ბლოგერებო!
მოგიწიდებთ შევადგინოთ ერთობლივი წერილი.
ყველა წერილს ცალკე პოსტად დავდებ და თქვენი კომენტების შეჯამებით შევადგენ.
გთხოვთ აქტიურობას, გთხოვთ გადასცეთ ვისაც შეეძლება თუნდაც ერთი საჭირო ფრაზის ჩამატება.
გამარჯობა აფხაზო!
4 სექტემბერია.
სოხუმის პორტში რუსულ-აფხაზურ დროშებიანი რუსული ფლოტი დგას.
აფხაზეთის მთავრობა, რომელმაც რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარაბა იზეიმა, დღეს რუსეთის ჩექმას სამუდამოდ ეპატიჟება აფხაზეთის მიწაზე.
ხალხი ალბათ სასიკეთო ცვლილებების იმედებით უყურებს აგვისტოს მოვლენებს.
მაგრამ იმედია აფხაზურ საზოგადოებაში ქართველთა სიძულვილისა და შიშის მიუხედავად ანალიზის უნარი არ დაკარგულა.
ვის მოგებას ვზეიმობთ?
-თუკი აფხაზთა საუკუნოვანი ოცნება და სწრაფვა დამოუკიდებლობა იყო, მაშინ ეს დღე სამგლოვიარო დღეა.
-თუკი აფხაზური საზოგადოება უშვებს სხვა (რუსეთი ან საქართველო) სახელმწიფოში ნაწილობრივი დამოუკიდებლობის პირობებში ცხოვრებას, მაშინ ეს დღე მაინც სამგლოვიარო დღეა.
-თუკი ცალკეულ აფხაზს თავის მომავალ ქვეყანაში პრივილეგირებული მოქალაქეობა არ უნდა და უპირატესობას დამცირებასა და მუდმივი მადლიერების დემონსტრირებას ამჯობინებს, მაშინ ეს დრე საზეიმოა.
ჩვენ, ქართველი ბლოგერები ვთვლით რომ აფხაზთა და ქართველთა ერთობლივი სახელმწიფო გაცილებით დიდი წარმატების მომტანი იქნება აფხაზთათვის როგორც ახლო, ასევე შორ პერსპექტივაში, ვიდრე აფხაზთა და რუსთა ერთობლივი სახელმწიფო.
ამ ორი ვარიანტის შედარება, ოღონდ შედარება გონებით, სიბრძნით, პატრიოტიზმით და არა შიშითა და ზიზღით, აშკარად წარმოაჩენს ქართულ-აფხაზური სახელმწიფოს უპირატესობას.
მას შემდეგ რაც 2003 წლიდან საქართველომ თანდათან დაიწყო წესიერ ქვეყნად ჩამოყალიბება, მის ყველა პროგრესულ ნაბიჯს წინ გადაეღობა შევარდნაძისდროინდელი ჩუმი მოქმედების ნაღმები:
გაწმინდო კორუფციისგან პოლიცია ნიშნავს გადაიმტერო 80.000 პოლიციელი მათივე ოჯახებით, გაასუფთაო ქუჩები გარე მოვაჭრეებისაგან ნიშნავს მოიმტერო 40.000 ადამიანი.. და ასე ყველა სფეროში.
მაგრამ ყველაზე დიდი ნაღმი, რომელიც შევარდნძემ დაგვიტოვა იყო:
1.აფხაზებისა და ოსების შიში და ძიძღი ქართველების მიმართ.
2.რუსული ჩექმა ქართველსა და აფხაზს, ქართველსა და ოსს შორის.
კრიმინალია არა მარტო მკვლელობა, არამედ თვითმკვლელობამდე მიყვანა.
ჩვენ ვთვლით რომ აფხაზეთი თვითმკვლელობის გზაზე დგას.
და დამნაშავე აფხაზი ხალხის წინაშე თვითმკვლელობამდე მიყვანაში არის შევარდნაძის მთავრობა.
საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ გადალახა მრავალსაფეხურიანი წინააღმდეგობების კასკადი რათა უმოკლეს ხანებში შეეცვალა ქვეყნის შინაარსი და იერსახე.
ყოველთვის, როდესაც იჭერდნენ ჩინოვნიკებს, ქურდებს, მექრთამეებს, სამსახურიდან ითხოვდნენ არასათანადოდ მომზადებულ კადრებს, ხარჯავდნენ უდიდეს თანხებს გზაბზე, შასდრევნებზე, სახლების შეღებვასა და განათებაზე ამ ძალისხმევას ერთი ქვეტექსტი ედო, საქართველოს წარმატებები დაენახა აფხაზებსა და ოსებს.
საქართველოს ჯარი დრეს წაგებულია მაგრამ კვლავ ძლიერია.
საქმე იმაშია რომ საქართველოს აფხაზებისა და ოსების განსჯისა და არჩევანის იმედი რომ არ ჰქონოდა, საქართველოს ჯარი უფრო ძლიერი იქნებოდა, შადრევნების, განათებებისა და გზების ხარჯზე.
მაგრამ რუსეთმა და თქვენმა დღევანდელმა ხელისუფლებამ საშუალება არ მოგცათ არჩევანი გონებისთვის მიგენდოთ.
ერთ მხარეს შიში და ზიზღი, მეორე მხარეს პენსიები და პასპორტები, შეჩვეული ჭირი, და თქვენ .. ზეიმობთ..
ზეიმობთ პერსპექტივას :
-გერქვათ სამადლოდ გადარჩენილები,
-იდგეთ რესტორნების შესასვლელებში ჩოხითა და მენიუთი,
-გყავდეთ ნახევრადაფხაზი მთავრობა, რომელსაც მოსკოვი დაგინიშნავთ და პოლიტიკურ ჩარჩოებში ყოფნის საფასურად კორუფციის სრული ტავისუფლება ექნება,
-მუდმივად გაგყვეთ გაორებული გრძნობა - კარგია სხვა ადამიანებისათვის წართმეული ქონების ფლობა, თუ არა, ხართ მართალმნი ქართველებთან თუ არა.
საიდან მოდის აფხაზების შიში და ზიზღი ქართულის მიმართ.
რატომაა ის იმდენად დიდი, რომ აფხაზებს თვითმკვლელობისკენ უბიძგებს?
გავიხსენოთ 90-იანი წლების დასაწყისი. საბჭოთა კავშირის ნგრევა მტკივნეული პროცესი აღმოჩნდა. იმპერია რომელიც 4 თვის წინ მთელი დიდი ბრიტანეთის მაღაროელთა 6 თვიან გაფიცვას მართავდა, უცებ რეალური დაშლის წინააშე აღმოჩნდა.
მან ყველა რესპუბლიკაში წარმატებით შეძლო ეროვნებათშორისი ურთიერთობების გამწვავება საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ.
ახლა ჩვენ ეჭვი არ გვეპარება რომ სსრკ რღვევის პარალელურად, ყველა რესპუბლიკის მიერ საკუთარი დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობაზე ზრუნვა დროის მოთხოვნა იყო და არა ამბიციური ექსტრემალების აგორებული ტალლღა. საქართველოში განვითარებული ეროვნული მოძრაობა, რომლის მიზანს საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებლობა და საქართველოს დამოუკიდებლად მართვა წარმოადგენდა, ასევე ბუნებრივი და დროის მოთხოვნით აღმოცენებული მოვლენა იყო. ეს პროცესები არ იყო მიმართული ეროვნული უმცირესობების საწინააღმდეგოდ, ის იყო მიმართული იმპერიის წინააღმდეგ.
ანალოგიური პროცესები განვითარდა მონოეთნიკურ ქვეყნებშიც; სომხეთში, ესტონეთში, ლიტვაში, ბელორუსში.
ეროვნებათაშორისი ურთიერთობები სახელმწიფოს შიგნით ურთულესი ფენომენია და მის ჩამოყალიბებასა და დარეგულირებას განვითარებულ ქვეყნებშიც კი საუკუნეები დასჭირდა. ისტორიას მრავლად ახსოვს შიდა ომები დევნა და რეპრესიები უმრავლესობასა და უმცირესობას შორის. ბევრი სისხლი, აგრესია, ჩაგვრა და უსამართლობა გადააგორა საუკუნეების განმავლობაში იტალიურ-კორსიკულმა, ესპანურ-ბასკურმა, ინგლისურ-შოტლანდიურმა, ფლანდრიულ-გერმანულმა ურთიერთობებმა სანამ ამ ხალხებმა ის წავლეს ერთმანეთის პატივისცემა, ერთმანეთის უფლებების დაცვის საერთო პასუხისმგებლობა.
