Tuesday, December 21, 2010

finish what you start


ეს ფრაზა მინდა პლაკატად ჩემი საწოლის თავზე, ჭერზე, რომ ყოველ დღეს ვკითხულობდე.

ჩემი ოქრო ჩუმადაა, იმიტომ რომ:
1.მე ვერ ვამთავრებ დაწყებულ საქმეს,
2.ყველა საერთაშორისო ინსტიტუციაში, სადაც ქართველი "ჩინოვნიკი" მხვდება, ჩემს პროექტებს აორთქლებს. თუ როგორმე უცხოელის გასარჩევი ხდება, იმდენად წარმატებული ხდება, რომ მერე მათი ქვეყნების ელჩები საერთაშორისო კონფერენციებზე ახსენებენ, ასეთი კარგი საქმე გავაკეთეთო.

ცოტა ავჩოჩდი, უფრო სწორედ სრული 5 წლიანი აპათია-სტაგნაციის შემდეგ ავმოძრავდი, ჩემი არასამთავრობო ორგანიზაციის , "რეანიმა"-სათვის ეს საიტი გავაკეთე და დავისახე, რომ ჯანმრთელობის სამინისტროს მივაკითხო.
მისურვეთ წარმატება.

რამ მომცა სტიმული არ იკითხავთ?

ჩემი სადარბაზოს ორიდან მეორე, 25 წლის წინ გაჩერებული ლიფტი აღადგინეს (ახალი მოტორი, ტროსები, კაბინის დიზაინი) ახლა კი ჩემი ეზოს ისტორიულად დაბრეცილი რელიეფის ბეტონის კედლებით შემოსალტვა დაიწყეს. ამ ლოკალური მასშტაბის ხეირებისათვის საქართველოს ბიუჯეტიდან არანაკლებ 100.000 ლარი იხარჯება.

მე კი შემიძლია, რომ ნაკლებ თანხად საქართველოს დავამჩნიო კვალი. თუ როგორი კვალი, ამ საიტზე ნახავთ.

2 comments:

misho said...

მოგესალმებით.თქვენი ბლოგიდან გავიგე ამ არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ. ჩემი უფროსი ქალიშვილი ირმა დვალიშვილი სამედიცინო უნივერსიტეტის მე- 6 კურსის სტუდენტია. მაინტრესებს შესაძლებელია თუ არა რამენაირად მიიღოს მონაწილეობა ამ ორგანიზაციის საქმიანობაში? ირმა საკმაოდ გონიერი გოგოა, ძალიან მინდა რომ წარმატებას მიაღწიოს. ფლობს ინგლისურს.

პატივისცემით ლამზირა დვალიშვილი.

cartwheel said...

ეს პოსტი ჩემი თავისთვის შეძახებაა, რომ მივხედო ამ კარგ საქმეს. თუ როგორმე წინ წაიწია, მართლაც დამჭირდება განათლებული ადამიანები. ასეთ შემთხვევაში მოხარული ვიქნები თანამშრომლობის. მაგრამ ჯერ სამწუხაროდ ჩამიჩუმი არ ისმის. მადლობა თანამშრომლობის სურვილისთვის.