Wednesday, April 28, 2010

მსოფლიოში ყველაზე მავნე ლეგენდა






ეს იცით ხო?
მშობლებმა ბრძენს რომ უთხრეს, ბავშვია აღზრდა გვინდა თქვენ მოგანდოთ და რა ასაკში მოგიყვანოთო.
რა ხნისაა თქვენი შვილიო
ჯერ ცხრა თვისააო
ოოოო! ცხრა თვე დაგიგვიანიათ აღზრდაო.

ეს მახვილგონივრული პასუხი ალბათ მთელმა მსოფლიომ იცის. ყოველ შემთხვევაში საქართველოში პოპულარულია.

და ამ ცოდნას საშინელი მწარე ეფექტი აქვს უამრავი პაწაწინა ადამიანის უმანკო ცხოვრებებში.

დაანებეთ ბავშვებს თავი

დაიმახსოვრეთ და გაითვალისწინეთ!

ბავშვს აქვს უფლება იყოს უზრდელი 6 წლამდე, 5 წლის + 6 თვემდე მაინც.

ზრდილობას თქვენი საქციელის ანალოგიით ისედაც ისწავლის იმ სასკში, როცა მოეთხოვება.


ნუ აჩმორებთ და აწვალებთ ბავშვებს!
მ ო ე ფ ე რ ე თ, როცა ბრაზობს განსაკუთრებით მაშინ .

ვაა!




ეს ბავშვები კარგი ადამიანები გაიზრდებიან.

ერთი შეშინებულია, ხილის წვენი ძამიკოს (თუ დაიკოს) ტუჩებზე სისხლი ჰგონია და მიშველებას სთხოვს მამას.
მეორეს ჩარლის ნაკბენი თითი ტკივა, მაგრამ ცდილობს პატარა არ შეაშინოს.

5 comments:

Zurriuss said...

სად გვაქვს ჩვენ მოფერების ნერვები!

cartwheel said...

ხო, მართალი ხარ. დამამტკიცებელი საბუთი გითხრა?
ეს პოსტი თემად გავხსენი თბილისის ფორუმის "მშობელთა კლუბში" და... შემდეგივე პოსტით დამიკეტეს.
მერე გადმოვიტანე აქ.

Katieé.Ge said...

შემოგევლე, რა საყვარელია ის, პირველ ვიდეოში, როგორ აღშფოთდა ბოლოს :D:D:D
ჩარლი და მისი ძმა ვიცოდი. შემშურდა, ასეთ არააგრესიული ბავშვები სად გვყავს ჩვენ ://

თემას დაგიხურავდნენ, აბა რა, აღზრდის მეთოდებში ცვლილებების შეტანაზე თუ დაუწყე ჭკუის სწავლება.
ბავშვს თუ არ უკივლე, არ გალანძღე, მიწასთან გაასწორე, ნებისმიერ ასაკში შეცდომა ხალხის თვალწინ ხმამაღლა შეუსწორე, რომ არავინ იფიქროს, ბავშვს ყველაფრის უფლებას აძლევსო, მერე მოგვიანებით ყველა კლასელს თუ არ შეადარე შეადარე და ყველაზე დებილად და უსაქმურად არ აგრძნობინე თავი, აბა ისე ხომ ვერაფერს ისწავლის, უზრდელიც გამოვა და ცხოვრებაშიც ვერაფერს მიაღწევს...

ეჰ
მერე უკვირთ, რატომ არიან ქართველები დაკომპლექსებულებიო. ბავშვობიდან შეშინებულად ზრდიან და აბა რა იქნება.

Anonymous said...

Please let me know if you're looking for a author for your blog. You have some really good posts and I think I would be a good asset. If you ever want to take some of the load off, I'd love to write some material for your blog in
exchange for a link back to mine. Please send me an e-mail if interested.
Thanks!
Feel free to surf my blog - football transfer news sky sports

Anonymous said...

Asking questions are really fastidious thing if you are not understanding
anything completely, however this paragraph gives good understanding yet.
Feel free to visit my web blog ; transfer news epl arsenal