საქართველოს ქართველთა ბუნებრივი, ისტორიული ტოლერენტობის გათვასწინებით შეეძლო შედარებით მცირე დროში, უმტკივნეულოდ დაერეგულირებინა ურთიერთობები ავტონომიებთან მაგრამ რუსეთმა ჩვენ არ მოგვცა საშუალება, რამდენიმე წელი მაინც აგვემუშავებინა სახალხო დიპლომატია.
რუსეთმა თითქმის ყველა რესპუბლიკაში სადაც ავტონომიები იყო მოახერხა დაეყენებინა საკითხი ასე, ავტონომიებში რჩება კომუნისტური მმართველობა მოსკოვის ქვეშევრდომობაში, თქვენ რესპუბლიკებმა, ან უარი თქვით დამოუკიდებლობაზე, ან შეეგუეთ თქვენი სახელმწიფოს ავტონომიური რესპუბლიკების დაკარგვას. ავტონომიურ რესპუბლიკებში რა თქმა უნდა იყო სიახლის, ახალი უცნობი პოლიტიკური წყობის შიში, მაგრამ იმისათვის რომ ხალხს იარაღი აეღო ხელში და მკვლელობები და ქართველების საცხოვრებლიდან გამოყრა დაეწო რუსეთის წაქეზება დასჭირდა. ფაქტიურად საზღვარი რუსეთის იმპერიასა და საქართველოს შორის ავტონომიების საზღვრებს დაემთხვა.
საკუთარი ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნება ყველა ადამიანის ისტორიული ვალია მთელს მსოფლიოში, და არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელიც უბრძოლველად დათმობს საკუთარ ტერიტორიებს. შეიძლებოდა თუ არა რომ ეს ბრძოლები წარმართულიყო უსისხლოდ, პოლიტიკურ ჩარჩოებში. გაიხსენეთ თქვენი მაშინდელი დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ..
იმ პერიოდში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დიდი სიმწვავით დადგა ეროვნებათშორისი ურთიერთობების საკითხი და უმეტეს შემთხვევაში სამწუხაროდ სხვადასხვა ქვეყნების დაპირისპირებული მხარეები უყოყმანოდ, შიდა აზრთა ჭიდილისა და განსჯის გარეშე გადაეშვნენ ძმათამკვლელ როგორც შიდაპოლიტიკურ, ასევე ეროვნებათშორის ომებში. ასეთმა შიდა ომებმა 1990-1993 წლებში მსოფლიო მასშტაბის ეპიდემიის- პანდემიის (გადამდები დაავადების) სახე მიიღო. მან მოიცვა არა მარტო ყოფილი საბჭოთა ქვეყნები, არამედ აღმოსავლეთი ევროპა და აზია. პოლიტიკური გზით პრობლემის მოგვარება, რომელიც მოწინააღმდეგე მხარეებისაგან მოითხოვდა ტოლერანტობას, მოთმინებას, დროს და თუნდაც ნაკლებად დრამატული შეცდომების გამოცდილებას, უარყოფილი იქნა არა მხოლოდ კავკასიაში ქართული, აფხაზური, ოსური, რუსული, ჩეჩნური, სომხური, აზერბაიჯანული, არამედ ევროპაშიც მოლდავური, სერბული, ხორვატული, ბოსნიური და სხვა საზოგადოებების მიერ.
ერთადერთი საზოგადოება, რომელმაც შეძლო სამხედრო დაპირისპირება აეცილებინა თავიდან იყო ჩეხეთის საზოგადოება. ჩეხეთის საზოგადოებაში და მთავრობაში არ გაიმარჯვა ერთიანი სახელმწიფოს შენარჩუნების მიზნით სამხედრო ქმედებების აზრმა. თუმც საღი აზრისაკენ ჩეხეთის საზოგადოებას რამდენიმე ფაქტორმა უბიძგა; მოპირისპირე მხარეს იდგა მრავალმლიონიანი, თითქმის თანაბარი მოსახლეობისა და ტერიტორიის მქონე სლოვაკეთი. ჩეხოსლოვაკეთი დასახელებიდანვე ჩანდა რომ იყო ორი თანაბარუფლებოვანი ქვეყნის გაერთიანება ჩვენთვის ყველაზე სამწუხაროდ საქართველოს ქართულმა, აფხაზურმა და ოსურმა საზოგადოებებმა ვერ მოახერხეს ვერ გამოავლინეს სიმწიფის ის ხარისხი, რომელიც შესძლებდა წინ აღდგომოდა ამ ძმათამკვლელი აგრესიის პანდემიას.
