Saturday, December 25, 2010

  პესიმისტი ხარ თუ ოპტიმისტი? 

ჩემი ძმაკაცი სამედიცინო ინსტიტუტში ლექტორის ყველა შეკითხვაზე პასუხს ერთი ფრაზით იწყებდა - გააჩნია რა შემთხვევაში.
მასწავლებლები თითქმის ყოველთვის ასე რეაგირებდნენ -ოოო, კარგი შენიშვნაა, აი თუკი ეს ასეა (აზუსტებდნენ სიტუაციას). 
ჩემი ძმაკაცი მართალი იყო. სიტუაციის დაზუსტება აუცილებელი იყო სწორი პასუხისთვის. 
ცხოვრებაშიც ისევე როგორც მედიცინაში შეკითხვაზე პასუხი სიტუაციის  ნიუანსებზეა დამოკიდებული. 
დღეს დისქავერზე გადაცემის ანონსი იყო, მომავალს ეხება, დედამიწის მომავალს. ანონსი თავდებოდა შეკითხვით - პესიმისტი ხარ თუ ოპტიმისტი? როგორი მომავლის გჯერა, მაღალტექნოლოგიური კომფორტის, საყოველთაო ჯანმრთელობისა და სიმდიდრის, თუ ეკოლოგიური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, ფინანსური კატასტროფებით დახუნძლული, სიღარიბით, სიცივით, სიცხით და შიმშილით. 


დისქავერის ავტორები ვერ მომისმენენ, არადა შეკითხვაზე - პესიმისტი ხარ თუ ოპტიმისტი? უნდა ჩავკითხოდი, გააჩნია რა სიტუაციაში. 
ოპტიმისტიც ვარ და პესიმისტიც, გააჩნია რა შემთხვევაში. 
თანაც სადაც მასა ოპტიმისტია, მე პესიმისტი ვარ, სადაც მასა პესიმისტია, იქ მე ოპტიმისტი ვარ. 
არ გჯერათ? აბა ჩამოვთვლი ზოგიერთს: 
მე არ მჯერა:
სულის უკვდავების,
საქართველოს ავტომატური  გაბრწყინების
საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრობისა და ცეცხლის გარდმოსვლის
ღმერთის არსებობის,
თუნდაც ოდესმე უცხოპლანეტელების ჩამოსვლის,
მკითხაობის
ჰოროსკოპის
ბედისწერის
ბედის
თუ რუსები თავს დაგვანებებენ, საქართველოს ავტომატური გაერთიანების, 
აფხაზების ქართველობის
 







მჯერა: 
ალბათობის
დარვინის
ფიზიკის
სასრულობის
საქართველოს გაერთიანების
საქართველოს უომრად გაერთიანების ალბათობის
ნარკოტიკის არასამედიცინო დანიშნულებით, თუნდაც ერთხელ მიღების შემდეგ ნარკომანად გადაქცევის შესაძლებლობის, 
ერების საქციელში ისეთივე სხვაობის, როგორც ეს ძაღლების სხვადასხვა ჯიშს აქვს. 
კატა ადამიანს არ მოუშინაურებია, კატა უბრალოდ იყენებს ადამიანს, 
ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანი უნდა იყოს ეროვნების, სქესის, რელიგიისა თუ უღმერთობის, დაბადების ადგილისა და სექსუალური ორიენტაციის, გვარიშვილობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის, ნიჭიერებისა და უნიჭობის, კომუნიკაბელობისა და ჩაკეტილობის, სილამაზის და სიმახინჯის, სუფთა ეროვნების თუ შერეული ეროვნების, ჩაცმულობისა და თმის ვარცხნილობის სტილის, ენაბრგვილობისა თუ ენაჭარტალობის მიუხედავად. 

ადამიანები უნდა იყვნენ დიფერენცირებულნი მათში სოციალური პასუხისმგებლობის ხარისხის შესაბამისად.
ასევე განათლებით.
ასევე მათ მიერ შექმნილი სოციუმის, საზოგადოების განვითარებულობის დონით,  
მხოლოგ გენიოს ხელოვანებს (და არა გენიოს მეცნიერებს) შეიძლება ეპატიოთ დაბალი სოციალური პასუხისმგებლობა. 
ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება თავისი შრომით მოპოვებული ფულით თავისი შვილი სხვაზე უკეთ აცხოვროს, 
სოციუმში შიშისა და თანაგრძნობის დონით, 



გამოდის რომ ადამიანი შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ დაბალი სოციალური პასუხისმგებლობის, დაბალი განათლების,  ცუდი სოციუმის გამო რომელშიც ცხოვრობს, 
არის თუ არა ეს სამართლიანი?

თუკი სოციალური პასუხისმგებლობისა  და განათლების საკითხი ძირითადა მაინც ინდივიდის ასარჩევია, რა დონეს დაკმაყოფილდება, სოციუმის განვითარებულობა ინდივიდისგან დამოუკიდებელი მონაცემია. ის დახვდა ადამიანს ამ ქვეყნად მოვლინებისას. 
პითაგგორას, ფარნავაზს, ლოკს, ტარკვემადას, გალილეის, შექსპირს, ხამურაბს, ლუი მეთოთხმეტეს, ვაჟა ფშაველას, ვაშინგტონს, პოლ პოტს, და ეიფელს სულ სხვადასხვანაირი განვითარებულობის დონის საზოგადოებები დახვდათ, მათ მოუწიათ მიეღოთ სოციუმი ისეთი, როგორიც დახვდათ. 
მაგრამ მათ თავისი სოციუმი შეცვალეს, ზოგმა უკეთესობისკენ, ზოგმა უარესoბისკენ, მაგრამ ყველა მათგანი დარწმუნებული იყო, რომ სოციუმს უკეთესობისკენ ცვლიდნენ. 

