მშიშარაა თუ არა სქართველო?
10 აგვისტოდან მოყოლებული, ანუ იმ დროიდან მოყოლებნული, რაც გაირკვა რომ რუსეთი გვებრძვის და იმარჯვებს ხალხის ძირითადი მასის შეფასებეი სხვადასხვა მიმართულებით ბევრჯერ შეიცვალა.
ჯერ, როცა ფიზიოლოგიური შიში მძლავრობდა გამარჯვებული აზრი იყო:
-ეს რა ქნა, ვის სიცოცხლეს წირავს, უნდა შეახოცოს ბიჭები და იქნებ ჩვენც.
-გიჟია, თვითონ იბრძოლოს თავის ომში.
-მე მკითხა რომ ომობდა?
ახლა იგივე ხალხისაგან უკვე რამოდენიმეჯერ გავიგე, ეს რა სირცხვილი გვაჭამა, გაგონილა 5 დღიანი ომიო, ჩვენ რა კაცები არა ვართ? ღირსება რომ ჰქონოდა იბრძოლებდა ერთი ორი თვე მაინცო.
მეც თითქმის მანდა ვარ. რისთვის ვუყურებდი 16 წელი კურიერს და ქრონიკას გაფაციცებით, იმიტომ რომ მზად ვყოფილიყავი და თუ ომი დაიწყებოდა მე ჭურში არ ვყოფილიყავი, ვიღაცისგან შემთხვერვით კი არ გამეგო, არამედ თავიდანვე.
სულ ტყუილად ვყოფილვართ გაფაციცებულები. ომმა ჩვენს გარეშე ჩაიარა. ვერ მოვასწარით წასვლა, ისე დამთავრდა, თანაც ისე დამთავრდა როგორც ვუფრთხოდით (თითქმის ვიცოდით) რომ დამთავრდებოდა - მარცხით.მართალიამ მთავარი სირცხვილი- თავისუფლებისმოყვარე პატარა ხალხთან მარცხი აგვცდა, მაგრამ რუსეთთან წაგებას ვერ ავცდით.
ჩვენი მოლოდინების მიუხედავად:
-ომში რუსეთის არმია ღია ომით დაგვიპირისპირდა.
-რუსეთმა დაიპყრო საქართველოს მთელი ცა.
-დაბომბა საქართველოს ყველა კუთხე (ძირითადად დაჩმორების და არა განადგურების მიზნით).
-საქართველოს სახელმწიფომ 1 დაღეში შეძლო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის 80%ის გაკონტროლება.
-სააკაშვილმა ცალმხრივად და შუაგულ გამარჯვების ყიჟინაში გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა.
-მსოფლიომ ჯერარნახული ოპერატიულობა და პრინციპულობა გამოიჩინა და სისხლისღვრა შეაჩერა.
აი ეს ისაა რაც მე არ მეგონა და მოხდა.
ჩემი თანამშრომელი, რომელიც დაუზარლად კბენდა მიშას ყველა საყველპურო საუბრისას, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ თქვა ამ ბიჭს მზად ვარ კისერზე ჩამოვეკიდო და მადლობა ვუთხრაო.
კი, ადრენალინი ბევრი დაგვრჩა დაუწველი და ეს ადრენალინი კიდევ დიდხანს არ მოგვასვენებს, მაგრამ მეც ვამართლებ პრეზიდენტს ომის ასე დემონსტრაციულად დასრულებისთვის, ჯარისკაცებს მთელ საქართველოში უთხრა სამოქალაქო ფორმა ჩაიცვით და სახლებში წადითო.
ამით მან ... მეზარება ჩამოვთვალო რა შეინარჩუნა (მოკლედ რომ ვთქვა ადამიანები და ცოცხლად დარჩენილების საბრძოლო სული ((გიკვირთ? აბა წარმოიდგინე 10ჯერ მეტი გვამი ჩვენს გარშემო, თუ გაიფიქრებდი რაიმენაირ შეწინააღმდეგებას რუსეთის მიმართ, ახლა ან ოდესმე)).
ეხლა ხანგრძლივობაზე.
5 დღე.
ცოტაა თუ ბევრი?
გააჩნია რომელი ქვეყნისთვის.
