Showing posts with label თურქეთი. Show all posts
Showing posts with label თურქეთი. Show all posts

Friday, September 30, 2011

თურქები. თურქები?

მეექვსე საუკუნეში თურქები მომთაბარე ტომი იყო, რომელიც მონღოლეთიდან ტაჯიკეთამდე ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. 
რომელ რასას წარმოადგენდა ეს ტომი? 
ჩემს ისტორიის სკოლის წიგნში დაახლოებით -1982 წელს ვკითხულობდი, რომ თურქ-სელჯუკები მომთაბარე მონღოლური ტომი იყო. 
ეგ ეჭვი ბავშვობიდამვე გამიჩნდა, როგორ გახდა მონღოლური რასის ხალხი ინდოევროპული რასის წარმომადგენელი თურქების მშობელი? 
არადა თანამედროვე თურქები აშკარად ინდოევროპელები არიან და არა მონღოლოიდები. 

ეშლებათ ისტორიკოსებს მეთქი, ვფიქრობდი. 

დისქავერზე დოკ. ფილმი იყო სახელწოდებით "ასკერები"
ასკერები თურქეთის სულთანის კარზე გავლენიანი სამხედრო პირები იყვნენ.
 
მათი ძალა რამოდენიმეჯერ სულთნის ძალასაც აღემატა და ერთი ორჯერ წარმატებული გადატრიალებაც მოუწყვით თავისთვის მისაღები სულთნის გასამეფებად.

ასკერები მცირერიცხოვანი  მაგრამ, გავლენიანი თავნება მდიდარი უმაღლესი კასტა იყო. 
Askeri (Ottoman Turkish: عسكري) is an Ottoman Turkish term that refers to a class of imperial administrators in the Ottoman Empire.

This elite class consisted of four main groups: the military, the court officials, the nobility, and the religious clergy. Though term itself literally means "of the military", it more broadly encompasses all higher levels of imperial administration. To be a member of this ruling elite, one thus had to hold a political office in the service of the Ottoman Empire, meaning that both Muslims and non-Muslims in those positions could be considered askeri.

It was contrasted with the reaya, the tax-paying lower class, and the kul, or slave class, which included the Janissaries.

მათი ბატონობა მე- ???16 საუკუნემდე გაგრძელდა, როდესაც მეფის კარის შიდა იწილობიწილო ომის  შედეგად ასკერების მმართველობა გადაგდებული იქნა. 
ამ დროისათვის ასკერების ყოყლოჩინობა და ბაქიბუქი ყველას მობეზრებული ჰქომდა, მათი სამხედრო მნიშვნელობა უკანა პლანზე გადაწია ეხალფეხადგმულმა არტილერიამ. ასკერები როგორც წარმატებულ სამხედროთა კასტა მას შემდეგ აღარ აღორძინებულა.

მანამდე კი მათ, ასკერებს ხელისიფლებაში იერარქიის ზედა საფეხური მოსდგამდათ, გენეტიკურად გადაეცემოდათ როგორც ევროპაში ფეოდალ რაინდებს. 
ცხოვრობდნენ სულთნის სასახლეში და სახელმწიფო სიმდიდრეში ბანაობდნენ. 





დისქავერის იმ დოკუმენტურ ფილმში ასკერების მმართველობის გადაგდება გადმოცემული იყო როგორც პროგრესული მოვლენა თურქეთის სახელმწიფოსათვის. 
ასკერების შემდეგ მოახერხა თურქეთმა ყველაზე დიდი დამპყრობითი ომების წარმოება, დაიპყრო ბაბილონი, იერუსალიმი  ეგვიპტე და ჩრდილოეთი აფრიკა, ებრძოლა ესპანელთა არმადას, რუსების ფლოტილიას, დაიპყრო საბერძნეთი და აღმოსავლეთ ევროპის სამხრეთი და ეს ყველაფერი დაუმატა ძველ ისედაც უზარმაზარ თურქეთს. 
ასკერების ჩამოგდებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა და აი რა. 





თურქსელჩუკები მომთაბარე  მონღოლოიდები იყვნენ. მათ დაიპყრეს დიდი მიწები და საბოლოოდ დაფუძნდნენ დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. მათ იქ რომის - ბიზანტიის იმპერია დახვდათ თავისი ვასალი ადგილობრივი ქვეყნებით, რომლებიც იმ დროისთვის იმპერიის  პოლიტიკურ იერარქიაში იჯდნენ და თავს არ ამჟღავნებდნენ. 
რომმა იქ მისვლამდე არსებული უამრავი ქვეყანა გაარომაელა: პართიელები, ხეთები, ურარტუელები, მოსინკები, კაპადოკიელები, მიდოელები, ტროელები, ეფესელები, კესარიელები, ანატოლიელები იმ დროისთვის (თურქ სელჯუკების ხელისუფლებაში მოსვლამდე) უკვე რომაელები- ბიზანტიელები იყვნენ და თავისი ისტორიული იდენტობა გვარიანად ჰქონდათ დაკარგული. ადგილობრივი აბორიგენები რაოდენობით მნიჩვნელოვნად აჭარბებდნენ ბიზანტიელ რომაელებს და ბერძნებს, მაგრამ იერარქიაში მტკიცედ ისხდნენ მათ ქვემოთ. მსახურობდნე ბიზანტიურ ჯარში, აშენებდნენ ბიზანტიის ტაძრებს და ეკონომიკას. 
სელჯუკების გაბატონებით რომაელების იერარქიის მწვერვალი სელჯუკთა იერარქიია მწვერვალობით მათთვის იოლად შეიცვალა. 
არ მომხდარა  ერთი ერის გენოციდი და იმ ტერიტორიაზე მეორე ერის ჩასახლება. ეს თითქმის არც არადდროს მომხდარა ომით. 
მთელი ეთნოსის განადგურება და იქ სხვა გენის ჩასახლება მხოლოდ ეკონომიკური მიზეზებით ხდებოდა ისტორიაში. უფრო გავრცელებული ფორმა იყო ასეთი, აბორიგენთა ომში დამარცხების, რომელშიც საერთო მოსახლეობის ალბათ 5 % დაიღუპებოდა, შემდეგ ერი აღიარებდა ვასალობას და აგრძელებდა ცხოვრებას ახალი მმართველის ხელში. რომაელებგამოვლილმა აბორიგენმა ხალხებმა მარტივად მიიღეს ახალი სუზერენი - მონღოლოიდი თურქსელჯუკი. 
ეს სუზერენი ისევ იქ, კონსტანტინოპოლში დაჯდა და მტკიცე  იერარქიული ქსელები გააბა. ხალხი ახლა თურქსელჯუკთა ჯარში წავიდა და თურქსელჯუკთა ეკონომიკა და სიმდიდრე აშენა, იყვნენ რომაელ- ბიზანტიელები, გახდნენ თურქები. 
ასკერებს სულთნის კარზე ზემდგომობა მოსდგამდათ, მათ უფლება ჰქონდათ სულთნის გადაყენების.







ასკერები მონღოლოიდი თურქ-სელჯუკების შთამომავლები იყვნენ -მონღოლოიდები.


საიდან ვიცი? სწორედ იმ დოკუმენტური ფილმიდან დისქავერიზე. 

ასკერები რამდენიმე მინიატურაზე იყვნენ დახატულები, ისინი 100% მონღოლოიდები იყვნენ.


 
ამრიგად გენეტიკურად თურქსელჯუკებმა ???? წელს დაასრულეს იმ იმპერიის სახედ და მმართველად ყოფნა, რომელიც თვითონ მერვე საუკუნიდან აშენეს.  იმპერია დარჩა, სახელი დარჩა, მაგრამ გენი შეიცვალა. ადგილობრივმა აბორიგენმა უმრავლესობამ მმართველობაშიც უმრავლესობა მოიპოვა და მონღოლოიდები სრულიად და სამუდამოდ განდევნეს ხელისუფლებიდან.  
და დღეს თურქების გენებში ჩქეფს მომთაბარე სელჯუკების გენები, არაუმეტეს  ... 5%_  ში მოსახლეობის. 
95% კი ისევ ის ძველი გენებია, პართიელების, ანატოლიელების, ხეთების, მიდიელების, სპარსების, ბერძნების, რომაელების, ქართველების, ურარტუელების/სომხების, ებრაელების, ფილისტიმელების, ეგვიპტელების, მაღრიბელების, რომელთაგანაც ნაწილი იმპერიის ცენტრში გადასახლდა და თავისი ისტორიული სამშობლო სამუდამოდ დაკარგა, და ა. შ. 
ამის დასტური მათი ექსტერიერია
საკმარისია მხოლოდ შეხედო ტრამვაიში, მაღაზიის დახლში, ქუჩაში, მუზეუმში, სასტუმროში. 
ჩვენ ქართველები გარეგნობაში საქართველოდ  კუთხურობის აბორიგენთა  ნიშნებს ვინახავთ; შეგიძლია განასხვავო ერთმანეთისგან კახელი და იმერელი, მეგრელი და სვანი, ხევსური და აჭარელი, ქართლელი და ქიზიყელი. ქალაქელებში, რომლებშიც რამოდენიმე თაობაა შორი - კუთხეთაშორის დამემკვიდრებით, გარეგნობა ნაკლებადაა კუთხურ სტანდარტული,არეულია, მაგრამ მაინც ქართული. 
თურქებს ექსტერიერთა 100 ჯგუფი აქვთ და პლიუს კიდევ ერთი ჯგუფი - არეული, და ეს ჯგუფი ყველაზე მრავალრიცხოვანია. მასში იშვიათად გამოკრთება მონღოლოიდური გენი, იმაზე მეტად არა, ვიდრე ქართველებში. 


აქედან დასკვნა, თურქები ისევ ის ხალხია, ვინც იმ მიწაზე უმშვენიერესი ანტიკური და პრეანტიკური ძეგლები შექმნეს, მათ მიიღეს და დღემდე ინარჩუნებენ გადამთიელ მომთაბარეთა სახელი. 
მათ მიიღეს მაგრამ ... მხოლოდ ???? მდე ინარჩუნებდნენ სელჯუკთა მმართველობას. 
???? წელს ადგილობრივები გათავისუფლდნენ შორიდან მოსულთა ხელისუფლებისაგან, მაგრამ მათი აწყობილი ინფრასტრუქტურა, იერარქია და ბრენდი სახელი შეინარჩუნეს. 
აქედან დასკვნა 2.
თურქებმა უნდა იამაყონ იმ მიწის ისტორიით, რომელზეც ცხოვრობენ, ეს მათი მიწაა, მათი წინაპრების პრეანტიკური, კაცობრიობის ისტორიაში ერთერთი პირველი სახელმწიფოების შემქმნელი ხალხის მიწაა. 
შეუძლიათ იყვნენ მადლიერნი მონღოლოიდი თურქსელჯუკებისა, რომელთაც ისტორიაში ერთერთი ყველაზე წარმატებული, მწყობრი, მოქმედი იერარქია და ერთიანობა აჩუქეს, და შეუძლიათ იამაყონ თავისი აბორიგენობით თუკი საკუთარ ანარეკლში მონღოლოიდს ვერ იპოვნიან, ან იამაყონ ნამდვილი თურქსელჯუკობით, თუ სარკეში  მონღოლოიდთა ნაკვთი იპოვა. 
მაგრამ, როგორც გითხარით თურქობით სიამაყე დღევანდელ თურქთა არაუმეტეს 5%_ს მოუწევს. 


თუ ეს მოხდა, ამით ძალიან დიდ პლიუსს მიიღებს თურქეთი, დღევანდელი თურქეთი. 
წარმოიდგინე. 


მაგრამ დღევანდელმა  თურქეთმა ეს არ იცის, პირიქით, ემიჯნება ანტიკურს, ბიზანტიურს, და სამყაროს დასაბამად კონსტანტინოპოლის აღება დაუსახავს. 
თურქეთის ტერიტორიაზე განფენილი უმშვენიერესი პრეანტიკური, ანტიკური, ადრექრისტიანული, ბიზანტიური ძეგლები დღევანდელი თურქებისთვის არა წინაპართა ნაოფლ- ნადაგ- ნაფიქრ- გათვლილი ხელოვნების ნიმუშებია, არამედ ტურისტთა მოსაზიდი ამ მიწის ბონუსები. რომლებიც, რაც უფრო გრანდიოზულია, მით უფრო უნდა გრცხვენოდეს, როგორც ქურდს და მიმტაცებელს. 
თურქებო, გეძლევათ კურთხევა ჩემგან, იამაყეთ თურქეთის მიწის უძველესი ისტორიით, ის თქვენი ისტორიაა.   




http://en.wikipedia.org/wiki/Genetic_history_of_the_Turkish_people
ა, თუ არ გჯერათ, ჩემამდე უფიქრია ჭკვიან ხალხს.

