კრულვა რუსეთს# 1 ში ძირითადად რუსეთის მსოფლიო როლზე ვილაპარაკე.
ახლა კი რუსეთის დამოკიდებულება საქართველოსთან მინდა შეგახსენოთ.
აღმოჩნდა რომ ჩვენც არ გვცნობია რუსეთი.
გაუთავებელი მოჯადოება განვითარებული, კულტურული და ჭკვიანი რუსეთით, ორი რუსეთით, რომლის ერთი და უკეთესი შემადგენელი არის რაფინირებული ინტელიგენცია, რომელიც საქართველოს ეტრფის და ელტვის პუშკინიდან მოყოლებული, და მეორე - უხეში სალდაფონურ-იმპერიული ჩექმა, რომელიც ბნელ მასაზე დგას და ხელისუფლების ბერკეტებს ცხვირწინ უტრიალებს საკუთარ ინტელიგენციასა და მთელ მსოფლიოს.
ჰოდა ეს პირველი, აღმატებული, განათლებული, ერის სინდისი და ღირსება რუსეთი არ არსებულა, ან ისეთი არ ყოფილა, როგორადაც თავს გვაჩვენებდა.
ისიც სალდაფონურ-იმპერიული ჩექმა ყოფილა, პენსნეთი შელამაზებული.
2008 წლის აგვისტოში, როცა მათმა ქვეყანამ ჩემი ქვეყნის ჯერ სამხედრო ანექსია აწაერმოა, და შემდეგ იურიდიულად დაიკანონა მიტაცებული ტერიტორიები, ბევრ მათგანს აღმოხდა ის რასაც ენას კბილდაჭერილი თურმე არ ამბობდა, თორემ გონებაში მტკიცედ სწამდა. მათ გაამჟღავნეს მათსავე ტვინებში მტკიცედ გამჯდარი აზრი, რომ საქართველოს ეს მიწა საქართველო არ არის.
ჟირინოვსკი დუჟმორეული ეჩხუბა დუმაში კომუნისტების ფრაქციას, ყველაფერი თქვენი ბრალია, რატომ შეიყვანეთ აფხაზეთი და ოსეთი საქართველოს შემადგენლობაშიო.
ეს კაცი ჩვენთვის საერთო რუსული ნაზრახის (ნაფიქრი, რომელსაც პოლიტიკური მიზნებით არ ცხადდება) შესატყობად თავისი წონა ოქროს ფასის მქონე საშუალებას წარმოადგენს, უნდა გავუფრთხილდეთ.
ხოდა ასეა, არ გთვლიდა ქვეყანად არც საბჭოთა კავშირის დროს, არც, მითუმეტეს ბოლო ჩვიდმეტი წელია.
და რატომ უნდა ჩაეთვალე სახელმწიფოდ?
სახელმწიფოები ეერთმანეთს მუდმივი, ისტორიული, გინდა თითქმის პრეისტორიული კანონით აფასებენ.
ეს კანონი კი ამბობს, იქ სხვა სახელმწიფოა, თუკი მისი ტერიტორიის, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად იქაური ადამიანები მზად არიან თავი გაწირონ.
ეს კანონი თავისი უძველესი, ყველაზე ბოროტი და უშეღავათო ფორმით აქვთ მიღებული რუსებს.
ისინი მაგალითნი არიან ამ კანონის შეუბღალავი დაცვისა, როგორც დამპყრობლივ, ასევე თავდაცვით ბრძოლებში.
წარბი არ შეუხრიათ ნაპოლეონის, ჰიტლერის, დუდაევის და თასი სხვა ისტორიული მტრის წინაშე. ვაჟკაცურად წირავდნენ თავს თავის სამშობლოს, თავის ტერიტორიას.
იბრძოდნენ ინდოეთში, ერზრუმში, ბერლინში, ალპებზე, ესპანეთში, ავღანეთში, აფხაზეთში, იბრძოდნენ და კვდებოდნენ იმდენი, რამდენიც საჭირო იყო.
მოსკოვს და რუსეთს ცრემლების არ ჯერა, სისხლის,მხოლიდ სისხლის.
და რადაც არ უნდა ყური მოგჭრათ, მსოფლიოსაც არ ჯერა ცრემლის, სისხლი უნდა ერიოს, სასურველია ბლომად.
2000 წელს ევროკომისიამ ამიერკავკასიაში მშვიდობის დამყარების ახალი სტრატეგიული გეგმა წარადგინა, სადაც ჩვენი სეპარატისტები და მთიანი კარაბახი აღიარებული უნდა ყოფილიყო მსოფლიოს მიერ და ყველა თავის ტყავში დატეულიყო.
მაშინ კულუარული სკანდალის შემდეგ ეს პროექტი არ გახმაურდა, ქვემოთ გადაინაცვლა პაპკების სვეტში.
ეს გეგმა არ გაჩნდებოდა საქართველოს 1992 წლის შემდეგ სისხლი რომ გაეღო. იმიტომ რომ ისდაღვრილი სისხლი სამართლიანი სისხლი იქნებოდა.