საბოლოოდ, ცდისა და შეცდომის მეთოდით მსოფლიო მართლაც უკეთესი გახდა, კაცობრიობამ გეომეტრიული პროგრესიით იწყო გამრავლება და გამდიდრება, დაამყარა მშვიდობა (გამონაკლისების გარდა), შეიქმნა კომფორტი და შეიძინა ახალი შესაძლებლობები. 
დღეს მსოფლიო მიდის ინფორმაციის გახსნილობამდე, ადვილად გავრცელებადობამდე, ინფორმაციით საყოველთაო მომარაგებაზე, თანამოაზრეთა ჯგუფების ადვილად წარმოქმნისა და უსაფრთხო სოციალური აქტივობებისაკენ. 
მე მგონი რომ დღეს, დღეს თუ არა ხვალ, უკვე სამართლიანი იქნება ადამიანი იზღუდებოდeს საკუთარი სოციუმის განუვითარებლობის გამო. 
ადამიანma, რომელსაც განუვითარებელი სოციუმი დახვდა, უნდა შეეცადოს საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობისა და განათლების დახმარებით შეცვალოს სოციუმი მის ქვეყანაში. 
ამისათვის არ არის აუცილებელი პოლიტიკოსობა, მწერლობა, რეჟისორობა ან ჟურნალისტობა ( თუმცა ეს ჩამოთვლილი სოციალური როლები გარემოს შეცვლას მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ), თქvენც შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი სამშობლო. 
ამაში თქვენ დაგეხმარებათ: ინტერნეტი, გრანტები, თანამოაზრეთა  ჯგუფები, მასმედია, კანონმდებლობა და ცივილიზაციის ათასი წვრილმან-მსხვილმანი გამოგონებანი. 
თქვენ მოგეთხოვებათ მხოლოდ : ადგეთ რომ დაგინახონ და თქვათ რომ გაგიგონონ და კიდევ ერთი... ჩხუბის უნარი, პრინციპისათვის ჩხუბის უნარი. 
ყოველ დილით ერთი აბი აზვერინი გადაარჩენს საქართველოს. 
ჩვენ, ბევრმა, ჩუმმა, წესიერმა, განათლებულმა და პროგრესულმა თუ ვიჩხუბეთ ჩვენი უფლებებისტვის, თავხედი "მეკუთვნის ძმაო" მაფიას, რომელიც გზას გვიჭრის, შუქნიშანზე გვიპიპინებს, მეორე როგში "შეუჩერებია " მანქანა და კბილებს იჩიჩქნის ნეტარი იერით, გზაჯვარედინზე გამოდის და მერე შემოგხედავს, ახერხებ თუ არა დამუხრუჭებას, სამამდე თვლა არ იცის და ამიტომ ხუთ კერძსა ყლაპავს უკან დავახევინებთ, მივაჩმორებთ.
აგერ ნახავ თუ არა. 
დღეს სახელმწიფო ჩვენს მხარეზეა.   პესიმისტი ხარ თუ ოპტიმისტი? გააჩნია რა შემთხვევაში.

1 comment:

misho said...

"სადაც მასა ოპტიმისტია, მე პესიმისტი ვარ, სადაც მასა პესიმისტია, იქ მე ოპტიმისტი ვარ." - ეს აბსოლიტურად გასაგებია.

მაგრამ არ გჯერათ?

"ღმერთის არსებობის"

"ბედისწერის"

ამაში კი, არ მინდა გითხრათ რომ ცდებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შენს ცხოვრებაში თუნდაც წამიერად საკუთარ თავს შეკამათებიხართ.თუნდაც მაშინ, როცა გონებისთვის აბსოლიტურად შეუცნობელი რამ შეგხვედრიათ. ასეთი რამ კი ძალიან ხშირად შეიძლება მოხდეს. ვფიქრობ ის, რაც ადამიანის გონებისთვის შეუცნობელია, ასე ხელაღებით არ უნდა ვუარყოთ. სახელი კი რაც გინდათ ის დაარქვით, ღმერთი თუ სხვა რამ.
ამ ბლოგის სახელის მატარებელი პ ი რ ო ვ ნ ე ბ ა კი წერდა: " ღმერთი იდეაა! ღმერთი არსია! (და არა არსება!) რომელიც თავისთავად სიკეთეს, სიყვარულს და მათ მაგვარ ღირებულებებს ეყრდნობა. ნუ ეძებ ყველაფრის პასუხს ერთიდაიგივე ადგილას, რადგან ის ვინც ეძებს ჭეშმარიტებას ბრძენია, ხოლო ვისაც ჰგონია რომ მან მიაგნო მას(ჭეშმარიტებას) სულელი. "

ბედისწერასთან დაკავშირებით კი სხვა დროს შეგეხმიანებით.

დიდი პატივისცემით...