Turkish and Azeri populations are atypical among Altaic speakers in having low frequencies of Asiatic haplotypes. Rather, these two Turkic-speaking groups seem to be closer to populations from the Middle East, Caucasus and the Balkans. This finding is consistent with a model in which the Turkic languages, originating in the Altai-Sayan region of Central Asia and northwestern Mongolia, were imposed on the indigenous peoples with significant genetic admixture, possible example of elite cultural dominance - driven linguistic replacement.
ანუ, ეს ხალხი, თურქები და აზერბაიჯანელები წინა აზიის,შუა აზიის, კავკასიის და ბალკანეთის მოსახლეთა მსგავსი გენების მქონეა, გენეტიკურად განსხვავდება ალტაის თურქებისაგან, მაგრამ ენა კი ალტაის თურქებისა აქვთ, მათი (ალტაის თურქების) კულტურული დომინირების გავლენითო.

Friday, September 16, 2011

1687 წლის წინ სტამბულში, რომელიც მაშინ არ იყო




2011–324=1687
324 წელს, 1687 წლის წინ უცნობ ისტორიულ გეოგრაფიულ პუნქტ ქრისოპოლისში ,
ამჟამად სტამბულის უბან უშკუდარში, მაშინ როცა თურქების წინაპრები ჯერ კიდევ მონღოლეთსა და უზბეკეთს შორის ხედნიდნენ ცხენებს, დიდი ომი მოხდა. ამ ომით რომის ორი იმპერატორის 10 წლიანი ომები დასრულდა. ერთი, ლიცინიუსი, რომელმაც მანამდე რომის იმპერია თითქმის გააორმაგა, დამარცხდა.
მეორე კონსტანტინე გამარჯვებული გახდა. მან ლიცინიუსი საპყრობილეში გაუშვა. კონსტანტინეს ცოლი ლიცინიუსის ძმა იყო, კონსტანტინეს ლმობიერება კი მხოლოდ ერთი წლის ხალგრძლივობის.
კონსტანტინემ ტუსაღი ლიცინიუსი ერთი წლის შემდეგ მოკლა.
მანამდე კონსტანტინე და ლიცინიუსი ერთად მართავდნენ იმპერიას, მას შემდეგ რაც ლიცინიუსს კიდევ ერთი თანაიმპერატორი გელარიუსი მოუკვდა.
კონსტანტინესა და ლიცინიუსს შორის მტრობა მას შემდეგ დაიწყო, რაც კონსტანტინემ მის ძმასა და ლიცინიუსს შორის მეგობრული კავშირები დაინახა. კონსტანტინეს ძმა კი კონსტანტინეს ტახტის არასანდო კონკურენტი იყო.

ამ სისხლიან ბოროტ ხალხს შორის ერთერთი ბოროტის გამარჯვება, ეს გამარჯვება ქრისოპოლისში კაცობრიობის მთელი შემდგომი განვითარებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა.


როგორ?

რომის იმპერიას სათავეში კონსტანტინე ჩაუდგა, პირველი ქრისტიანი იმპერატორი.

დედამიწა მას შემდეგ გახდა ქრისტიანების.


რომ არა კონსტანტინე და მის არსში სადღაც შორს მბჟუტავი იდეალიზმი, ჩვენ არ ვიქნებოდით ქრისტიანები, მაჰმადიანობაც არ იარსებებდა, იუდაიზმი კი იქნებოდა, მაგრამ ებრაელებს არ ეყოლებოდათ ყველაზე ცნობილი და ყველაზე მნიშვნელოვანი ებრაელი – ქრისტე.

დედამიწა კვლავ ძველი რომაული პრინციპით – ჰომო ჰომინის ლუპუს ესტ*, იმოქმედებდა.

ცხოვრება გაცილებით უფრო ძნელი იქნებოდა.

*homo mominis lupus est. ადამიანი ადამიანისთვის მგელია.

Monday, June 27, 2011

რჩევები სტამბულის სტუმრებს

სტამბულს 1932 წლამდე კონსტანტინოპოლი ერქვა მსოფლიოსთვის, თვითონ თავის თავს კი 4 საუკუნე უწოდებდა სტამბულს. 
სიტყვა სტამბულის სტ კონსტანტინოპოლის სტ-ია.


 
მსოფლიოში მხოლოდ ოთხია  ასეთივე იღბლიანი ადგილი,  რომელთა მნიშვნელობა მხოლოდ კონტინენტების მასშტაბით ხდება თვალსაჩინო. 

-პანამის არხი
-სუეცის არხი
-გიბრალტარის სრუტე
და
-ბოსფორის სრუტე - კონსტანტინოპოლი.

თუმცა წინა ორისგან განსხვავებით ბოსფორი და დარდანელი  ბუნებრივია, ის საჩუქარია. მათ გაჭრას არ დაჭირდა ათასობით მუშის მალარიით ან შრომის საფრთხეებით გმირული სიკვდილი, ისე როგორც ეს პანამისა და სუეცის გაყვანამ მოითხოვა.



ოთხივე ეს ადგილი შარიანი ისტორიის მქონეა: პანამისთვის იომეს ამერიკამ და ესპანეთმა, საფრანგეთმა, პანამამ.  
სუეცისთვის ინგლისმა, ეგვიპტემ, გიბრალტარისთვის ინგლისმა და ესპანეთმა, არაბეთმა მაროკომ, 

ბოსფორისთვის ბრძოლა გაცილებით მრავალსერიანი აღმოჩნდა, ის დროშასავით გადადიოდა ხელიდან ხელში. სპარსები, ბერძნები, რომაელები, ბიზანტიელები, თურქები, ჯვაროსნები, ინგლისი დროშებს აფრიალებდნენ ამ სრუტის ხელში ჩასაგდებად. 



 ბოსფორის სრუტის გასაღები კეტავს ან აღებს მსოფლიო ოკეანეს შავი ზღვის ქვეყნებისთვის: ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, რუსეთი, საქართველო პირდაპირ, ხოლო შუა აზია, სომხეთი , აზერბაიჯანი, მოლდოვა, უნგრეთი, ავსტრია (დუნაით),  შავი ზღვის ქვეყნების გავლით უკავშირდება დედამიწას საზღვაო გზით. 
საზღვაო გზის უპირატესობა კი ყველა სხვა გზას შორის, არის სიიაფე და მიღწევადობა. 
მომავლის მსოფლიოში, სადაც საწვავს ოქროს ფასი დაედება, საზღვაო მგზავრობა   იმ პატივისცემას დაიბრჯნებს, რლმელიც მას თვითმფრინავების გამოჩენამდე ჰქონდა. 

სტამბულის  ეს  იღბლიანი ადგილმდებარეობა ანტიკური ხანიდან იცოდნენ გეოპოლიტიკური მასშტაბის სტრატეგებმა. 
კონსტანტინემ სრულიად გააზრებულად ააშენა იმდროინდელ მსოფლიო იმპერიის დედაქალაქი ამ ადგილას. 

აქ იყრიდა თავს ადამიანები, თემები, ეთნოსები,  ერები, ხალხები, მათი ნაწარმი, შემოქმედება, ცოდნა და გამოცდილება. 

ქალაქი ააყვავა როგორც ამ ქალაქის მასპინძელმა ბერძნულ- რომაულმა ჭკვიანმა და ნიჭიერმა მოსახლეობამ, ასევე, უზარმაზარი მასშტავის ვაჭრობამ. 






კონსტანტინოპოლის დაცემისა და აქ თურქების გაბატონების შემდეგ, ქალაქმა ახალი ანტურაჟი შეიძინა, სტრატეგიული პლიუსები კი არანაკლები წარმატებით გამოიყენა.

ეს ქალაქი უკვე 14 საუკუნეა იგლობალური მეგაპოლისია.

და
არის
იმ
ქვეყნის დედაქალაქი, რომლის ტერიტორიაზე შორეულ პრეისტორიულ ხანაში დაიბადა ადამიანთა ცივილიზაცია, დაიბადა ადამიანი.

აქ
- დაწერეს პირველი სიტყვები ფინიკიელებმა თიხის ფირფიტებზე
-ააშენეს ტროა ტროელებმა
-კაპადოკიაში დახატეს პირველი ქრისტიანული ფრესკა
-იმღერეს ჰარი ჰარალე ურარტუელებმა
-ააშენეს ქრისტიანებმა აია სოფია
-აქვედუკები და ბაზილიკა ცისტერნა 
-მოზაიკით მოხატეს ქორა



-აქ დაიბადნენ წმინდა ნინო და წმინდა ნიკოლოზი, რომელიც შემდეგ სანტა კლაუსად ტრანსფორმირდა და ქრისტიანულიდან ზოგადსაკაცობრიო ხატად ტრანსფორმირდა. 


იუნესკოს მიერ კაცობრიიობის კულტურული მემკვიდრეობისათვის მიკუთვნებულ, მთელ მსოფლიოში გაფანტულ 300 ძეგლთაგან 9 თურქეთის ტერიტორიაზეა. 

ოტომანთა იმპერატორის ბრძანებით აქ გადმოასვენეს დავითის xmali, მოსეს კვერთხი,
იოანე ნათლისმცემლის მკლავი და თხემის ძვალი.

აქვეა მუჰამედის ხმალი, ხელნაწერი და მოსასხამი. 


სტამბულში თავმოყრილია არამარტო სტამბულის, და თურქეთის  არამედ მთელი ოტომანთა იმპერიის ტერიტორიებიდან თურქი არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი პრეანტიკური და ანტიკური ექსპონატები. 
და ვინაიდან ოტომანთა იმპერია მოიცავდა შუამდინარეთის, მცირე აზიის და ეგვიპტის და ჩრდილოეთი აფრიკის მიწებსაც, სტამბულის არქეოლოგიურ მუზეუმში კაცობრიობის ისტორიას ნაბიჯნაბიჯ შეგიძლიათ მიჰყვეთ. შეგიძლიათ აღტაცდეთ ადამიანთა იმ ისტორიული ჯგუფების მიმართ,  რომლებიც ბევრ სიტუაციაში იყვნენ პირველები, აღმომჩენები, გამომგონებლები, ავტორები, კორიფეები, უბადლოები და... არანაკლებ ჭკვიანები, ვიდრე ჩვენ 21-ე საუკუნეში. 
მათი სამყარო  ძალიან პატადა იყო ჩვენს სამყაროსთან შედარებით, მაგრამ ამავე დროს უზარმაზარი უცხო და შეუცნობელი უკიდეგანო  სარტყელით იყო შემოგარსული. 
სოციალური გამოცდილება მიზერული ჰქონდათ ფაუნას  კი ჩვენზე უკეთ იცნობდნენ.
ქმნიდნენ და წერდნენ წესებს, კანონებს, დებდნენ ხელშეკრულებებს, სჯიდნენ და ასამართლებდნენ მტყუანებს და დაზარალებულებს, ზრუნავდნენ საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, პატივს სცემდნენ გარდაცვლილებს და იმედოვნებდნენ ამინდისა და სიცოცხლის ღმერთების გულის მოლბობის. 

ეს ყველაფერი თავმოყრილია სტამბულის არქეოლოგიის მუზეუმში, რომელიც სტამბულის ბრენდ სანახაობებში დაღლილთ, შეიძლება გამოგრჩეთ კიდევაც. არ შეიძლება, გიკრძალავთ სტამბულიდან წამოსვლას არქეოლოგიური მუზრუმის უნახავად.

აუცილებელი სანახაობები, რომლებიც უჩემოდაც იცით და აუცილებლად ნახავთ: 
აია სოფია, სულთან ახმედი, ისტორიულ იპოდრომს ისედაც ნახავთ, მათ შუაა. 
გრანდ ბაზარი  

ადგილები, რომლებიც ძალიან კარგია თუ მოინახულებთ : 
გალათას კოშკი
ტაქსიმი
პრინცის კუნძულები
დოლმაბახჩე


სასტუმრო: 
ჩემი გამოცდილება ასეთია, სასტუმრო უნდა აიღოთ სულთანახმედზე, ისე რომ აია სოფიასა და სულთანახმედს ფანჯრიდან ხედავდეთ, დილის " შვედური" საუზმე კი ვერანდაზე უნდა გქონდეთ, საიდანაც ფანტასტიკური ხედი გარანტირებული გექნებათ.



მგზავრობა
ტრამვაი იაფია და მოსახერხებელია, 
ტაქსი ძვირია.