ქართული საზოგადოების სისუსტეს რამდენიმე წინაომი განაპირობებდა. შიდაომებს წინ უძღვოდა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებული რამდენიმე ძლიერი ფსიქოლოგიური ომი. ეს ომები იყო ხანგრძლივმომქმედ შედეგებზე კარგად გათვლილი. ამ ომების ერთერთი მიზანი ქართული საზოგადოებრიობის დასუსტება იყო. საზოგადოებას ავტორიტეტები წარმართავენ. სოციალისტურ პერიოდში არსებულ ელიტარული პრივილეგირებული კომუნისტური ინტელიგენცია მნიშვნელოვნად წარმართავდა საზოგადოებრივ აზრს. საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ საზოგადოებრივი აზრი კვლავ საბჭოთა ფილტრში გატარებული ავტორიტეტების ხელში დარჩა. ამას დაემატა 9 აპრილი, რუსეთის სამხედრო ძალის მიერ თბილისში, პარლამენტის წინ ჩატარებული სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც 18 მოქალაქის, მათ შორის ქალისა და ბავშვის სიკვდილი მოჰყვა.
ეს ოპერაცია დღემდე არ დაგმობილა რუსეთის მიერ. ჩვენ მაშინ ვფიქრობდით რომ რუსეთი მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ გმობს 9 აპრილს ჯარის მოქმედებას, თვლიდა რომ ეს მძიმე შეცდომა იყო და ნანობდა, მაგრამ წლების გადმოსახედიდან ჩანს, რომ რუსეთმა ამ სამხედრო ოპერაციით დაგეგმა არამარტო მოედნის გათავისუფლება და პოლტიკურად აქტიური ხალხის დაშინება, არამედ მთელი მოსახლეობის პოლიტიკური რადიკალიზაცია, რევანშის იდეით დამუხტვა და შესაბამისად პოლიტიკური წონასწორობის დაკარგვა. სწორედ 9 აპრილს და 9 აპრილის შემდეგ რუსეთის მიზანმიმართული და უტიფარი ქმედებებით შეურაცხოფილი და იმედგაცრუებული მოსახლეობა წავიდა რადიკალურ ნაბიჯზე; თითქმის ერთხმად აირჩია პოლიტიკური სპექტრის რადიკალური წარმომადგენელი ზვიად გამსახურდია.
ამ დღიდან მოყოლებული ქართული საზოგადოებრიობის ჩამოყალიბებას წინ ეღობებოდა;
გამსახურდიას ნაციონალისტური მთავრობა,
ავტორიტეტული ინტელიგენციის პოლიტიკური მოუმწიფებლობა და რადიკალიზმი სახელმწიფოს წინააღმდეგ,
მათ მიერ სამხედრო გადატრიალების დაშვება, წაქეზება და ხელშეწყობა,
შემდეგ სამხედრო გადატრიალების შედეგად მოსული ტოტალური აგრესია და ტერორი (ამ დროს მიტინგზე გამოსულ ადამიანებს ტყვიას ესროდნენ, ტელევიზიით კი სეთურის ხალხად მოიხსენიებდნენ).
შემდეგ საზოგადოებრიობის ჩამოყალიბებას ხელი შეუშალა მრავალრიცხოვანმა შიდაპოლიტიკურმა თუ ეროვნებათშორისმა ომებმა, როცა სისხლმა და სიკვდილებმა ახალი ძალით დათრგუნეს განსხვავებული აზრი.
შემდეგ შევარდნაძემ რომელიც კაგებეს ხრიკების მეშვეობით ახერხებდა ავტორიტეტული ინტელიგენციის საკუთარ სამსახურში ყოლას.
ჩვენ შევიცვალეთ.
დამარცხებამ უფრო კრიტიკულები და პრინციპულები გაგვხადა.
