ეს წერილი თუ ვედრება-წერილი ბებიაჩემმა (ბაბომ და არა ბებიამ, ბებია მეორე მყავდა) თურმე 1941 წელს დაწერა, როცა შვილი ყივანახველით ავად ჰყავდა, ქმარი კი (საშა ბაბუ) ომში ახალი გაწვეული (ფრონტზე არ გაუწვევიათ, ლენინაკანში წაიყვანეს ოფიცრად როგორც სამხრეთ საზღვარზე შეღავათი სკოლის დირექტორთათვის.
იმ ხალხთაგან კი, ვისაც ბაბო ღმერთს ავედრებს, დღეს მხოლოდ ჩემი დეიდაღა არის ცოცხალი.
მან აღმოაჩინა ეს წერილი შარშან, 2009 წელს, და გაიხსენა, რომ დედამისი ხშირად ჩაიხედავდა ამ ქაღალდში და ბუტბუტებდა თავისთვის.
ბაბოს ზრუნვას დღეს მე ვღებულობ და ჩემი შვილები.
მადლობა მას.
აცხონოს უფალმა მისი შენავედრი ხალხი იმქვეყნად.
თუ გაგიჭირდეს ჩემი ღმერთი ახსენეო, მეუბნებოდა ხშირად. მატყობდა ათეისტობას ალბათ.
მარო ბაბოს ღმერთო მიშველე, გვიშველე.
Monday, January 18, 2010
მარო ბაბო
Posted by cartwheel at 8:52 PM
Labels: მადლობა, სადღეგრძელო
Subscribe to:
Post Comments (Atom)
3 comments:
თუ შეიძლება შემომეხმიანეთ ამ პოსტის ავტორი! არის იდეა ''მარო ბაბოს'' პერსონაჟად ჩასმის ჩემს ნაწარმოებში. შემომეხმიანეთ, მოკლე ისტორიას და ნებართვას გთხოვთ.სასწრაფოდ თუ მოახერხებთ. გმადლობთ:)
jordan shoes
curry 5 shoes
kyrie 4
supreme clothing
air jordan
yeezy boost 350 v2
pg 1
yeezy boost 350 v2
retro jordans
pandora
Get More Infonavigate to this website have a peek at this web-sitemy sources see it herehave a peek at this website
Post a Comment