ტრამვაის პლიუსებში შემყავს ის, რაც ადრე პარიზის მეტროზე დავწერე - მასპინძელ ადამიანებთან საყოფაცხოვრებო სიტუაციაში ერთადყოფნის სიხარული. 
ტაქსი ამას ვერ მოგცემს. 
ტრამვაი ადამიანების გალერეაა. 
სტამბულის ტრამვაის ვაგონში რწმუნდები, რომ ცივილიზაციათა, კონტინენტთა, კულტურათა     და რელიგიათა გადაკვეთაზე იმყოფები. და ეს ძალიან საინტერესოა. 



კვება

ერთხელაც (საღამოს, შეღამებულზე ჯობია)  აუცილებლად უნდა მიაკითხოთ რესტორანს. 
მე გირჩევთ მოძებნოთ რესტორანი ვერანდაზე, საიდანაც აია სოფია და სულთანახმედი კარგად ჩანს. 
მე ესეთი რესტორანი საკმაოდ იაფი მეჩვენა რესტორნისთვის. 
ჩვეულებრივი კვება კი დაიწყება შვედური საუზმით, რომლითაც დაუღალავად უნდა დაიტვირთოთ. ეს ძნელი არაა, როგორც წესი უველაფერი გემრიელია. 
სადილი, ვახშამი, წახემსება წინასსარდაუგეგმავ ადგილებში მოგიწევთ, მაკდონალდსები და კინგბურგერები ხშირად შეგხვდებათ, ერთი ორჯერ შეიძლება ცდუნდეთ, იგივეა რაც ჩვენთან, მაგრამ მე გირჩევთ თუ ჩქარობთ დააფასოთ  ცხვრის შაუდმა და დონერები, თუ დაჯდომის დრო გაქვთ ენდეთ უსახელო ( ჩვდნთვის უსახელო) კერძებს, რომელთა დიდი არჩევანიდან ( დიდ ჩამწკრევებულ ოთხკუთხა ქვაბებში) კომბინაციას შენ თვითონ ამოირჩევ. 

სითხე მიიღეთ იმაზე მეტი, ვიდრე გწყურიათ, იყიდეთ სახლისთვის ( ნომრისთვის) 2-3 ლიტრიანი წყალი, წვენი და განზავებული სვით. ამით თქვენს ფეხებს მეტი ძალა მიეცემა ქალაქში 
მოძრაობისას და თქვენც უფრო ხალისიანნი იქნებით.

ფრეში თუ სქვოში, შენს თვალწინ გამოწურული ბროწეულის ან ფორთოხლის წვენები უგემრეიელესია, შეიძლება ძვირი მოგეჩვენოს 5 ლირა ერთი ჭიქისათვის, მაგრამ თუ დააკვირდები რომ,  ის ეფენდი ერთი ჭიქის ასავსებად 5 - 6 ულამაზეს სანატურმორტე ბროწეულს  თხლიშავს, მიხვდები რომ ძვირი არ არის. 


სიტყვები რომლებიც უნდა იცოდე: 
თეშექულე მადლობა
ეფენდი ბატონო
თამამ დათანხმება, მოწონება
სალამ  
იახში
არკადაშ მეგობარო

სტამბული++

ხორას მონასტერში უმშვენიერესი მოზაიკით შესრულებული ფრესკებია
 ამ გაუქმებულ ეკლესიასა და დღევანდელ თურქულ მუზეუმს 10- მდე სხვადასხვა ეროვნების ჯგუფი ერთდროულად ათვალიერებს.  
ზოგს ინდივიდუალუფი აუდიო გიდი აქვს, ზოგს ჯგუფური აუდიოგიდი, გიდის მონათხრობი ყურსაცვამებში ესმის ჯგუფის წევრებს,  იშვიათად ჯგუფს გიდი ახლოს თავმოყრილს ატარებს და ჩურჩულით უყვება ისტორიას. მიუხედავად სიჩუმის დაცვის  ამ მცდელობებისა, ტაძარში მაინც ინტენსიური შარიშურია, აღტაცებული შეძახილების მინარევით. 
ეს მონოტონური, თითქმის რიტუალური ზუზუნი ერთმა გიდმა დაარღვია, ის ხმამაღლა, მკვეთრი არტიკულაციით, არა მარტო თავისი, არამედ ყველას გასაგონად უყვებოდა თავის ჯგუფს ტაძრისა და ცალკეული ფრესკების შესახებ. 
ენა ძალიან მელოდიური იყო, წინადადებები თითქოს წამღერებებით თავდებოდა რითაც რელიგიურ- მისტიკურ ელფერს იძენდა. 
არასვის მოსვლია აზრად ესაყვედურა ხმამაღალი გიდისთვის, ის ბერძენი იყო, ბერძნული ენა კი იმ ტაძარს ამშვენებდა. 
ბერძნებს ეკუთვნოდათ ხმამაღალი სიტყვა და ბერძენი გიდი ამ მორალურ უფლებას "მუზეუმის" შინაგანაწესზე მაღლა აყენებდა.  მის ხმაში იყო სიამაყეც, სინანულიც და აღტაცებაც. 
ბერძნები, გადაულაპარაკებდნენ დამთვალიერებლები ერთმანეთს ინგლისურად, ჩინურად, იაპონურად, რუსულად, და კიდევ 4-5 ენაზე, და თავისი გიდის ნაცვლად იმ უცნობ ბგერებს უსმენდნენ. ბგერებს, რომელთა ექოს ამ ტაძრის კედლები   არანაკლებ 10საუკუნე გამოსცემდნენ.  

საბერძნეთი ჩემი სასურველი დანიშნულების ადგილების სამეულშია, მე იქ მინდა პატივი ვცე ანტიკური ხანის ადამიანს, რომელმაც პართენონი ააშენა,  დემოკრატია სახელმწიფო წყობად ჩამოაყალიბა, ფილოსოფოსთა, ფიზიკოსთა და მათემატიკოსთა პროფესიები შექმნა, იყვირა ევრიკა, იმღერა ილიადა, გასცურა არგოთი, მოიპოვა ცეცხლი ოლიმპოდან, გაჰკვეთა გორდიას კვანძი, დაახრჩო ლაოკონი, დააკანონა 7 საოცრება, თქვა ფარით ან ფარზე, ჩავიდა ავღანეთამდე, კაცობრიობას გზა დაანახა. 
სწორედ ასეთ საბერძნეთს ველი მე საბერძნეთში. 

მაგრამ ხომ იყო კიდევ ერთი დიდი საბერძნეთი. 
ქრისტიანული საბერძნეთი, მართლმადიდებლობის ბურჯი, ბიბლიის ენა, ქრისტიანული ეკლესიის უმთავრესი საყრდენი იტალიასთან ერთად. 
რატომღაც საბერძნეთში ჩასვლისას ამ საბერძნეთის ნახვის  მოლოდინი არ მაქვს. 
არც მინდა ქიტონიან ტუნიკიანი ანტიკური ბერძნები შუასაუკუნეების ქრისტიანებთან ამერიოს.
 
თურქეთი საუკეთესო საშუალებაა პატივი სცე მართლმადიდებელ საბერძნეთს. თურქეთში  ქრისტიანი საბერძნეთის უფრო მეტი და მნიშვნელოვანი ძეგლია, ვიდრე დღევანდელი საბერძნეთის ტერიტორიაზე. აია სოფია, ხორა და მათში   ფრესკები მოზაიკით , კაპადოკიის და სუმელას მონასტრები სრულიად საკმარისია რომ დიდი  ბერძენი ხალხის მიმართ უდიდესი პატივისცემა იგრძნო.        
ბერძენთა კაცობრიობის მიმართ წვლილის  სანახავად მხოლოდ საბერძნეთის მონახულება საკმარისი არ არის, ბერძენთა ისტორიის მეორე პიკი დღევანდელ თურქეთში სტამბოლშია, ქალაქში, რომლის დასახელებაში ისტორიული სახელი კონსტანტინოპოლიდან მხოლოდ " სტ"- ღა  შემორჩა. 

სტამბული+

ბოსფორის სრუტით შავი ზღვა, ჩვენი ზღვა მსოფლიო ოკეანეს უკავშირდება

უხსოვარ დროს შავი ზღვა ტბა იყო, მაგფამ შავი ტბა არ ერქვა, არც ტბა ერქვა და საერთოდ არც არაფერი ერქვა, იმიტომ რომ მაშინ ადამიანები ლაპარაკს ისისაა სწავლობდნენ და გეოგრაფიული პუნქტებისთვის სახელების დარქმევა ჯერ არ მოეფიქრებინათ. 
მაშინდელი შავი ტბა მსოფლიო ოკეანეზე 100-ოდე მეტრით დაბლა ლივლივებდა. ბოსფორის ქედი ( თუმცა მაშინ მას ასე, ასე კი არა საერთოდაც არ ერქვა) მსოფლიო ოკეანისგან იცავდა. 

მაგრამ, დასრულდა დიდი გამყინვარება, გადნა მსოფლიო ყინული და მსოფლიო ოკეანემ 10 მეტრით აიწია. 
აი  აქ კი ვეღარ  დაგვიცვა "ბოსფორის ქედმა". 
მსოფლიო ოკეანე  გადაევლო ქედს და ზათქით ჩაეშვა შავ ტბაში. 
წყლის დონეები ზღვასა და ოკეანეში გათანაბრდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც წყლის ქვეშ აღმოჩნდა შავი ტბის გარშემო არსებული უზარმაზარი ტერიტორიები მთელს პერიმეტრზე. 

იქნებ ეს მოვლენა იყო ბიბლიური წარღვნა,  ატლანტიდა, სოდომი და გომორი, რომელთაც სახელები პოსტფაქტუმ პოსტმორტუმ  დაარქვს ადამიანებმა, შავი ზღვის ფსკერზე განოსვენებენ ალბათ. 

მაგრამ, მაინც როგორი იყო შავი ტბისპირა ქვეყნის წარღვნა?
იყო ის ერთმაშად ცუნამის კედლის მსგავსი, გზად ყველაფრის გამნადგურებელი, თუ იყო დუნე და თანდათანობითი? 


ალბათ მაინც მეორე ვარიანტია რეალისტური. 
წყალი ამოდიოდა და ამოდიოდა, ახრჩობდა მცენარეებს და დევნიდა გაკვირვებულ ცხოველებს. დევნიდა მაგრამ ვერ ახრჩობდა, სიჩქარე არ ჰყოფნიდა. 


სტამბულში ყოფნისას ბოსფორის ხიდი 2 ჯერ  გადავიარე, პირველად ვერც შევნიშნე, ვყვინთავდი ავტობუსში. 
მეორედ დიდი თვალებით. 
 მინდოდა ის დრო წარმომედგინა, როცა მსოფლიო ოკეანე ცივ ჩანჩქერად  ეშვებოდა თბილ შავ ტბაში.   


დღევანდელი სტამბული უზარმაზარია, ეს არქაული მეგაგეოგრაფიული  ისტორია მას უხდება. 
ამ ქალაქში გეოპოლიტიკური გარდაქმნა დატბორვა, ცუნამი და ტრანსფორმაცია კიდევ მოხდა რამდენჯერმე, ყველაზე მკვეთრი კი 1600 წელს, როცა მანამდე უკვე ბიზანტიის დამტბორავმა თურქებმა კონსტანტინოპოლი დაამხეს. 

ეს ისტორია ყველა ადამიანში მოსწავლეობიდანვე  გააჩენს ქსენოფობიას და არატოლერანტულობას, თუმცა ამ გრძნობებს პატრიოტიზმი და კონსოლიდირებულობა ერქმევა.  
  

Wednesday, May 18, 2011

ისევ სტამბული. გენეტიკა

ქალებიცა და კაცებიც უმრავლესობა ქართველთაგან არაფრით განსხვავდება. 

ეს ჩემთვის ნამდვილი სურპრიზი იყო. აღმოჩნდა რომ სტამბულში იმ ადამიანებს შორის, რომელიც ჩამოყალიბებული სტერეოტიპის მიხედვით შეიძლება იყოს თურქი, ძალიან ბევრი დადის ადამიანი, რომელიც შეიძლება საქართველოში ქართველი გეგონოს, მაგრამ მთავარი გაკვირვება ადამიანთა  კიდევ ერთმა ჯგუფმა გამოიწვია- სტამბულში დადიან ადამიანები, რომლებიც ჩემში წინასწარ ჩამოყალიბებული მოლოდინის მიხედვით მხოლოდ ქართველები შეიძლება იყვნენ, ენა გებორკება სანამ თავს აიძულებ იმ ადამიანებს ქართულად კი არა ინგლისურად დაელაპარაკო.