აფხაზეთში ვიბრძოლეთო, მაშინ მაგრები ვიყავითო, ჯიგრებიო. ესენი ვინ აერიან სოროსისტი კურდღელი ფარჩაკებიო.
მეც ვიყავი აფხაზეთში ერთი თვე ვიყავი. სისხლი ბევრი ვნახე და ბევრი ტყვია და ერთი გრანატამიოტის ნაღმი სასწაულად ამცდა, მაგრამ მე ერთი წუთით არ მიფიქრია რომ ჩვენ იქ ვაჟკაცები ვიყავით და აქ დღევანდელები არა. პირიქით, დღევანდელმა ჯარმა ბევრი ისეთი საქმე გააკეთა, რაც იმ დროს წარმოუდგენელი იყო. ჩემი შეფასებით კი მთავარი ის გააკეთა რომ, შიდა დისციპლინით არ იქცა მოსახლეობის მხოცავ ძალად.
ეს დისციპლინა ოდესმე დაფასდება, მტერი დააფასებს.
ჩვენ აფხაზეთში დიდხანს ვიბრძოდით იმიტომ რომ:
ცა ჩვენი იყო.
(ერთი თვითმფრინავი სკანდალად საჩვენებელი ჩამოაგდეს თუ ჩამოვარდა რუსული).
გრადები ჩვენი იყო.
(შრომა-ახალშენიდან ზღვისკენ, ახალი ათონისკენ გახედვისას მთელი ღამე განათებული იყო ცა ჩვენების კელასურიდან ნასროლი გრადების ელვებით.
რიცხობრივი უპირატესობა ჩვენი იყო.
ადგილობრივი მოსახლეობა უმეტეს ქალაქებში ჩვენი იყო.
და მაინც გაგრა ერთმა ტ75-მა მოგვიგო.
ერთი რომ გაარტყეს ჩვენებმა და ვერ ააფეთქეს, პანიკა აიწია, ყველას დაგვხოცავსო. გამოვიქეცით ადგილობრივებზე მარდად. იყო ასე. ერთი წლის შემდეგ ერთი რეიდის დროს ჩეჩნებმა რუსების მთელი ტ75-ის კოლონა გაუნადგურეს (მე მგონი ასზე მეტი ტანკი). შესაძლებელი ყოფილა მათი გაჩერება.
ორი წლის შემდეგ ბალტინის 3 ტანკის გამოჩენა საკმარისი იყო რომ ზვიადისტებს ახალი სამოქალაქო ომის განზრახვა გადააფიქრებინათ. რუსი არის აქ და ჩვენ რაღას გავხდებითო, იყო ესეც.
ხოდა, აგვისტოს წასაგებმა ომმა ჩვენდამი მაქსიმალური პლიუსები დაგვიტოვა:
მთელმა მსოფლიომ მხარეებად რუსეთი და საქართველო ჩათვალა და არა ქართველები და შეწუხებული თავისუფლების მოყვარული აფხაზები და ოსები, როგორც ეს რუსეთს უნდოდა, რომ ყოფილიყო.
კი, მირჩევნია რომ ისტორიაში რუსეთ საქართველოს 2008 წლის ომი 25 დღიანი ეწეროს, და არა 5 დღიანი.
მაგრამ
თუ ეს სასახელო 25 დღიანობა საბოლოოდ მოიტანდა ჯარისა და მოსახლეობის დაბეჩავებას, დაშინებას და წელში გატეხვას, სიკვდილებს, დღეს ჯანზე რომ არიან იმ ხალხის, თანაც ბევრის, მაშინ არ მიღირს.
წადი ფარჩაკო, მშიშარა, კურდღელო, ვერ გიტანთ ქართველი ხალხი, შენ ჩვენი ღირსი არა ხარ!
იქნებ არც ეღრიალათ 25 დღიანი ომის შემდეგ, ფიზიოლოგიურ სიბრძნეს იქნებოდნენ ნაზიარებნი - გადარჩენიოს პრიორიტეტობას, დააყეთ ტრაკიო ეტყოდნენ ერთმანეთს კაი მთვრალებიც.
Sunday, April 26, 2009
ღირსება რომ ჰქონოდა იბრძოლებდა ერთი ორი თვე მაინცო
Posted by cartwheel at 3:26 PM
Labels: ეროვნული უმცირესობა, ზიზღი, ოპოზიცია, ძირს პათეტიკა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment