ელიავას ბაზრობაზე, დაშლილი მანქანების რიგებში სიარულისას ერთ სიბრძნეს მივაგენი.
ყველა ნაავარიევი მანქანა რომელთაც ჯართადქცეულს და უფორმოს ხელოსნები ფატრავენ, გაცვეთილი (ე. წ. ლისი) ბორბლები აქვთ.
ამ ავარიებს, ამ მანქანათა მძღოლები ან მათი მგზავრები ან სრულებით უდანაშაულო გამვლელების სიცოცხლეები შეეწირნენ, ან სიკვდილს გადაურჩნენ და ინვალიდები დარჩნენ, სიკვდილს თვალებში ჩახედეს ან ადამიანის მკვლელები გახდნენ.
დაღუპულზე იტყვიან ზეცაში დაწერილი ბედის წიგნის მიხედვით, ეგრე ჰქონიაო დადგენილი ღმერთს მისი სიცოცხლის დასრულებაო, კარგი თავისთან წაიყვანაო, ბიძა და ბებია იმ ქვეყნად ელოდნენ და ახლა ჩაიხუტებენო და ათას სხვა ფოლკლორულ მარგალიტებს.
არადა ტრაგედია გამოიწვია "ლისმა" ბორბალმა.
200 ლარით ოთხივე ბორბალს გამოცვლიდა თუნდაც ნახმარი, მაგრამ ფორმაში მყოფი ბორბლებით, მაგრამ არ ქნა.
ახლა მის ოჯახს მოუწევს 200 ლარის საფლავის მთხრელებისათვის გადახდა.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ტრაგიკული შედეგი ჩვენ მოკვდავებს რაღაც საკრალურ ბურუსში გვახვევს და ფაქტის ობიექტური აღქმის, განსჯის უნარს გვიკარგავს.
ვეღარ ვაანალიზებთ რომ ტრაგედია უმნიშვნელო წინაპირობამ გამოიწვია (გაცვეთილმა ბორბალმა - სიკვდილი).
საქართველოს გაუბედეს (TRAGEDIA).
გაუბედეს ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, რაც კი შეეძლო ქვეყანას სხვა ქვეყნისათვის გაეკეთებინა - ოკუპაცია, გამარჯვების, სეპარატისტებზე გამარჯვევის მოპარვა, ჩვენი მოქალაქეების მოკვლა, დევნა, უსახლკაროდ დატოვება.
და ჩამოწვა ის ხსენებული საკრალური ბურუსი, აღარ ვფიქრობთ რამ გამოიწვია რუსეთის ესეთი თავხედობა, რამ მისცა გამარჯვების იმედი, რატომ გარისკა საკუთარი ათწლეულით ნაკოწიწები ავტორიტეტი.
ვინ მისცა ილუზია რომ საქართველო ფერხთით გაეგებოდა, ტირანს გადააგდებდა და მხსნელ რუსეთუმეს ლექსებს დაუწერდა.
პასუხი ჩემთვის ნათელია
რომ არ ყოფილიყო უმნიშვნელო წინაპირობა 2007 წლის 2-7 ნოემბერი, ძლივს მოგებული საპრეზიდენტო არჩევნები, რომ არ ყოფილიყო ისტერიული 15 გამოყლევებულის განცხადებები "დე ფაქტო პრეზიდენტისა" და "ფიქტიური პარლამენტის" შესახებ, რუსი ამდენს ვერ გაბედავდა.
Thursday, August 21, 2008
საკრალური ბურუსი
Posted by cartwheel at 4:05 PM
Labels: ზიზღი, მე ათეისტი, ოპოზიცია, რუსეთი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
3 comments:
გიგა, ბოლო აბზაცი მგონი საკმაოდ ცალმხრივი შეფასებაა :)
ძალიან ცალმხრივი თან :).
მიშას რომ ეღიარებინა არჩევნებში დამარცხება და ქართველი ხალხის ნება ყოფილიყო დგეს ამ დგეში არ ვიქნებოდით. სწორედ მიშაა ის ლისი პაკრიშკა, სამწუხაროდ.
arrr caugia da..
Post a Comment