Thursday, August 14, 2008

ქართველი ერი მოსთხოვს პასუხს სააკაშვილს-ო


დღეს 15 აგვისტოს საქართველო 3 გზის წაგებულია.

წაგებულია სამხრეთ ოსეთი. განადგურებული და ქართველებისგან დაცლილია ის სოფლებიც კი, რომლ;ებიც აქამდე არსებობდნენ სამხრეთ ოსეთში.
წაგებულია კოდორი-ზემო აფხაზეთი.
ის სტრატეგიული ხეობა რომელშიც ბოლო 15 წელია ერთხელაც ვერ შებედეს აფხაზებმა.
წაგებულია საქართველოს დიდი ნაწილი.
ფლოტი ჩაგვიძირეს, პორტები და აეროპორტები დაგვიზიანეს, პოლიციას სადაც უნდათ მიადგებიან და იარაღს აყრიან.

დღეს ხვალ ჩვენს დახოცილ ბიჭებს დაასაფლავებენ. მხოლოდ იმათ, ვისი გამოტაცება შეძლეს ჩვენებმა. ნაწილი კი უპატრონოდაა ქართლის ტყეებში.
30.000 ლტოლვილი. ახალი ლტოლვილი. ლტოლვილი რომ არ ყოფილა ადრე ისეთი ლტოლვილი.
რუსული არმია იმპულსურ მანევრებს აკეთებს (დაბომბვა ხან აქ ხან იქ, სამხედრო კოლონის მარში სტრატეგიულ წერტილ – ორჭოსანში).
საქართველო წაგებულია.
ოკუპაციის ხარისხი მტრის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული,
რომელიც ცდილობს ჩვენი ნერვები გამოცადოს, გაარკვიოს რამდენად შესაძლებელია ტოტალური ტერორისა და პანიკის გამოყენება თავისი მიზნების დასაგვირგვინებლად.



და აქ კი ბრძნულ-პატრიოტულ-პრინციპულ-უშიშარი ფრაზა მესმის –
“ახლა გლოვაა და გლოვის შემდეგ ქართველი ერი მოსთხოვს პასუხს სააკაშვილს!!”
მე ადვოკატად ვუდგები სააკაშვილს.
ვინ მკითხავს მაგრამ მაინც.
და რადგანაც ჯერ ბრალმდებლების წინადადებები არ მომისმენია, მე თვითონ მომიწევს სააკაშვილისთვის ბრალდებების ჩამოყალიბება, მათ ნაცვლად.

რატომ წააგო ომი?
რატომ ებრძოლა რუსეთს?
არ ეცოდება ჯარისკაცები?
არ ეცოდება ის ხალხი, ვინც ახლა ლტოლვილი გახდა?
რატომ არ გვქონდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა?
რატომ არ მოითმინა?
თვითონ რომ დამალულია სხვის სიცოცხლეებს რატომ რისკავს?
არ იცოდა, რომ ამერიკა და ევროპა შორია, რუსეთი კი ახლოს?
რატომ ვერ ააფეთქა ეს დაწყევლილი როკის გვირაბი?
რუსეთის სამშვიდობო ჯარებს ომამდე რატომ არ შეუწყვიტა ეს სტატუსი?
რატომ არა გვყავს ავიაცია?
რატომ არ იქნა გამოყენებული საყოველთაო მობილიზაცია?
რატომ არ იქნენ გამოყენებული რეზერვისტები (სრულად)?

momexmareT kiTxvebSi
da pasuxebSi

1 comment:

Dv0rsky said...

პასუხებში არ მოგეხმარები, მაგრამ კითხვებზე გეთანხმები