Sunday, January 6, 2008

ციფრები

ციფრები ერთმანეთს გვანან


6 იანვარია ცესკოსა და ეგზიტპოლების ახალახალ მონაცემებს ყოველ საათში აცხადებენ.
იმედგაცრუებული ვარ, სააკაშვილმა ვერ მიიღო ჩემს მიერ ნაწინასწარმეტყველები 80-90 პროცენტი, ის კი არა, სათუოა 50%-ს შეინარჩუნებს თუ არა საბოლოო დათვლამდე. გრეჩიხას ჩემთვის მოულოდნელი დიდი პროცენტი აქვს საერთოდ და თბილისში სოლიდური უპირატესობით იგებს, არა, საპრეზიდენტო 50% +1 ხმა არსად აქვს აღებული, მაგრამ მაინც მისი უპირატესობა თბილისში აშკარაა.
ბევრი რამ ხდება ჩვენს თვალწინ "პირველად საქართველოში", ეს კიდევ ახალი ამბავი: თბილისის ხმა გადამწყვეტი არ არის! საქართველო თავკომბალა ქალაქ სახელმწიფო -თბილისი აღარ არის. რეგიონები აშკარად არ ეთანხმება თბილისს და თავისი გააქვს. განათებულ გალამაზებულ თბილისს ნაწილობრივ მხარს უფრო განათებულ გალამაზებული ბათუმი და გასალამაზებლად გამზადებული ქუთაისი უბამს. პრეზიდენტს ამ ქალაქებში ნაკლები პროცენტები აქვს ვიდრე მიყრუებულ რაიონებში სადაც დღევანდელმა მთავრობამ ერთადერთი (თუმცა უმნიშვნელო ამბავი არ არის) გზა მოუასფალტა. ფრონტისპირა მოსახლეობა ყველაზე პასუხისმგებლობით მიუდგა არჩევნებს და საბოლოო გადამწყვეტელი ზუგდიდისა და გორის ხმები აღმოჩნდა. თუმც ვინაიდან სააკაშვილის ხმები ცოტათი აჭარბებს აუცილებელს, მის ყველა მომხრეს შეუძლია იამაყოს და ცათვალოს, რომ მისი ხმა გადამწყვეტი იყო. ასევე გადამწყვეტი აღმოჩნდა არჩევნების შედეგებში არაქართული მოსახლეობის; აღმოსავლეტის აზერბაიჯანლებისა და სამხრეთის სომხების ხმები. მე მგონი ეს ფაქტები საქართველოს პრეზიდენტობაზე მომავალმა პრეტენდენტებმა უნდა სახელმძღვანელოდ მიიღონ: *ხმების უმრავლესობა რეგიონებშია, * არაქართველთა კეთილგანწყობის გარეშე საქართველოს პრეზიდენტობაზე ნუ იოცნებებ, *კომუნალური ინვესტიციები (გზები, გარე განათება, შენობების შეღებვა, ძველი საავაროი კომუნიკაციების გამოცვლა, სახურავების ჰიდროიზოლაციისა და ლიფტების აღდგენაში დახმარება) არ არის წარმატების გარანტია, ეს ხალხი (თბილისელები, ბათუმელები) არ არიან მადლიერი საერთო საკუთრების, საზოგადო ღირებულების მქონე საკითხების მოგვარებით. მათ რამდენიმე კრიტერიუმი აქვთ შეფასებათა შკალაში: პატრიოტიზმი - 0 ქულა, პირადი სიმდიდრე/სარგებელი 5 ქულა, ნეგატივიზმი - 3 ქულა, შური - 3 ქულა, მოდა -3 ქულა და ზედმეტი ოპტიმიზმი ახალისა და უცნობის მიმართ- 3 ქულა. ამ ხალხში ნაკლებად მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც "ღირსების" საკითხებია საყოფაცხოვრებო, ყოველდღიური უწესობის უფლება- 1 ქულა, პირადი გეგმების ქრთამით და ნაცნობობით მოგვარების საშუალება- 2 ქულა.
მინდა დღევანდელ რიარიას ჩემთვის რანჟირება გავუწიო, შევეცდები ცალკეულ პრეტენდენთთა ამომრცევლების მოტივაციებში ჩავიხედო. ყოველ შემთხვევაში შევეცადო;
მიხეილ სააკაშვილის ამომრჩეველი - "მე მინდა სახელმწიფოში ცხოვრება. 7 ნოემბერი იყო, და შესაბამისად მე არ მაქვს ილუზია რომ სააკაშვილის მთავრობა ყველას ერთბაშად გაგვაბედნიერებს, მაგრამ თუ ქვეყნის გადარჩენას და გაძლიერებას მოახერხებს მე მის ჯარში ჯარისკაცი ვიქნები".
ლევან გაჩეჩილაძის ამომრჩეველი - "არა, ამ კაცს კი არ ვენდობი, მაგრამ იქნებ ერთხელ და სამუდამოდ მოვიცილოთ ეს პრეზიდენტები და მერე ასეთი რიარია და ნერვიულობა აღარ შემხვდეს". ან - " გრეჩიხა ჩვენია, თბილისელი ბიჭია, ქიციც იცის და ქიცმაცურიც, არა ბიჭო იმ გიჟს გავს"
ბადრი პატარკაციშვილის ამომრჩეველი - "სააკაშვილმა ბავშვის დაბადებაზე 1000 ლარს გაჩუქებთო, ბადრიმ კი 3000 ლარსო. ვა, მე რა, არითმეტიკა არ გამივლია? ვინც მეტს მომცემს იმისი ვარ!"
სხვა კანდიდატების პროცენტები გულზე არ მომხვედრია, რაც ეკუთვნოდათ მიიღეს.
მე გულზე მხვდება მხოლოდ გაჩეჩილაძის მომხრე წესიერი ადამიანების არსებობა! არადა ეს ფაქტია, ასეთი ხალხი არსებობს. ვერ ვიტყვი გაჩეჩილაძის 30%-ში რამდენია წესიერი ადამიანი, ალბათ ნახევარზე ნაკლები მაგრამ ერთიც რომ იყოს ისიც შემაწუხებს. მე მინდა ამ ხალხს დაველაპარაკო, მათი აზრი გავიგო, მათი მიზნები თუ სურვილები შევიტყო. რამ აიძულა წესიერი ადამიანები თვალი დაეხუჭათ უწესობის უამრავ გამოვლინებაზე და "ეროვნული საბჭოს" (როგორ გავს "სამხედრო სდაბჭოს") გვერდზე დამდგარიყვნენ. მომწერეთ წესიერო ადამიანებო. უწესოები ნუ გამომეხმაურებიან. :)

1 comment:

Anonymous said...

Hello. This post is likeable, and your blog is very interesting, congratulations :-). I will add in my blogroll =). If possible gives a last there on my site, it is about the CresceNet, I hope you enjoy. The address is http://www.provedorcrescenet.com . A hug.