ქართული საზოგადოება დღეს, როგორც არასდროს მობილიზებულია ძალმომრეობის წინააღმდეგ. 2003, 2004 (ბათუმის) წლისა და 2007-2008 წლის პოლიტიკურმა ბატალიებმა, რომელიც მიმდინარეობდა ათიათასობით განრისხებული მომიტინგის მღელვარებით, კვირების ხანგრძლივობით, უწყვეტად დღეღამის განმავლობაში, ჩაიარა არათუ უმსხვერპლოდ, ერთი ვიტრინაც კი არ ჩამსხვრეულა თბულისსა და ბათუმში.
ქართული საზოგადოება არ აძლევს მთავრობას შეკვეთას გაანადგუროს აფხაზები და ოსები და შექმნას უნიტარული სახელმწიფო.
აფხაზეთმა უარი თქვა დამოუკიდებლობაზე.
დეფაქტო მთავრობები დიდი ხანია ცდილობენ მიიღონ მიიღონ ადგილი რუსეთის ფედერაციაში.
რას ნიშნავხ ეს, დათმო დამოუკიდებლობის იდეალი,
რასაც ბევრი ბევრმა ახალგაზრდამ თავი შეგნებულად შესწირა, რასაც წლების თუ ათწლეულების განმავლობაში გეგმავდა და ოცნებობდა აფხაზთა დიდი ნაწილი?
რა მოხდა ამ 15 წლის განმავლობაში სანამ ჩვენ ცალცალკე ვართ?
საქმე არ არის იმაში კვლავაც შეუღებავი არის თუ არა სასტუმრო "აბხაზია" და დანგრეულია თუ არა "დიოსკურია", ამას ეშველება. შეიღებება, ასფალტიც დაიგება, ტურისტიც ჩამოვა და ციტრუსებიც უკეთესად გაიყიდება. მე მგონი პირიქით იქნება, რაც უფრო წარმატებული იქნება ეკონომიკა აფხაზეთის ტერიტორიაზე, მით ნაკლები იქნება ამ ტერიტორიაზე.. აფხაზეთი.
გაგრძელდება რუსული კაპიტალისა და მოსახლეობის მიგრაცია უკვე არა დაგეგმილი სოციალიზმის, არამედ კაპიტალიზმის პირობებში.
აფზეთისაგან დარჩება რუსეთის სარეკლამო თეზა მტრისგან გადარჩენილი პატარა თავისუფლებისმოყვარე ერზე რომელიც რუსეთს როგორც ტურისტულ-ჰეროიკულ ქვეყანას წარმოაჩენს. დარჩება ერთი-ორი ფოლკლორული ანსამბლი რესტორნის სტუმართათვის დროის მოკლე მონაკვეთში აფხაზეთში აფხაზებს იგივე როლი ექნებათ რაც ტაიტზე ტაიტელებს და ჰავაიზე ჰავაელებს– რესტორნების ფოლკლორულ-ეგზოტიკური გამრთობების.
ნუ გაიხსენებთ ნურც ქართველებთან მშვიდობიან თანაცხოვრებას და ნურც რუსეთთან პატრონაჟულ ურთიერთობას კომუნისტების დროს.
ეს არ განმეორდება.
ქართველები მომავალში თანასწორ უფლებიან, ფართო ავტონომიური პოლიტიკური უფლებებით ცხოვრებას გპირდებით.
რუსეთი კი არასოდეს იქნება რსფსრ რომელიც გახსოვთ. შოვინიზმ იმპერიალიზმზე დამყნობილი რუსული კაპიტალი კი ყველგან გულმოდგინედ წაშლის ყველაფერს აფხაზურს რაც ღირებულია პოლიტიკაში.
თქვენ ქართველების გულის გასახეთქად გადამთიელებს ეპატიჟებით ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად. საკუთარ თავზე თუ ფიქრობთ. ეგ კაზაკები და სხვები თქვენი, ჩვენი ერთობლივი მიწის სამუდამოდ დასაპატრონებლად და თავისი გავლენის გასაძლიერებლად ჩამოვლენ. ხომ არ გონიათ რომ მათი ექსპანსიისაგან რუსული დემოკრატიული მედია დაგიცავთ?
ნუ გეშინიათ ქართველების, ნუ გადაიჩეხებით ხევში ქართველების ჯინაზე, ქართველების გასაბრაზებლად..
Saturday, August 30, 2008
ღია წერილი ბლოგერების სახელით აფხაზებს
Posted by cartwheel at 11:17 AM
Labels: საზოგადოება, ღია წერილი, ძირს პათეტიკა, ხალხი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment