Tuesday, April 27, 2010

სამუელ მორზე






მას შემდეგ, რაც მსოფლიო მობილურმა ტელეფონებმა და ინტერნეტმა დააპატარავა, რაც კომუნიკაცია და ახალი ამბების ფლობა რუტინად იქცა, ყველამ დავივიწყეთ ის მსოფლიო, რომელსაც ნატურალური ზომები ჰქონდა და მარათონის ომში მოგების დედაქალაქში შეტყობინებას სირბილით ილაჯგაწყვეტით ერთი ადამიანის სიკვდილი სჭირდებოდა. დავივიწყეთ ის მსოფლიო კვამლის სვეტებით მტრის მოახლოებას რომ აცნობებდა შემდეგ კოშკს, გაწვრთნილი საფოსტო მტრედები? ან საფოსტო დილიჟანსები? პროფესიებიც არსებობდა შიკრიკი, მალემსრბოლი, მაცნე.

პირველად სამყარო ამ კაცმა დააპატარავა.
სამუელ მორზე 1791 წელს დაიბადა დღეის სწორს მასაჩუსეტში.
გამოიგინა ტელეგრაფი (1832)და მორზეს ანბანი (1838). ორი გენიალური, მარტივი და გენიალური გამოგონება ერთი თავიდან.
მაგრამ, წარმოიდგინეთ, რა უსარგებლო იქნებოდა ტელეგრაფი 1882 დან 1838 წლამდე.
არადა "მარტივია" ხომ?
წერტილებისა და ტირეების კომბინაციით ანბანის შედგენა.
დღევანდელ ციფრულ სამყაროში მორზეს ანბანის ცოდნა ისევ მოეთხოვებათ ზღვაოსნებს.




3 comments:

Zurriuss said...

ნეტა, რეალობაში რომ გესმის, რამდენად ადვილად გასარჩევია? :)

cartwheel said...

უჰ, მაგაში ექსპერტი ვიყავი, თითქმის.
ჯარში ვიყავი გუდაუთაში 1987 წელს, სვიაზის, ანუ კავშირგაბმულობის ნაწილი იყო. გვევალებოდა თურქეთში თვითმფრინავებისა და დისპეტჩერებს შორის გადაცემული კოდების ჩაწერა და ცენტრში გადაგზავნა. ცენტრი თეთრწყაროში იყო. კოდები მორზეს ანბანით გადაიცემოდა. ბიჭები ისხდნენ სპეციალურ მანქანებში და მთელი 6 სთ ნაუშნიკებში ეძებდნენ მორზეს ანბანის ხმებს.
სინამდვილეში დიდ დროს მონტეკარლოსა და ბიბისის რადიოების სმენაში ატარებდნენ. მე ყურით კი ვისმენდი , მაგრამ ჩაწერას ვერ ვასწრებდი, და ამიტომ... მათ უფროსად დამნიშნეს.
ისინი ტუფტა კოდებს მაbარებდნენ, მე კი იმათ ტუფტას აღარ ველოდი, დავTარიდან 5 წლის წინანდელი კოდები წინასწარ ჩამოწიკწიკებული მქონდა და ცვლის დამთავრებისთანავე ვაგზავნიდი ცენტრში. ზუსტად მაგ დროს მათიას რუსტმა პატარა სპორტული თვითმფრინავით წითელ მოედნამდე იფრინა და მშვიდობიანად დაჯდა. ჩემნაირი სვიაზისტები დახვდა მასაც.
ანბანს რაც შეეხება, ცოტა გავარჯიშება უნდა და გაარჩევ.
მაგალითად SOS არის
...---...

Anonymous said...

Greetings from Los angeles! I'm bored to death at work so I decided to browse your website on my iphone during lunch break. I really like the info you provide here and can't wait to take a look when
I get home. I'm amazed at how quick your blog loaded on my phone .. I'm not even using
WIFI, just 3G .. Anyhow, very good site!
Review my page ; chelsea transfer rumours transfer news