Sunday, August 24, 2008

ეს ხალხი მიყვარს


4 წელია ვაკვირდებით როგორ დგება ფეხზე ქართული ჯარი.
ფანფარონებით, დითირამბებით, ნაყიდი პათეტიკით, მაგრამ მაინც ვითარდება.
ძლიერდება, რიცხოვნობით, გაწვრთნილობით, შეიარაღებით.
საქართველოს თავზე დემოკლეს მახვილივით ეკიდა და ახლაც, რუსეთთან ომის შემდეგაც კიდია ომის საფრთხე.
ვიცოდით რომ ჩვენს ჯარს, ჯარისკაცებს, როცა იქნებოდა, თავისი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება მოუწევდათ.
4 (თუ რამდენიცაა) მილიონიან საქართველოში 20.000 კაცი ან ჯარში გაწვევის გამო, ან სამხედრო მოსამსახურედ საკუთარი გადაწყვეტილებით მომუშავეები საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ შეგნებულად აყენებდნენ.

ისინი დიდი ხანია ფიზიკურად და მორალურად ემზადებიან ომისათვის.

მე ეს ხალხი მიყვარს, მაგრამ მათთან ერთად ამ დღეებში ბევრი ადამიანის მიმართ ვიგრძენი პატივისცემა და სიყვარული.
-
იმ ადამიანების მიმართ, ვინც თავისი მშვიდობიანი პროფესიით ცხობრობდა და უცებ, ერთ დაძახილზე ომში აღმოჩნდა და ამ სახიფათო ადგილს რამოდენიმეჯერ შეგნებულად დაუბრუნდა.

ექიმები.
მძღოლები.
ჟურნალისტები.
მეხანძრეები.
პოლიციელები.

და ყველა მათგანი ფრონტის ხაზზე აღმოჩნდა!

ჩემები ექიმები, დარწმუნებული ვარ რომ მძღოლებიც, მეხანძრეებიც, პოლიციელებიცა და ჟურნალისტებიც თავიდან იმედოვნებდნენ რომ ფრონტის უკანა ხაზზე, შედარებით უსაფრთხო დისტანციას დაიჭერდნენ ომის ეპიცენტრისაგან, მაგრამ ავიაციის თავდასხმების გამო ყველა ჩემიანს მოუწია ეთხარა ცხვირით მიწა, ეთრია სისხლიანი დაჭრილი მაშინ, როცა ცხვირით მიწაში ჩაძრომა უფრო უსაფრთხო იყო.

ანუ ავიაციის გადამკიდე ყველას მოუწია სასიკვდილო საშიშროების ქვეშ მუშაობა და არავინ გამოქცეულა!!

2 comments:

Sweet said...

ლინკს არ გამიცვლი?

ჩაგამატებ- ჩამამატე მოსულა? :))

Anonymous said...

site Ysl replica handbags next page bags replica gucci that site good quality replica bags