არაფრად ღირს სიცოცხლე კაცისა, რომელსაც სიცოცხლეზე უფრო ძვირფასი არაფერი გააჩნია.
ფრანგული გამოთქმა
პარიზში ერთი კანონზომიერება აღმოვაჩინე:
ადამიანს ისტორია იმ ადგილს მიუჩენს, რასაც მას მისი ერი მიაწერს.
ნაპოლეონი თავისი სამხედრო ავანტიურიდან ყველა ფრონტზე წაგებული გამოვიდა. პარიზის ყველა კაფე-სამიკიტნოს კარი რუსმა სალდატმა ჩექმით შეაღო და იღრიალა - ბისტრო ნახუი, ჟრაც დავაი! მას შემდეგ კაფეებს პარიზში ბისტრო ქვია. თვითონ ნაპოლეონი კი იგლისელებმა დაატყვევეს და აფრიკის დასავლეთით მდებარე პაწაწინა კუნძულზე გადაასახლეს, საფრანგეთში კი კაცი აღარ დარჩა რათა შინელი ჩაეცვა.
ნაპოლეონის მიერ გაღებულმა ფრანგი ჯარისკაცების სიცოცხლეებმა და ევროპელი ხალხების დამარცხებამ საფრანგეთს აბოლოოდ ნულოვანი ხეირი მოუტანა.
ზარალი კი უამრავი: წაგებული ქვეყანა, დახოცილი ჯარისკაცები, ევროპის დამპყრობის სახელი და უამრავი არაფრანგის სიცოცხლის ხელმყოფის ცოდვა.
ფრანგებს სრული უფლება ჰქონდათ ნაპოლეონი ტირანად და ბოროტ გიჟად შეერაცხათ და მისი სახელი მხოლოდ ისტორიის გაკვეთილზე გაეხსენებინათ.
ფრანგებმა სხვანაირი შეფასება ირჩიეს, მათ წმ. ელენეს კუნძულიდან გადმოსვენებული ნაპოლეონი ტრიუმფალური არკის ქვეშ გამოატარეს და ინვალიდების სასახლეში 6 კუბოიან აკლდამაში დაკრძალეს. ნაპოლეონის საფლავი მას შემდეგ პარიზის ყველა სტუმრის აუცილებელი მონახულების ობიექტია და ყველა ეს სტუმარი ნაპოლეონის თაყვანისცემის რიტუალის უნებური მონაწილე ხდება.
ფრანგების ამაღლებული დამოკიდებულება ნაპოლეონის მიმართ მთელ მსოფლიოზე ვრცელდება.
ასევე უცვლელად გავრცელდებოდა მთელ მსოფლიოში ფრანგების ჰიპოთეტური ლანძღვა და სირცხვილი, ფრანგებს რომ ჰქონოდათ ასეთი.
მაგრამ არა, ფრანგები თავის წაგებულ იმპერატორს პატივს სცემენ.
თავში მოყვანილი ფრაზის პერიფრაზი რომ გავაკეთოთ, არაფრად ღირს გამარჯვება კაცისა, რომელსაც გამარჯვებაზე ძვირფასი არაფერი გააჩნია.
და რა არის გამარჯვებაზე ძვირფასი, ეს ჩვენ ქართველებმა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში უნდა ვეძებოთ.
იმედია ოდესმე ვიპოვით. ვიპოვით იმას, რაც ღირსეულმა ერებმა საუკუნეების წინ იპოვეს.
რაღაცა ისეთს, რაც გამარჯვებაზე მნიშვნელოვანია.
Thursday, October 1, 2009
რაც გამარჯვებაზე მნიშვნელოვანია
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment