Monday, December 6, 2010

საქართველოს პირველი მტერი








ჰიპერბოლაპოსტი



საქართველოს პირველი მტერი
ხალხი,

საკუთარი ხალხი.

2003 წლამდე საქართველოს მომავალს ძალიან პესიმისტურად ვუყურებდი, არაფერი გვეშველება და არც ვართ ღირსები უკეთესი ქვეყნის მეთქი ვამბობდი, ვამბობდი თუ არა, ვფიქრობდი მაინც.


მართლაც ასე იყო, რატომ უნდა მქონოდა მთავრობის შეცვლით ქვეყნის გაუმჯობესების იმედი იმ ქვეყანაში,სადაც:

-
კორუფცია იყო ყველა დონეზე.
-
კორუფციაში მონაწილეობდა ერი და ბერი, მინისტრი და ინკასატორი, ექიმი და მასწავლებელი, მებაჟე და მესაზღვრე, ინვალიდი და სპორტსმენი. პოლიციელი და ჟურნალისტი.



ვის უნდა აეშენებინა წესიერი ქვეყანა?
ერთადერთ იმედის სხივად, ნუ გაგიკვირდებათ და ნოდარ ნათაძის ფრაზა მიმაჩნდა - "საქართველოს გადარჩენა არის წესიერი გუნდი მთავრობაში"ო, ვერ წარმომედგინა ერთი გუნდის მიწერ შეცვლილი ქვეყანა, მაგრამ ნოდარ ნათაძის ჩემთვის დიდი ავტორიტეტი ამ თეზას მნიშვნელობას სძენდა.

თუმცა ეს იმედის სხივი ბჟუტავდა, სუსტი სიოების წყება, რომელიც საკმარისი იყო ჩემი იმედების მისანავლებლად, რეგულარულის ინტერვალებით ქროდა:


აი ეს სიოებიც:

-"რას ერჩი მაგ მინისტრს, მაგის ადგილზე რომ იყო შენ რა, სხვანაირად მოიქცეოდი?",

-"ტრანშიდან 3 % პირადად რომ არ დაგრჩეს ძაან უთავმოყვარო ყოფილხარ",
-"ბებომ თავი დაანება მინისტრთამინისტრის სადარბაზოსთან ლოდინს, სადაც მინისტრი ბოლო დროს ხშირად ჩნდებოდა ერთერთ გაქირავებულ სახლში. ელოდებოდა კი იმისთვის, რომ ეთქვა, დამსახურებული პედაგოგობის პენსიის ნამატს არ მაძლევენო, თავი დაანება იმიტომ, რომ გაიგო აღნიშნული პერსონა ამ ნაქირავებ ბინას მეზობლად, გასაჩხერად ეწვეოდა" ,
-ინვალიდებმა, რომელთაც საგადასახადო შეღავათები სახელმწიფმ კანონით მისცა, მთელი ქართული ბიზნესი თავის თავზე გადმოიფორმეს პირადი გამორჩენის მიზნით, შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან თანხას დიდი კომპანიებიც აღარ იხდიდნენ, ინვალიდების კომპანია ვართო,
-ჯარში არავინ მიდიოდა გარდა უპატრონო სოფლელებისა,
-უწესობა ქუჩაში, ავტომობილის მართვისას პრიორიტეტი დიდი და ძვირი მანქანისა იყო,
-ნაგვის შენახვა სანაგვემდე გრეხი,
-ქუჩაში დასაჯარიმებლად ან ქრთამის გამოსაძალავად გაჩერებული მაქანის მძღოლსა და პოლიციელს შორის ჩხუბი მობილურებით გადარეკვებით და საძმაკაცოს ჩამოყვანით გრძელდებოდა,
უფრო ხშირ შემთხვევებში მუშტებამდე არ მიდიოდა საქმე, ჯადოსნური "ზარი ახლობელთან", -რომელიმე მეზობელ პოლიციელ ბობოლასთან პრობლემას განმუხტავდა,
-გამგეობა ყოველთვის კერძო პირის მხარეზე იყო, რომელსაც საერთოს (ეზო, სპორტული მოედანი, სკვერი, ჩრდილი, გვირაბი, ხიდი, წყალსადენი) საზიანოდ რაღაც რესურსის მხოლოდ თავისთვის გამოყენება უნდოდა, ის ქრთამს იძლეოდა, გამგეობა უკანონებდა, მასა კი ითმენდა.



მასა კი ითმენდა, ეს იმ ეპოქის რეფრენად გამოდგებოდა:
-"აბა სეთურის ხალხი ხომ არ ვართ, მიტინგობანა რომ დავიწყოთ, გადამიაროს მთვრალმა მძღოლმა და დამამტვრიოს ფეხები მე და ჩემ შვილს, მე მას მაინც არ ვუჩივლებ, ფული ხომ უნდა გადამიხადოს".
-"ეს ინტრიგანები ამ ინსტრუქციებს რომ წერენ, მე მასწავლიან ვინტილაციის და ნიკალას დაყენებას, ვინ კითხავს ინსტრუქციას, მე მაგათზე ჭკვიანი ვარ",
-"დენის მრიცხველი თელასის ინკასატორს გავაჩერებინე, გაზის თბილგაზის ინკასატორს, აიეტი ლევი ხაზით მაქვს, აიეტის ინკასატორს ნახევარს ვუხდი, ლიფტის დენისას არ ვიხდი, რა იციან რომ მეოთხე სართულზე მეც დავდივარ ლიფტით, თანაც ლიფტიდან ლევი ხაზი მაქვს შემოპარებული, იხადონ მეზობლებმა, არაფერი უჭირთ, ჭკვიანი კაცი ვარ, ოჯახის მოყვარული".
-ამ შუბებს კუთხეებში ჩავუსვამ სასაფლაოს, ვიღაც ბედოვლათებმა ჩემი ცოკოლის მარმარილო რომ არ დააზიანონ, ვერ გაივლიან? აი დარდი, ზედ დაემხობიან? თანხას დაზოგავენ, აქვე დამარხონ სასაფლაოზე.


-"ნაგვის ფულს ჯერ არ გადავიხდი, ჩემამდე თუ არ ამოივსო ბუნკერი, კარგი იყო პირველსრთულელებმა მწვანილის ბოსტანი რომ მოიზომეს და მანქანას ვეღარ ვაჩერებ?",
-"ამ კაცს რას ერჩი ძმაო, კი შეეშალა ფულის გგადმოთვლა, მაგრამ შეცდომა ვის არ მოსვლია, ა, მიბრუნებულის დათვლაც შეეშალა? პირიქით მეტი დაგაკლო? ვაა, მერე ამ კაცს რას ერჩი, მთავრობაა თვითონ ფოკუსნიკი და ამან რომ იფოკუსნიკოს რა გაგიკვირდა".
-"ბებო, მიდი დროზე გადაყარე ეგ ფეხები, თორემ ყვითელი უკვე აინთო და დროზე თუ არ დავიძარი უკანა ჯიპი შემაგინებს, ახიც იქნება ჩემზე, აცე ბებო, დაეტიე რა სახლში, შენი..".




იმ დროს კურიერი სტიქიური მინიმიტინგებით იწყებოდა და მთავრდებოდა, ჩხუბობდნენ და ყვიროდნენ გაუპარსავი მარშრუტკების მძღოლები, პენსიადაგვიანებული პენსიონერები, მკვლელის დაუსჯელობით შეწუხებული მოკლულის ნათესავები და ყველა მათგანი მაღალ ხმაზე, თვალებ გადმოცვენილი, 10 წლის მინიმიტინგ სერიალის გამოცდილება არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ერთერთს მაინც, მიკროფონს რომ მიუშვრედნენ მერე მაინც, ადამიანური, დამაჯერებელი სიმშვიდით, ლიტერატურული ენით ჩამოეყალიბებინა თავისი სათქმელი.

მოკლედ რომ გითხრათ, ეს ხალხი უფრო კარგი ქვეყნის ღირსად არ მიმაჩნდა, ვიდრე გვქონდა.

რა მოხდას 2003 წლის შემდეგ?
არც არაფერი, ხალხი იგივე დარჩა, იგივე პრიორიტეტებით და იგივე საკუთარი ადგილით სახელმწიფოში, მოსტაცე და ირბინე დარჩა მასის სამოქმედო პროგრამა.
თავიდან შეიცვალა მხოლოდ სიტუაციური ამოცანა:
"საერთო ფული გაჩნდა და მე არ ვიხეირო? ეს სადაური სამართალია, მომეცი მე"!
"ჯერ მე და მერე შედრევანს, ფასადს, ასფალტს"!
"მომეცი მე შედეგი! მე მინდა გაერთიანებული საქართველო, პენსია ბაბუაჩემს მე რომ არ დავიხარჯო, მკურნალობა უფასოდ, სამუშაო მაღალი ხელფასით, ერექცია 70 წლამდე. ამისთვის მოგეცი ხმა. შედეგი დაიდოს! მე რას მთხოვ? ნუ დახარჯავ ფულს კონცერტში, ფასადში და თვითმფრინავით ფრენაში, და ყველაფერ ამას რომ იზამ მერე მომკითხე მე სახელმწიფოსთვის რამეს კეთება".

ასე გაგრძელდა 2003 წლიდან 2009 წლამდე.

რა მოხდა მერე?
ჰა, გავბედო? იქნებ ზედმეტად ოპტიმისტი ვარ, მაგრამ მაინც ვიტყვი - ხალხი შეიცვალა, გაუმჯობესდა!

მართალია კატალიზატორი დაჭირდათ, მაგრამ გამოავლინეს ის, რაც მათში იყო - წესიერი მოქალაქეობის უნარი!

წესიერი ქვეყნის მოსახლეობის მასად გადაქცევის გზაზე კატალიზატორები, ფერმენტები და თერმოსტატები მართალია ბევრი დაგვჭირდა, მაგრამ ეს კულტურა მაინც გაიზარდა პეტრის ფინჯანში.
კატალიზატორები იყო:
_ასფალტზე ლოყადადებული ქურდები და მათი მიტინგები,
_მეზობელი კრიმინალი, რომელიც ყოველთვის შენზე კარგად ცხოვრობდა, ახლა კი გაღატაკდა,
_ციმციმა სუფთა და ორგანიზაციულად მდიდარი პოლიცია,
_ასფალტი და ავტობანი,
_განათება მანამდე წკვარამი ეზოების,
_არავირეშმაკური, არამედ უკიდურესად მარტივი და ერთმნიშვნელოვანი მესიჯები პრეზიდენტისგან, რომელიც მთავარ მტრად ძალიან ხშირად ასახელებს არა სეპარატისტებს და რუსებს, არამედ ჩვენ უწესობასა და უნიათობას.


ფერმენტები, კატალიზატორები, სისუფთავე, კონტროლი, თავხედის მოდრეკვა და სხვა ტკბილმწარე ფაქტორები დაგროვდა. დაგროვდა იმდენად, რომ ხარისხში გადაიზარდა, და შედეგად ჩვენ უკეთესები ვართ.

რითი ვართ უკეთესები?
მასას მეტი გონორი აქვს თავხედზე,
თავხედი უფრო მობუზულია,
იერარქიაში ვჯდებით,
კანონდარღვევის გვეშინია,
2009 წლის ანარქიის შემდეგ ანარქიისგანაც ავიცერით,
ჩვენ გვინდა ჩვენი კონკრეტული ასპარეზი ამ ქვეყნის გაუმჯობესების საქმეში.

გუშინ გვერდითა მანქანაში, კარგ, ახალ მანქანაში პარპრიზზე სკოჩით დაწებებული ქაღალდი შევნიშნე დიდ ასოებიანი, პასტით დაწერილი წარწერით "ღვედი", ამ მანქანის პატრონი თავის თავს ახსენებს, რომ კანონი უნდა დაიცვას. ეს ეპიზოდი ჩემთვის (მინდა ასე) ზეგარდმო მნიშვნელობისაა, დასტურია, რომ ხალხი უკეთესები ვართ.
გილოცავთ.

4 comments:

Anonymous said...

მაგარია! გეთანხმები ყველაფერში.

misho said...

სულ მინდოდა მსგავსი რამ დამეწერა.მაპატიეთ კადნიერებისთვის,მაგრამ გაოცებული ვარ. რატომ ვფიქრობ თითქმის თქვენნაირად?

Anonymous said...

Martalia kvelaferi
da neta meti adamiani fikrobdes ase

Arsen said...

ძალიან მომეწონა!!!