ქართული ექსტერიერი ჭრელია, მასში ხშირად შენიშნავ კლასიკურ მონღოლურ, რუსულ, სპარსულ, ევროპულ ნაკვთებს. თურქული ექსტერიერი იგივე ინგრედიენტებითაა შედგენილი, ოღონდ მეტი ამპლიტუდით. ანუ თურქები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. ისინი უფრო განსხვავდებიან ერთმანეთისგან ვიდრე ქართველი ქართველისგან (მაგალითად ქიზიყელი ზემო იმერელისგან) 
საერთოდ, ე. წ. შორი დამემკვიდრება ანუ ეროვნებების, რასების არევა გენეტიკურად მეცნიერულად დადასტურებულ გაუმჯობესებას იძლევა. 

ამის მაგალითი უამრავი გვაქვს შოუ ბიზნესში, როცა სილამაზის ეტალონი ცხრა ეროვნება- რასის აღრევის შედეგად გაჩენილი ადამიანი ხდება
სოფი ლორენი, ნაომი კემბელი, კიანუ რივზი, ლენი კრავიცი საკმარისი მაგალითებია.


თურქები გენების  ისტორიული (დროში) დაგეოგრაფიული (ტერიტორიებზე) ლაბორატორიის შედეგად შეიქმნენ, მაგრამ  შორმა დამემკვიდრებამ მათი ექსტერიერი ვერ აქცია განსაკუთრებით მიმზიდველად. 
რუსებისგან განსხვავებით, რომელთა გენები სლავური და მონღოლური გენების არევის შედეგად ჩამოყალიბდა და ძალიანაც ეფექტური გამოვიდა. 
თურქების გარეგნობას ეს კეთილმყოფელი ფაქტორი დიდად არ ატყვია. 
სამაგიეროდ ატყვია თვით გენებს. 
ალბათ თურქებს ძალიან ძლიერი გენები აქვთ, რომელიც მათ საშუალება მისცა დაპატრონებოდნენ კონსტანტინოპოლს. 
ამ ბოლო წინადადებას მხოლოდ სტამბულის მონახულების შემდეგ გამიგებთ. 

რატომ? მხოლოდ საკუთარი თვალით აია სოფიას, ხორას, ტიბერიუსის გალავანის შემხედვარენი მიხვდებით.                 

ისევ სტამბული. ხალხის ექსტერიერი:

 

თითქოს ძალიან ჭრელი, მაგრამ მაინც ფარგლებში მოქცეული. 
ქალების 4 ჯგუფი 
ჩვეულებრივი თბილისელთაგან განურჩეველი ქალები (უმრავლესობა)

დეკოლტეიანი აზიური ქალები თუთიყუშისმსგავსი ანუ რთული ვარცხნილობებით (ცოტა) 

მკერდდახურული მოკლეკაბიანი ევროპული იერის (უფრო ცატა)

თავსაფრიანი გრძელ კაბაშარვლიან პლაშიანი  მორწმუნე ქალები (არც ისე ცოტა)  

ჩადრიანი ქალები (სულ 3 ვნახე 10 მილიონიან ქალაქში)

დასკვნები: 
კონსერვატულობის ნიშანია ჯინსი, ზოგადად შარვალი ქალისთვის
დეკოლტეც კონსერვატულობის ნიშანია მინიკაბასთან შედარებით. 

თბილისში ასეთი რანჟირება არ გვაქვს. 


კაცები

ჩვეულებრივი, თბილისელთაგან განურჩეველი
უმეტესობა

თუთუყუშისებრი (რთული)  ვარცხნილობით
ევროპელები

წვერულვაშ გაკრეჭილი შახაბას ანდაც ჩეხოვივით აზიელები

კონსერვატიულობის ნიშანი გაკრეჭილ- გაპარსული თხისებრი წვერი

ევროპელობის ნიშანი თმის შეჩეხილი ვარცხნილობა.

Tuesday, May 17, 2011

სტამბული







ჩემი წინასწარი განწყობა:

საერთოდ, როცა ამბობ, რომ მიდიხარ რაღაც ისტორიული ძეგლის, ნივთის, ქალაქის  სანახავად,  იგულისხმება რომ მიდიხარ მათი შემოქმედებისთვის პატივის მისაგებებლად. ჩვენი ოქროს ლომის, ოქროს ირმებისა და ჩიტუნების ნახვისას თვითონ ნივთი ხომ მოგწონს და მოგწონს, მისი გამკეთებლები გიყვარდება, ადამიანები, რომლებიც ცივილიზავიის გარიჟრაჟზე დღევანდელი შეფასებითაც ურთულეს ნივთებს აკეთებდნენ და უმშვენიერეს ნაკეთობებს ქმნიდნენ. არ კმაყოფილდებოდნენ იმით რაც მათ ასწავლეს და ქმნიდნენ უფრო რთულს.  
პარიზში წასვლის წინ ვიცოდი, რომ მივდიოდი  ერთ მხრივ დიდი ფრანგი ხალხისათვის პატივის მისაგებებლად, რომლებმაც ააშენეს ქალაქი დღესასწაული პარიზი, მეორე მხრივ კი კაცობრიობისთვის, ადამიანთა მოდგმისათვის პატივის მისაგებებლად, რომლებმაც მე ( ჩვენ) თანამედროვე განვითარებული მსოფლიო გვაჩუქეს უამრავი  შეცდომისა და ტკივილის ფასად. მხედველობაში მქონდა ლუვრში თავმოყრილი ცივილიზაციის გარიჟრაჟისას ეგვიპტელების, შუამდინარეველების, შემდეგ ბერძნების, რომაელების, შემდეგ  რენესანსის, ბაროკოს, გოთიკის მწვერვალების ნახვისას მათი მქმნელებისადმი პატივისცემის გრძნობა. 
მაშინ ასეც მოხდა: 
პარიზი როგორც ქალაქს და  პარიზელებს უცნობ ადამიანებს დღეს მე ათჯერ მეტ პატივს ვცემ, ვიდრე წარმომედგინა.
ასევე
ლუვრში ნანახმა ანტიკურამდელმა  (ეგვიპტურ- ბაბილონურ- ხეთურ-აქადეურ) და ანტიკურმა (ვენერა მილოსელი,ნიკეა) შემოქმედებამ მე 10 ჯერ უფრო დიდი სიყვარული გამიჩინა კაცობრიობის იმ აღმძვრელი ჩვენი (ცივილიზებული  კაცობრიობის) წინაპრებისადმი. 

სამომავლოდაც ასე ვგეგმავ, თუ სადმე "დასასვენებლად" (ბრჭყალებში იმიტომ, რომ სიმნამდვილეში უნდა დაიღალო)  წავალ, წავალ  იმ ხალხისადმი პატივის საცემად. უფრო სწორედ, პატივსაცემ ხალხთან წავალ. მაგალითად იტალიაში იტალიელების, ამერიკაში ამერიკელების, პორტუგალიაში პორტუგალელების, ახალ ზელანდიაში კი ახალზელანდიელების.
არსებობს კიდევ დასვენება დასასვენებლად, ოღონდ ბრჭყალების გარეშე დასასვენებლად, რომელსაც მე ვერ ვეღირსები, უფრო სწორედ არ ვეღირსები. რატომ? იმიტომ რომ თუკი მართლა დასვენების, კანარებზე, სეიშელზე, ბალიზე, ტანგანიკაზე ( და ა. შ. ) ხორცის ლხენის ფული მექნა, ისევ დასაღლელად წავალ რომელიმე იმ ხალხის საპატივცემოდ მუხლმოსაყრელად ( არადა მართლა ძალიან დასაღლელად, როგორც პარიზში დღეში ფეხით 20 კმ გავლისას), რომელთაც კაცობრიობას ხელოვნება და ცივილიზაცია აჩუქეს. რა ვქნა, ათეისტი ვარ და ჩემი მექა და მედინა შეიძლება ინგლისში ვიპოვო, მსოფლიოში პირველ ორთქლმაბალთან ან გერმანიაში გუტენბერგის სტამბაში, ან საბერძნეთში პართენონის სვეტებთან.  

სტამბოლში წასვლისას წინასწარ გაორება მქონდა, თქვენც გექნებათ (ან გქონდათ უკვე).
მიდიხარ ქალაქში, რომელსაც 1931 წლამდე მსოფლიოსთვის კონსტანტინოპოლი ერქვა, რომელიც ევროპული ბერზნულ-რომაული  მსოფლიო წესრიგის დადაქალაქი იყო არანაკლებ 4 საუკუნე, რომელშიც გაიყო ქრისტიანობა მართლმადიდებლებად და კათოლიკეებად, რომელმაც შეინარჩუნა მართლმადიდებლობა,(კათოლიკობა კი რომში დასახლდა) და რომელშიც დღესაც ყველა მართლმადიდებელი პატრიარქის შემკრები კონსტანტინოპოლის პატრიარქი მოღვაწეობს. 
ბიზანტია ქართული კულტურის, რწმენის, არქიტექტურის, მხატვრობის,  მეცნიერების, რითაც ვამაყობ და მიხარია, ერთერთი ბურჯია. დიდი მადლობა მას, ბიზანტიას, მის ამშენებელ კარგ ხალხს, ბერძნებს, რომაელებს, ჩვენიანებს ამ ჭრელ მსოფლიოში. 

ისტორიულ პარიზში ბოდიალისას თანამედროვე პარიზელები გიყვარდება და პატივს სცემ. 
სტამბულში ბოდიალისას მუდამ დაგყვება გაორებული გრძნობა. ერთი - ეს მე წამართვეს, ჩემიანებს წაართვეს (ვიბრძოდით კიდევაც ქართველები ბიზანტიელების მხარდამხარ საერთო მტრის წინააღმდეგ). სტამბულში ნახულობ კონსტანტინოპოლს, რომლის შემოქმედები გიყვარდება, პატივს სცემ, მაგრამ ეს შენი გრძნობა მასპინძლებზე ვერ გადმოგაქვს, არ ამაყობენ თურქები კონსტანტინოპოლით, ისინი თავისი გამარჯვებით ამაყობენ. არგუმენტი გნებავთ? აჰა. 
აია სოფია აღარ არის მეჩეთი, მუზეუმია,  მაგრამ არც ეკლესიაა. ღვთისმსახურება იქ არ მიმდინარეობს. 
იერუსალიმი მსოფლიო მიზიდულობის ქალაქია, სტამბული კი ნაკლებად, არადა საჩვენებელი მეტი აქვს.
გასაღები მასპინძელთა გახსნილობაშია. 
ებრაელები ზემოდან უყურებენ სხვა რელიგიებს, თურქები კი ეჭვით. შედეგად, აია სოფია, იოანე ნათლისმხემელის ხელი და თავისქალა, მოსეს ხელჯოხი, დავითის ხმალი და სხვა გლობალური სიწმინდეები, რომლებიც ოტომანებმა სულთნისთვის მოიხვეჭეს,  დაკნინებულები წარმოუდგება სტუმარს, აია სოფია მუზეუმად, ხოლო სიწმინდეები მუჰამედის სიწმინდეების ქვეშ, წვრილი წარწერით.
იქ სადაც ქრისტიანები  უნდა შეიკრიბონ ამ სიწმინდეების სანახავად, უკვე  მისულია მუჰამედის მუსულმანური სიწმინდეების სანახავად მისული სამჯერ მეტი მუსულმანი, თავს თურქი მცველი გადგას, რომელსაც ხშირად უწევს რიხიანი ბრძანების გაცემა   თურქულად თურქებისადმი, არ მიეკაროთ ვიტრინას, დროზე გაიარეთ. 
იმ თურქეთს, რომლის ძლიერებას, სიმდიდრეს, ფუფუნებას, რელიგიურ კონსოლიდირებულობას შენ ნახულობ სტამბულში, და რომელიც თავისივე თვითტკბობაში და ქსენოფობიაში იყო ჩაძირული 19?? წლამდე და შედეგად დასუსტებული, დეზორგანიზებული, დაყოფილი და იმდროინდელი ევროპის ყოჩაღი ქვეყნებისთვის თავში წამოსარტყმელი გამხდარიყო, ცის გახსნად მოევლინა მუსტაფა ქემალი , შემდგომში ათათურქი , თურქების მამა. 

ამ კაცმა თურქეთს ძველი დიდება დაუბრუნა, და არ იკითხავთ რითი? 
ომებით? ევროპისადმი მუქარებით, მეტი რელიგიური კონსოლიდირებით, არა! 
ამ კაცმა ყველაფერი "უკუღმა" გააკეთა: 
შემწყნარებლობა, ნაკლები რელიგია, თანამშრომლობა გიაურებთან, მეტი გახსნილობა და განათლება. სულ ეს იყო. 

