Monday, August 25, 2008

სიმბოლური არა, ნამდვილი ომი იყო!

ეს პოსტი 17 მარტს დამიწერია.



< არსებობს თუ არა სიმბოლური ომი?



რუსებს ერთი სული აქვთ საქართველო ომში ჩაითრიონ, აფხაზები გააწყვეტინონ, ბოლო ეტაპზე საქართველო დაამარცხონ და მერე აფხაზების გადარჩენილი ნაწილის სახელით აფხაზეთი რუსეთს შეუერთონ.

თუ რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა სცნო რაც რუსეთთან აფხაზეთის მიერთების ტოლფასია და საქართველომ ამაზე პასუხი არ გასცა, საქართველოს სამუდამოდ დაეკეტება აფხაზეთის დაბრუნების პერსპექტივა. ყოველ შემთხვევაში სანამ რუსეთი ენერგომატარებლების მფლობელია.

საქართველოს დარჩება აფხაზეთის დაბრუნების უფლება თუ საქართველო რუსეთის ანექსიას შეეწინააღმდეგება. წინააღმდეგობის ფორმები ბევრი არ არის, რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ ბერკეტები არ გვაქვს, ერთადერთი გზა სამხედრო გზა რჩება.

ანუ შეიკრა მანკიერი წრე. რუსეთს უნდა ქართველებმა ომი დაიწყონ, აფხაზები დახოცონ და ომი მოუგონ ქართველებს რაც შეიძლება ცოტა ცოტა ცოცხალი აფხაზით. თუ არ იომებ და რუსეთი აფხაზეთს სამუდამოდ გაიპრავებს, მომავალში, ხელსაყრელ დროსაც კი ვერ დაიბრუნებ აფხაზეთს. არსებობს თუ არა სიმბოლური ომი? პირველ მსოფლიო ომს ერქვა "ომი რომ დაამთავრო ყველა ომი".

შეიძლება იომო იმ განწყობით რომ ეს ომი გამარჯვებისთვის კი არ გინდა, არამედ გინდა არგუმენტად დაუტოვო შთამომავლობას?>


ახლა, 25 agvistos გადავხედე.
ჩემი პროგნოზი, თუ გეგმა დიდი თუ მცირე ცდომილებებით გამართლდა.


გამოვიცანი რომ:
-ომი შედგა.
-ომი ისე დამთავრდა, როგორც ეს რუსეთს უნდოდა.
-ისტორიას გადაეცა რომ ქართული სეპარატისტული რეგიონები საქართველოს რუსეთმა წაართვა.


ვერ გამოვიცანი რომ:

-ომი რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ცნობამდე მოხდა და არა შემდეგ.
-აფხაზეთამდე არ მიგვიშვეს, ოსეთში შედგა.
-ომი სიმბოლური არ აღმოჩნდა, ნამდვილი იყო.
-ქართულმა ჯარმა დაამტკიცა რომ შესწევს სეპარატისტების დამორჩილების ძალა, 1 დღეში გააკონტროლა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის 80%. დაამარცხა სეპარატისტების, ჩრდილოელი მოხალისეების და კაზაკების ერთობლივი ჯარი (ესეც ისტორიის ყულაბაში) .
-რუსეთს გამარჯვებისათვის მოუწია არა ფარული, არამედ ნამდვილი რუსეთ-საქართველოს ომის გაჩაღება (ესეც ისტორიის ყულაბაში).

მოკლედ რა მინდა ვთქვა,
თუ ვივარაუდო,

დღეს საქართველოს მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა მე უფრო რეალური მეჩვენება ვიდრე ეს 17 მარტს მეგონა. მაშინ ხომ მხოლოდ ისტორიაში ჩასაწერ სიმბოლურ ომზე ვლაპარაკობდი და არ წარმომედგინა რომ ოდესმე მთელი მსოფლიო იტყოდა "რუსეთი მშვიდობისმყოფელი არ არის, ის საერთაშორისო ძალებით უნდა შეიცვალოს და მთელმა მსოფლიომ უნდა შევეცადოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანად აღდგეს"-ო, რა ვქნა, ვერც ვიოცნებებდი.

2 comments:

მიშო said...

მიშომ ეს რომ მოისმინა საშინლად გაბრაზდა,მიუბრუნდა მამამისს და უთხრა: აღარასოდეს გაიმეორო, რომ ორივე ომში იბრძოდი.არ ველოდი შენგან ამას.როგორ, თუკი ჩვენი ქალაქი დაიბომბება ეს ნიშნავს, რომ რუსები შემოვიდნენ და ჩვენი დამოუკიდებლობაც დამთავრდა და მაშინ რაღა აზრი აქვს სიცოცხლესო. იმდენად აღაშფოთა მამამისის ამ სიტყვებმა მიშო ,რომ არაფრის გაგონება აღარ უნდოდა.არც მამამისის განმარტების მოსმენა. როცა ნოდარი უხსნიდა, რომ ის 4 შვილის მამაა და ვალდებულია იზრუნოს შვილების უსაფრთხოებაზე, თორემ თვითონ ბევრჯერ ჩახედა სიკვდილს თვალებში და არც ახლა დაიხევდა უკან.
აი, ასეთი ვაჯკაცი გამოგვეცალა ხელიდან. რამდენი რამის გაკეთება უნდოდა..

მიშო said...

არ ვიცი, ვინ ბრძანდებით პიროვნულად. თქვენს ბლოგს კი თითქმის ერთი წელია პერიოდულად ვკითხულობდი.და აი, თურმე როგორ აღმოვჩნდი თქვენი ბლოგის მკითხველი. გუშინ მოვიცალე და თქვენი ძველი პოსტების კითხვა გადავწყვიტე.2008 წლის აგვისტოს ომის თემებთნ დაკავშირებულ კომენტარებში აღმოვაჩინე ჩემი მეუღლის წერილი- О Б Р А Щ Е Н И Е К Р У С С К О М У Н А Р О Д У !
ამ თემასთან დაკავშირებით ერთი მაშინდელი ეპიზოდი მინდა გავიხსენო: იმ დღეს, როცა რუსებმა ცხინვალი დაბომბეს სახლში ვეღარავინ ვჩერდებოდით.მთელი სამეზობლო ქუჩაში იდგა. საკუთარი თვალით დაინახა ნოდარიმ, როგორ გადაგვიფრინა რუსულმა თვითმფრინავმა და ჩამოაგდო ბომბი ვაზიანში.ცოტა ხნის შემდეგ იგივე განმეორდა მარნეულის აეროდრომზე და შემდეგ თითქმის მთელს საქართველიში. საშინლად მძიმე სურათი იყო. ეზოში შემოვიდა და მეუბნება:დაასუფთავე სარდაფი,იქნებ დაგვჭირდეს თავშესაფრადო.(კერძო სახლი გვაქვს და საძირკველი საკმაოდ მყარი და ფართო კედლებითაა ნაგები).