელია მერე მათი მშობლებისა და ცოლებისათვის - თქვენი შვილი ნარკოტიკმა მოკლა მეთქი და უნდა ვუბოდიშო, რომ ვერ გადავარჩინე, გვიან მომიყვანეს და ა.შ.
კიდევაც გადავარჩენ და გავიხარებ თუკი ჩემი შრომა ადამიანის სიცოცხლისკენ შემობრუნებით დასრულდება. ხელსაც შევუწყობ, რომ სხვა მისნაირ მდგონმარეობაში ჩავარდნილი დაუფიქრებლად მოიყვანონ საავადმყოფოში და იქ პოლიციის არ შეეშინდეთ. მიჩხუბია კიდევაც მომავალ ექიმ სტუდენტთან, რომელმაც თქვა, მასეთს მე არ გადავარჩენ, რა სიცოცხლის ღირსები არიანო.
მაგრამ,
გიმეორებ.
მომისმინე, თუკი რამ უბედურება შეიძლება დამეჯახოს ცხოვრებაში ეს ჩემი შვილის ნარკომანობაა, ეს იცოდე.
დღეს რომ მითხრას ვინმემ, აი, შენი შვილი ნარკომანი გახდება 7 თუ 27 წლის შემდეგ და თუ არ გინდა ეს მოხდეს, დღესვე დაანებე შენს სამსახურსს თავი და კუდში სდიეო, წამსვლელი ვარ. ჩემი კარიერა, რომელიც 17 წელია ვაკოწიწე, არაფრად მიღირს, არც ხელფასი და ხალხში ექიმის სახელი.
უარესს გეტყვი, რომ მითხრან შენ შვილს ნარკომანობას ააცილებ, თუ ხელს მოიჭრი და მის კატლეტს შეჭამო, იმაზეც წამსვლელი ვარ.
გითხარი, ეს არის ისეთი უბედურება, მტერს რომ ვუსურვებ მხოლოდ.
ხოდა იცოდე!
არასდროს, არანაირ პირობებში არ გასინჯო ნარკოტიკი. შენს გამო-ბულ ძმაკაცს კი, რომელიც ნარკოტიკს შემოგთავაზებს, თავში მწარედ წამოარტყი.
იმათი მამებიც იმას ფიქრობენ რასაც მე, იმ განსხვავებით, რომ ეს სათქმელი მათ ერიდებათ უთხრან თავის შვილებს, თუ საბაბი არ დაინახეს.
როგორც წესი მამები ამ სათქმელს აგვიენებენ.
საბაბს თუ შეამჩნევენ და მერე ეტყვიან , უკვე დაგვიანებულია.მე შენ გითხარი, შენ შენს ძმაკაცებს უთხარი. ყოველთვის ყველა ანგელოზები არ იქნებით, ერთხელაც ვიღაცა ცდუნდება, შენ თვითონ დაეხმარე შენს ძმაკაცებს როცა...
Friday, October 9, 2009
მამაშვილის გასაუბრება-პრევენცია
Subscribe to:
Post Comments (Atom)
3 comments:
ჰმ, შთამბეჭდავი პოსტი იყო! არასოდეს მქონია ანტიპათია სქესობრივი უმცირესობის მიმართ, ტერორისტები და კაცისმკველებიც კი არ მეზიზღებიან, ნარკომანები მეზიზღებიან!ზოგჯერ პრესაში ვაწყდები ხოლმე ამათ ისტორიებს, სინანულით რომ წერენ, ცხოვრება დავინგრიეთო, საყვარელ ადამიანებს გული ვატკინეთო და ა.შ. ერთ წვეთი სიბრალული ან თანაგრძნობა არ არის ჩემში მათ მიმართ.
I like the helpful info you provide in your articles.
I will bookmark your weblog and check again here regularly.
I'm quite sure I'll learn a lot of new stuff right here!
Best of luck for the next!
Feel free to surf my web-site pizza games lawton ok
Normally I do not read article on blogs, however I would like
to say that this write-up very forced me to try and do it!
Your writing style has been amazed me. Thank you, very nice article.
Feel free to visit my page - Online Games
Post a Comment