ათათურქმა ისტორიით გამოცდილი  კონსერვატიული კონსოლიდირებული ბურჯი, რომელსაც ეფუძვნებოდა ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში, შეაზანზარა.  თურქეთს ახალი ბურჯები შეუყენა: მოქალაქეობა ეროვნების ნაცვლად, 
ცივილიზაცია თვითკმაყოფილების ნაცვლად, 
ლათინური ანბანი არაბულის ნაცვლად
კოსტუმი ჩალმის ნაცვლად
ფეხსაცმელი ქალამანის ნაცვლად
სახე ჩადრის ნაცვლად



და შედეგად თურქეთი დღეს არაა ირანისმსგავსი ქვეყანა, ის თავბრუდამხვევი სისწრაფით ვითარდება, ის  გლობალური  გავლენის ქვეყანა ხდება. 



მაგრამ მას ახალი ათათურქი სჭირდება, რომ შეიძლებოდეს, იგივე ათათურქი, მუსტაფა ქემალი. 
ის აშკარად დაინახავდა გზას, თუ როგორ ექცია სტამბული ახალი მსოფლიოს მიზიდულობის  ცენტრად. ჭეშმარიტება მარტივია და ის ზედაპირზე დევს, ოღონდ მის დანახვას დისტანციიდან ყურება ჭირდება, მაგალითად საქართველოდან. 
დაუშვი ქრისტიანული  წირვალოცვა აია სოფიაში, ქრისტიანულ, იუდეურ სიწმინდეებამდე მიუშვი პილიგრიმები ( პილიგრიმების და არა დამთვალიერებლების სტატუსით) აღადგინე მართლმადიდებლური ეკლესიები ტაო კლარჯეთში, გრიგორიანული ვანში, ყარსში, და... შენ გეწვევა გაცილებით მეტი ზანგი და ჩინელი. და მალე გახდები გლობალური მეგაპოლისი არა მოსახლეობის რაოდენობით ან ცათამბრჯენების სიმაღლით, არამედ მიზიდულობის ძალით, რომელიც ყველაზე ძნელი მოსაპოვებელია, შენ კი გაქვს, მაგრამ " ტავარნი ვიდს" ვერ აძლევ, კონსერვატიზმი და სიამაყე  ხელებს გიბორკავს. ირანი ვახსენე აი მაგალითი ქვეყნისა, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს საამაყო და ეს სიამაყე ხელფეხს უბორკავს. 

თუკი თურქეთი თავისი ისტორიული მომხვეჭელობის შედეგს  6 საუკუნის შემდეგ მაინც, მშვიდად მიიღებს თავისად, ანუ თუკი მოემატება გახსნილობა და მოაკლდება ეჭვიანობა, ის აია სოფიაში ქრისტიანულ ლოცვას დაუშვებს. 


ევროპელები? 
ევროპელები კი ვართ იმდენად პროგრესულები, რამდენსაც ახლა მე თურქებისგან ვითხოვ?
თითქოს კი. ახალგამომცხვარი მეჩეთებით მოფენილია მთელი ევროპა, მაგრამ ესპანეთში არაბთა ისტორიული ულამაზესი, არქიტექტურის ერთერთი მწვერვალი მეჩეთი ალამბრა? დღეს ეკლესიადაა გადაკეთებული და მისით ესპანელები ამაყობენ, როგორც სტამბულში თურქები. 
საჭიროა მსოფლიო მასშტაბის ორმაგი როქი. 
მეჩეთი ესპანეთში
ეკლესია აია სოფიაში
თითო კუთხე მაინც ორივე ტაძარში მლოცველთათვის. 
თუნდაც თითო კუთხე. 
ის ერთი კუთხე თურქეთს გაცილებით დაუახლოვებს ევროპას, თანაც არა პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ კულტურულით. თურქეთი მეოცე წელია ცდილობს ევროკავშირში შესვლას, ევროპა მეოცე წელია აქებს თურქეთს წარმატებისთვის 
 და ... რაღაცას უწუნებს. თურქეთი კი ჯიუტად ცდილობს ვერ მიხვდეს იმას, თუ რას უწუნებს ევროპა თურქეთს.

Thursday, December 16, 2010

ფოლკლორი ტაო კლარჯეთიდან




ჩემი ბავშვობა სავსე იყო ფოლკლორით. 
ტელევიზორში თითქმის უწყვეტ რეჟიმში, ყოველ შემთხვევაში დღის ჩაუგდებლად გვესმოდა და ვხედავდით ქართულ ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს, ხშირად ტარდებოდა ფოლკლორული ფესტივალები. ყველა კუთხეს თავისი ფოლკლორული ანსამბლი ჰყავდა, რომელიც ფოლკლორულ ნიმუშებს სიცოცხლეს უნარჩუნებდნენ. 
ახალიწლის ყველა საღამო ერთგვარი შეჯიბრების სახე ჰქონდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორულ გუნდებს შორის. 
ერთ მხრივ მახარებდა და მეამაყებოდა ქართული სუმღერები, ცეკვები და ის, რომ გაგვიმართლა რომ ჩვენს ფოლკლორს ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოუჩნდა გულშემატკივარი ხალხი, რომლებმაც ეს ხალხური ხელოვნება ჩაიწერეს, დავიწყებისგან იხსნეს და ჩვენამდე მოიტანეს. 

მაგრამ იყო ერთი მაგრამ, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ჩემამდე  მოსული ეს ფოლკლორული ნიმუშები დამქუშავებულ-შელამაზებული იყო, ზოგ მათგანს თანამედროვე ავტორი ჰყავდა და შესაბამისად სინმამდვილეში არ წარმოადგენდა ფოლკლორს. 
ზოგჯერ იმდენად ბედნიერ-დემონსტაციული ხდებოდა ეს ფოლკლორი ჩვენს გარშემო, რომ გამიფიქრია, რომ ხელოვნების ეს პლასტი ჩემს გარშემო სინამდვილეში კომუნკსტური პროპაგანდის ერთერთი ეფექტური კომპონენტია, და სინამდვილეში ქართული ფოლკლორი მითია მეთქი. 
ასეთ მომენტებში მჯეროდა, რომ, ერთეული ფოლკლორისტები, კომუნისტური ლეგენდა ხალხთა ბედნიერ თანაცხოვრებაზე, კომუნისტური საზეიმო ყრილობების დახურვის ატრიბუტი ნომრები და ხშირი ბრეჟნევისდროინდელი ფოლკლორული ფესტივალები რომ არა, ქართული ფოლკლორი საერთოდაც არ იარსებებდა. 




მაგრამ სსრკ-ს დაშლის შემდეგ, აიხსნა რკინის ფარდა ჩვენსა და თურქეთს შორის, რის შედეგადაც ჩვენ ტაო- კლარჯეთი და  ლაზეთი  დავინახეთ. 
დავინახეთ ხალხი, რომელთაც ისტორიის ქარტეხილების შედეგად არათუ ფოლკლორული მემკვკდრეობის შენარჩუნებაში დაეხმარა ვინმე, არამედ ქართული ენაც მხოლოდ შიდასაოჯახო ენად ჰქონდათ ქცეული საუკუნეების განმავლობაში. 
ჩვენი ისტორიული ღვაწლმოსილი ფოლკლორისტები მათ ვერ ეწვივნენ იმ დროს, როცა სოფლად ხელოვნება მხოლოდ ფოლკლორი იყო და არა რადიო- ტელევიზიით კულტივირებული მსოფლიო ხელოვნება. 
მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ მიწებზე ფოლკლორი მაინც ცოცხალია 1990 წლისათვის. 


ანუ ცოცხალია ბუნებრივად, სუბსიდიისა და ბიუჯეტის, პროპაგანდისა და ფესტივალების გარეშე. 


მას შემდეგ მე ჩვენს, აქაურ ფოლკლორსაც მეტი პატივისცემით ვუყურებ. თუკი ადრე მიმაჩნდა, რომ ჩვენი ფოლკლორი ფანფარომნობამ გადაარჩინა, ტაო-კლარჯულ-ლაზური ფოლკლორი ჩემთვის იმის დადასტურება აღმოჩნდა, რომ ფოლკლორო და კერძოდ ქართული ფოლკლორი გაცილებით უფრო ძლიერი და ღრმა ფესვია, რომლის წაშლა-ამოძირკვა შეუძლებელი ყოფილა და შესაბამისად ჩვენი ძველი ბავშვობისდროინდელი ნასმენ-ნანახი ფოლკლორიც მუდმივი კატეგორიაა და არა პროპაგანით გაფუებული მოდერნიზებულ- რეტრო- ფოლკ სტილიზებული ნომრების ერთობლივობა. 
ტაოკლარჯეთისა და ლაზეთის ფოლკლორმა მე აქაური ფოლკლორის პატივისცემა გამიძლიერა, და დამანახა, რომ ბავშვობაში მითებად. მოსმენილი ინფორმაცია თურქეთში მცხოვრებ მილიონ ქართველზე და ტაოკლარჯეთზე, როგორც საზღვრის იქით დარჩენილ საქართველოზე, მითი კი არა, რეალობაა. 
თუკი მანამდე ჩემთვის არსებობდა კახური ფოლკლორი, გურული ფოლკლორი, რაჭული, სვანური,  მეგრული, თუშური, ქართლური და იმერული ფოლკლორი, ახლა მე აღმოვაჩინე, რომ არსებობს კიდევ სხვა ქართული კუთხური ფოლკლორი, კერძოდ ტაო-კლარჯული და ლაზური. 
და შესაბამისად რომ არსებობს ქართული კუთხეები-ტაო კლარჯეთი და ლაზეთი, სადაც საკუთარი ქართული ფოლკლორი  ისე შემოინახეს, რომ ამისთვის არც პატეფონიან-დიქტოფონიანი ფოლკლორისტი დასჭირებიათ და არც დაფინანსებული სოფლის კლუბები, გუნდები და ფესტივალები. 
ის ფოლკლორი, რომელიც ქართულ ფოლკლორს 1990 წლის შემდეგ დაემატა არის ნაღდი, შეულამაზებელი, შეუფუთავი და... პრიმიტიული,ისეთი, როგორიც უნდა იყოს ფოლკლორი.
თუ მას საუკუნოვან თურქულ მინარევებს მოვაცილებთ, დიდი შანსია 8 საუკუნის წინანდელი ქართული ხალხური შემოქმედება მივიღოთ. .




        

Tuesday, October 6, 2009

კამარა ამპუტირებულია

დღეს ჩემს ათას ერთ სირცხვილს ერთი მიემატა.
სრული უფლება მაქვს მრცხვენოდეს, მოვალე ვარ მრცხვენოდეს. მრცხვენოდეს დანარჩენ 3 თუ 4 მლნ ქართველთან ერთად. ვინაიდან რაზეც ახლა მოგითხრობთ კიდევ ერთი ქართული სირცხვილია.
თანაც ახალი, ფსევდოძველი სურნელით. ეს სურნელი გაცილებით უარესია ვიდრე მოჩვენება კასპერის მეგობარ მოჩვერნებებს შეუძლიათ დააყენონ. ღია მწვანე კი არ არის, არამედ გახუნებული მუქი მწვანეა, როგორ ფერ ცხენზე უნდა ამხედრდეს აპოკალიფსის მხედარი ბიბლიის მიხედვით (თუ სწორად მახსოვს -ორივე რელიგიის მიხედვით). ეს სუნი ოფლის კი არა, დაუბანელობისაა, წვერულვაშიანობის კი არა, გაუპარსაობისაა, ქართული ფოლკლორის კი არა, მეასე ხინკლისაა, ბერი თევდორესი კი არა, ოხროხინესია...


დღეს გადავშალე ჟურნალ "ლიბერელის" ბოლო ნომერი. გამოწერილი მაქვს, სახლშიც დროზე მომიტანეს, მაგრამ აქამდე ვერ ჩავუჯექი. დღეს კი სტატიაში "კულტურული მემკვიდრეობა და ვანდალიზმი" ისეთი რამ შევიტყვე, რომელმაც გულწრფელად შემაწუხა.
ეს ამბავი ღალატია. ეს დიდი ღალატია და დიდი გაუტანლობა. ეს არის იგავარაკად საჩვენებელი ისტორია, რომლითაც მტყუან-მართალი ბავშვმაც უნდა გაარჩიოს, და ამ იგავის დედაარსი კი ის უნდა იყოს, რომ ცუდი ადამიანი დაწერილ კანონებს გარეთ ყველაფერს იკისრებს, კარგი ადამიანი კი, დაწერილთან ერთად (ერთად და არა ნაცვლად) აუცილებლად უნდა შეასრულოს დაუწერელი კანონები.

ხო, ამბავი ამაზეა - დაირღვა დაუწერელი კანონი.
ეს კანონი აქამდე არა მხოლოდ დაუწერელი არამედ იქნებ ნათქვამიც არ იყო, მაგრამ საქართველოში მოქმედებდა და მოქმედებს. რაც ყველაზე საოცარია ეს კანონი არა მხოლოდ დღევანდელი საქართველოს, არამედ ისტორიული გაჭენებული და გამოჭენებული, საინგილო-ტაოკლარჯეთიანი საქარტველოს ტერიტორიაზეც მოქმედებს, და თანაც დღევანდელი საქართველოს გარეთ გაცილებით უფრო პრინციპულდ და ჩვენთვის სასარგებლოდ.

