Friday, May 8, 2009

5,6 და 7 მაისი

თუკი რაიმე მიზანი ჰქონდა იმას რომ ადამიანს მიეცა საკუთარი ბლოგის კეთების საშუალება, ეს იმ დღეებზე დაწერაზე შეიძლება ითქვას, მე რომ მქონდა 5,6 და 7 მაისს.

ასეთი კონტრასტი მე მგონი სერიალების სცენარისტებსაც არ მოაფიქრდებათ.

5 ში პრეზიდენტთან ერთად ვიყავი ჯერ ვაზიანში და შემდეგ ჯერ ბოლომდე გაუწმენდელ ამბოხებილ და დანებებულ მუხროვანში.
6-ში ღუდუშაურში მორიგეობისას ჩემ ხელში გაიარა ჩემთვის როგორმა იცით ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერმა. ეს ინფორმაცია საჯაროა, ლამის პირდაპირი ეთერით გადაიცა და ამიტომ შემიძლია აქაც ვახსენო ჩემი ავადმყოფები.
ორივე გაჩეჩილაძემ, გეგიძემ, ოგბაიძემ, ვიღაცეებმა კიდევ უკანა პლანზე რომ ციმციმებენ ხოლმე მიტინგებზე, ჩემს ხელში გაიარეს.
ხო, ხელით უნდა შეამოწმო გულმკერდის მტკივნეულობა, დაწვრილებით ჩამეკითხა ყველა შეგრძნებაზე.
7 ში იქვე, საავადმყოფოში ჩემი დაბადების დღე დადგა.
მორიგეობის შემდეგ აღვნიშნეთ "ლუდის მოედანზე" იმ ხალხთან ერთად, ვინც ერთად ვმორიგეობდით.


6-ში 21 კაცი იყო მიტინგიდან. ისტორიებში ანამნეზში თავიდან ვწერდი, "პოლიციური ოპერაციის დროს მიიღო ბლაგვი ტრავმები.."
მაშინ მეგონა, რომ პოლიციამ მიტინგი დაარბია, ჯერ ტვ ნანახი არ მქონდა.

შემდეგ, ტვ-ში კადრებს მოვკარი თვალი, თვითონ მიტინგი მივარდნია პოლიციას და შემდეგ ანამნეზებში ჩავწერე "პოლიციასთან შეტაკებისას მიიღო"

21 კაციდან საავადმყოფოში 9 კაცი დარჩა (ანუ ისტორია გაიხსნა და ემერჯენსიდან სხვა განყოფილებაში გადავიდა).
მათგან 4მა კლინიკა 6 საათში დატოვა, დანარჩენმა კი დილით.

ძალიან უცნაური და ალბათ იშვიათი ამბავია ასეთი მოვლენებისათვის ის რომ ამჯერად დაშავებულთა 80-90 პროცენტი ლიდერები იყვნენ. უსახელო მომიტინგეები კი უმცირესობა.
როგორც წესი პირიქით ხდება, ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს მოწინააღმდეგის ავტორიტეტები ხელშეუხებელი დატოვოს და სამაგიეროდ უსახელობასის გაცილებით ბევრ მომხრეს გაუსწორდეს.
არ ვიცი ეს თანაფარდობა (ისე, როგორც მოხდა) კარგია თუ ცუდი. ალბათ ამას შემდეგი დღეები გვიჩვენებს, მაგრამ ფაქტია რომ ლიდერებს მიზანმიმართულად ჰქონდათ მჯორტყმული რეზინის თუ პლასტმასის ტყვიები. ყველა მათგანი გონების ხანმოკლე დაკარგვასაც ამბობდა, ე.ი. რაღაც ნოკდაუნის მსგავსი ეფექტი ჰქონდა.
გამოუგონიათ იდეალური იარაღი უკვე მეთქი, გავიფიქრე.
საქმე იმაშია რომ, პოლიციას სასიკვდილო იარაღი იმიტომ აქვს რომ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ ყაჩაღს აჯობოს.
პოლიციის მიზანი მოწინააღმდეგის მოკვლა არ არის (ჯარისკაციგან, სამხედროებისგან განსხვავებით).
პოლიციის მიზანია დანაშაულის შეწყვეტა და დამნაშავის დაჭერა.
თუკი ამ იარაღს შორ მანძილზეც შეუძლია იგივე წარმატებით ადამიანის შეჩერება, მომავალში ბევრი ისეთი ტრაგედია აღარ მოხდება, რომელთაც უდანაშაულო ეჭვმიტანილთა სიკვდილები მოჰყვება მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში.
ხო, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, ალბათ ლიდერების სასახელოდ, მიუხედავად ფიზიკური ტკივილისა და ემოციური ფონისა, მიუხედავად უამრავი ადამიანის (პოლიტიკოსები, ჟურნალისტები) რიარიისა, არცერთი მათგანი არ იგინებოდა.
ამ სცენაზე რა ეტაკებათ ნეტა.

ხო, ჩემი პოლიტიკური შეხედულებები საქმეში არ ვრცელდება, ახლავე ვაცხადებ როგორც შევძლებ ჩემთან მოხვედრილს გადავარჩენ ყველას: სატანას, არძინბას, კოკოითს. მეტსაც გეტყვით, როცა შევარდნაძის ექიმი ვიყავი (მართალია მეორე ეშელონში, ანუ ტერაქტის დროს მისი დახმარება მევალებოდა) ჩემს თავს ვეკითხებოდი, შემიძლია კი ამ კაცის გადასარჩენად დენთის სუნში და ტყვიების ზუზუნში გავფორთხდე მეთქი. სანამ შემეძლო ვმუშაობდი იმ საქმეზე.
ახლა კი, მას შემდეგ რაც მიშას ექიმი ვარ იმავე ფუნქციით, რომ დავეხმარო ტერაქტის დროს, გავხოხდე კი არა, მისი მოსახვედრი ტყვია თუ ჩემი გადასაფარებელი იქნა მაგასაზეც დავთანხმდები. ნუ ძნელი ასახსნელია, სხვა დროს, ან უფრო სწორედ, არასდროს.
ჩემსა და დაზიანებულ პოლიტიკოსებს შორის ურთიერთობაზე იმიტომ დავიწყე, რომ მეთქვა, ძალიან შემეცოდნენ, ჩემთვის ჩვეულებრივი შეწუხებული პაციენტები გახდნენ, რომელთათვისაც მინდოდა ნუგეში მიმეცა და მეთქვა რომ ნუ ეშინიათ, ნუ წირავენ საკუთარ და სხვის სიცოცხლეებს არასწორ მიზანს, რომ მიშა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე საქართველოს უფრო ძლიერს და რეიტინგულს ჩააბარებს, ვიდრე დღესაა, ვიდრე თუნდაც 08.08.08-მდე იყო.

წინა დღეს, 5-ში საქართველო დიდ სისხლსა და ბევრ გვამს გადარჩა, ან სულაც სამხედრო გადატრიალებას.
იყო ალბათობა იმისა, რომ მუხროვანის ტანკებსა და საზენიტო დანადგარებს თბილისამდე მოეღწიათ დილის 12 საათამდე. ამ დროს ოპოზიციას თბილისის შემოსასვლელები უნდა დაეკეტა და ამბოხებულებს ყვავილებით დახვედროდა.


მიშას მუხროვანში ასაღწევად ხეობის აღმართებში, ტალახში სიარული ბევრი მოუწია , ეტყობა შარვალზე. გაადიდე.

ის სამხედროები, მიშამ მერე რომ შეჯორა, იქნებ ტანკებზე გაჩაჩხულები მჯდარიყვნენ ოპომიტინგის შუაგულში ყურებამდე გაღიმებულები ოპოლიდერების საქებარ სიტყვებში გაბადრულები. რა ვიცით რომ არა?
რომელიმე ოპომ დაგმო?
არა!

ძალიან საშიშ თამაშს თამაშობენ სხვისი სიცოცხლეებით.
ქართულმა სახელმწიფომ ძალიან ეფექტურად და ოპიოერატიულად იმუშავა. ამბოხებულები საკმარისი ძალით ძალიან მალე იქნა ალყაშემორტყმული, მანამდე მათი ზრახვები ფარული ჩანაწერებით მხილებული ტელევიზიით.
პრეზიდენტის პირადი როლი მნიშვნელოვანი გამოდგა. იქნებ გადამწყვეტიც.
ახლა მოვყვები.
5 მაისს დაახლოებით 11 საატზე პრეზდენტი უკვე ვაზიანის სამხედრო ნაწილში იყო და სამხედრო საკითხებს განიხილავდა. დამატებით მოითხოვა არტილერიისა და ავიაციის მზადყოფნა და ფრონტის ხაზზე წინწაწევა. მუხროვანი სამმაგ ალყაში იყო:
2-3 კილომეტრში არტილერია, ერთ კილომეტერში "კობრების" დიდი რკალი, 500 მეტრში კი განსაკუთრებული ქვეითი ჯარი.
ჯარისკაცის, სამხედროების მიზანი მოწინააღმდეგის მოკვლა არის (პოლიიცისგან განსხვავებით).
და იარაღიც შესაბამისად პლასტმასისა და რეზინისა კი არ აქვთ, არამედ მეტალის, მკვლელია ეს იარაღი.

აჯანყებულებთან მოლაპარაკებაზე მერაბიშვილი იყო შესული.
ვაზიანში მყოფი პრეზიდენტი ტელეფონით დაელაპარეკა მეამბოხეთა მეთაურს.
უთხრა, -თუ გინდა ოდესმე სახლში მიხვიდე, ახლავე დაყარე იარაღი და წინააღმდეგობის ყოველგვარი ნიშნის გარეშე დაგვნებდე, თუ არადა 1 საათში საფლავში გაგიშვებო. და მერე დიდი და შინაარსიანი ხანგრძლივი გინება მიაყოლა.



გაჭრა ეტყობა.
ერთ საათში (ექსკორტით, ფეხით,2 გადაჯდომით ჰაილუქს პიკაპებზე, ვინაიდან გზა ჯარს ჰქონდა ჩახერგილი) მუხროვანში შევიდა და იმ მაგიდაზე, სადაც სატელეფონო "საუბრისას"ამბოხებულთა მეთაური იჯდა, დახვდა ამბოხებულთა მეთააურის კუთვნილი საფულე, რაცია და საბუთები.
ეტყობა სატელეფონო გარკვევის შემდეგ დაუყოვნებლად გაძურწულა, ღობეზე გადამხტარა და ტყის ბილიკებით გაპარულა.



აი გრეჩიხების გინებას კი გაჭრა აშკარად აკლიათ, მეორე წელია ტუილად ყიამყრალობენ.

საქართველო ბევრ გვამს გადარჩა, უბრალო ტეტია სამხედროების სიკვდილებს გადარჩა, რომლებმაც მას შემდეგ რაც მათთმა მეთაურმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადა, მისი ქვეშევრდომობა არ შეწყვიტეს, სულ 3-4 საათით.
6-ის პოლიციასთან "პაბედანოსნაია" რიარიაც ალბათ ამბოხის ამბის გადასაფარად იყო მოგონილი, ეგ კი წარმატებით გამოუვიდათ.
აღარავის ახსოვს ეგ ამბავი, პირწმინდად, უმსხვერპლიდ დამთავრებული ჯანყი.
10-ში დამარხავდნენ ალბათ.

3 comments:

Anonymous said...

ვა, დოხტური ხარ? მაგარია, ბავშვობაში მინდოდა დოხტურობა, მერე გადავიფიქრე, მარა ფსიქოლოგია რომ არ ამერჩია ნამდვილად გავდოხტურდებოდი )))

ხო, ძირითად თემას რაც შეეხება, გულს მირევს უკვე ოპოზიცია... მარაზმია უკვე
რით ვერ გაიგეს, რომ 2 წელი ტყუილა ხატუნაობენ და იმ საწყალ ხალხსაც ტყუილა ახტუნავებენ...
მარა მაგათი გამართლებაც შეიძლება, ნათქვამია, უსაქმო კაცი ყვერებში (უკაცრავად, მარა ეგრეა) მახათს იყრიდაო, ხოდა ეგენიც ეგრე არიან რა, პონტიდან მოტეხეს, საქმე გამოელიათ და ახლა მარაზმატიკოსობის მეტი საქმე არ აქვთ )))

Anonymous said...

Wow, doc! ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ხდება შენს თვალწინ. საინტერესო პოსტი იყო და ძალიან დრამატულიც, მე ვიტყოდი.

Anonymous said...

It's going to be end of mine day, but before end I am reading this impressive paragraph to increase my know-how.
Also visit my blog :: bbc sports transfer news football