Wednesday, May 27, 2009

26 მაისი. აიწონა დაიწონა



საპრეზიდენტო არჩევნებზე პატარკაციშვილს 350.000 კაცმა, უპირატესად თბილისელმა მისცა ხმა. ამ ადამიანებს მე ვერასდროს გავუგებ, მაგრამ მათ არსებობას ეჭვის ქვეშ არ ვაყენებ. სად არიან ახლა ეს 350.000 ადამიანი? რატომ არ მივიდნენ სტადიონზე უკლებლივ? რამ გადააფიქრებინათ. 26 მაისს თბილისის სტადიონს 60.000 ადამიანი ეწვია იმის სათქმელად, რომ სურს სააკაშვილი გადადგეს და ქვეყანა ოპოზიციის ლიდერებმა მართონ.60.000 ადამიანი, ბევრია თუ ცოტა? პასუხი დამოკიდებულია შეფასების და ხედვის კუთხეზე:
1. ოპოზიციამ დაინახა რომ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს. დაამტკიცა რომ რაც გათვალა კარგად შეასრულა კიდევაც - სტადიონი გაავსო. ეს იმედია მათ თვითშეფასებას გაზრდის და დღევანდელ ფაციფუცს უფრო გამოზომილი ნაბიჯებით შეაცვლევინებს.
2. ქვეყანამ დაინახა რომ მაქსიმალური მობილიზებით შეკრებილი ის ხალხი, ვინსც პრეზიდენტის გადადგომას უჭერს მხარს არ არის "მთელი ქართველი ხალხი", "ქართველი ხალხი" ან "ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა". ფაქტობრივი მასალა ადასტურებს რომ სააკაშვილის გადადგომას ერთი სტადიონი ხალხი მოითხოვს. პლიუს მაქსიმუმ 1000 ინვალიდი, ვინც სტადიონზე მისვლა უფეხობის გამო ვერ შეძლო (არ თქვათ ახლა, რადიკალები სახლში ისხდნენ, განრისხებულები იდაყვებს იკბენდნენ და სტადიონზე არ წავიდნენო).
3.ოპოზიციას არ აქვს სხვა ბერკეტი გარდა დაბლოკვისა და გადაკეტვის, რაც თავისთავად მათ რეიტინგს განუხრელად ამცირებს.
4.პატრიარქმა ვერ გაუმართლათ, სააკაშვილის საწინააღმდეგო იდეოლოგიური ღერძი, რომელიც ზოოლოგიურ ზიზღზეა დამყარებული, პატრიარქმა მოწამებრივ-განმანთავისუფლებელ მანტიაში არ შეუმოსა. პირიქით, ჩემს მასხსოვრობაში ყველაზე მკაფიო და araორაზროვანი პოლიტიკური განცხადება გააკეთა. 60 ათასი აღტყინებული მომიტინგის სურვილის საწინააღმდეგოდ, ოპოზიციასა და ხელისუფლებას პრობლემების დიალოგით გადაჭრა ურჩია.
5.მართალია დადასტურდა რომ ეს ხალხი უმრავლესობას არ წარმოადგენს, მაგრამ ჯერ კიდევ ჰაერში ტრიალებს თეზა, რომ ეს 60.000 კაცი არიან ენერგიული და საუკეთესო ქართველები. ეს თეზა მეორე თეზასაც გულისხმობს - ვინც ჩვენთან არ არის ის უმნიშვნელოა, მძინარეა, მონაა, ბრმაა, სოროშია, ჭურშია და ა. შ.
პატრიარქის სიტყვამ ამ თეზას როგორც მინიმუმ რიხი დაუკარგა.

bonus
http://www.youtube.com/watch?v=3ycBGkLkEkg

2 comments:

Anonymous said...

სტადიონი იტევს 59 000-ს ძალიან რომ გაწელო იქ იყო, სიტყვაზე ვთქვათ, 80 000 . ოპოზიციის ლიდერები თავს დებენ, 200 000 იყოო

მდაჰ

russi said...

am internetis da mobilurebis xanashi, imformaziuli vakuumis qonis momiseseba regionebshi, romlebiz mat undoblobisgamo ar udganan mxarshi. xom sasaziloa