საქართველოს გარეთ, ტაო-კლარჯეთში უამრავი ქართულ ხუროთმოძღვრების ძეგლთაგან ყველაზე გამორჩეული ტაძარი დგას.
მიადგები რომელიმე ასეთ სოფელს, რომელშიც 800 წელია ქართული სახელმწიფო აღარ არის და რომელიც ბოლო რამდენიმე საუკუნეა ქართველი ადამიანი აღარ სახლობს და დაინახავ, რომ ადგილობრივ თურქულ უსახურ სახლებსა და მომცრო მეჩეთს თავს გადმოდგომია ჩვენი სიამაყე ოშკი, იშხანი, პარხალი, ოთხთა და ბევრი სხვა. გადმოჰყურებს მათ მთებში გამოკეტილ სოფლებს 3 -4 თავით მაღლა ატყორცნილი ქართული კამარები, გუმბათები, სიფრიფანა ფრესკები, მიკარგ-მოკარგული ქართული ორნამენტები და ქართული უძველესი წარწერები.

ამ ხალხმა - მუსლიმმა თურქებმა ამ გარემოში უბნელესი ფეოდალიზმი გამოიარეს. გამოიარეს ხანა, როცა ფაქტის წინაშე დაყენება ყველაზე წარმატებული, გაუპროტესტებელი და ურისკო ტაქტიკა იყო. მხედველობაში მაქვს, რომ ოტომანთა თურქეთში არავინ იყო ხელის შემშლელი უბრალო მოსახლისათვის დაეშალა და გადაეწყო ჩვენი უმნიშვნელოვანი ტაძრები თავის მეჩეთად ან სულაც სასახლედ. გაერო მაშინ არ იყო, იუნესკო და არც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ატეხავდა გნიასს.
თვითონ არ დაანგრიეს თავს წამომდგარი დამთრგუნავი სილამაზის ტაძრები, რომლებიც მათ სოფლებში სხვის ღმერთს ადიდებდნენ.


დღეს დავინახე ის, თუ რასაც შეიძლება დამსგავსებოდა ჩვენი ტაძრების ნატიფი კამარები თურქები დაუწერელ კანონს რომ არ ემორჩილებოდნენ.

გინახავთ ნათალი ქვის დიდი კამარა, რომელსაც ... ეს კამარა მოარღვიეს?
რაც ქართულ ტაძრებზე მეშინია რომ ვნახო,
"ლიბერალში" ვნახე:
სოფელ ფლატეში ზარზმელი ბერების შეძახილით ქართველებს მიტოვებული მეჩეთის კამარა მოურღვევია და ზარზმის მონასტრის თუ კელიების ახალ მიშენებაში გამოუყენებიათ.

ეს ვანდალიზმი ვიღაცას (არ არის მითითებული, ხელისუფალს თუ საეკლესიო ხელმძღვანელობას) შეუჩერებია, მაგრამ მიტოვებული მეჩეთის კამარა დღესაც შემზარავი შესახედავია. გაიძულებს კიდევ და კიდევ წარმოიდგინო ის ჰარმონია, რომელიც ამ რკალის მშენებლებმა რუდუნებით, მართლაცდა ოფლითა და რწმენით შექმნეს, და რომელიც დღეს.. ამპუტირებულია.



ვანდალები დაწერილ კანონებს იშველიებენ, რომლის მიხედვითაც ეს მეჩეთი:
ა. მიტოვებული იყო
ბ. არ შედიოდა კულტურული მემკვიდრეობის დამტკიცებულ ნუსხაში.

დაუწერელი კანონი, რომელმაც ქართული არქიტექტურის მწვერვალები თურქეთში შემოგვინახა, აქ დაირღვა.

ეს მეჩეთი მართლაც მიტოვებულია და არც არქიტექტურული მწვერვალია, მაგრამ .. სწორედ იმითაა პატივისცემის ღირსი, რომ უნივერსალური ცოდნისა და შესაძლებლობების პერიოდში კი არა, არამედ მანამდეა ხელით ნაშენი.

იმ ეპოქაში, როცა თითო ქვის გამოთლას ერთი კვირა მუშაობა სჭირდებოდა მუსულმანებმა არ მიითვისეს მათ ღარიბ სოფელში მდგარი სხვისი უპატრონო (თანაც საუკუნეებით უპატრონო) და უპასუხო (არავინ განიკითხავდათ) ქვები.
ჩვენ კი, XXI საუკუნეში, როცა ქვის გამოთლის ენერგია ოფლსა დას რწმენას კი არ მოითხოვს, არამედ ელექტროენერგია და სამხერხაო დაზგა ჰყოფნის, ძველთაძველი ქვები მოვიპარეთ.

მატერიელისტი ვარ, ათეისტი სხვანაირად. ერთადერთი რითაც მარადიულობას ვუკავშირდები ჩემი შვილები და საქართველოა. გამოვტყდები რომ ზარზმის მონასტერში ბერთა ცხოვრების გაზიარებაზე არასდროს მიფიქრია, არც განსაკუთრებული იმედები ჩამიდია იმაში, რომ იქ ჩემზეც ლოცულობენ. მაგრამ ამ ისტორიის შემდეგ ცხადად შევიგრძენი რომ სადღაც მივიწყებული ძალა რომელიც თურმე მქონდა და რომელიც იქნებ დამხმარებოდა კუსმაულის სუნთქვის დროს, აღარ მაქვს, უფრო სწორედ შემიმცირდა. შემიმცირდა იმით, რომ ზარზმის მონასტრის ლოცვა ჩემამდე არ მოაღწევს, მე ვამბობ მასზე უარს.

Thursday, July 10, 2008

ისევ თურქეთის თემას ვუბრუნდები




თბილისის ფორუმზე პირველი თემა გავხსენი"ტაო-კლარჯეთი/ თურქები/ ინსტრუქცია ტურისტთათვის"
რა მრჯიდა?

რა და რაც ამ თემამ დამიდასტურა.

1. ტაო-კლარჯეთში წამსვლელები მართლაც ტოვებენ ქართულისადმი აგრესიას ქართული ეკლესიების თურქულ სოფლებში, და ეს ძალიან საშიშია ჩვენი ტაძრებისათვის.

2. ტაო-კლარჯეთში წასვლის მსურველებმა სასურველია ეს თემა ნახონ და თავის პასუხისმგებლობაზე იფიქრონ.

3. შედეგად მინდა რომ ქართულ ტაძრებს ადგილობრივთა აგრესია ავაცილო.

Tuesday, July 8, 2008

ოდა თურქებს




ტაო-კლარჯეთის (ართვინისა და არდაგანის) მხარეები თურქეთის ერთერთ უღარიბეს რეგიონად ითვლებოდა არცთუ დიდი ხნის წინათ.

დღეს ამ ტერიტორიებზე, მისი რელიეფის სირთულის მიუხედავად 100.000 კაცი ცხოვრობს. ძნელად მისასვლელ პატარა სოფლებამდეც კი დიდი შრომის შედეგად 15 სანტიმეტრი სისქის ბეტონის გზები მიდის, ყველგან მშენებლობაა, ყველგან კეთდება რაღაც საერთო სარგებლობის (გზა, სანიაღვრე, წყალგაყვანილობა, არხი, ტერასა და ა. შ.) ყოველ ფეხის ნაბიჯზე თანამედროვე ძლიერი საგზაო და სამშენებლო ტექნიკა მუშაობს.

როგორც წესი თურქული სოფლის კარმიდამოს ღობეები არ აქვს, სახლებიდან შორს მყოფი ბაღები, ბოსტნები, ვენახები და ყანები ასევე შემოუღობავია.
ვალედან გეოგრაფიულად შუა თურქეთში (კაპადოკიაში) ერზრუმის გავლით ჩასვლისა და იქიდან სხვა მარშრუტით ტრაპიზონისა და სარფის გამოვლით დაბრუნებისას ვერსად ვერ გადავაწყდი ბაღ-ბოსტნის საყარაულო მეველის ბუნაგს, პოლიციის მანქანებსაც იშვიათად შევხვდი.
მშურს ამ ხალხს ერთიანობისა და საზოგადოს უპირატესობის შეგრძნება.
საერთოდ მთელი მოგზაურობისას საგზაო, სამშენებლო ტექნიკა და საქალაქო ტრანსპორტი ახალი კარგი ხარისხის და ბევრი გხვდება, ხოლო პირადი მსუბუქი ავტომობილები ძირითადად 10-15 წლის ნახმარი და კლასით დაბალია. ჩვენთან პირიქით იყო 5 წლის წინ - ბრეჟნებისდროინდელი გზაო, სამშენებლო ტექნიკა გვქონდა და შუა ევროპული მსუბუქი მანქანების ავტოპარკი. ბოლო წლებში ჩვენთანაც გამოჩნდა მაღალი კლასის და ახალი ტექნიკა მაგრამ ასევე იმატა ახალმა (უხმარმა) ავტომობილებმაც. ამ პარალელებმა მე მიმანიშნა რომ თურქები გაცილებით უფრო კონსოლიდირებულნი, მიზანდასახულნი, მომთმენნი და საზოგადოზე ორიენტირებულნი არიან ვიდრე ჩვენ. თუ დღეს კერძო მსუბუქი ავტოპარკი ქართული თურქულს ჯობია კიდევაც (ყოველ შემთხვევაში ჩემს მარშრუტზე) ერთ ორ წელში თურქები ისეთ მანქანებზე გადასხდებიან, ქართველებს არ დაგვესიზმროს.

გამახსენდა 1991-95 წლები, როცა შიმშილობის ზღვარზე მყოფმა საქართველოს მოსახლეობამ საპალნეები გადაიკიდა და თურქეთში ერბოსა და ჯინსებში გადაცვალა ოჯახებში შემორჩენილი სპილენძი, ხალიჩები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. მაშინ ჩვენთან გამეფებული ჯუნგლების კანონების შემხედვარეს მიკვირდა (კონკრეტული მაგალითის გათვალისწინებით)- როგორ ბედავენ ეს მარტოხელა ინვალიდი ქალები აიკიდონ 15-20 ჩანთა თავისი და მეზობლის განატანები "საქონელი" და სავაჭროდ ჩავიდნენ უცხო, მანამდე მტრულ ქვეყანაში მეთქი.

ალბათ არცერთი ასეთი მოვაჭრე არ დაუყაჩაღებიათ თურქებს, თორემ ეს საშიშროება აუცილებლად დაამუხრუჭებდა ამ სპილენძ-ალუმინის, ხალიჩებისა და ელექტრო ტექნიკის ნაკადს რომელსაც უკანა ტალღაზე ერბო და კამფეტები მოჰყვებოდა.

დავუბრუნდეთ თურქეთის მიწებს. ის ტერიტორიები, რომელიც მე გავიარე უპირატესად იყო მაღალმთიანი 1000 მეტრზე ზემოთ, ხშირად ალპური ზონის, შესახედად თიხისფერი, და ქვიანი. საქართველოში ასეთი მიწები არ მუშავდება. საქართველოს მთაში, სადაც მიწა უფრო შავია და ზაფხულიც ნაკლებად თაკარა მხოლოდ კარტოფილი მოჰყავთ, იმასაც ვერ გაარჩევ კარტოფილის ბაღია თუ სარეველის. თურქეთის მთიანეთი კი საუკეთესოდ და მრავალფეროვნადაა დამუშავებული;

ბაღ-ბოსტნები ვრცელ რთულ რელიეფზე სუფთა, უსარეველო და მოწესრიგებულია. მორწყვისათვის უდიდესი შრომა, ერთობლივი შრომაა ჩადებული. ან კილომეტრებიდან მთებში გამოყვანილი ბეტონის არხებით, ან სოფლის საერთო გადასატანი, მობილური სარწყავი პლასტმასის მილებითა და ხელოვნური შადრევნებით.

კლდეებზეც კი, ქვიან კლდეებზეც კი ულამაზესი დატერასებული ბაღებია. თითო რკალურ ტერასაზე თითო ხე ეტევა მხოლოდ - ზეთისხილის ხე.
მთიან და კლდიან სოფლებში, რომელთა წინ ბაღბოსტნად გამოსადეგი პატარა მდელოებია, სახლები მთისწინ კი არ არის აშენებული, როგორც საქართველოში, არამედ მთაზე, რათა მეტი სავარგული დარჩეს სახნავ-სათესად და ბაღად.