მაშ რატომ არ იპყრობს რუსეთი ყველა მეზობელს, რომელზეც ძალით აღმატებულია?
რატომ გაძლო საქართველომ 15 წელი დამოუკიდებლად საზღვრის, პოლიციის, ბიუჯეტის და ღირსების გარეშე?
ეს მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ღირსეული ქვეყნების მიერ დადგენილი თამაშის წესია: გაერო, ეუთო, საჯაროობა, მასმედია, დემოკრატია.
მსოფლიომ ისწავლა რომ ყველაზე წარმატებული გზა საკუთარი განვითარებისათვის არის სხვა ღირსეული ქვეყნების პატივისცემა.
რუსეთმა იცის, რომ რეალური დამოუკიდებლობის მქონე მეზობელ ბალტიისპირეთს ისე ვერ ჩაყლაპავს, რომ მსოფლიოს თვალში სამუდამო სირცხვილი არ ჭამოს.
100 ლატვიელი რომ დარჩეს ცოცვხალი, რუსეთი მსოფლიოს თვალებს ვერ გაუსწორებს, ისეთ ერთიანობას, მიზანდასახულობას და ნებისყოფას გამოიჩენს ის 100 კაცი.
აი, ჩეჩნეთი კი არასდროს ყოფილა სახელმწიფო და მათი მოდრეკა რუსეთმა შეძლო, " ნა კალენი პერედ რასიეი" თქვა ნევზოროვმა თავის ტვგადაცემაში და აასრულა კიდევაც. ჩეჩნებმა ვერ შეძლეს მათ ბრძოლაში 20-ე საუკუნის საშუალებები იმდენი ეხმარათ, რომ ხარისხში გადაზრდილიყო. ეს განასხვავებს სახელმწიფოს ეროვნულ უმცირესობასთან. ჩეჩნეთი კი ეროვნულ უმცირესობად დარჩა მხოლოდ ფეოდალური მეთოდების ამარა. სახელმწიფო კი დისციპლინირებული თავგანწირვაზე დგას. დღესაც ასეა, არა მხოლოდ ფეოდალიზმში.
რუსეთ-საქართველოს ომმა დაადასტურა რომ გამოთქმა "ისტორია მორჩა", ანუ გეოპოლიტიკური ცვლილებები აღარ მოხდება, არასწორია. დედამიწაზე კიდევ ძლიერია მტაცებელი, რომელიც ხელსაყრელ მომენტს ელის.
არტივიაის ერთ გადაცემაში რუსი იმპერიელისტი თავის შეგრძნებებს იხსენებდა იმ დღეებისას, როცა საქართველო რუსეთს ჯერ კიდევ ვერ დაეჩოქებინა და ომი სამხრეთ ოსეთის სიღრმეში მიდიოდა. მან თქვა ქუჩაში დავდიოდი და ვფიქრობდიო "ჩტოჟე ბუდიძიტ როძინოი ი ს ნამი" ანუ საქართველოს გაერთიანება მისთვის საკუთარი როძინის დასცევა იყო. ასე მარტო მას არ უფიქრია, იმდენმა იფიქრა, რამდენის ქმედებები და ზოგიერთის თავგანწირვაც საკმარისი აღმოჩნდა საქართვველოს დასამარცხებლად.
პუტინი, მედვედევი პაიკები არიან დიდი რუსი ხალხის ხელში. ამ მასის შეკვეთს ყველა ლიდერი აასრულებდა.
დღეს კი ომის შემდეგ ყველაზე მძიმე ვერდიქტი მოვისმინე, უფრო სწორედ წავიკითხე: საქართველომ არ უნდა ჩაიყენოს თავი დავითის პოზიციაში გოლიათის წინაშე. ის ვერ მოუგებს გოლიათს.
ჩვენში ვერ დაინახეს დავითი. გვიყურესბენ მეორე წელია და ... მართალაც სად არის დავითი ჩვენში?
არ არის.
გავზრდით?
ჰა?
Monday, April 26, 2010
ჩემი კრულვა რუსეთს #2 ჩემი ლანძღვა საქართველოს #1
Subscribe to:
Post Comments (Atom)
3 comments:
"პუტინი, მედვედევი პაიკები არიან დიდი რუსი ხალხის ხელში. ამ მასის შეკვეთს ყველა ლიდერი აასრულებდა."
100% მართალია.
და სანამ მაგას არ გავიაზრებთ, მანამდე ვიქნებით პირდაღებულნი ახალი პრეზიდენტის მოსვლის ან რუსეთის დაშლა-დაქცევის მოლოდინში.
It's in fact very complex in this active life to listen news on TV, thus I simply use world wide web for that purpose, and obtain the most up-to-date news.
Feel free to visit my homepage :: english premier league transfer news and rumours
For the reason that the admin of this web site is working, no uncertainty very soon
it will be well-known, due to its feature contents.
Feel free to surf my page football transfer news for arsenal
Post a Comment