საერთოდ გაგაოცებს ბეტონის სიმრავლე, დაწყებული იმით რომ ბეტონის კარიერები მართლაც ყველა ფეხის ნაბიჯზეა და გაგრძელებული შედეგით - ბეტონი ყველგან. ამ რთული რელიეფის მქონე მხარეს ბეტონი საშუალებას აძლევს იქონიოს სხვაგზით მიუღწევადი არხები, საცალფეხო თუ საცალმანქანო გზები, ტერასები, ხიდები, დაკიდული ხიდები, ინდივიდუალური სატვირთო საბაგიროები.

ასეთი ჰიპერბოლური შთაბეჭდილება შემექმნა, რომ თურქეთის სახელმწიფო თავის გლეხებს ყოველთვიურად ჩუქნის ერთ კუბომეტრ ბეტონს, აჰა შენ ჭკვიანურად თუ გამოიყენებ, შემდეგ თვეშიც გაჩუქებო.

გზები კლდეებისა და ხეობების კიდეზე გადის და ხშირად იხერგება მეწყერის გამო. თითქმის ყველგან გამწმენდი ტექნიკა მუშაობს.
ფაქტიურად ვერ შეხვდები საგზაო ხიფათს, რომლის შესახებ 10-20 ნიშანი არ გაფრთხილებდეს.

შეფერხებიდან 100-100 მეტრში მუშები წითელი დროშის ფრიალით განიშნებენ რომ წინ საყურადღებო მონაკვათია. 20-40 მეტრის შემდეგ 20- მდე საგზაო ნიშნით (აბრები, დროშები, ისრები) გებულობ უნდა შეაჩერო თუ უნდა ფრთხილად გაიარო. ასეთი ზრუნვა გადაჭარბებული გეჩვენება, ასე მგონია რომ ქართველი მთვრალი მძღოლიც კი დაზღვეულია ავტოავარიისაგან იმდენად მოწესრიგებული და ზუსტია საგზაო გამაფრთხილებელი ნიშნები. და ეს ყველაფერი ამ ქვეყნის ერთერთ ღარიბ პროვინციაში.




ყველგან მშენებლობაა და ყველაფერს შრომისმოყვარე ხელი ატყვია, მაინც გამიკვირდა რომ ამ ქვეყნის კაპიტალი სხვაგან ინვესტირდება. გამიკვირდა იმიტომ რომ ქვეყნის შიგნით უამრავი საშუალებაა ააყვაო და უმაღლესი დონის კურორტად აქციო ულამაზესი მსოფლიო ცივილიზაციის ძეგლებით (მათ შორის ქართული) მდიდარი ულამაზესი ადგილები. არადა ელცინის დროს რუსეთში თურქეთს მეტი ინვესტიცია ჰქონდა ჩადებული, ვიდრე მთელ ევროპას. ალბათ ამ, რუსეთში ნაშოვნი ფულებით საბოლოოდ ისევ თურქული კურორტები აშენდება ოღონდ არა 2-3 არამედ 4-5 ვარსკვლავიანი სასტუმროებით.

ყველგან ჩანს რომ თურქეთი დიდი, მასშტაბური აღმშენებლობის წინა პერიოდშია. ტრაბზონიდან სარფამდე თითქმის დასრულებულია სამ ნაწილიანი (თითოეულზე სამი ხაზით და ბევრი გვირაბით) ავტობანის მშენებლობა. მთელ ამ 300 კილომეტრიან საზღვაო სანაპიროს გსასდევს გიგანტური ტ-ს მაგვარი ტალღამჭრელები რომელთა შუაში წყნარი ყურეებია მომავალში ალბათ ეს ყურეები და ტალღამჭრელები კეთილმოწყობილ პლაჟებად გადაიქცევა. დღეს კი ჯერ კიდევ დაუმთავრებელ მონაკვეთებს იმდენი თანამედროვე გზაო ტექნიკა შესევია რომ უნებურად "კურსკაია დუგა" გამახსენდა - უდიდესი სატანკო ბრძოლა მსოფლიო ისტორიაში, 3000 ტანკის მონაწილეობით.

ამ წერილს "ოდა თურქებს" დავარქვი და მისი დაწერა უკვე ჩამოთვლილმა ამბებმა კი არ შთამაგონა, არამედ შემდეგ სათქმელმა.

თამარ მეფის შემდეგ ჩვენ ტაო-კლარჯეთს მხოლოდ ეპიზოდურად ვაკონტროლებდით. 1918 წელს ტაო კლარჯეთი ერთა ლიგის რუქაზე საქართველოს შემადგენლობაშია, მაგრამ ის ჩვენ არ მოგვიპოვებია - 40 წლიანი რუსეთ-თურქეთის და შემდეგ პირველი მსოფლიო ომის შედეგად დაიხიეს თურქებმა მაშინ.

ანუ მთელი 1000 წლოვანი სასტიკი ფეოდალიზმი ჩვენი ტაძრები თურქულ გარემოში, ანტაგონისტურ რელიგიურ და სამხედრო-პოლიტიკურ გარემოში იდგა.

მათი მცველი და განმკითხავი ჩვენ აღარ ვიყავით.

ტაო-კლარჯეთის მკვიდრ თურქთა 30-მა თაობამ გაუძლო პოლიტიკურ-პატრიოტულ-რელიგიურ ცდუნებას – დაენგრია მათთვის უცხო, პოლიტიკური ხიფათის შემცველი ტაძრები.

ფეოდალიზმი ერთ მხრივ და მუსულმანობა, ქრისტიანობისგან განსხვავებული რელიგია მოსალოდნელს ხდიდა რომ თურქებს ჩვენი ტაძრები, უპატრონო და უმლოცველო ტაძრები დაენგრიათ, თუ ვერ დაანგრევდნენ მათთვის უცხო ქართული და ქრისტიანული ამოენგრიათ-წაეშალათ ან ეკლესიის ქვები საკუთარი სახლებისთვის გაეზიდათ ოხროხინე მღვდელივით.
არ ქნეს!

1921-1991 წლებში საქართველოსა და თურქებს საბჭოთა კავშირ-ნატოს საზღვარი ჰყოფდა. ჩვენ თურქეთში კი არა, ვარძიის სანახავადაც ვერ ჩავდიოდით საბჭოთა მესაზღვრეების სპეციალური ვიზის გარეშე. ამ 70 წლის განმავლობაშუ თურქები რა თქმა უნდა ჩასულ ქართველებს ვერ ნახავდნენ და პერსპექტივაში თუ ოდესმე ქართველები საკუთარ ეკლესიებს მოიკითხავდნენ ძალიან სათუო იყო, მაგრამ მაინც შეინახეს. შეინახეს არა მარტო ჩუქურთმები, წარწერები და ჯვრები (არ ამოანგრიეს) არამედ შეინახეს მთელი შენობები არ დაანგრიეს და ააფეთქეს. აფეთქების უნარი კი თურქეთს, რუსეთთან ყირიმის 40 წლიანი რუსეთ-თურქეთის საზღვაო ომის მწარმოებელ ქვეყანას, რომლის დროსაც მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, მე-18 საუკუნიდან აქვს.
არ ააფეთქეს!
ჩვენი ტაძრები - ეს სიფრიფანა დინოზავრები (ანუ ძალიან სუსტები, ძალიან დიდები და ადვილად გადაშენებადები) დღესაც ათი თავით ზემოდან გადმოჰყურებს გარშემო არქიტექტურას და მიუხედავად იმისა რომ მათ ღმერთს არ ადიდებს, მაინც დგას.

ჩვენი ტაძრები ჩვენი მძევლებია.



თურქეთის სახელმწიფომ ეს ტერიტორიები 7-8 საუკუნის წინ დაიპყრო, მას შემდეგ ამ მიწებს თურქ გლეხთა 30 თაობა მშვიდობიანად ამუშავებს, ატერასებს და რწყავს. აი ეს ხალხი არის იმ სოფლების მაცხოვრებლები, რომლებიც ჩვენ, ახალ ქართველ პილიგრიმებს ინტერესითა და დემონსტრაციული კეთილგანწყობით გვხვდება - “ვინ არიან ეს ქართველები, რომელთა წინაპრების მიერ ჩემს სოფელში უხსოვარი დროიდან აშენებული კალისე თავს დაგვდგომია ჩვენს სახლებს და ჩვენ მეჩეთს და ალაჰს კი არა ქრისტეს ადიდებს. ვინ არიან ეს ხალხი ვისი რიდითა და პატივისცემით ჩემმა პაპამ, პაპისპაპამ და პაპისპაპისპაპისპაპამ ეს ეკლესიები ხელუხლებელი შეინახეს”.

ჩვენ ამ ცნობისმოყვარეობას ვერ ვუკმაყოფილებთ. როგორც წესი პილიგრიმთა მარშრუტის სირთულისა და გრაფიკის სიმჭიდროვის გამო თითეულ ამ სოფელში ჯგუფები ერთ საათზე ნაკლებ ხანს ვრჩებით და მოსახლეობასთან საუბარს ვერ ვახერხებთ. საქმე კი ისაა რა უნდა ვუთხრათ ადგილობრივ გლეხებს დრო რომც გამოვნახოთ. ვუმტკიცოთ რომ ოდესღაც ეს მიწა საქართველო იყო და თურქეთმა დაიპყრო - გულუბრყვილობაა. მათ ისედაც იციან ეს და წიგნში კი არ წაუკითხავთ, თვალით ხედავენ ყოველდღიურად.

უსაყვედურო რომ ქართული ძეგლები მოუვლელია და დანგრევის საშიშროების წინაშეა, გულუბრყვილობაა თუნდაც იმიტომ რომ კერძო პირის ინიციატივა, შეაკეთოს და მოუაროს უცხოტომელთა უცხო მორწმუნეთა ტაძარს შეიძლება დაგმობილი იქნეს მოლას მიერ, რომელიც როგორც ვთქვი, დღეში რამოდენიმეჯერ ხმის გამაძლიერებლებით აფენს თავის გალობას მთელ სოფელს.

ჩვენ- ტურისტები ამ ტაძართა ქრონომეტრაჟის 0,02% დროს ვართ მათთან დანარჩენი 99,98% დროისა ისინი კვლავ ჩვეულებრივი თურქული სოფლების მაცხოვრებელთა ხელში არიან, მათი კეთილი ნებისა თუ პატივისცემის შედეგად ჯერ კიდევ დგანან.

ჩვენ მივდივართ დავუბღვერთ ამ ხალხს, იქნებ წავუსისინებთ კიდევაც და უკან მოვდივართ.

არ არის ეს პატრიოტიზმი.

არ არის ეს ისტორიის ცოდნა.

არ არის ეს ქრისტიანული შემწყნარებლობა.

არ არის კარგი მომავალი პილიგრიმებისათვის.

და ბოლოსდა ბოლოს არ არის რაციონალური ძეგლების მიმართ.

ჩვენ თურქებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ გასაბჭოების შემდეგ თბილისური ულამაზესი (როგორც ამბობენ) მეჩეთის დანგრევის გამო და ..

მადლობა უნდა გადავუხადოთ უბრალო თურქ ხალხს მათი ტოლერანტობისა და ჩვენი სიწმინდეებიდმი პატივისცემისათვის, ჩვენი, მათთვის უცნობი ადამიანების პატივისცემისათვის.


ბოლოს და ბოლოს ბობოქარი ისტორიის შედეგად არამარტო ქართველები დავრჩით თურქთადან შევიწროებულნი, უმშვენიერეს მიწაწართმეულნი და შედეგად დაჩაგრულნი, არამედ თვითონ ქართველებმაც სომხებთან ერთად მცირერიცხოვნობის მიუხედავად წყალში ჩავყარეთ თურქთა მამაპაპის ფარული თუ გაცხადებული ოცნება დიდ ოტომანთა იმპერიაზე, რომელიც თურქულენოვანი შუააზიის, ერთმორწმუნე ჩრდილო კავკასიის, თურქულენოვანი აზერბაიჯანისა და ამიერკავკასიისაგან უნდა ყოფილიყო შემდგარი. ჩვენ ამ ოცნებას ყელზე დავადექით.
გიაურთა ორი მცირე ქვეყანა ყელზე დავადექით 10 ძლიერ, მდიდარ და მრავალრიცხოვან თურქული გავლენის ქვეყანას.

იქნებ თურქების ჩვენი ტაძრებისადმი ჯადოსნური კრძალვა და პატივისცემა ჩვენს ქვეყანაზეც გადმოდის?
იქნებ ამ ტაბუდადებულმა აღტაცებამ დაგვიცვა სასტიკი ფეოდალიზმის დროს?

დღეს თურქეთის სახელმწიფო ევროპისკენ ისწრაფის, ვითარდება და ძლიერდება.
თუ ქართულმა სახელმწიფომ, ქართველობამ კარგად ავუხსენით, თურქეთის სახელმწიფოს შეუძლია ერთის მხრივ ჩვენი ტაძრების მაშტაბური რეკონსტრუქციის ჩატარება (ქართულ ძეგლთა დაცვის სპაციალისტებთან ერთად), მეორე მხრივ კი ევროპისათვის თურქი ხალხის ქრისტიანული ძეგელებისადმი საუკუნოვანი ტოლერანტული დამოკიდებულების დემონსტრირება.

ჩვენ კი, ერთი კვირით ტაო-კლარჯეთში სტუმრად მყოფმა ქართველებმა თავი დავხაროთ და მადლიერების მუხტი დავუტოვოთ ხანძთის, პარხალის, ოთხთას, იშხანის, ოშკის, ხახულის და სხვა მრავალი სოფლის მოსახლეებს.
თეშექიურ!!

არა, მართლა!

კრულვა თურქებს!

ამ პოსტის მკითხველი იღებს პასუხისმგებლობას წაიკითხოს შემდეგიბ პოსტი - "ოდა თურქებს!"


თურქებმა დაიპყრეს საქართველოს ულამაზესი მხარე ტაო-კლარჯეთი.

ტაო-კლარჯეთის ქართული ბუნება უძველესი, გრანდიოზული ქართული ეკლესიებითაა დახუნძლული.

ტაო-კლარჯეთის მონახულების შემდეგ დარწმუნდები რომ ფრაზა- ტაო კლარჯეთი საქართველოს აკვანია, ფრთიანი და პათეტიური გამონათქვამი კი არ არის არამედ ისტორიული ფაქტია. აქ არის უფრო მეტი ეკლესია ვიდრე აჭარასა და გურიაში,,, აქ არის ქართველების მიერ აგებულთაგან ორი უდიდესი ბაზილიკა პარხალი და ოთხთა, გრანდიოზული ექსტერიერითა და ქართულ ძეგლთაგან უდიდესი შიდა სივრცის მქონე ოშკი, უნიკალური ქართული არქიტექტურისათვის- წრიული ფორმის ბანა, დროსა და აფეთქებებს მხოლოდ დიდებულ ნანგრევად შემორჩენილი.

აქ დამზადდა ქართული ოქრომჭედლობის უალტერნატივო მწვერვალი ხახულის კარედი, თბილისის უძველეს ეკლესიას ანჩისხატი ტაოკლარჯეთიდან, ანჩის ეკლესიიდან ჩამობრძანებული ხატის სახელზე ეწოდა. აქ, არტანუჯში განისვენებს საქართველოს მეფე აშოტ კურაპალატი. აქ ეახლა ქართველოს სულიერ მწყემსს გრიგოლ ხანძთელს მეფე განქორწინების ნებართვის სათხოვრად და.. უარი მიიღო.

ტაო-კლარჯეთშია კაცობრიობის ისტორიულ არქიტექტურაში ქართველთა კულტურული წვლილის მწვერვალები: ყველაზე დიდი მრგვალი ფორმის - ბანა, ყველაზე რთული და ლამაზი ინტერიერის - იშხანი, ყველაზე დიდი ბაზილიკა - ოთხთა, ყველაზე დიდი შიდა სივრცის მქონე - ოშკი.

ყველაზე მასშტაბური დატერასებულ მთათა მასივები.




ამ მთიან ტერიტორიას ჯავახეთის მთიანეთში ათეულობით კილომეტრებზე ფარავს საუკუნეების განმავლობაში ქართველი გლეხების მიერ ვენახებისა და პურის ყანებისათვის გამოჭრილი ტერასები, რომლებიც დღეს აუთვისებელი და მიტოვებულია.

როგორც სომეხთათვის ეროვნული სიმბოლო არარატი, ასევე საქართველოს სიმბოლო- ულამაზესი მთაგორიანი ბუნებით შემკული ტაოკლარჯეთი თურქეთის ტერიტორიაზეა. მაღალი კლდიანი ტყიანი და ჩანჩქერებიანი გარემო ავტომობილით მგზავრობისას საათების განმავლობაში არ ხუნდება, ყველა მოსახვევი ახალ მცირე მარგალიტს ამატებს მგზავრის მიერ დანახულ ულამაზეს პანორამას.





ქართველთა საამაყო არქიტექტურის ძეგლები ამ მიწებზე საუკუნეებია არავის შეუკეთებია.

1000 წლის სიძველის შენობები ელემენტარული მიუხედავობის გამო დაქცევის საშიშროების წინაშე დგას.


სახურავის არარსებობა ამ ეკლესიების მთავარი ჭირია. საუკუნეების განმავლობაში ღია ცის ქვეშ ყოფნამ, ქარმა წვიმამ და თოვლმა ამ ეკლესიების 1000 წლოვანი სახურავები დააქცია, ფრესკები წაშალა, კედლები და სვეტები დააზიანა.

რამოდენიმე ეკლესია კი თურქებმა ბომბებით ააფეთქეს.


ოთხთაში წვიმის დროს ნიაღვრის ნაკადი იმდენად ინტენსიურია,რომ საუკუნეების განმავლობაში დაგროვილმა ღორღმა ეკლესიაში 2 მეტრის სიმაღლის ბორცვი შეიტანა. ხანძთა, ეკლესია სადაც გრიგოლ ხანძთელს გაერთიანებული საქართველოს მეფე აშოტ კურაპპალატი თხოვნით ეახლა, დღეს 2 სვეტსღა უჭირავს ორი კი ჩამოშლილია და აღარ არსებობს, გუმბათი კი რომელიც 1000 წელი იდგა შარშან ჩამოინგრა. ოპიზა - ბექა და ბეშქენ ოპიზარების მოღვაწეობის ადგილი თურქებმა სულ ახლახან ააფეთქეს.ერთი გადმოცემით სოფლის მოსახლეები გაღიზიანდნენ ქართველი პილიგრიმი ტურისტების სანთლებითა და საგალობლებით.


დღეს თურქეთი ცდილობს გახდეს ევროკავშირის წევრი, ცდილობს შეესაბამებოდეს ევროპული ოჯახის საერთო პრინციპებს, მაგრამ ევროპელთა თვალთაგან მოფარებულ ტაო-კლარჯეთში 5 კუბური მეტრი ბეტონი და 1000 კვადრატული მეტრი თუნუქი არ დახარჯა ქართული ეკლესიების სვეტებისა და სახურავებისათვის. დღევანდელი თურქეთი არ უვლის ქართულ ეკლესიებს, არც იმის ნებართვას იძლევა, საქართველოს სახელმწიფომ შეაკეთოს და მოუაროს საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას, საკუთარ სიწმინდეებს. არ იძლევა ნებართვას აღდგეს ამ ეკლესიებში წირვა-ლოცვა.

საუკუნეების განმავლობაში ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართული ფესვის მქონე მოხლეობა თურქეთის სახელმწიფომ ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში მიზაზანმიმართულად ასიმილირა და გაფანტა თურქეთის მთელს ტერიტორიაზე. დღევანდელი ქართველი თურქები, რომელთაც დაკარგული აქვთ გვარი, რწმენა და რაც მთავარია მამაპაპის ნაფუძრები

სიმრავლის მიუხედავად ერთობას, რომელსაც რაიმე პოლიტიკური ნება შეიძლება ჰქონდეს ვერ ქმნიან.

არაერთ წარმატებულ თურქ ქართველს შეეძლო მიეხედა ქართული ეკლესიებისათვის, თუნდაც არა როგორც საკუთარი რელიგიური, არამედ როგორც საკუთარი ფესვების, ისტორიის, კულტურისა და ხელოვნების მოვლისა და პატივისცემის მიზნით. ვერ გაბედეს, არ მოინდომეს.


მაგრამ ეს საყვედური არა თურქებს, არამედ თურქ ქართველებს ეკუთვნით. მათ ხომ დიპლომატიისა და ქვეყანათა შორის მოლაპარაკებათა რაუნდების გარეშე შეეძლოთ ამ მტკივნეული პრობლემის გადაჭრა.


თურქები თანდათან ამერიკელებს დაემსგავსნენ, როგორც ამერიკელებს, ამერიკულ კულტურას (კინემატოგრაფს, პროზას) აღარ აქვს აგრესია ამ ტერიტორიების აბორიგენი ინდიელების მიმართ, პირიქით შეუძლიათ შექმნან ბევრი ფილმი და დაწერონ ბევრი რომანი ინდიელებთან მეგობრობაზე, დაარქვან თანამედროვე ავტომობილებსა და სამხედრო ვერტმფრენება იდუმალი ინდიელური სახელები ჩეროკი, იროკეზი, კომანჩი, ასევე თურქებმაც შეიფერეს მსოფლიო ცივილიზაციის აკვანის მფლობელის სტატუსი და კი აღარ მალავენ, არამედ პირიქით როგორც კუთვნილს ღებულობენ ტროას, ეფესს, კონსტანტინოპოლს, ანტიკურ ცისტერნებს, ადრექრისტიანულ კაპადოკიას, სუმელას, ამ ჩამონათვალში ჯერ არ არის ქართული სიწმინდეები. ეტყობა თურქეთის ხალხსა და სახელმწიფოს ამ ძეგლების გრანდიოზულობისა და ქართული სახელმწიფოსადმი მათი ისტორიული ბრალის გათვალისწინებით ჯერაც ვერ გაუთავისებიათ ეს ძეგლები.

ქართული ძეგლები ალბათ ტაბუდადებული თემაა, ხდება მათი ტურისტული და კულტურული სტატუსის იგნორირება. მილიონობით ევროპელი ტურისტი რომელთა დიდი ნაწილი თურქეთის ტერიტორიაზე ადრიანი ქრისტიანული სიწმინდეების მოსანახულებლად ჩადის, ისე ტოვებს ამ ქვეყანას, რომ ქართული ძეგლების შესახებ ვერაფერს შეიტყობს. თურქეთის ტურისტთა მოსაზიდ კლიპებში ბოლო ხანებში ერთი წამით გაიელვებს სომხური ეკლესიის კადრი, თურქეთის ტურისტულ რუქებზეც მხოლოდ სომხური ეკლესიებია დატანილი. ერთი ალბათ იმიტომ, რომ თურქეთის სომხებმა თავისი ეკლესიები გადახურული და შესაბამისად საჩვენებლად ვარგისი მოიტანეს. მეორე კი ალბათ პოლიტიკური მოტივებით, უჩვენონ ევროპას და სომხეთს, რომ სომხურ მემკვიდრეობას პატივს სცემენ. ქართული ეკლესიების საშინელი მდგომარეობა დღევანდელი ძლიერი თურქული სახელმწიფოს სირცხვილია.


ავღანელებმა არტილერიით გაანადგურეს გრანდიოზული ბუდების ქანდაკებები, თურქეთი კი დოინჯშემორტყმული უყურებს როდის დაიქცევა ქართული შედევრები.

ამ პოზიციას ალბათ ქართული რევანშის შიში, თუნდაც თეორიული რევანშის შიშიც აძლიერებს.

ქვეყანაში სადაც ბეტონის სიჭარბე ყოველ ფეხის ნაბიჯზე თვალში გხვდება 2 კუბური მეტრი ბეტონი არ გამოინახა ხახულის ორი გამოცლილი სვეტის აღსადგენად.



ჩვენ არათუ უნდა მოვითხოვოთ ქართული ძეგლების აღდგენის ნებართვა, არამედ უნდა მოვთხოვოთ თურქეთს ჩაერთოს რეკონსტრუქცია რესტავრაციის საქმეში.

თურქეთი ევროკავშირის კარებს ჯიუტად და მოთმინებით უკაკუნებს.

ქართული ძეგლების დღევანდელი მდგომარეობა არატოლერანტობასა და გლობალური მასშტაბის ქრისტიანული არქიტექტურის მიმართ გულგრილობაში ამხელს თურქეთის სახელმწიფოს.

გლობალური დათბობისა და მისი თანმდევი კატაკლიზმების (თავსხმა წვიმები, გრიგალები, წყალდიდობები) გახშირებისა და მომავალში უფრო მეტად გახშირების სამწუხარო პერსპექტივის გათვალისწინებით შგვიძლია გავაკეთოთ სამწუხარო პროგნოზი. ქართული ქრისტიანული ძეგლები თურქეთში ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა. 21-ე საუკუნის ადამიანებს (რელიგიური კუთვნილების მიუხედავად) ეძლევათ ბოლო შანსი გადაარჩინონ ადამიანების (რელიგიური კუთვნილების მიუხედავად) მიერ კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში შექმნილი არქიტექტურული შედევრები. გამოიყენებენ?

მალე გვიან იქნება
ხანძთა პირველია რიგში.
პირველი დაინგრევა თუ პირველი არ გავამეგრეთ.